tag:blogger.com,1999:blog-74325553226065352024-03-13T08:11:00.999+04:00ლაშა გაბუნიას „ანარეკლი“ვირტუალური გამოცემაLasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.comBlogger325125tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-86427437199391870402023-10-03T17:21:00.002+04:002023-12-19T18:44:30.770+04:00ქუთაისური მუსიკა
ქუთაისი უძველესი, როგორც ამბობენ, 3500 წლის ქალაქია, რომელსაც ნიჭიერი ხელოვანები არასოდეს აკლდა. ამერიკელი კლასიკოსი მწერალი, უილიამ ფოლკნერი ამბობდა, რომ „პროზის გრგვინვა და მუსიკა სიჩუმეში სრულდება“. სიჩუმე და სიმშვიდე ყოველთვის ქუთაისის თანამდევი იყო. საბჭოთა ინდუსტრიალიზაციამდე ქალაქში რიონის ხმა თუ ისმოდა მხოლოდ, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმოდა გიტარაზე დამღერებული ქართული პოლიფონიური ფოლკი, რომელსაც დღეს „ქალაქურ მუსიკას“ უწოდებენ და კლასიკური მუსიკა. კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ კი, როცა საწარმოები გაჩერდა და ჩარხების ხმაურიც მიწყდა, ქუთაისი კიდევ უფრო დადუმდა. თუმცა ეს იყო ერთგვარი სიმშვიდე ქარიშხლის წინ. ზოგადად, თბილისისგან განსხვავებით, ქუთაისი პოლიტიკური აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა და საზოგადოებაში დაგროვილი მუხტი მიტინგებზე კი არა, უფრო ხელოვნებაში აისახებოდა ხოლმე. მაშინ კი, პოსტ-საბჭოთა ქალაქში გამეფებული სიჩუმე დაარღვიეს მუსიკოსებმა – დამოუკიდებელმა ქართველმა როკერებმა, პანკებმა, მეტალისტებმა, ელექტრონისტებმა, ჰიპ-ჰოპერებმა... და მათი ეს ხმაური შემდეგში მთელმა საქართველომ გაიგონა. თუმცა ეს ხმა ნაკლებად ესმოდათ თავად ამ ქალაქში და ამ განსხვავებული მუსიკის მსმენელთა მხოლოდ მცირე წრეები არსებობდა.
რობი კუხიანიძე, 1997 წელი
ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერმა შავმა პრინცმა ადრე ინტერვიუში მითხრა: „თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მეამბოხე მუსიკოსები სწორედ ამ ქალაქიდან არიან. ეს, ჩემი აზრით, ბუნებრივია. როდესაც ადამიანს ბევრი გაუსაძლისი პრობლემა გაქვს და რაღაცის შეცვლა გსურს, მაშინ უფრო მეტად აზროვნებ და უკვე გარკვევით ხვდები რა გინდა“.
ზოგადად ქუთაისელ არტისტებს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორ და პროტესტულ მუსიკის შემსრულებლებად იცნობენ. თუმცა მოდით ეს მუსიკალური პროტესტი ახლა დროებით გვერდზე გადავდოთ და ისიც ვთქვათ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლებიც ამ ქალაქში გაიზარდნენ. ზაქარია ფალიაშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე (მისი შვილები იყვნენ კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ამერიკული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი) ამის ნათელი მაგალითები არიან. ბაფთიან გიტარაზე დამღერებული ე.წ. ქალაქური პოლიფონიური მუსიკაც მთელი დასავლეთ საქართველოდან სწორედ ამ ქალაქში აკუმულირდა და დები იშხნელები იყვნენ ის პირველი შემსრულებლები, რომელთაც სწორედ ამ მუსიკით გაითქვეს სახელი. მე-18 საუკუნის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი იმერლებს ასე ახასიათებს: „მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა და სხუათა შემძინებელნი. უცქვიტესად მოუბარნი...“
მეტყველების ეს სიცქვიტე კი კარგად მოარგეს თავიანთ შემოქმედებას ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერებმა. მუსიკალური ცხოვრება ქუთაისში კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ ბევრად უფრო ინტენსიური გახდა. აქ მთავარი იარაღი გიტარა იყო, რომლის შემსწავლელ წრეებში ბევრი ახალგაზრდა დადიოდა. ქვეყანაში ენერგოკრიზისის დროს, ისინი აკუსტიკურ გიტარებზე უკრავდნენ. გიტარა დღემდე რჩება გამორჩეულად სასურველ ინსტრუმენტად, რომელსაც მომავალი თაობა განსაკუთრებული ინტერესით სწავლობს. „აუტსაიდერელ“ რობი კუხიანიძეს კი ადრე ჩემთვის ინტერვიუში უთქვამს, რომ „ქუთაისს რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ახასიათებს კულტურული აფეთქება და სიახლეების დანერგვა“. მე-20 საუკუნის დასაწყისში ასეთი სიახლე თუნდაც პოეტური ორდენის „ცისფერყანწელები“ ჩამოყალიბება გახლდათ.
რობი კუხიანიძე, 1998 წელი
პირველი ანდერგრაუნდ-დაჯგუფება ქუთაისში ჯერ კიდევ 1980 წელს, ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს, ე.წ. „პერესტროიკამდე“ გამოჩნდა და მას „თეთრი ფრთები“ ერქვა. იგი ქუთაისელმა მეგობრებმა – მხატვარმა, მუსიკოსმა და პოეტმა როლანდ, იგივე შალა შალამბერიძემ, მხატვარმა, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა ავთო, იგივე ბაჩუ ავალიანმა და მხატვრებმა: მერაბ ამაღლობელმა, გია ხურციძემ, გოჩა დარახველიძემ და დათო გოფოძემ დააარსეს. დაჯგუფებას კიდევ დაემატნენ შემოქმედები და 1982 წლისთვის 20-მდე წევრს ითვლიდა. დაჯგუფება აწყობდა იატაკქვეშა პერფორმანსებს. როლანდ შალამბერიძემ მუსიკალური ინსტრუმენტების გამოგონება დაიწყო და დღემდე უამრავი ინსტრუმენტი აქვს დამზადებული, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. ამ ინსტრუმენტებით მას რამდენიმე ავანგარდული ალბომი აქვს ჩაწერილი და გამოშვებული. „თეთრი ფრთების“ დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დაიფანტა.
სსრკ-ს დროს ქუთაისში ოპერისა და ბალეტის დასისა და ფოლკლორული ანსამბლების გარდა არსებობდა რამდენიმე თანამედროვე მუსიკალური კოლექტივი. ესენი იყვნენ: ნიკოლოზ ედგარიძის ბავშვთა ბიგ-ბენდი „ალიონი“, დავით ჯანელიძის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ანსამბლი და ყველაზე ძველი – ბორის შხიანის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ფაზისი“.
ამ კოლექტივებმა რამდენიმე ისეთი მუსიკოსი გამოზარდა, რომელთაც 1990-იანებში ალტერნატიული მუსიკის შესრულება დაიწყეს. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში კი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ორგანიზაცია „მელომანის“ შექმნა, რომელიც ოპერის თეატრთან თემურ, იგივე ტუსოვკა ჯოხაძემ და ვახტანგ, იგივე სტრადივარი ნებიერიძემ ჩამოაყალიბეს. ეს გახლდათ საქართველოში პირველი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი საკონცერტო-საპროდიუსერო ორგანიზაცია და სივრცე, სადაც ჯგუფებს შეეძლოთ რეპეტიცია. ასევე ორგანიზაცია ქუთაისში მართავდა ქართველი და უცხოელი მუსიკოსების კონცერტებს. მათ მოაწყვეს ჯგუფების, „ტაქსის“, „პრიზისა“ და რამდენიმე უცხოური ბენდის კონცერტი. სწორედ კლუბ „მელომანთან“ ჩამოყალიბდა ჯგუფი „აუტსაიდერი“, რომელსაც ადრე „რისკი“, მერე კი „პროვინციალ-ბენდი“ ერქვა. „აუტსაიდერმა“ 1991-92 წლებში მოაწყო კონცერტები ესტონეთში ტალინისა და რუსეთში მოსკოვის ანდერგრაუნდ მუსიკის ფესტივალებში. შემდეგ კი ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ვინილის ფირფიტაზე ალბომის Inside გამოშვებით, რომელსაც ბაზარზე დღეს საკმაოდ მაღალი ფასი ადევს.
ძველი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შექმნილი ქუთაისური ჯგუფები კი, რომლებიც არ იყენებდნენ „მელომანის“ სივრცეს, სხვადასხვა ფაბრიკა-ქარხნების კლუბებში რეპეტიციობდნენ. ასეთ ჯგუფებს შორის იყვნენ ძველი ჯგუფები: „ბუნკერი“, „ტრიბუნალი“ (შემდგომში „მაჩია და co“), „პულსი“ და სხვები. თუმცა იყვნენ ინდივიდუალისტებიც. მათ შორის უნდა ვახსენო, ქუთაისელი ვეტერანი მუსიკოსი გოგა ჟორჟოლაძე.
გოგა ჟორჟოლაძე, 2003 წელი
გოგა არა მარტო თავად წერდა მუსიკას, არამედ, მან თავის სახლში მუსიკოსებისთვის შექმნა სარეპეტიციო სივრცე და ხმისჩამწერი სტუდიაში, სადაც ორი კომპილაციური ალბომი ჩაიწერა ქუთაისელი მუსიკოსების მონაწილეობით: „ქართული ტალღა 1“ და „ქართული ტალღა 2“. თანაც, ის ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი იყო, რომელმაც სიმღერა საზღვარგარეთ, კერძოდ ნიდერლანდებში ჩაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ გიგა, იგივე „ბაჯუ“ ერისთავი რამდენიმე ჯგუფში უკრავდა, თუნდაც „აუტსაიდერში“, იგი ასევე შეგვიძლია გამოკვეთილად ინდივიდუალისტ მუსიკოსად მივიჩნიოთ. მას ადრე ყველაზე ნოვატორი მუსიკოსი ვუწოდე და ეს მართლაც ასეა, რადგან მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ჰიპ-ჰოპისა და ელექტრონული მუსიკის პირველი ნაბიჯები.
ლელა ლომთაძე, ბაჯუ, ლაშა გაბუნია და ირაკლი მაჩიტიძე, 1999 წელი
1990-იანი წლების პირველივე წლებში მან მოსინჯა ძალები ბევრ მიმდინარეობაში: ბრეიკ-დენსში, როკში, ჰიპ-ჰოპში თუ ელექტრონულ მუსიკაში და ყველგან თავისი ხელწერით. მისი შემოქმედება დღესაც ძალიან საინტერესოა.
ინდივიდუალისტებს შორის აუცილებლად უნდა ვახსენო მომღერალი და მევიოლინე ლელა ლომთაძეც, რომელიც თანამშრომლობდა სხვადასხვა მუსიკოსებთან. ჰქონდა და აქვს საკუთარი რეპერტუარიც. 1990-იანების მეორე ნახევარში მუსიკოსების ახალი თაობა გამოჩნდა, რომელთა შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ Best History, რომელიც FM რადიო „ძველი ქალაქის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა და მათი სამი წევრი ამ რადიოს წამყვანი იყო. ჯგუფმა დიდ წარმატებას მიაღწია ლადო ბურდულის მიერ ორგანიზებულ სამდღიან ფესტივალზე სხვა ქართულ და უცხოურ ჯგუფებს შორის, მისი აღმოჩენა გახდა. მაშინდელი სხვა ნიჭიერი მუსიკოსების შემოქმედებას შეგიძლია გაეცნოთ ნაკრებში „ქართული ტალღა 1“ და „ქართული ტალღა 2“, სადაც მოუსმენთ ჯგუფებს: „ბურუსი“, „ალკო“, „წამი“, „რეპლიქსი“ და „ხუან პაბლო ტატოია“ (იგივე „არქეოპტერ X“).
აქამდე ვინც ჩამოვთვალე, უფრო ალტერნატიული შემსრულებლები არიან. თუმცა ქუთაისში არსებობდა პოპ-სცენაც. ამ სფეროდან უნდა ვახსენოთ ქეთი მერკვილაძე და ბოიბენდი „გოგლი-მოგლი“, რომელთა შემოქმედებაც საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში. ამის გარდა იყვნენ ჯაზ და ექსპერიმენტული მუსიკოსები. მათ შორის შეიძლება ვახსენოთ ქუთაისელი ჯაზ-მევიოლინე ვიტალი სამხარაძე, რომელიც დღეს დასავლეთში ცხოვრობს და ცნობილია, როგორც ვიტალი იმერელი. ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ, დრამერი, ვიბროფონისტი და კომპოზიტორი გია სალაღიშვილი, რომელმაც 1990-იან წლებში რამდენიმე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა და პლუს ამას, პროგრესივ-როკ ჯგუფიც ჩამოაყალიბა და რამდენიმე ალბომიც ჩაიწერა. თუმცა ტრიო „ბაროკოს“ ჩამოყალიბება და მისი „ბითლზის“ სიმღერების ტრანსკრიფცია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარია.
განსაკუთრებით საინტერესო იყო შემოქმედებითი გაერთიანება „ნიღბების კლუბის“ ორგანიზებული აქციები, რომელიც ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ ჩამოყალიბდა. ამავე დროს კლუბის წიაღში ჩამოყალიბდა მხოლოდ გოგონებისგან შემდგარი ჯგუფი „მედპერსონალი“. „ნიღბები კლუბი“ მთელ ქალაქში ეძებდა სხვადასხვა სივრცეებს. იმ პერიოდში საკონცერტო სივრცეების უდიდესი დეფიციტი იყო, ამიტომ აქციები იმართებოდა სხვადასხვა შენობებში, ნანგრევებში, ქუჩებში, ავტოფარეხებში, მიწისქვეშა ბუნკერებში და კრივის დარბაზშიც კი.
Best History, 1998 წელი
პარალელურად, ქალაქში კარგად განვითარდა ჰიპ-ჰოპი, რომლის გამორჩეული ფიგურა სწორედ შავი პრინცი იყო, რომელიც ასევე ალტერნატიული მუსიკიდან მოდიოდა. იგი თითქმის ყველა კონცერტს ესწრებოდა, როგორც მსმენელი და ცეკვავდა კიდეც. კარგად გამოსდიოდა ბრეიკ-დანსის ცეკვაც. ოდნავ გვიან მან ჩამოაყალიბა „ძებნილები“, რომელშიც ნიჭიერი რეპერები გაერთიანდნენ. ეს ერთგვარი რეპ-მოძრაობა იყო, რომლის მიზანი არ ყოფილა ტელევიზიასა თუ რადიოში მოხვედრა. ეს იყო ცხოვრების წესი. „ძებნილების“ წიაღში რამდენიმე ძალიან კარგი ჰიპ-ჰოპ არტისტი იშვა, მათ შორის ყველაზე ცნობილია ჯერონიმო. შავი პრინცი ხშირად სწორედ მასთან ერთად იწერდა დუეტს. ჰიპ-ჰოპში აუცილებლად უნდა ვახსენო აწგანსვენებული მუსიკოსი კაზი ჯაზი, რომელიც მართალია, წყალტუბოელი იყო, მაგრამ ქუთაისურ სცენას წარმოადგენდა.
