რუსი ყოფილი პანკი მოთმინებისკენ მოგვიწოდებს
რუსი როკერების კუმირს, ნაიკ ბორზოვს ჩაქვის სასტუმრო „ოაზისში“ შევხვდით ფესტივალ „სუბტროპიკი 2002“-ის დღეებში. როგორც მან გვითხრა, „შეგნებული აზროვნებით“ საქართველოში პირველადაა, რადგან ადრე აქ ღრმა ბავშვობაში იყო და არაფერი ახსოვს. თუმცა დასძინა: მხოლოდ სერპანტინები და მანქანის უკანა მხარეს სიჩქარის შემზღუდავი ნიშნები დაამახსოვრდა, რომელსაც, სავარაუდოდ, „60“ ეწერა.
-------------------------------
მცირე პრეს-დოსიე
-------------------------------
პოპულარული მოსკოველი მუსიკოსი ნაიკ ბორზოვი 1972 წლის 23 მაისს დაიბადა. 1986 წელს პანკ-ჯგუფი „ინფექცია“ ჩამოაყალიბა, რომელმაც 1992 წლამდე იარსება. 1989 წლიდან დღემდე ბორზოვი მონაწილეობას იღებს სკანდალურ პროექტში „Хуй Забей“. 1992 წლიდან კი სოლო კარიერას მიჰყო ხელი და დიდ პოპულარობასაც მიაღწია. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია: „Три Слово“ (ეს სიმღერა სახელმწიფო დუმის სხდომის განხილვის საგანი გახდა), „Верхом На Звезде“ და „Лощадка“, რომელიც თავის დროზე FM ფორმატის მრავალმა რადიოსადგურმა აკრძალა, რადგან მასში იყო სიტყვა „კოკაინი“. დამთავრებული აქვს საესტრადო-ჯაზური ფაკულტეტი. დღემდე 5 სოლო ალბომი გამოსცა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------