2000-იანებში ქალაქში მუსიკის მხრივ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუმცა ჩამოყალიბდა ჯგუფი „ფრანი“ და კიდევ შეიქმნა ინგლისურენოვანი ჯგუფი Georgian Version. 1990-იანი წლების ინერცია მოქმედებდა. აი, 2010-იანი წლებიდან ჰიპ-ჰოპშიც ახალი თაობა წამოვიდა და მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ელექტრონულ სცენაზეც. ამ მხრივ უნდა აღვნიშნოთ კლუბების „რეფლექტორისა“ და „ბუდეს“ ჩამოყალიბება. ელექტრონული მუსიკის ამ ორი კლუბის განვითარებას ხელი შეუწყო ქუთაისის აეროპორტის აღდგენამ და იქ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების შემოსვლამ. ჯერ იყო „ბუდე“, რომელიც ათმა მეგობარმა 2011 წელს ჩამოაყალიბა. ორ წელიწადში კი მათ საკუთარი ხელით გაარემონტეს ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ერთ-ერთი საამქრო, რომელიც კლუბ „ბუდეს“ დღევანდელი ადგილი გახდა. ისინი როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ისე საქართველოდან ანდერგრაუნდ ელექტრონულ მუსიკოსებს იწვევენ. კლუბი „რეფლექტორი“ 2016 წელს სამმა მეგობარმა შექმნა, რომელთაც ჰქონდათ ევროპის კლუბებში გართობის გამოცდილება. ეს ორი სივრცე ქართველი ელექტრონული მუსიკის მოყვარულების საყვარელი ადგილებია.
„პულსი“, 1998 წელი
2010-იან წლებში ქუთაისში ძალიან კარგი ჯგუფები გაჩნდა. შეიძლება ვახსენოთ ჯგუფები – „ზეგ“, „ანარეკლი“, „გაგა ფრანი“, „ოჩოს ქოხი“, ასევე ერეკლე დეისაძე, რომლის ვინდა ფოლიოსთან ერთად 2014 წელს ჩაწერილმა სიმღერამ „რაც მამას უნდა“, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია... 2020-იან წლებში შექმნილი ბენდებიდან კი შეგვიძლია ვახსენოთ SKAZZ, „იზმირი“, „სტრესი 4621“, „სქიზმა“, „ბიბა“ და სხვები. თუმცა 1990-იანი წლებისგან განსხვავებით, ქუთაისში გაჩნდა სივრცეები, სადაც ადგილობრივ და ჩამოსულ მუსიკოსებს შეუძლიათ საკუთარი შემოქმედება დაინტერესებულ მსმენელს აჩვენონ. მაგალითად წითელ ხიდთან არსებობს კლუბი „ძველი გალეონი“, რომელშიც უფრო როკ-მუსიკოსები იყრიან თავს და კონცერტებს მართავენ. ელექტრომექანიკური ქარხნის კიდევ სხვა საამქროში ახალი კლუბი „2720“ შეიქმნა, სადაც არა მარტო კონცერტები, არამედ სხვადასხვა შეხვედრებიც იმართება და გაიმართება. ისევე როგორც ადრე, ქუთაისური ჯგუფების და ქუთაისელი მუსიკოსების უმეტესობა ქართულ ენაზე მღერის. სასიმღერო სტილებს შორის კი დღეს უმეტესად სრულდება ჰარდკორი, პანკი და პოსტ-პანკი. ამ შემსრულებლებს შორის კი ჯერჯერობით SKAZZ-ს იუტუბზე ყველაზე მეტი ნახვა აქვს, ზოგიერთ ვიდეოზე ნახვების რიცხვი უკვე მილიონნახევარს აღწევს.
მუსიკალური ცხოვრება ქუთაისში გრძელდება. იმედი მაქვს ამჯერად მაინც დაარღვევენ ქუთაისში მცხოვრები მუსიკოსები ერთ ტრადიციას. ეს ტრადიცია კი 1900-იანი წლებიდან მოდის – ქუთაისელი მუსიკოსები (ზოგადად ხელოვანები) ამ ქალაქში იწყებენ და მერე დედაქალაქში ან სხვა ქვეყნებში აგრძელებენ...
ფოტოების უმეტესობის ავტორი: ზურა ზენაიშვილი
სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.6938026 44.80151679999998713.383568763821152 9.6452667999999875 70.004036436178836 79.957766799999987tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-22025305843685322382023-03-30T14:57:00.005+04:002023-08-17T18:30:05.529+04:00„გაგა ფრანის“ სადებიუტო ფირფიტა
არის სიმღერები, რომელთა მოსმენისთანავე გრძნობ, რომ მთელი სულითა და გულითაა დაწერილი, – როგორც ქართველები ვამბობთ ხოლმე, – ჯიგრით. ეს სიმღერები განსხვავდება იმათგან, როცა არტისტი რაღაც ვალდებულების გამო წერს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მუსიკოსს ალბომის ჩაწერა ლეიბლთან ხელშეკრულებით აქვს დაკისრებული და ამ დროს, შესაძლოა, საერთოდ არც ეწერება. ამის შემდეგ იგი თითიდან გამოწოვილ თემებზე სიმღერების წერას იწყებს, ანუ თავს ძალას ატანს ხოლმე. ასეთ მუსიკას „კოჭებში“ ეტყობა, რომ ნაძალადევია. ხელოვნურობა ყურს ჭრის, ხშირად მეტისმეტად დაშაქრულია, აქვს სტანდარტული, გაცვეთილი სიტყვებით დახუნძლული ტექსტები და შემსრულებლის მერკანტილური მიზნებიც კარგად იკითხება.
დღეს მინდა ისეთ ჩანაწერზე დავწერო, რომელიც სწორედ სულითა და გულითაა შექმნილი და ნამღერი. ესაა „გაგა ფრანის“ სადებიუტო ვინილის დისკი, ანუ როგორც ადრე ვუწოდებდით – ფირფიტა. მისი საერთო ხანგრძლივობა 24 წუთს არ აღემატება, რაც არც სრულყოფილი ალბომის (LP) და არც მინიონის (EP) დროის სტანდარტებში არ ჯდება – სადღაც შუაშია. ეს იმას მიანიშნებს, რომ ფირფიტა კომერციული მიზნებისთვის არ შექმნილა. ავტორმა აარჩია ზუსტად იმდენი მასალა, რამდენიც საჭირო იყო და გავრცელებულ სტანდარტებს ყურადღება არ მიაქცია. მახსოვს, ადრე ერთ ძალიან კარგ ქართულ ფირფიტაზე, მსგავს კლიშეებში რომ მოექციათ და დროის ხანგრძლივობა გაეზარდათ, ერთი და იგივე სიმღერა ორჯერ დაიტანეს, ერთხელ თავში და მეორედ ბოლოში.
„გაგა ფრანი“ მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, გაგა ჩიხლაძის მეორე პროექტია. მის პირველ ჯგუფს „ფრანი“ ერქვა და 2000-იან წლებში შეიქმნა. ჩვენმა მსმენელმა იგი ძლიერ შეიყვარა, თუმცა გაგამ 2010-იანების ბოლოს უკვე „გაგა ფრანი“ ჩამოაყალიბა და დღემდე მხოლოდ სინგლებს უშვებდა.
ფირფიტის პრეზენტაციაზე გაგამ ბევრ საინტერესო რამეზე ილაპარაკა. მის ცხოვრებაში ფირსაკრავი და ფირფიტები ბავშვობიდან შემოვიდა. იგი ოჯახის კოლექციიდან უსმენდა მუსიკას, ზღაპრებს და 8 წლის ასაკში ინატრა, რომ მისი ხმა ოდესმე ამ ჯადოსნურ ფირფიტაზე მოხვედრილიყო. გაგას ოცნება 30 წლის შემდეგ აუხდა და საკუთარი ხმა ფირსაკრავიდან გაიგონა.
„გაგა ფრანის“ პირველ ფირფიტაზე 7 სიმღერაა. ყველა მათგანის მუსიკისა და ტექსტის ავტორი გაგაა, გამონაკლისია მხოლოდ ფირფიტის მეორე გვერდის მეორე აუდიო-ბილიკი „მზეო დაბრუნდი“. ეს სიმღერა მომღერალმა ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსზე დაწერა. ნაწარმოების მელოდიის შთამაგონებელი კი გაგას პატარა შვილი აღმოჩნდა, როდესაც ბაღიდან სახლში დაბრუნებულმა, ამ ლექსის მოყოლა დაიწყო. არ ვიცი, ამ მეტად ემოციურ ლექსზე ამაზე ზუსტი და ამაღელვებელი მელოდია როგორ უნდა დაიწეროს. თუმცა ემოციური ფონი და მელანქოლია გაგას არცერთ სიმღერას არ აკლია. ცრემლიც კი შეიძლება წაგსკდეთ, როდესაც მოუსმენთ სიმღერებს: „შენ ხომ იცი“, „შემოდგომა“, „მარტი მოვიდა“, რომელიც მუსიკოსმა პირველად დედას ტელეფონიდან უმღერა, ან თუნდაც „ეს მე ვარ“… მიუხედავად დიდი ემოციური მუხტისა და სევდისა, რომელიც მთელ ალბომს თან სდევს, იგი არაა გოთიკური როკივით პირქუში და ნისლიანი, პირიქით, უმეტესად ოპტიმისტური და ხალასია, რომელიც მსმენელს განცდებთან ერთად პოზიტიურ განწყობაზე დააყენებს.
გაგა შესანიშნავი მომღერალია, რომელსაც შეუძლია საკუთარი სიმღერების სიწრფელე და მუხტი თავისი ხმით თავისუფლად გადმოსცეს. ფირფიტა სახლში რომ მოვიტანე, პირველად დედაჩემს მოვასმენინე, რომელმაც თქვა, რომ ტყუილად არ უყვარს გაგა, როგორც მუსიკოსი და აღნიშნა, რომ ძალიან ემოციურად და სუფთად მღერის. მართლაც, რომ ვაკვირდები, „გაგა ფრანის“ მუსიკა თანაბრად მოსწონს სხვადასხვა თაობის ადამიანს. მისი ნათელი (თუ შეიძლება ასე ითქვას) მუსიკა ქართული ფოლკიდან (ქალაქური მუსიკიდან) და როკიდან იკვებება.
ერთი შენიშვნა მაქვს და აუცილებლად მინდა დავწერო. ფირფიტის ყდაზე სრული ინფორმაცია არაა დატანილი, ანუ მის უკანა მხარეს არ იძებნება ინფორმაცია მუსიკოსების, გაფორმების, ტექპერსონალის და სხვათა შესახებ. ძალიან მომწონს ფირფიტის გაფორმების შავ-თეთრი დიზაინი – სავარაუდოდ, „გაგა ფრანის“ ერთგვარი ლოგო და თავად ვინილზე დაკრული ე.წ. ლეიბლები. სხვათა შორის, ამ გაფორმების დეტალები მუსიკოსს ხელზეც აქვს ამოსვირინგებული. ალბომში შესული მუსიკალური მასალა მთლიანად ჩაწერილია „33 ა“-ს სტუდიაში.
ეს სადებიუტო ალბომი წარმოადგენს გაგა ფრანის ცხოვრების ფრაგმენტებს, სხვადასხვა ეპიზოდებს, მის განცდებსა და ემოციებს, რომელიც მსმენელისთვისაც მეტად საინტერესო მოსასმენია. მასზე არის სიმღერა, რომელიც ცხოვრებაში პირველად დაწერა და კომპოზიციაც, რომელიც ახალია. ჩანაწერის ხარისხი მშვენიერია. ალბომი ძალიან კარგად ისმინება ფირსაკრავზე: „გაგა ფრანის“ თბილ მუსიკას ვინილი კიდევ უფრო მეტ სითბოსა და სიღრმეს აძლევს.
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.6938026 44.80151679999998713.383568763821152 9.6452667999999875 70.004036436178836 79.957766799999987tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-72670414573917093922022-11-25T12:40:00.042+04:002023-03-30T13:13:11.482+04:00თინათინ წერეთელი – გერმანელი მომღერალი ქართული მუსიკის სამყაროდან
თინათინ წერეთლის მუსიკალური შემოქმედება ფეისბუქზე აღმოვაჩინე. მუსიკოსი გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. შემდეგ თინათინისა და ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართველ მუსიკოსის, მარიამ ქირიას ერთად ჩაწერილ დუეტსაც მოვუსმინე. მისი შემოქმედება მომწონს და ჩვენ ვირტუალური მეგობრები გავხდით. თინათინი დღეს სოულსა და ჯაზში მუშაობს. 2019 წელს თავის ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო იუნესკოს პირველ გლობალურ ფესტივალში, რომელიც იტალიაში გაიმართა. ფესტივალზე მან გერმანიის სახელით იუნესკოს დელეგაციის წინაშე ორი კონცერტი გამართა. იგი ამ ღონისძიებაზე ერთადერთი მუსიკოსი ქალი გახლდათ. თინათინ წერეთელმა 2020 წლის მიწურულს ალბომი Alles Zu Seiner Zeit („ყველაფერს თავისი დრო აქვს“) გამოუშვა. იგი ცნობილ ლეიბლ Peppermint Park Studios-ში ჩაიწერა, რომელთანაც თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმული ვარსკვლავები: მადონა, ჯგუფი „სკორპიონსი“, ტომ ჯონსი და სხვები. თავისი შემოქმედების ინტერკულტურულობის დამსახურებით, თინათინი ჩეხეთის ქალაქ ბრნოს ფესტივალზე ჰანოვერისა და გერმანიის მუსიკალურ ელჩად იყო მიწვეული.
ქართული წარმოშობის გერმანელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი თინათინ წერეთელი 1982 წლის 14 სექტემბერს თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა, ამიტომაც ბავშვობა მუსიკალურ გარემოცვაში გაატარა. გოგონა რეპეტიციებს ხშირად ოპერის საორკესტრო ორმოდან ადევნებდა თვალს. როგორც თავად ამბობს, სადაც მუსიკა ისმოდა, იქ თავს ყოველთვის შინაურულად გრძნობდა. ხუთი წლის ასაკში თინათინმა ვიოლინოს შესწავლა დაიწყო. 6 წლისამ კი ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლაც მოისურვა. ამის შემდეგ მუსიკა მისი ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მის ოჯახში ყველა მღეროდა და ასე გაეცნო ქართულ მრავალხმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვა ჟანრში მუშაობს, ქართულ ფოლკლორს, პოლიფონიას მის მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
1993 წელს საქართველოში არსებული რთული სიტუაციის გამო, 10 წლის გოგონა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. დღეს თინათინი ჰანოვერისა და მისი შემოგარენის რამდენიმე უნივერსიტეტსა და სასწავლებელში ვოკალის პედაგოგად მუშაობს. მას აქვს მუსიკალური პროექტებიც. გთავაზობთ თინათინ წერეთელთან ინტერვიუს. იგი კარგად ლაპარაკობს ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, აზროვნებს გერმანულად.
– თინათინ, როგორი შეგრძნება იყო, როდესაც 10 წლის ასაკში საქართველოდან შორს ამოყავი თავი?
– ორი ჩემოდნის ამარა უცხოეთში ჩარჩენილმა ოჯახმა ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. მაშინ მუსიკაზე ფიქრიც კი უადგილო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებოდა და მწყუროდა იგი. უბრალოდ, არ მინდოდა დედისთვის რთულ სიტუაციაში სადარდებელი დამემატებინა, ამიტომ ხმამაღლა არ გამოვხატავდი ამ სურვილს. მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდი, ამ წყურვილს სიმღერით ვიკლავდი. სიმღერისას და დაკვრისას დროის და სივრცეს შეგრძნებას ვკარგავ. მუსიკის შესრულებისას თავს სრულყოფილად აღვიქვამ, რადგან იმ „მე“-ს ვუერთდები, რომელიც თბილისში გატარებულ ბავშვობაში დარჩა.
იმ ქალაქში, სადაც გიმნაზია დავამთავრე, გოსპელის გუნდში ვმღეროდი. პირველად სცენაზე სკოლის ბოლო ზარზე ვიმღერე. შემდეგ ჩრდილოეთ გერმანიაში კულტურის მეცნიერების ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა, სადაც მუსიკა ერთ-ერთი საგანი იყო. ჯაზ-როკ და პოპ ვოკალისკენ ნელ-ნელა გავიკვლიე გზა. გერმანიაში ფორტეპიანოს შესწავლა ხელახლა დავიწყე, ხოლო გიტარაზე დაკვრას ჩემით დავეუფლე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თავად შემეძლო სიმღერების წერა. იმის მიუხედავად, რომ გერმანელი სტუდენტების უმეტესობა სიმღერებს ინგლისურად წერდა, საკუთარი შემოქმედებისთვის მაინც გერმანული ენა ვარჩიე. ქართული სული და ემოცია გაჯერებული გერმანული აზროვნებით – ესაა ჩემებური მუსიკალური კოქტეილი, რასაც აქ განსაკუთრებულად აღიქვამენ.
– რომელი მუსიკოსი, მომღერალი, ჯგუფი ან კომპოზიტორი მოგწონს განსაკუთრებით? და ვინ იქონია შენზე გავლენა?
– ბავშვობისას ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის გარდა, ჩემზე დიდი ზეგავლენა იქონია დასავლურმა ჯაზმა და პოპმა. სახლში ელა ფიცჯერალდის, ლუი არმსტრონგის და ბიტლზის სიმღერებს სიამოვნებით ვუსმენდი. განსაკუთრებულად მახსოვს, ხუთი წლის ასაკში პირველად Eleanor Rigby-ს რომ მოვუსმინე, როგორი შთამბეჭდავი იყო ახალი და უცხო ჰარმონიები. მუსიკის სამყარო ჩემთვის ისეთი მრავალფეროვანი, მისტერიული და საოცრებებით სავსეა, როგორც იმის აღმოჩენა, რომ ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ და კოსმოსში, ჩვენს მზის სისტემაში კიდევ ბევრი სხვა შორეული პლანეტაა.
სახლში სიამოვნებით ვუსმენდით და ვმღეროდით ქალაქურ სიმღერებს და ქართული ფილმების მელოდიებს. რა თქმა უნდა, ამ სიმღერების კომპოზიტორთა შორის ლაღიძე, გურგულია, ცაბაძე და კახიძე უნდა ვახსენო. პატარაობიდან ოთხი გიას შესრულებული ნებისმიერი სიმღერა ძალიან მიყვარდა, ალბათ ყური სეპტაკორდულ ჯაზ ჰარმონიებს მქონდა შეჩვეული და მრავალხმიანობის ეს ვარიანტი უფრო მომწონდა. რა თქმა უნდა, ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. უკვე გერმანიიდან შეძლებისდაგვარად ვადევნებდი თვალს სიახლეებსაც. ასე აღმოვაჩინე ნინო ქათამაძის შემოქმედება, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ასე შევიყვარე ქალბატონ ნატო მეტონიძის შესრულებული ყანჩელის სიმღერები. გია ყანჩელი კი, როგორც კლასიკოსი კომპოზიტორი, მაინც გამორჩეულად მიყვარს.
ჩემი აკვანი ქართული მუსიკის სამყაროა, მაგრამ ბავშვობიდანვე ეს სფერო ძალიან ფართო გახდა ჩემთვის, ამიტომ მარტო ქართული მუსიკით არ და ვერ შემოვიფარგლებოდი. სასწავლებელში მსოფლიოს მუსიკალური კულტურის უშუალო აღმოჩენა დავიწყე. დროთა განმავლობაში მეც სხვადასხვა ფორმაციაში და სტილისტურად მრავალ ჟანრში ვმუშაობდი. მაგალითად, სალსას, ტანგოს, ფლამენკოს ისევე ვმღეროდი, როგორც ჯაზს, სოულს, ფანკს და ფოლკ-როკს. საკუთარი სულიერი მოთხოვნილებისა და გრძნობების გამომხატველი კი სოული გახდა. ჩემზე დიდი ზეგავლენა იქონიეს ლორენ ჰილმა, 90-იანი წლების მერაია ქერიმ, არეტა ფრანკლინმა, ერიკა ბადუმ, მოგვიანებით ინდია ეირიმ, ალიშა ქეიმ. ამავე დროს, ისეთმა არასტანდარტულმა მომღერალმაც, როგორიცაა ბიორკი.
– თინათინ, გერმანიაში მცხოვრებ რომელ ქართველ მუსიკოსებთან გაქვს ურთიერთობა?
– მუსიკალური სამყაროს მიმართ გახსნილმა მიდგომამ საშუალება მომცა ბევრ მუსიკოსთან მეთანამშრომლა. რა თქმა უნდა, მქონდა ურთიერთობა ქართველებთანაც. მათ შორისაა ჯგუფ „შინ“-ის დამაარსებელი, ბატონი ზაზა მიმინოშვილი შტუტგარტში, ჯაზ-პიანისტი, ბატონი პაატა დემურიშვილი მანჰაიმში, დირიჟორი და გუნდის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კინწურაშვილი და ოპერის სოლისტი, ბატონი შავლეგ მაჭარაშვილი. პანდემიამ დაუგეგმავად მუსიკალურად დამაკავშირა ჩემს საყვარელ კოლეგასა და მეგობართან, მარიამ ქირიასთან. 2021 წლიდან მოყოლებული ჩვენ სისტემატურად ერთად ვმართავთ ქართულ კონცერტებს, სადაც ყველა დროის ჩვენთვის საყვარელ სიმღერებს ვასრულებთ ერთობლივი ახალი არანჟირებით – ორ ხმაში და გიტარების თანხლებით.
– რამდენად მოგწონს უცხოეთში მომუშავე ქართველი მუსიკოსების შემოქმედება?
– ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, მიხეილ ქირია, ქეთი მელუა, ნათია თოდუა და კიდევ ბევრი სხვა… თითოეული თავისი პროფესიონალიზმით მსოფლიოს ახსენებს, რომ არსებობს ძველი კულტურის მქონე ერთი ბეწო ქვეყანა, თავისი განსაკუთრებულობებით და შემოქმედებითი პოტენციალით. შემოქმედებითი ცხოვრება საკმაოდ რთულია და ყველა ქართველი მეამაყება, ვინც ამ სფეროში წარმატებას აღწევს. ყველას გულშემატკივარი ვარ. ეს უფრო სოლიდარული, კოლეგიალური და პროფესიული მიდგომაა. აქედან გამომდინარე, შეფასება, თუ ვინ რამდენად მომწონს, ზედაპირულად მეჩვენება.
– საქართველოში მცხოვრები რომელი მუსიკოსი, მომღერალი, ჯგუფი და კომპოზიტორი მოგწონს?
– დარწმუნებული ვარ, რომ გეოგრაფიული სიშორიდან გამომდინარე, შესაძლოა ბევრი ღირსეული და საინტერესო მუსიკოსი არ ვიცოდე, ამიტომ ჩემს ჩამონათვალს დიდი ყურადღება არ მიაქციოთ. თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ ალტერნატიულ სცენას არ ვიცნობ და ძალიან მაინტერესებს ამ სუბკულტურის წარმომადგენლების გაცნობა. საქართველოში მცხოვრებ მუსიკოსებს შორის აუცილებლად მინდა ვახსენო ქალბატონი თამარ ბუაძე და მისი ქალთა ანსამბლი „თუთარჩელა“. მას ფოლკლორის სფეროში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. აქვე ვახსენებ „33ა“-ს და მისი ლიდერის, ნიაზ დიასამიძის შემოქმედებას. საესტრადო პოპ-სცენა კი ნაკლებად მაინტერესებს, რადგან დასავლეთზე მომართულია და ამ ჟანრში ხშირად პირდაპირი კოპირება ხდება, რაც ნაკლებად ორიგინალური და ინდივიდუალურია. ჩემი სურვილია, ქართველი მუსიკოსი ვინმეს ასლი არ გახდეს. დასავლური მუსიკის გარკვეული ადაპტირება და საკუთარი მიდგომის პოვნა უფრო სარგებლიანი მგონია, ვიდრე მოკლევადიანი მოდის ატაცება.
– როგორ ფიქრობ, რამდენად აუცილებელია, რომ ქართველმა მუსიკოსებმა ქართულად წერონ სიმღერები და იმღერონ?
– საინტერესო კითხვაა. ალბათ ისევ წინა აზრს დავუბრუნდები. ყველამ თავისი ჭეშმარიტი გზა უნდა იპოვოს. ვერავის დაუკანონებ, რომ, რადგან ქართველია, მხოლოდ ქართულად უნდა წეროს და მღეროდეს. ჩემთვის უფრო გადამწყვეტია, რამდენად ბუნებრივი, ავთენტური და ორიგინალურია მუსიკოსის გზა, რა არის მისი ახალი სიტყვა მუსიკაში? ავიღოთ მელუას მაგალითი. ინგლისურად მღერის და ამით მილიონობით ადამიანს ემოციურად ეხება და აღტაცებას იწვევს. ზუსტად იმით, რომ ინგლისურად, ამ საერთაშორისო ენაზე მღერის, უამრავ ადამიანს გააცნო საკუთარი შინაგანი სამყარო და დააინტერესა თავისი წარმომავლობით. მან თავისებური წვლილი შეიტანა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. ჩვენ ჩვენი საქმით და მისი ხარისხით ვართ საქართველოს ელჩები.
– გერმანიაში 15 წელი სცენაზე ხარ. რომელ მუსიკალურ კოლექტივებში იყავი, სანამ ცალკე დაიწყებდი მუშაობას და როდის ჩამოყალიბდა ჯგუფი „თინათინი“?
– ჩემი კარიერა 2006 წელს დაიწყო, როცა ჩემმა მეგობარმა – როგორც სტუმარი-მუსიკოსი, თავისი ბენდის კონცერტზე მიმიწვია. ეს იყო პოპ-ფოლკ-როკ ჯგუფი, სახელად Anna Singt (ანა მღერის), სადაც მე რამდენიმე სიმღერაში მეორე ხმით და კლავიშით დავემატე. ამ კონცერტის მერე ბენდთან თანამშრომლობა ოთხი წლით გაგრძელდა. ამასობაში თავად დავიწყე სიმღერების წერა. 2010 წელს ჩვენი საკმაოდ წარმატებული ბენდი სხვადასხვა მიზეზის გამო დაიშალა. მე და ანამ დუეტში გავაგრძელეთ მუშაობა და ცნობილი სიმღერების ხელახალ არანჟირებებს მივყავით ხელი.
სცენაზე მუდმივმა დგომამ და ამ გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს სოლო კარიერაზე. ამის პარალელურად ფლამენკო და კლასიკური მუსიკაც შევისწავლე. გამიჩნდა საშუალება, მემღერა რამდენიმე ანსამბლში, სადაც ან ტანგოს, ან სალსას უკრავდნენ. დროთა განმავლობაში გავეცანი მრავალ საინტერესო მუსიკოსს. მათ შორისაა ირანული წარმოშობის გენიალური მულტიინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორი ომიდ ბაჰადორი, რომელმაც მუსიკოსები ჰოლანდიიდან, მონღოლეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან თავის პროექტისთვის შეგვკრიბა. აქ ჩართული ვიყავი არა მარტო როგორც ვოკალისტი, არამედ როგორც ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ტექსტების მწერალი. ამ პროექტისთვის ქართული ტრადიციული მუსიკის ფრაგმენტებიც გამოვიყენეთ. გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსს მელოდიაც დავუწერე და კომპოზიციად ვაქციეთ. ამ ანსამბლით ორი წლის განმავლობაში გერმანიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში ვიყავით ტურზე.
საკუთარი გერმანულენოვანი სიმღერების გამოქვეყნება საკმაოდ გვიან გადავწყვიტე. მანამდე მუსიკის პედაგოგიკით და ჯერ კიდევ პატარა შვილის, ილიას აღზრდით ვიყავი მთლიანად დაკავებული. ოფიციალური დებიუტი 2018 წლის აპრილში მქონდა, რომელიც პირველი ვიდეოკლიპის გამოქვეყნებით – Luftbrücken-ით („ჰაერის ხიდები“) დაიწყო. მუსიკოსებთან ერთად, რომელიც ჩემ ირგვლივ შევკრიბე, გადავწყვიტე, რომ ჩემი სოლო პროექტისთვის ჩემივე სახელი, თინათინი დაგვერქმია, რადგან ყველა მეკითხებოდა, ეს ნამდვილად ჩემი სახელი იყო თუ მოგონილი. ამ დებიუტს ძალიან წარმატებული პერიოდი მოჰყვა. ჩემი პირველი ალბომი 2020 წლის აგვისტოში, პანდემიის “შათდაუნში” გამოქვეყნდა. ამ დროისთვის ტურის დაგეგმვა გვსურდა, რაც ვეღარ განვახორციელეთ. პანდემიურმა პაუზამ საშუალება მომცა შემეფასებინა ჩემი ალბომის შედეგები. ორი წლის შემდეგ უკმაყოფილო დავრჩი და გადავწყვიტე, ხელახალი არანჟირებით კომპოზიციები უფრო სოულში დამემუშავებინა. ეს განახლების პროცესი 2022 წლის მარტიდან დავიწყე და ნელ-ნელა, ცალკეულ სინგლებად ვუშვებ ამ ალბომის ხელახლა ჩაწერილ და დამუშავებულ სიმღერებს. საბედნიეროდ, გერმანიის ფედერაციის პოპ-გრანტის მოპოვება შევძელი, რითაც ახალი კლიპების გადაღება შემიძლია. ერთ-ერთი მათგანი 18 ნოემბერს გამოდის და შოთა რუსთაველის აფორიზმის, „რასაცა გასცემ შენია-ს“ მატარებელია.
– ქართულენოვანი პროექტი თუ გაქვს და აპირებ თუ არა საქართველოში კონცერტების ჩატარებას?
– ქართულენოვანი აქტუალური პროექტი მარიამ ქირიასთან ერთად გავაკეთე. ამ პროექტით თუნდაც თბილისს რომ ვეწვიოთ, გადასარევი იქნებოდა.
უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ჩემს მუსიკალურ და გეოგრაფიულ სამშობლოს ისევ მუსიკის სახით დავუბრუნდე! ჩემი უდიდესი ოცნება არის, ჩემი სიმღერების გაორკესტრება და ქართველ მუსიკოსებთან თანამშრომლობით, მათი ქართველი მაყურებლისთვის შეთავაზება. საამისოდ შევეცდები, ქართულადაც ვთარგმნო ჩემი ტექსტები.
– დაბოლოს, თინათინ, აპირებ თუ არა ალბომის გამოშვებას და იქნება თუ არა იგი ფიზიკურ მატარებელზე (ვინილი, სიდი, კასეტა) ჩაწერილი?
– არა მარტო ჩემს ძველ სიმღერებს ვაახლებ, ახლებიც მაქვს. მალე მინდა მათი სცენაზე გატანა და აქედან გამომდინარე, ამწუთას მინიტურებს ვგეგმავ. ძველი ალბომის ფიზიკურად შეძენა შეიძლება ჩემს ვებგვერდზე – www.tinatin-music.com, მაგრამ სტრიმინგ-საიტებიდან ავიღე, რადგან ჯერ ახალ პროდუქციაზე მინდა ყურადღების გამახვილება. აქ, დასავლეთში, ისეთი პირი უჩანს, რომ კომპაქტდისკებს მომავალი აღარ აქვს. ვინილის ფირფიტაზე კი ნამდვილად არ ვიტყოდი უარს გინდაც ლიმიტირებული რაოდენობით.
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.6938026 44.80151679999998713.383568763821152 9.6452667999999875 70.004036436178836 79.957766799999987tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-71527838074265431862022-09-06T19:01:00.043+04:002022-10-03T22:03:31.290+04:00რატომ ყვირიან ქართველი მომღერლები და ხმაურიანი ეროვნული უკულტურობები
„პროზის გრგვინვა და მუსიკა სიჩუმეში სრულდება“.
უილიამ ფოლკნერი
ვისაც კი ზაფხულში რამდენიმე დღე მაინც ქართულ კურორტებზე გაუტარებია, აუცილებლად „ყურში მოხვდებოდა“ მრავალფეროვანი მუსიკალური ფონი, რომლითაც ისინი გამოირჩევა, განსაკუთრებით ზღვისპირეთში. იქ თქვენ მოუსმენთ ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ, ირანულ თუ რუსულ ფანოღს, რუსულ ე.წ. ესტრადას და ძველბიჭურ ასევე რუსულ რეპს, ქართულ თუ უცხოურ პოპს – „დესპასიტოთი“ დაწყებული, ქართველი „პოპვარსკვლავთა“ შემოქმედებით დამთავრებული. ამ კოქტეილის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მთელი ეს „ნაღები“ რეპერტუარი დამსვენებლებს დიდი დოზებით და აუცილებლად ხმამაღლა მიეწოდება. ასე თუ ისე, ამას ალბათ აიტანდა კიდეც ადამიანი, ეს უფასო კონცერტი ზოგჯერ მთელი ღამე (ან ღამეები) რომ არ გრძელდებოდეს. ამას ემატება შუაღამით, ძლივს ჩაძინებულზე, ვიღაცების მიერ ხოშზე ნატყორცნი პეტარდების გამაყრუებელი ხმები. მოკლედ, ხვდები, რომ ადამიანს საქართველოში არც შვებულებაში ან არდადეგებზე ეღირსება მოსვენება.
ბევრ ადამიანს სიმთვრალეში უჩნდება სურვილი, რომ მისი პერსონა მთელი სიკაშკაშით წარმოგიდგინოთ. მახსენდება ორი გავრცელებული მოწოდებაც, როდესაც ნასვამი მამაკაცი ოჯახში ბრუნდება და ყვირის: „ბავშვი გააღვიძეთ, პიანინოზე დაუკრას!“ ან თუნდაც – „მეზობლებო, გამოდით, უნდა დაგთვალოთ!“ მას ძალიან უნდა, ყველამ გაიგოს, რომ ნასვამია, თან სხვების სიმშვიდეს არად დაგიდევს. ბავშვის ან ცოლის დაბადების დღის შესრულებისთანავე – ღამის 12 საათზე ან, გინდ, ღამის 2 საათზე პეტარდების სროლას იწყებს. მისთვის მთავარია, ოჯახის წევრებს თქვენი სიმშვიდის დარღვევის ხარჯზე ასიამოვნოს. მერე რა მოხდა, რომ ამ გამაყრუებელი ხმაურით თქვენი ბავშვი გააღვიძა? თავისი ხომ გაისწორა?
ოთო ნემსაძე
ახლა შევიდეთ თბილისის ან სხვა რომელიმე ქალაქის სავაჭრო ცენტრებში, სადაც წესით, უნდა გვეგებებოდეს ფონური ემბიენტ-მუსიკა, ისიც დაბალ ხმაზე ჩართული. ჩვენ კი გვხვდება ბოლო ხმამდე აღნავლებული პოპულარული მუსიკალური ჰიტები. მაღაზიის კონსულტანტს რამე რომ ჰკითხო, აუცილებლად უნდა უყვირო, რომ გააგონო. პასუხი მანაც ყვირილითვე უნდა დაგიბრუნოს. მერე სავაჭრო ცენტრების სატელევიზიო ან რადიო რეკლამაში ვინმე ხმამაღლა და დაძაბულად იტყვის წარმოუდგენლად უაზრო ფრაზას – „ევროპული დონის მომსახურება“. თითქოს ამერიკული, იაპონურ-კორეული ან თუნდაც ავსტრალიური სერვისი სირცხვილი და უხარისხო იყოს. მოკლედ, ასეთ ადგილებში მატრაკვეცობა და სიგოიმეა გამეფებული.
იგივე ითქმის ქართულ კვების ობიექტებსა და ბაზრობებზეც; არავითარი განსხვავება – მუსიკა ბოლო ხმამდეა აწეული. მერე რა, რომ ზეპურ კაფეებში უფრო სვეცკური მუსიკა უკრავს? მთავარი ისაა, რომ მანდაც და ბაზრობებზეც მუსიკას აღრიალებენ და ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ბოლომდე აწეული ხმით ჰამლეტა და ბენოს შემოქმედება გაგვიხვრიტავს ტვინს თუ სტივი უანდერის. ისე სტივი უანდერი ტყუილად არ გამხსენებია. საქართველოში რატომღაც სოულის, ფანკისა და არ ენდ ბის სტილში მომუშავე მომღერლებს უფრო აფასებენ, ვიდრე თუნდაც პოსტპანკის ან გოტიკის ვოკალისტებს. აქ რაღაც სტანდარტივითაა, – ვინც უფრო მაღალი ოქტავების ნოტებს მღერის და ვოკალს აფროამერიკელივით ახვევს, ჰგონიათ, უკეთესი ხმა აქვს. ამიტომ, თუ ქართველ შემსრულებელს ხმა მაღალ რეგისტრში გადაჰყავს და კოხტადაც ახვევს, უფრო მაგარ ვოკალისტადაა მიჩნეული. თუ მომღერალი ყვირილით მღერის, ყელზე ძარღვები აქვს დაბერილი, მოსწონთ. არადა, აფროამერიკელი ბუნებრივად მღერის ხმამაღლა – ყოველგვარი ხმის იოგების წყვეტის გარეშე.
სტივი ვანდერი
მახსოვს, 2000-იანების დასაწყისში დიდ ბრიტანეთსა და საერთოდ ევროპაში გაპოპულარულებული ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის გარკვეულმა ნაწილმა არ მიიღო. ფორუმჯიზე მომხმარებელთა დიდი ნაწილი სწორედ იმას აბრალებდა ქეთი მელუას, რომ მას „კარგი ხმა არ ჰქონდა“. ქეთი კი, ყოველგვარი ყვირილის და ხმის დაძაბვის გარეშე, დღემდე ძალიან პოპულარულია. არადა, სანამ თბილისში სოული, ფანკი და არენბი ზედმეტად კარგი ტონი გახდებოდა, არც იყო აუცილებელი მომღერალს ეყვირა და ეხავლა. თუნდაც რეტრო მუსიკა ავიღოთ – ლილი გეგელია, მარეხ გოძიაშვილი, ინოლა გურგულია, გიული ჩოხელი, სულიკო კოროშინაძე, გეპეის კვარტეტი, „რერო“, „ორერა“ და უამრავი სხვა ამის შესანიშნავი მაგალითები არიან.
გიული ჩოხელი
გავიხსენოთ ბოლო ორი ათწლეულის მოდური ტრენდი – რომელიღაც გულისამრევ საფორტეპიანო მუსიკალურ ფონზე მანჭვა-გრეხით წაკითხული ლექსები. უფრო სწორედ ის, რაც მათ ავტორებს პოეზიად მიაჩნიათ. აქაც ყვირილი, დაძაბულობა, ზედმეტი თეატრალურობა და ხელოვნურობა. ამას „მხატვრულ კითხვასაც“ უწოდებენ. ჩემს ბავშვობაშიც არსებობდა „მხატვრული კითხვის“ წრეები, სადაც ბავშვებს ხელების პარჭყვით, თეატრალურად და გამოთქმით ლექსების ხმამაღლა მოყოლას გვასწავლიდნენ. ამისთვის დამხმარე პედაგოგად ზოგჯერ თეატრიდან მსახიობიც კი მოჰყავდათ. არადა, ლექსი მაშინაა კარგი მოსასმენი, როდესაც მას უბრალოდ, ბუნებრივად კითხულობენ. მოკლედ, აქაც ზედმეტად ვხმაურობთ. ვხმაურობთ იქაც, სადაც მუსიკას უნდა ვუსმენდეთ – კონცერტებზე, გინდ ღია ცის ქვეშ ტარდებოდეს, გინდ პატარა ბარში. ასეთ ღონისძიებებზე მუსიკის მოსმენის ნაცვლად უფრო საწრიალოდ, საჭორაოდ და საჭმელად დავდივართ.
ინოლა გურგულია
საზიზღრად ვხმაურობთ ქალაქში ღამით, როდესაც ჩვენს ავტომობილებს სპეციალურად ისეთ მაყუჩებს ვუყენებთ, რომელიც საწვავის წვის პროცესის ხმას კი არ გუდავს, პირიქით, აძლიერებს. შედეგად, ზაფხულის ცხელ ღამეებში ძლივს ჩაძინებულებს ღია ფანჯრებიდან შემოვარდნილი ასეთი მანქანების ყურისთვის „დამატკბობელი“ ღმუილი გვაფხიზლებს. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთის სიმშვიდეს პატივი ვცეთ, ჩვენს მანქანებს, რაც შეიძლება მეტად ღმუილა მაყუჩებს ვუყენებთ, რომ შემდეგ ვიღაცებთან თავი მოვიწონოთ. ამას ემატება დრიფტაობისადმი დაუოკებელი ლტოლვა, სკუტერების და მოტოციკლეტების ღამეული ვოიაჟები და მთელი კოქტეილიც მზადაა.
ჩვენს ფოლკლორსაც გადავხედოთ. ვისაც მე-20 საუკუნის დასაწყისის თუნდაც ქართლ-კახური ტრადიციული სიმღერა მოუსმენია, ნახავს, რომ წამყვანი ხმის პარტიებს ფაქტობრივად ყვირილით ასრულებდნენ. ამას, რა თქმა უნდა, თავისი ახსნაც აქვს. მე-20 საუკუნის 1960-იანი წლებიდან ჩვენი ტრადიციული სიმღერა გააკადემიურდა და უფრო რბილი მოსასმენი გახდა. თუნდაც ანზორ ერქომაიშვილის და ანსამბლ „რუსთავის“ გამოჩენა რად ღირდა, რომელთაც ფოლკლორს საოცარი სიღრმე და სივრცე მისცეს და მთელი მსოფლიოსთვის გასაგები გახადეს. როგორც ვიცი, მათ სწორედ ამისთვის აკრიტიკებდნენ – ხალხური მუსიკალური სტილი შეცვალეთო. არადა, ფაქტია, რომ ამის შემდეგ ქართულ სიმღერებში აღარავინ ყვირის, იშვიათი გამონაკლისების გარდა. იგივე შეიძლება ითქვას ფოლკზეც, რომლის სათავეებთან დები იშხნელების შემოქმედება დგას. მათ მუსიკაში ვერ იგრძნობთ ხმაზე ძალდატანებას. ესაა მხოლოდ ჰარმონიული მუსიკალური ქსოვილი, რომელიც ფოლკლორიდან საზრდოობდა. თუმცა ყვირილი ფოლკშიც გაჩნდა, უფრო მე-20 საუკუნის მიწურულისკენ, როცა აუარება ტრიოები და კვარტეტები შეიქმნა. ზოგიერთი რაც უფრო ყვირილით გაწელავდა თუნდაც „ჩემო თბილის-ქალაქოს“, მით უფრო მეტ მოწონებას და ტაშს იმსახურებდა.
ანსამბლი „რუსთავი“
უამრავ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში ჟიურის წევრების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ კონკურსანტებს აქებს, რომლებსაც ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი შეუძლიათ. ამ კონკურსების დიდი მინუსია, რომ მათი ჟიური არა ახალ ქართველ მომღერლებს, არამედ ახალ უიტნი ჰიუსტონებს, მერაია ქერიებს, ემი უაინჰაუსებს, სტივი უანდერებს, მეთიუ ბელამებს და სხვა ცნობილ ვარსკვლავებს ეძებს. ისე, მუსიკაში არსებობს ყვირილით სიმღერის სტილი, რომელსაც სქრიმინგი ჰქვია. მათ უმეტესწილად როკ, პანკ და მეტალ მუსიკოსები გამოიყენებენ საპროტესტო მოწოდებების და ექსტრემალური მუსიკის შესასრულებლად, მაგრამ როცა აკადემიურ სასიყვარულო ნაწარმოებში ხმის ჩახლეჩამდე ხავი, უკვე ანომალიასთან გვაქვს საქმე და ცუდი არ იქნება, თუ საქმეში ფსიქიატრებიც ჩაერთვებიან. ზოგადად კი, კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე საშინელებაა, რაც თანამედროვე მუსიკაში არსებობს. შეჯიბრი სიმღერაში ძალიან ცუდი რამაა, გნებავთ, ეს ადგილობრივი სატელევიზიო შოუ იყოს, გნებავთ სახელგანთქმული „ევროვიზია“.
თაკო გაჩეჩილაძე
ისე, მშვიდად სიმღერა ყველაზე რთულია. ეპატაჟის გარეშე მსმენელამდე სათქმელის მიტანა არაა იოლი და ცოტა ვინმე თუ ახერხებს. სამაგიეროდ კარგად გამოსდით დედებს, რომლებიც ჩვილებს იავნანას სწორედ ჩურჩულით და მშვიდად უმღერიან. ჩვენთან იავნანების კონკურსი რომ ჩავატაროთ, რაც, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი სიბრიყვე იქნება, ალბათ, იქაც ვინმე მომკივანს გაამარჯვებინებენ, ვისაც უფრო კარგად გამოუვა აფროამერიკულად ჩახუჭუჭება.
ყოველდღიური ქაოსისა და მუსიკალურ ტრენდების გადამკიდე, ხმაური ყოფასა და ხელოვნებაში ნორმად ჩამოყალიბდა. იქნებ სიმღერის მასწავლებლებმა მოწაფეებს კარგად აუხსნან, რომ ძლიერი ხმა არ ნიშნავს ყვირილით სიმღერას, რომ ფორტე და ფორტისიმო არის ხმამაღალი, რაც არ გულისხმობს ხმის ჩახლეჩამდე ხავილს.
ამასწინათ შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის, მიხეილ შუღლიაშვილის გაკვეთილის ძველ ჩანაწერს ვუყურებდი. იგი ბავშვებს მუსიკას ასწავლიდა, ერთად, გუნდურად ამღერებდა და ძალიან მომეწონა, როდესაც მათ სთხოვა: „ნუ ყვირით, ბავშვებო!“. მართლაც, სიმღერას ყვირილი აფუჭებს. თუმცა შეიძლება სწორედ ჩვენ ირგვლივ გამეფებული ამდენი ზედმეტი ხმაურის, უაზრო ფუსფუსის, ტელეფონებზე ხმამაღლა ლაპარაკის, აღრიალებული საყოფაცხოვრებო ფონის გამო ყვირიან თეატრისა და კინოს მსახიობები და მუსიკოსები ასე გამეტებით? იქნებ სურთ, ეს ქაოსი თავიანთი ხმებით ჩაახშონ? იქნებ ეს ყოველივე გაუთვითცნობიერებელი პროტესტია? როგორც იმერეთში იტყვიან, მეტი არაა ჩემი მტერი. უკულტურობა ჰქვია ამას, მეტი არაფერი. და იგი გამომდინარეობს ზუსტად იმ უკულტურობებისგან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და პლუს კიდევ იმათგანაც, რომლებიც ამ სტატიის წერისას ვეღარ გავიხსენე.
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709613.404903863821154 9.6708459999999974 70.025371536178852 79.983346tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-80502699507691383452022-06-15T19:10:00.004+04:002022-06-15T19:10:56.436+04:00დადა დადიანი 30 წლის შემდეგ აქაურობასა და ყველაურობაზე
{სრული ვერსია}
დადა დადიანს პირველად 1992 წლის 12 ივლისს შევხვდი, როცა ქუთაისში კლუბ „მელომანის“ და ჯგუფ „აუტსაიდერის“ ორგანიზებით როკ-აქცია „როკი ფონოგრამის (და შიდსის) წინააღმდეგ“ ჩატარდა. მაშინ ამ აქციას ქუთაისის კომერციულ ტელევიზიაში (შემდგომში ტელეკომპანია „რიონი“) ჩემი და ჩემი მეგობრების ტელე-პროექტ „კედელისთვის“ ვაშუქებდი, რომელიც საქართველოს ტელევიზიის „მე-2“ არხზეც გადიოდა. ქუთაისის შემდეგ რამდენიმე დღეში დადას ჯერ თბილისში, მერე მის აგარაკზეც შევხვდი, როდესაც მან „ტაქსის“ 1988 წლის ალბომი კასეტაზე ჩამიწერა. ამის შემდეგ მალე მუსიკოსი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ერთ-ერთ მუსიკალურ ლეიბლზე მუშაობს და თავის საყვარელ საქმეს აკეთებს.
ქუთაისში გამართულ კონცერტზე „ტაქსის“ და შემდეგ „საბავშვო მედიცინის“ მუსიკამ პირველივე მოსმენის შემდეგ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. „ტაქსიმ“, რომელშიც მაშინ დადას გარდა უკრავდნენ: ბიჭიკო ოსიპოვი, კახა კიკაბიძე და ირაკლი ჩარკვიანი, სულ 4 სიმღერა შეასრულა, მაგრამ საოცარი ატმოსფერო შექმნა. ეს არ იყო ორდინარული მუსიკა, რომელიც მაშინ მეინსტრიმ ქართულ სცენაზე ისმოდა ან თუნდაც „ჩვეულებრივი“ ინგლისურენოვანი ქართული როკ-ჯგუფები ასრულებდნენ.
ეს იყო გზავნილებით სავსე ქართულენოვანი მართლაც ალტერნატიული მუსიკა, რომელშიც იგრძნობოდა როგორც დიდი პროტესტი, ისე მეტად პოზიტიური, მაჟორული მუსიკალური განწყობა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო „ზამთარი“, რომელიც არ ძველდება და შემიძლია ვთქვა, რომ ის ეპოქალური სიმღერაა, რომელიც უზუსტესად ასახავს მაშინდელ საქართველოს. მასში არის ასეთი სიტყვები: „მე მინდა ბავშვს, რომელიც ჩნდება, ჰქონდეს ჰაერი, მე მინდა ქალს, რომელიც ცდება, ჰყავდეს მომვლელი, მე მინდა კაცს, რომელიც ყვირის, ჰქონდეს რწმენა, მე მინდა ერს, რომელიც ლპება, ჰქონდეს გონება“. შემდეგ კი მისამღერში: „მაგრამ მე თქვენი აღარ მჯერა“. სამწუხაროდ, რეალობა არ შეცვლილა და ეს უნდობლობა კიდევ უფრო გაღრმავდა.
შესანიშნავი მოსასმენია „ტაქსის“ 1988 წლის ერთადერთი ალბომიც...
განსხვავებული ხასიათის პროექტი იყო 1990-იანი წლების დასაწყისში შექმნილი „საბავშვო მედიცინა“, რომელშიც სიტყვიერი გზავნილების გარდა, დადამ კახა გუგუშვილთან, იგივე ჯოზეფასთან და ირაკლი ჩარკვიანთან ერთად მუსიკალური ექსპერიმენტებიც დაიწყო. ჯგუფის მუსიკაში საკმაო დოზით ჟღერდა ელექტრონიკაც. „პედიატრებმა“ მოიარეს აღმოსავლეთ ევროპა და პრიზებიც დაიმსახურეს.
„ქართული ცეკვის იმპერია“ ასევე 1990-იანების დასაწყისის პროექტი იყო, რომელშიც დადასთან ერთად მონაწილეობდნენ: სერგი გვარჯალაძე, ბიბი კვაჭაძე და გოგი ჭილაშვილი. ეს იყო იუმორით გაჯერებული ჯგუფი, რომელიც ქალაქური მუსიკისა და ფოლკლორის ზეგავლენით შექმნილ საცეკვაო სიმღერებს ასრულებდა.
რამდენიმე თვის წინ, 30 წლის შემდეგ დადა დადიანი სამშობლოში დაბრუნდა და ქალაქგარეთ ვესტუმრე. ეს ინტერვიუ მისი სახლის ეზოშია ჩაწერილი.
– დადა, როგორი იყო შენი მუსიკალური გზა?
– ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პირველად მოვუსმინე „ბითლზებს“. გამაოცა, გამაოგნა და გადამრია. ეს იყო ალბომი Abbey Road, რომელიც ბიძაჩემმა ჩამომიტანა. მაშინ ინგლისურს კარგად ვერ ვფლობდი, რომ სიმღერის სიტყვები გამეგო. დედაჩემს, რომელიც ინგლისურის სპეციალისტი იყო, ვთხოვე: „დედიკო, ახლა უნდა დაჯდე და ყველაფერი გადამითარგმნო“. მართლაც, გადამითარგმნა, გავიგე მათი შინაარსი. მერე გიტარა ავიღე ხელში, ახლა მე თვითონ უნდა დავუკრა და ვიმღერო ეს ყველაფერი მეთქი. როგორც უკვე ვთქვი, პატარა, ღლაპი ვიყავი და ვიფიქრე, თუ „ბითლზები“ სიმღერებს წერენ, მაშინ მეც დავწერ რამეს, ოღონდ ისეთს, რომელიც მათ დონეს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს მეთქი. ძალიან ამბიციური გადაწყვეტილება იყო. ამის შემდეგ მთელს ოჯახს ვაწუხებდი, დილიდან საღამომდე ვუკრავდი და ვმღეროდი.
დედაჩემმა ბოლოს ცალკე ბინა მაჩუქა – წადი, გამეცალე აქედანო. აპარატურაც კი მიყიდა. ეს იმიტომ კი არ გამიკეთა, რომ თავიდან მოვეცილებინე, უბრალოდ, ჩემზე ზრუნავდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ოჯახი ასე გადასარევად დამეხმარა. მეტი რა უნდა მენატრა? დავიწყე 24 საათიანი მუშაობა. ჩამოვაყალიბე პირველი ბენდი, რომელსაც დავარქვი „რვაფეხა“ – ჯგუფში ოთხნი ვიყავით და ჯამში 8 ფეხი გვქონდა. სისულელეებს ვმღეროდით, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა. რაღაცას ვუკრავდით, ვმღეროდით და ხალხი გვისმენდა. როდესაც მუსიკალურად გავიზარდე, ჩამოვაყალიბე „ტაქსი“ და დიდი ამბებიც დაიწყო.
– რატომ გადაწყვიტე „ტაქსიში“ ქართულად გემღერა? რა იყო ამის მიზეზი?
– ამ დროს ინგლისური ბრწყინვალედ ვიცოდი. საქმე იმაშია, რომ მინდოდა, ჩემს გარემოს კარგად გაეგო, რასაც ვამბობდი. იმ დროს ჩემი შემოქმედება მუსიკალური კი არა, უფრო სიტყვიერი მესიჯი, გზავნილი იყო. მაშინდელ ტექსტებში მქონდა, რომ ვიღაცას ცუდად შეხედე, მუცელში გაგიყრის დანას და ა.შ. ეგ იმ პერიოდისთვის ცოტა რევოლუციურიც კი იყო, რადგან მაგ დროს საქართველოში „ჩემო ტურფავს“ მღეროდნენ და სხვანაირი მუსიკა არ არსებობდა. აი, თუნდაც „ვია 75“. მათ შემოქმედებას არ დავცინი, უბრალოდ მეცინება, რადგან იმ დროს საზღვარგარეთ არსებობდა „როლინგ სთოუნზი“, „ბითლზი“, თუნდაც „სექს პისტოლზი“. მარტივი არ იქნებოდა, რომ ყველაფერი გაეგოთ. ძალიან შევეცადე და ვიმედოვნებ, ზოგმა მაინც გაიგო.
– „ტაქსის“ შემოქმედება დღესაც აქტუალურია. შენი გზავნილები, შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ხალხამდე მაინც მივიდა... ხომ არ აპირებ რამეს?
– ვიცი, რომ ხალხამდე მივიდა, რადგან ბევრს მწერენ. მათ შორის არიან 18 წლისებიც. გაგიკვირდება და 12 წლის ბავშვისგანაც მივიღე წერილი. ისინი მეკითხებიან, „ტაქსი“ სად არის, რატომ არ იკრიბებით? ამდენი წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ და ახლა დავფიქრდი – მოდი, ჩემი სიმღერების თანამედროვე ვერსიებს გავაკეთებ. ყველა კომპოზიციას, რა თქმა უნდა, ვერა, რადგან ზოგს გარკვეული ასაკი ჭირდება. უკვე 55 წლის ვარ და „შენ უნდა იჯდე ელექტროსკამზე“ ჩემგან აღარ იქნება კარგი მოსასმენი. მაგრამ რეპერტუარში ბევრი მაქვს, რომელიც შემიძლია აღვადგინო, იგივე „ზამთარი“ და ისინი, რომლებიც დღესაც აქტუალურია. მათ შორის, „საბავშვო მედიცინის“ სიმღერებსაც ჩავწერ. ჯამში ალბათ კრებული გამოვა. ახალი რაღაცებიც მაქვს. აი, ასე ცეკვა-ცეკვით მინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო და იმედი მაქვს, ხალხს მოეწონება.
– ჩემი, როგორც მუსიკის ჟურნალისტის აზრით, „ზამთარი“ ეპოქალური სიმღერაა, რადგან ყველაზე ნაღდადაა ნათქვამი ის, რაც მაშინ ჩვენთან ხდებოდა.
– ბოლომდე გეთანხმები. „ზამთარი“ აქტუალურია თუნდაც იმ მხრივ, რომ მასში არის შემდეგი სიტყვები: „მაგრამ მე თქვენი აღარ მჯერა“. 30 წლის შემდეგ იგივე სიტუაციაა. რომ ჩამოვედი, იმედი მქონდა, რამე შეიცვალა მეთქი და არა, მაინც „თქვენი აღარ მჯერაა“. ცოტა გონზე უნდა მოვიდეს აქაურობა.
– „ტაქსის“ შემდეგ იყო „საბავშვო მედიცინა“, უკვე ძირითადად ინგლისურენოვანი პროექტი (ქართულენოვანი სიმღერებიც იყო). აქ უკვე იგრძნობა მუსიკაზე, ბგერაზე, ხმაზე მუშაობა. ბევრი ელექტრონიკაც იყო. როგორ მუშაობდი ამ პროექტზე?
– „საბავშვო მედიცინა“ ძირითადად ვიყავით მე და აწგარდაცვლილი ჯოზეფა. დასარტყამებს დრამ-მანქანაზე ვაწყობდი, ხან გიტარაზე ვუკრავდი, ხან – ბასზე. ჯოზეფა მეხმარებოდა ხან ბას-გიტარით, ხან სხვა ინსტრუმენტით. ირაკლი ჩარკვიანი ხანდახან მოდიოდა და კლავიშებზე უკრავდა. ხო იცი, ეგ თავის სფეროში, უფრო სხვაგან იმყოფებოდა, მაგრამ ჯიგარზე ჯიგარი ადამიანი იყო. შემიძლია დავიბრალო, რომ „საბავშვო მედიცინა“ მარტო მე ვიყავი. სხვები უბრალოდ, მეხმარებოდნენ. ტურები გვქონდა მოსკოვში, პოლონეთში... ჩეხოსლოვაკიაში „დეპეშ მოდთან“ ერთად დავუკარით. ჩვენი მუსიკაც უფრო ელექტრონიკაში გადიოდა. რა თქმა უნდა, როკიც იყო, რადგან მე ვარ როკი – ასე დავიბადე. პირობითად რომ ვთქვა, მინდა, გაგიტრაკო (უკაცრავად ამ სიტყვისთვის), ცოტა შეგაგნებინო რაღაცები და მოგაწვე. სწორედ ეგაა როკი. მაგრამ ელექტრონიკამ იმის საშუალება მომცა, რომ მუსიკაც გამემდიდრებინა და უფრო თანამედროვე გამეხადა. არ მინდოდა, პოლონეთში ქართულად მემღერა. მსურდა, რასაც ვაკეთებდი, ინტერნაციონალურად აჟღერებულიყო.
– ამის შემდეგ იყო Georgian Dance Empire. როგორ გააკეთეთ ეგ პროექტი?
– ეს ცოტა სასაცილო გამოგვივიდა. „ქართული ცეკვის იმპერია“ ეს უბრალოდ joke, ანუ ანეკდოტია. „ოი, და ჩემო დარუჯან“ – აი, საიდან უნდა მოგივიდეს თავში ეგ ფრაზა? ეს არის ფოლკლორი და მასზე ავაწყვეთ ჩვენც შემოქმედება. ოღონდ გვინდოდა, ეს ყველაფერი სასაცილო ყოფილიყო იმისთვის, ვინც ჩვენს ჩანაფიქრს მიხვდებოდა და ვინც ვერ მიხვდებოდა – სასიამოვნო მოსასმენი. კარგად გავერთეთ.
– საქართველოში 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისშიც პოლიტიზირებული იყო ბევრი რამ. როგორ მოახერხე, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული არ გახდი?
– კარგი შეკითხვაა. ძალიან გამიძნელდა. იარაღით მიწევდა სიარული, რადგან ან ისინი გესროდნენ, ან თავი უნდა დაგეცვა. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ ვინმეს მოკვლა მსურდა. თავს არ მანებებდნენ. ბოლოს მაინც „სადაც არა ჯობს, გაცლა სჯობს“ გამომივიდა. მაშინ ვთქვი, რომ იდიოტებს თავს არ შევწირავ მეთქი, გინდა ერთი მხარე აიღე, გინდ – მეორე. ყოველთვის მეკითხებოდნენ, აბა ვის მხარეზე ხარო? ჩვენკენ ხარ თუ ზვიადის მხარესო? ვეუბნებოდი, არავის მხარეზე არ ვარ, მინდა მუსიკა გავაკეთო და გადავცე, გავუზიარო ქართველებს, თავი დამანებეთ, არ მესროლოთ მეთქი. მოგკლავთ, თქვი, ვის მხარეზე ხარო და გავასწარი. რა უნდა მექნა?
– დადა, ქართულმა საბჭოთა ესტრადამ რამე პლუსი მოუტანა ქართულ მუსიკას?
– ნეგატიურობას მოუკვდა მომგონი, მაგრამ ესტრადამ მართლა უარყოფითად იმოქმედა მუსიკაზე, რადგან, მე თუ მკითხავ, მსმენელი დააჩლუნგა. სულ რომ „ვაიმე, რა მეშველება“ ან „ხვალინდელი დილა გამითენდება თუ არა“ იმღერო, ესეც მოქმედებს ხალხზე. მე ვმღერი უფრო „ადექი, რამე გააკეთე“, „მიდი, მისცხე-მოსცხე“, „ცოტა გონზე მოდი“ და რა დროს ესტრადაა? კიდევ კარგი, რომ მოვახერხე და არ მომკლეს.
– დადა, შენი განსაკუთრებული აქტიურობის პერიოდის სხვა რომელი მუსიკოსები შეგიძლია გამოჰყო? ვისი შემოქმედება მოგწონდა?
– გულახდილად გეტყვი – ერთ-ერთი გამორჩეული იყო ქიშო გლუნჩაძე, რომელიც მართლა გულით წერდა სიმღერებს. ლადო ბურდულიც ცდილობდა. მუსიკა კარგად რომ აკეთო, 24 საათი უნდა იმუშაო. არც ქიშოს, არც ლადოს, ეგ არ გაუკეთებიათ. სცადეს და რაც გამოუვიდათ, ეგაა. მაგრამ ძალიან ვუფასებ იმას, რაც შექმნეს. „საბავშვო მედიცინას“ რომ ვაკეთებდით, პატარა სახლში გამოკეტილები ვიყავით და ალბომს ორი წლის განმავლობაში ვიწერდით. დილიდან საღამომდე ვუკრავდით. მუსიკას შრომა და თავდადება ჭირდება.
– საქართველოში მუსიკოსი თუ ხედავს, რომ მისი შრომას უშედეგოა, ანუ ფინანსურად ვერაფერს იგებს, რა უნდა გააკეთოს? რამე ბიზნესი წამოიწყოს?
– ბიზნესი და მუსიკა ერთად, კარგად ვერ ეწყობიან ერთმანეთს. მე მაინც ვიტყვი, რომ თავი უნდა გადადოს. როგორც ბიბლიასა და სხვა ძველ წიგნებშიც წერია, შრომით, თავდადებით მოიპოვებ ყველაფერს. უკვე მერე მოდის, რომ არ უნდა მოკლა, არ უნდა მოიპარო და ა.შ. ეგაა თავდადება, რომ ფინანსურ მოგებას არ უნდა უყურო. როგორმე ერთ ძეხვს მაინც იშოვი, რომ არ იშიმშილო.
– ლონდონში თქვენს ლეიბლზე როგორ მუსიკას აკეთებენ?
– ესაა ანდერგრაუნდ-მუსიკა. ის მუსიკაა, რომელსაც შენ მხოლოდ სპეციფიკურ კლუბებში და მეკობრულ რადიოსადგურებზე მოუსმენ. ეს ისაა, რასაც ნამდვილ, ლონდონურ მუსიკას უწოდებენ. თავს არ ვიქებ, მაგრამ ეგრეა. 500 სხვადასხვა არტისტთან ვმუშაობთ, ზოგთან ერთს, ზოგთან ორ სიმღერას ვაკეთებთ.
– დადა, შენ მუსიკას წერ ამ პროექტში და თან პროდიუსერიც ხარ?
– ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ. პირველ რიგში, ვამოწმებთ არტისტს. მერე მეგობრებს ვეკითხები აზრს მის შესახებ. თუ ყველას მოგვწონს, ვუკეთებთ ერთ ან ორ სიმღერას. მერე ჩავრთავთ საუკეთესო ხალხს, რადგან გვჯერა, რომ კარგია და თავის საქმეს გაქაჩავს. „პოზიტივა“ ჰქვია ლეიბლს. ჩვენი მესიჯია – „იყავით პოზიტიურები“. არ გეგონოთ, რომ თუ მუსიკოსი, მაგალითად Aitch სწრაფად რეპავს, რამე ნეგატიურს ყვება. დღეს პოზიტივი აკლია მსოფლიოს, რადგან მგონი, ყველა გაგიჟდა. ჩვეულებრივ რეპში მღერიან, რომ დღეს მანქანა მოვიპარე ან ხუთასი კაცი მოვკალი და მსგავსი. არადა, როდის გააკეთე ეგეთი რამ, რატომ მატყუებ? როდის მოკალი 500 ადამიანი? მერე რა, რომ ვთქვათ, თუპაკი გქვია? ეგეთი მატყუარა რეპერებითაა სავსე აქაურობა და საერთოდ ყველაურობა. ხო კარგი ახალი ქართული სიტყვაა ყველაურობა?
– უმაგრესია! ისე, ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, გვექნება უკეთესი სიტუაცია?
– ზუსტად თქვი – ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ჩემი საქმეა, ხვალ ისეთი სიმღერა მოგაწოდო, რომელიც ძალიან მოგეწონება. ოღონდ აუცილებლად ხვალისთვის. ან, დავუშვათ, ხარ რესტორნის შეფ-მზარეული. ვიღაც პატივცემული ტიპი შემოდის და გეუბნება, 15 ადამიანი მომყავს და ყველას სხვადასხვა კერძი გვინდაო. კარგად მომზადებული უნდა იყო, რომ მოემსახურო! ზოგს ლობსტერი უნდა, ზოგს – სტეიკი და ა.შ. ყველა უნდა დააკმაყოფილო. თან უნდა იყო დახვეწილი და სწრაფიც. ჩემთვის საქართველოში ყოფნა კონტრასტულია. აქ უნდა შენელდე იმ დონეზე, რომ აქაურ ტემპში ჩაჯდე. ჩვენ ქვეყანას ცოტა აჩქარება ძალიან დაეხმარება.
– დადა, 1992 წელს დაგისვი ასეთი კითხვა, პრობლემები რომ არ იყოს, რაზე იმღერებდი მეთქი. ახლაც იგივეს გკითხავ და რას მიპასუხებ?
– იმავეს: ვიმღერებდი იმაზე, რომ პრობლემები არ არის, – ესეც პრობლემაა.
სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709613.404903863821154 9.6708459999999974 70.025371536178852 79.983346tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-5230987046161380062021-10-28T22:01:00.004+04:002021-10-28T22:47:32.826+04:00მკვდარი სულების არდადეგები
© ლაშა გაბუნია
© თეო ხატიაშვილი
ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ 1990-იანი წლების მუსიკოს ლევან სვანიძეზე და მის ახლანდელ ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს ფილმი თუნდაც იმითაა ძვირფასი, რომ ამ ათწლეულის ძალიან ბევრი მუსიკალური მოვლენის თვითმხილველი ვიყავით. ლევანს 1997 წლიდან ვიცნობ, როდესაც ის ჯგუფ „ამორალთან“ (დღეს ამ ჯგუფს „წერილი“ ჰქვია) ერთად ქუთაისში ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე – „ნიღბების კლუბის“ პრეზენტაციაზე – ჩამოვიდა. მაშინ ქუთაისის ერთ-ერთ FM რადიოშიც ვმუშაობდი და „ამორალის“ სიმღერა „იცეკვე ჩემთან“ ჩემს მსმენელთა შორის ნამდვილი ჰიტი გახდა.
კადრი ფილმიდან, ლევან სვანიძე
ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ (ეს სახელი მუსიკოსის ადრეულ ჯგუფს ერქვა) ლევანის დღევანდელ რეალობასთან მტკივნეულ შეჯახებებზეა, თუ რა რთულია მუსიკოსისთვის სამსახურის შოვნა, ოჯახის რჩენა და რაც მთავარია, საკუთარი ნიჭის რეალიზება.
„დაწუნებული“ ფოლდერი
როგორც ფილმის რეჟისორი, კეკო ჭელიძე ყვება, მათ თავიდან ჩაფიქრებული ჰქონდათ, აესახათ პროცესი, რაც თავად ლევან სვანიძის სურვილის რეალიზებას მიჰყვებოდა – შეეკრიბა ძველი ბენდი და ჩაეტარებინა კონცერტი. გადაღებული მასალა ორ ფოლდერად იყო დახარისხებული: ერთში ფილმის მთავარი იდეის ამსახველი ეპიზოდები იყო მოთავსებული და მეორეში – რუტინული ყოველდღიურობის, რომელიც შესაძლოა მონტაჟის დროს გამოდგომოდათ, სახელწოდებით „არ ვარგა“.
ბენდი ვერ შეიკრიბა. ვერც კონცერტი ჩატარდა. ეს სანუკვარი სურვილი ისევე ჩაიშალა, როგორც ფილმის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე სევდიან ეპიზოდში, როდესაც „წერილის“ წევრები ლევანის გარეშე ატარებენ საღამოს; საღამოს, რომელსაც დიდი მღელვარებით ელოდა ლევანი, მაგრამ ვეღარ შეძლო მისვლა. არ ვიცი, იქნებ შეეშინდა კიდეც – შეძლებდა კი ძველებურად დაკვრას?
კადრი ფილმიდან
ამიტომ ჩემთვის სიმბოლურად ჩანს, რომ ფილმი სწორედ იმ დაწუნებული ფოლდერიდან შეიქმნა, რომელიც გვერდზე იყო გადადებული, ისევე როგორც ლევან სვანიძის „დაწუნებული“ ცხოვრება, რომელშიც ბევრ საინტერესოსა და ღირებულს აღმოაჩენ, თუ კარგად ჩაიხედავ.
ქართულ ხელოვნებაში ხშირად იხსენებენ 1990-იან წლებს, ჩვენი ქვეყნისთვის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს. ბევრი ფილმი გადაიღეს ამ ათწლეულზე, ცოტა – ძალიან კარგი, უმეტესობა – პირქუში და ზოგიერთი კი – იმ წლებივით მძიმე. მძიმე იმ მოსაზრებით, რომ ზოგჯერ ამ ათწლეულზე გადაღებულ ფილმში ეკრანიდან კრიმინალის რომანტიზებაც კი იგრძნობა... თუმცა მე-20 საუკუნის უკანასკნელი ათწლეული არ იყო მხოლოდ ომი, ნარკოტიკები, ძარცვა, ქურდობა, უშუქობა, სიცივე და კიდევ უამრავი სხვა უბედურება. სწორედ ამ ათწლეულში წარმოჩინდა და ჩამოყალიბდა ავთენტური ქართული მუსიკა. იგი ზუსტად ასახავდა იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და მასში დიდი სევდის და პირქუში განწყობების გარდა, საკმაო დოზით იყო სინათლე და იმედი. იმ პერიოდში ამ მუსიკის მიმართ, რომელსაც მაშინ უმეტესად „ალტერნატივას“ ვუწოდებდით, მხოლოდ გარკვეულ წრეებში იყო დაინტერესება და ეს წრეები მრავალრიცხოვნებით არ გამოირჩეოდა. თუკი, დასავლეთში როკენროლის მოძრაობის ერთგვარი სლოგანი იყო Sex, Drugs & Rock ‘N’ Roll („სექსი, ნარკოტიკი და როკენროლი“), 1990-იანების საქართველოს როკენროლში Drugs შეგვიძლია არაყითა და ლუდით ჩავანაცვლოთ.
კადრი ფილმიდან
როგორც ფილმში ჩანს, იმ ათწლეულის ინერციით ისევ ბევრ არაყს სვამს ლევან სვანიძე. მიუხედავად იმისა, რომ მის შეხვედრებში იშვიათია ე.წ. ჭიქის ჭიქაზე მიმჭახუნებელი, იგი სვამს ყველგან – მეგობრებთან, მარტო, სახლში დედასთან ერთადაც კი... ესეც 1990-იანელების დიდი ნაწილის შეუცვლელი თვისებაა. ყველგან დავატარებდით და ზოგი დღესაც დავატარებთ სასმელს, ვეძებდით დალევის მიზეზს და ა.შ. მასობრივი სმა თავისთავად არ გაჩენილა. მას მიზეზი ჰქონდა. დიდი ინდუსტრიული ქვეყნის დაშლის შემდეგ უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაში ასიათასობით ადამიანი უმუშევარი და უფუნქციო დარჩა. ადამიანები ამ პრობლემას ალკოჰოლით იქარვებდნენ. ალტერნატივის სფეროში ვინც იყო, თითქმის ყველა სვამდა. ლევანი ტიპური 90-იანელია.
კადრი ფილმიდან
21-ე საუკუნეში ამ ათწლეულის ალტერნატიული მუსიკის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. 1990-იანებსა და შემდგომ დაბადებულ თაობას დიდი ინტერესი აქვს ამ კულტურული ფენომენის მიმართ. ზოგადად ქართული ე.წ. ალტერნატივა აბსოლუტურად განსხვავდება იმ ალტერნატიული როკის ჟანრისგან, რომელიც მსოფლიოში ზუსტად 1990-იანებში გავრცელდა. ჩვენ ალტერნატივას (ალტერნატიულს) ვეძახდით ყველა იმ შემსრულებლის მუსიკას, რომელიც აშკარა პოპი, ჯაზი, მეტალი არ იყო და არ იჯდა საბჭოთა ფილარმონიულ სტანდარტებში. ასეთები კი ბევრნი იყვნენ – 1980-იან და 1990-იან წლებში შექმნილი მუსიკალური ჯგუფები. ზოგი შედარებით მძიმე მუსიკას უკრავდა, ზოგი – მსუბუქს. თუმცა ეს არ იყო ის ცენზურაგამოვლილი მუსიკა, რომელსაც სსრკ-ის შემადგენლობაში მყოფი ქართველი მსმენელი ათწლეულების განმავლობაში უსმენდა. ეს მუსიკა შეიქმნა ქვეყნის პოლიტიკური თავისუფლების აღდგენის შემდეგ. სწორედ ამიტომ ეწოდა მას ალტერნატივა, რადგან არ იჯდა სსრკ-ის დროს დამკვიდრებულ ჩარჩოებში.
მიუხედავად უდიდესი პრობლემებისა, ქართველი ალტერნატიული მუსიკოსების დიდი ნაწილი, მხოლოდ ენთუზიაზმით, ყოველგვარი ფინანსური მოგების, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე ქმნიდნენ, უკრავდნენ და მღეროდნენ. ისინი ოცნებობდნენ კარგ მომავალზე, ბედნიერ ქვეყანაზე, საზღვარგარეთ წარმატებებსა და საკუთარი ალბომების გამოშვებაზე. დრო გადიოდა, მაგრამ ამ მხრივ დიდი სასიკეთო ძვრები ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ მომხდარა. ამიტომ ბევრმა ქვეყანა დატოვა, ზოგი ისევ აქ დარჩა, თუმცა ცდა და ოცნება არ შეუწყვეტია. ფილმში კარგად ჩანს, რომ ლევან სვანიძე ქმნის საკუთარ მუსიკას, რომელსაც კომპაქტ-დისკებით სხვა ადამიანებს ასმენინებს, დადის და ეძებს სამსახურს, უკრავს ჯგუფ „წერილში“, ზოგჯერ სიმთვრალის გამო კონცერტებს აცდენს, სხვადასხვა შეხვედრაზე აგვიანებს და ა.შ. ერთი შეხედვით და გარეგნულად ტიპური არაპუნქტუალური ადამიანია, რომელიც სინამდვილეში შინაგანი ბრძოლების შუაგულშია, საკუთარ თავს კი „არანორმალურს“ უწოდებს.
დრო მუსიკოსის წინააღმდეგ
კენ ლოუჩის ერთ-ერთ ბოლო ფილმში დენიელ ბლეიკის პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ არ აქვს საკმარისად კარგი საცხოვრებელი პირობები, არამედ ის, რომ მას არ აქვს ახალი, ტექნოკრატიული სამყაროსთვის დამახასიათებელი მუდმივად განახლებადი უნარ-ჩვევები. ის ვერ შოულობს ახალ სამსახურს მარტივი მიზეზით – ვერ ავსებს ონლაინ-აპლიკაციას. მან იცის, როგორ დაწეროს განცხადება, მაგრამ დღეს აღარავინ წერს ხელით. ისევე როგორც, დღეს აღარავინ იყენებს CD-ს, რომლითაც ლევანი თავის ახალ ჩანაწერებს დაატარებს და რაც უკვე ერთგვარ ეგზოტიკად აღიქმება. თავის ნაცნობს სთხოვს, ეს ჩანაწერები განათავსოს ინტერნეტში ან რაიმე ფესტივალი მოუძებნოს. ზუსტად არც იცის, რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს ამისთვის – ტექნოლოგიური ლაბირინთები მისთვის სრულიად უცნობი სამყაროა, რომელმაც ადამიანების არა მხოლოდ ეგზისტენციური, არამედ სოციალური გაუცხოება და მარგინალიზაციაც გამოიწვია და გაამძაფრა. ახალ დროსა და გარემოსთან ვერადაპტირება ჩიხიდან გამოსავალს შეუძლებელს ხდის.
კადრი ფილმიდან
ადრე ერთ მუსიკალურ რეცენზიაში დავწერე, რომ ჯგუფ „წერილისა“ და გია თოიძის (ჯგუფის დამაარსებელი და ლიდერი) სიმღერების გმირებმა ჩვენსავით უამრავი გასაჭირი, ომი, იმედგაცრუება, სიცივე გამოიარეს და გადახარშეს. ჯგუფის შემოქმედება 1990-იანი და 2000-იანი წლების ერთგვარი რეტროსპექტივაა და საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვისთვისაც ეს გარემო ნაცნობი და მტკივნეული არ იყოს. „წერილის“ შემოქმედების გმირები ნაადრევად დადინჯებული, ზოგჯერ დაბრძენებული ჩემი თაობის მარტოსული, მებრძოლი ადამიანები არიან, რომლებიც სევდანარევი ოპტიმიზმით ან ირონიაშეპარული, ზოგჯერ ცინიკური პესიმიზმით იღებენ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. „წერილის“ მუსიკა სწორედ ამ თაობის სულიერი მდგომარეობაა, თუმცა ავტორი ამას მუსიკალურად ისე უზადოდ გადმოსცემს, ბევრად უფრო ახალგაზრდისთვისაც აბსოლუტურად გასაგებია. ლევან სვანიძე ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია. იგი ისევ ოცნებობს, ადამიანური ხერხებით იბრძვის, რომ პატარა ბინაში დედასთან ერთად ღირსეულად და ადამიანურად იცხოვროს. საჭმელსაც აკეთებს, რაღაცებს არემონტებს, დედას უვლის, სიმღერებს წერს... ფილმში სახალისო მომენტებიცაა, რომლებზეც გულით იცინებთ.
კადრი ფილმიდან
ფილმიდან ბევრ დეტალს ვიგებთ ლევანისა და სხვა პერსონაჟების, განსაკუთრებით კი დედის, ქალბატონ ლამარას დიალოგებიდან. ისინი ერთად ცხოვრობენ 14 კვადრატულ მეტრ ბინაში. ისეთი შეგრძნება რჩება, თითქოს რეალითი შოუს უყურებ, რომელშიც მუსიკოსი და დედა ერთმანეთს ეჩხუბებიან, ტელეფონზე ერთმანეთს გაცხარებით ელაპარაკებიან, ერთად მღერიან, ცეკვავენ, ერთმანეთზე ნერვიულობენ. ყველაზე ემოციური კი ისაა, რომ ეს ფილმი მარადიულ ფასეულობაზე – დიდ სიყვარულზეა, რომელიც ყოველთვის და ყველგან ყოველგვარ გაჭირვებასა და სიდუხჭირეზე მაღლა იდგა და დგას ახლაც.
დედა და შვილი
ინდივიდუალისტური დასავლური სამყარო სულ უფრო ხშირად იყურება ნოსტალგიურად უკან – ორ- ან სამსაფეხურიანი ოჯახისკენ, როგორც ადამიანური კავშირებისა და ემოციური გაცვლა-გამოცვლის მნიშვნელოვანი სივრცისკენ, რომელიც სტრესებისგან და ფსიქოლოგიური ტრამვებისგან ხშირ შემთხვევაში იცავს ადამიანებს. მაგრამ ჩვენი კოლექტივისტური საზოგადოებისთვის იძულებითი ოჯახური ერთობა, პირიქით, დამატებითი სტრესების წყარო ხდება, როდესაც ჯერ კიდევ არ გაქვს საკუთარი ოთახი, როდესაც ამ კავშირების – უფრო ზუსტი იქნებოდა, მიბმულობის – გამო შეუძლებელია საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება.
კადრი ფილმიდან
რომ არა ის საოცარი იუმორი და სილაღე, რასაც მთელი ფილმის განმავლობაში მუსიკოსი და დედამისი ავლენენ, მათი ურთიერთობა ბერგმანის ფილმებისთვის საუკეთესო მასალა იქნებოდა. მიჯაჭვულობა და გაქცევის სურვილი, ერთმანეთზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობის ტვირთი და ამავე დროს, ერთადერთი შვება მარტოობასა და (ქალაქის გარეუბნის) სტერილურ, ნაცრისფერ გარემოში, სტალინსა და კომუნისტურ ცხოვრებაზე მუდმივი ცხარე კამათი, რომლის მორიგება ისევ და ისევ და მხოლოდ და მხოლოდ მუსიკით/სიმღერით თუ შეიძლება.
კადრი ფილმიდან
რეჟისორს ამ ორი მარტოსულის ცხოვრებასთან – რომელთაგან ერთი ასაკმა აქცია აუტსაიდერად, მეორე კი იმან, რომ სოციალური ინტეგრირება ვერ მოახერხა – ძალიან ახლოს, თუმცა საოცარი სიფაქიზითა და სიყვარულით მიჰყავხარ, რის გამოც არ იქმნება უხერხულობა, რომ შენ უეცრად ვიღაცის ძალიან ინტიმურთან პირისპირ აღმოჩნდი.
გვერდი ჟურნალიდან „კინ-O“
„მკვდარი სულების არდადეგები“ ძალიან ცოცხალი, დინამიკური ფილმია, რომლის ცქერისას წამითაც არ მომიწყენია. ამაში რეჟისორის გარდა დიდი წვლილი მიუძღვის ლევანის მეგობარს, ასევე მუსიკოსს, ფილმის ოპერატორს, მემონტაჟეს, ხმის რეჟისორსა და პროდიუსერს, კოტე კალანდაძეს. ფილმი ისეა გადაღებული, რომ მაყურებელს ეკრანზე მიმდინარე მოქმედების თანამონაწილეს ხდის. ჩნდება შეგრძნება, რომ მაყურებელიც იქვეა ჩამომჯდარი და ყველაფერს შეულამაზებლად და რეალურად ხედავს. აბსოლუტურად გულწრფელი და ძალიან ემოციურია ლევან სვანიძის ფილმის ბოლოს წარმოთქმული სიტყვა, რომელიც ლოცვას მოგაგონებთ. „მკვდარი სულების არდადეგები“ მნიშვნელოვანი ფილმია, რომელიც რეალური ადამიანების შესახებ მისხალი პათეტიკისა და მანერულობის გარეშე მოგვითხრობს. ლევან სვანიძის დამსახურებით, მასში ისევ 1990-იანების სული ტრიალებს, რომელიც იმ ეპოქასავით იმედით, ოპტიმიზმითა და დიდი სიყვარულითაა გაჯერებული.
კადრი ფილმიდან
რეცენზია გამოქვეყნდა ჟურნალში „კინ-O“ №2 / 2020
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709613.404903863821154 9.6708459999999974 70.025371536178852 79.983346tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-46965751432463639972021-10-07T23:03:00.005+04:002022-01-18T23:32:38.766+04:00ქალი კომპოზიტორები (ჟღერადობების მიღმა დაკარგული სახეები)
I ნაწილი (შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნეს ჩათვლით)
დღემდე გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ქალებს არ შეუძლიათ ხეირიანი მუსიკის შექმნა. ეს თითქოს მხოლოდ მამაკაცის საქმეა. ამ შეხედულების განსამტკიცებლად მავანნი ითხოვენ, გაიხსენოთ რომელიმე ცნობილი, სახელგანთქმული კომპოზიტორი ქალი, თუნდაც შუა საუკუნეებიდან ან უფრო გვიანდელი პერიოდიდან... თუ ამას ვერ ახერხებთ, ნიშნისმოგებით იმეორებენ, რომ ქალების ადგილი მუსიკის შექმნაში არაა. თუმცა მათ ავიწყდებათ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ძველად ქალს მკვეთრად განსაზღვრული მოვალეობები ჰქონდა დადგენილი და მათ შორის არსად იყო ნახსენები მუსიკის, ან თუნდაც წიგნის წერა, ხატვა, ან მეცნიერების მსახურება. მათ ძირითად მოვალეობად მხოლოდ ოჯახის მოვლა – ბავშვების აღზრდა, რეცხვა, სახლის დალაგება, საჭმლის კეთება, საოჯახო მეურნეობა იყო მიჩნეული. სწორედ ამიტომ, მამაკაცებთან შედარებით, ქალები ნაკლებად იყვნენ დაკავებულები ხელოვნებით თუ მეცნიერებით.
თუმცა ადრეულ საუკუნეებში ბევრმა ქალმა მოახერხა საქვეყნოდ გაეჟღერებინა მისი შექმნილი მუსიკა. მათ რამდენიმე წარმომადგენელს ახლა გაგაცნობთ.
დღემდე მოღწეული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ძველი ცნობილი კომპოზიტორი ქალი არის გერმანელი ჰილდეგარდ ფონ ბინგენი (Hildegard von Bingen), იგივე ჰილდეგარდ ბინგენელი, რომელიც 1098 წელს დაიბადა და 1179 წელს გარდაიცვალა.
ჰილდეგარდი იყო მონაზონი, ქალთა მონასტრის წინამძღვარი, ამავე დროს, კომპოზიტორი, მწერალი, ფილოსოფოსი, ქრისტიანი მისტიკოსი და წინასწარმეტყველიც კი. მისი მუსიკალური ნაწარმოებები ძირითადად საეკლესიო საგალობლებს წარმოადგენს. იგი ქმნილებებს გოთური ნოტებით წერდა. კომპოზიტორის თხზულებების მიხედვით დღემდე 200-ზე მეტი სხვადასხვა ჩანაწერია გამოცემული. 2012 წელს კომპოზიტორი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და წმინდა ჰილდეგარდ ბინგენელი ჰქვია.
ბაროკოს პერიოდშიც გამოჩნდა რამდენიმე ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი. ერთ-ერთი მათგანია იტალიელი იზაბელა ლეონარდა (Isabella Leonarda), რომელიც 1620 წელს ქალაქ ნოვარაში გრაფის ოჯახში დაიბადა.
იგი წმინდა ურსულას ორდენში მოხვდა, სადაც კარგად შეისწავლა მუსიკა. 50 წლის ასაკში ბინგენელის მსგავსად, იგი მონასტრის წინამძღვარი აბატი გახდა და ამავე დროს, ცოტა ხნით მონასტრის კაპელმეისტერიც იყო. ლეონარდა მთელს ქალაქსა და მხარეში მეტად დაფასებული კომპოზიტორი გახდა. მის მუსიკას იტალიის სხვა ქალაქებშიც ასრულებდნენ. მან მემკვიდრეობას დაუტოვა 120 მოტეტი (პოლიფონიური საგალობელი), 18 საეკლესიო კონცერტი, 17 მესა, 12 სონატა და 11 ფსალმუნი. მუსიკოსი 1704 წელს გარდაიცვალა.
კიდევ ერთი ბაროკოს ეპოქის იტალიელი კომპოზიტორი, მომღერალი და მსახიობი იყო ბარბარა სტროცი (Barbara Strozzi), ან ბარბარა ვალე.
მას იტალიელებმა „უვირტუოზესი“ ადამიანი შეარქვეს. იგი 1619 წელს ვენეციაში დაიბადა. მან დამოუკიდებლად, ეკლესიის და გავლენიანი პირების დახმარების გარეშე მოახერხა მუსიკაში გზის გაკაფვა. სწავლობდა სახელოვან იტალიელ კომპოზიტორთან ფრანჩესკო კავალისთან. ეპოქის კომპოზიტორებიდან პირველი იყო, რომელიც ქმნილებების გამოქვეყნება მარტო დაიწყო. საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნა კამერულ ვოკალურ ხელოვნებას – მადრიგალებს, კანტატებს, სოპრანოსთვის დაწერილ არიეტებს და ა.შ. მისი ნაწარმოებების ტექსტების უმეტესობა მამინაცვალს და მეგობრებს ეკუთვნის, რომელთა შორის ბარბარას შეყვარებულებიც იყვნენ. კომპოზიტორი 1677 წელს გარდაიცვალა.
გამოვცდეთ ბაროკოს ეპოქას, გადმოვინაცვლოთ მე-18 საუკუნეში და გავიცნოთ ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი ელენ დე მონჟერუ (Hélène de Montgeroult).
იგი 1764 წელს ლიონში არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მუსიკოსი ცოლად გაჰყვა მარკიზ დე მონჟერუს, რომელიც 1793 წელს ავსტრიის ციხეში ტყვეობაში გარდაიცვალა. სწორედ მისმა მუსიკალურმა ნიჭმა იხსნა კომპოზიტორი მაშინ გამეფებული ტერორისაგან. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მუსიკოსი არისტოკრატიული წარმომავლობის გამო ციხეში ჩასვეს. ქალმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტისთვის დაწერა მარსელიოზას იმპროვიზაციები, რამაც იგი ტყვეობისგან დაიხსნა. 1795 წელს დე მონჟერუს პარიზის კონსერვატორიაში მიენიჭა პროფესორის წოდება. იგი აღმოჩნდა პირველი ქალი, რომელმაც ეს ტიტული მიიღო. მან სიცოცხლეში საკუთარი ნაწარმოებების ორი ტომი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს საფორტეპიანო ქმნილებებს – სონატებს, ნოქტიურნებს, ფანტაზიებს, ეტიუდებს და ა.შ. მუსიკოსი 1836 წელს გარდაიცვალა.
ახლა რომანტიზმის ეპოქასაც გადავხედოთ და პირველ რიგში გავიცნოთ გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და მომღერალი ფანი მენდელსონი (Fanny Mendelssohn) – გამოჩენილი კომპოზიტორის, ფელიქს მენდელსონის უფროსი და.
ფანი 1805 წლის 14 ნოემბერს ჰამბურგში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა დედამ ასწავლა. შემდეგ ძმასთან, ფელიქსთან ერთად ბერლინის აკადემიაში სწავლობდა სიმღერას. მისი ხმით აღფრთოვანებული იყო დიდი გერმანელი კლასიკოსი მწერალი იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ამიტომ მან ფანის ლექსიც კი მიუძღვნა. მენდელსონმა 1829 წელს ბერლინელ მხატვარ ვილჰელმ ჰენზელზე იქორწინა. იგი საკვირაო კონცერტებით ძმასთან ერთად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ასრულებდა ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენისა და მისი ძმის, ფელიქსის ნაწარმოებებს. 41 წლის ასაკში, ერთ-ერთი ასეთი კონცერტის დროს იგი ინსულტით გარდაიცვალა, რომლის შემდეგ ფელიქს მენდელსონი დეპრესიაში ჩავარდა და რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. ფანის შემოქმედება მოიცავს საორღანო პრელუდიებს, პიესებს სოპრანოსა და ორკესტრისთვის, სიმებიან კვარტეტებს, კანტატებს, ლირიკულ საფორტეპიანო პიესებს და სხვას.
გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი კლარა შუმანი (Clara Schumann) რომანტიზმის ეპოქის ყველაზე სახელგანთქმული ქალი პიანისტი იყო და დღეისთვის ალბათ ყველაზე სახელგანთქმული კლასიკოსი ქალი კომპოზიტორია.
ის თავისი ქმრის, გერმანელი კლასიკოსი კომპოზიტორის, რობერტ შუმანისა და ასევე გერმანელი კლასიკოსი კომპოზიტორის, იოჰანეს ბრამსის საფორტეპიანო ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი იყო. კლარა შუმანი 1819 წლის 13 სექტემბერს ლაიფციგში დაიბადა. მამამისი ღვთისმეტყველი და მუსიკის მასწავლებელი იყო, ასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას. კლარას დედა კი მომღერალი და პიანისტი გახლდათ. მშობლების განქორწინების შემდეგ 5 წლიდან კლარა და მისი ძმები მამასთან იზრდებოდნენ, რომელიც საკუთარი მეთოდით ასწავლიდა შვილს ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე დაკვრას, სიმღერას, თეორიას, ჰარმონიას და კომპოზიციას.
9 წლის ასაკში ვუნდერკინდმა კლარამ პირველი კონცერტი გამართა... მისი შესრულების ტექნიკით აღფრთოვანებულები იყვნენ: გოეთე, პაგანინი, შოპენი, ლისტი, მენდელსონი და მრავალი სხვა. თავისი მომავალი საქმრო მასზე 9 წლის უფროსი რობერტ შუმანი გოგონამ 8 წლის ასაკში გაიცნო. მას ისე მოეწონა გოგონას დაკრული, რომ მამამისის მოწაფეობა გადაწყვიტა და ერთი წელი მათ ოჯახში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც კლარას 16 წელი შეუსრულდა, რობერტი გოგონას კიდევ უფრო დაუახლოვდა, თუმცა მამა მათი ერთად ყოფნის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ამიტომ წყვილმა სასამართლოს ძალით მოიპოვა ქორწინების უფლება. მათ 8 შვილი ეყოლათ. მიუხედავად ამისა, ქალი მაინც აგრძელებდა მუსიკის წერას და საკონცერტო მოღვაწეობას. საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კლარა მთელს ევროპაში მართავდა კონცერტებს. 71 წლის ასაკში მას ინსულტი დაემართა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, კლარა ბონში ქმრის გვერდით დაასაფლავეს. მან დაწერა ნაწარმოებები ორკესტრისთვის, ფორტეპიანოსთვის და სიმღერები სხვადასხვა პოეტების ლექსებზე.
მისი პირადი ცხოვრებიდან კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია კომპოზიტორ ბრამსის კლარასადმი თაყვანისცემა. ბრამსი თავის წერილებში არა მხოლოდ კლარასადმი გრძნობებზე საუბრობდა, არამედ მის ახლადშექმნილ ნაწარმოებებსაც უზიარებდა. მათი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს არ გასცდენია, რადგან კლარას რობერტ შუმანი უყვარდა და ცხოვრების ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.
ამ საუკუნეების განმავლობაში კიდევ არაერთი ნიჭიერი ქალი კომპოზიტორი მოღვაწეობდა, თუმცა ჩვენ აქ შევჩერდებით. გასულ ასწლეულში ქალთა ემანსიპაციის და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილიც გაიზარდა. მე-20 საუკუნეში, განსაკუთრებით კი მის მეორე ნახევარში, ქალი კომპოზიტორები ძალიან გააქტიურდნენ. ქალი კომპოზიტორები არა მარტო აკადემიურ სფეროში მოღვაწეობდნენ, არამედ, ჯაზის, როკის თუ ექსპერიმენტული, ელექტრონული მუსიკის, მინიმალიზმის, თუ თანამედროვე კლასიკის შექმნის ავანგარდშიც აღმოჩნდნენ. საბედნიეროდ, მათ შორის ბევრი ქართველი ქალია. ამის შესახებ სტატიის მომდევნო ნაწილში წაიკითხავთ.
სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709613.404903863821154 9.6708459999999974 70.025371536178852 79.983346tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-21801980228751654092021-09-13T22:23:00.034+04:002022-01-18T22:54:05.194+04:00432 ჰერცი vs 440 ჰერცი
ლეგენდა სიხშირის კეთილშობილებაზე
ამ საკითხით, ალბათ, არასდროს დავინტერესდებოდი, ბოლო 15 წლის განმავლობაში გლობალურ ქსელში მასზე უამრავი მასალა რომ არ ქვეყნდებოდეს. ამ სტატიების და მოსაზრებების უმეტესობა მტკიცებითი ფორმით აღიარებს 432 ჰერცზე აწყობილი პირველი ოქტავის, „ლა“ ნოტის კეთილშობილებას. მათ თანახმად, არსებობს ე.წ. კეთილი, ანუ 432 ჰერცზე აწყობილი ინსტრუმენტებით შესრულებელი მუსიკა. ეზოთერიისა და შეთქმულების თეორიის მიმდევართა საკმაოდ დიდი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ეს მუსიკა არგებს სულსაც და ხორცსაც. ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეთა მსგავსად, ამ ლეგენდის მიმდევრებმა ლამის დაიფიცონ, რომ 432 ჰერცი „ღვთიური“ სიხშირეა, ხოლო დღეისათვის სტანდარტული 440 ჰერცი – „ეშმაკის“. მე კი ლეგენდები ძალიან მიყვარს და მოდით, ამ თეორიასაც მივყვები.
რისი სწამთ 432 ჰერცის მომხრეებს?
432 ჰერცის სიხშირე პირველი ოქტავის „ლა“-სთვის ბუნებრივი წყობაა, რომელიც შესაბამისობაში მოდის სამყაროს ჰარმონიასთან. ამიტომ, თუ მუსიკა ამ სიხშირეზეა აგებული, იგი კეთილისმყოფელი ენერგიის მატარებელია. არქაული ეგვიპტური ინსტრუმენტები, რომლებიც დღემდე აღმოუჩენიათ, სწორედ 432 ჰერცზე იყო აწყობილი. ძველ საბერძნეთშიც მუსიკალური ინსტრუმენტების უმეტესობა ამავე სიხშირეზე ჟღერდა. თვით მუსიკის ღმერთი, ორფეოსიც კი ინსტრუმენტებს ამ ტონალობაში უკრავდა. პლანეტის ლეგენდარული კლასიკოსებიც ინსტრუმენტებს სწორედ 432 ჰერციან ლაზე აწყობდნენ. ამ სიხშირეზე აჟღერებული მუსიკა უფრო მშვიდი და ახლობელია. მას მთელი გულით შეიგრძნობ. 432 ჰერცი ის სიხშირეა, რომელიც მათემატიკური სტრუქტურითაც კი შეესაბამება სამყაროს. ბიოლოგიაში დნმ-საც, გულისცემასაც კი იგივე სიხშირე აქვს...
მე-20 საუკუნეში დამკვიდრებული 440 ჰერცზე აწყობილი პირველი ოქტავის „ლა“ კი კოსმოსურ მოძრაობასთან და სამყაროსთან ჰარმონიაში არ მოდის. 1910 წელს ვინმე დიგენმა, რომელიც ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა და გერმანელი მეცნიერის, ჰერმან ჰელმჰოლცის (ფიზიკოსი, ფიზიოლოგი, ექიმი, ფსიქოლოგი, აკუსტიკოსი და ილუმინატი) მოწაფე იყო, ამერიკის მუსიკოსთა ფედერაციის შეკრებაზე ყველა დაარწმუნა, 440 ჰერციანი წყობა უნივერსალურ საორკესტრო მუსიკალურ სტანდარტად შემოეღოთ.
1936 წელს ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროპაგანდის რაიხმინისტრმა, პაულ იოზეფ გებელსმა მუსიკალურ წყობად 440 ჰერცი შემოიღო. მისი აზრით, ამ სიხშირეზე აწყობილი ინსტრუმენტებით შესრულებული მუსიკა ხალხის ტვინზე ზემოქმედებდა და მათი მართვა ადვილი გახდებოდა. მისი აზრით, ასეთი მუსიკის მოსმენის შემდეგ გაჩნდებოდა ბევრი ფსიქიკური გადახრა, ადამიანები განვითარებას შეწყვეტდნენ, საკუთარ თავებში ჩაიკეტებოდნენ და ა.შ. სწორედ ამ მიზეზით გერმანიაში „ლა“ ნოტის ახალი სტანდარტი დაამტკიცეს.
1940 წლისთვის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 440 ჰერცი დაამკვიდრა. 1953 წელს მას ISO სტანდარტი მიენიჭა. 432 ჰერცის 440-ით ჩანაცვლება ადამიანების მუსიკით გაკონტროლებას ნიშნავს. ესაა მასონების – როკფელერისა და როტშილდის გადაწყვეტილება. დღემდე მუსიკალური ინდუსტრია ამ სიხშირეს იყენებს მოსახლეობის წინააღმდეგ, რათა უფრო მეტ აგრესიას და ფსიქო-სოციალურ გავლენას მიაღწიოს, რომელსაც ადამიანები ფიზიკურ ავადმყოფობამდეც კი მიჰყავს. ასეთი მუსიკა, ამავე დროს, ანტისაზოგადოებრივ ქცევასა და ცნობიერებაში განხეთქილებას იწვევს. არსებობს მეცნიერება კიმატიკა, რომელიც ხმისა და ვიბრაციის ვიზუალიზაციას სწავლობს. ზოგიერთი კიმატიკოსის მტკიცებით, 440 ჰერცი საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
როგორ მოვედით 440 ჰერცამდე
დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიღებულია მუსიკალური ინსტრუმენტების პირველი ოქტავა, „ლა“ 440 ჰერცზე აეწყოს. მუსიკალურ სამყაროში არსებობს კიდევ ერთი აუღიარებელი ოფიციალური სტანდარტი 432 ჰერცი, რომელსაც ზოგიერთი მუსიკოსი და გაცილებით ბევრი არამუსიკოსი უფრო სწორ და ბუნებრივ წყობად მიიჩნევს. მათი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ უნდა აღინიშნოს, რომ სინამდვილეში, საუკუნეების განმავლობაში, ევროპულ მუსიკაში წყობა მუდმივად იცვლებოდა. ერთიანი წყობის სტანდარტი არ არსებობდა, ამიტომ ნებისმიერი კომპოზიტორი, მუსიკოსი თუ ორკესტრი თავის ინსტრუმენტს ისე აწყობდა, როგორც თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ. ორკესტრები და მუსიკოსები პირველ ოქტავა „ლა“-ს სხვადასხვა სიხშირეზე აწყობდნენ.
ჰერცი, როგორც სიხშირის საზომი ერთეული, იმ პერიოდში საერთოდ არ არსებობდა. მეცნიერმა ჰაინრიხ ჰერცმა, ვიბრაციის სიხშირის გაზომვა 1889 წლისთვის მოახერხა. ხოლო ტერმინი ჰერცი, როგორც სიხშირის საზომი ეტალონი, 1933 წელს დაამტკიცეს. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ უდიდესი კომპოზიტორები, ბახი, მოცარტი და ბეთჰოვენი (რასაკვირველია, სხვებიც) ინსტრუმენტებს და ორკესტრებს სხვადასხვა სიმაღლეზე აწყობდნენ. მე-18 საუკუნეში გამოგონილი კამერტონებიც არ იყო ერთი ზომის, ფორმის და ჟღერადობის. ამიტომ, მათი სიხშირე, სავარაუდოდ, 400-დან 480 ჰერცამდე მერყეობდა. გაურკვეველია, როგორ ამტკიცებენ 432 ჰერცის მომხრეები, რომ არქაული, ან კლასიკური მუსიკა სწორედ ამ „ღვთიურ“ სიხშირეზე იწერებოდა და სრულდებოდა, ან როგორ იანგარიშეს მე-17 ან მე-18 საუკუნის თუნდაც ვიოლინოს ან ჩელოს პირველი ოქტავის, „ლას“ სიხშირე დღეს, როცა ეს ინსტრუმენტი აწყობილ მდგომარეობაში იდეალურ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს და მერე ირევა?
წლების განმავლობაში, კომპოზიტორები, დირიჟორები და მუსიკის მოღვაწეები რამდენჯერმე შეეცადნენ, ორკესტრების ჟღერადობა ერთ ტონალობაში მოეყვანათ. საქმეში ჩაერთო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც შემოიღო სტანდარტი ISO 16:1975. დადგინდა, რომ პირველი ოქტავის „ლა“-ს ვიბრაციის ეტალონი 440 ჰერცი გამხდარიყო. „ლა“ ნოტსაც კი A440 ეწოდა. მიუხედავად 432 ჰერცის მომხრეების მტკიცებისა, რომ 440 ჰერცი სავალდებულო და საყოველთაო გახდა, მსოფლიოს სხვადასხვა ორკესტრი დღესაც ისე ეწყობა, როგორც თვითონ მიაჩნია საჭიროდ. მაგალითად, ნიუ იორკის ფილარმონიული ორკესტრი ეწყობა პირველი ოქტავის „ლა“-ზე, რომლის სიხშირეც 442 ჰერცია, ბოსტონის ორკესტრი – 441 ჰერცზე. ევროპული სიმფონიური ორკესტრების უმეტესობამ „ლა“-ს სიხშირედ 443 და 444 ჰერცი აირჩია. ასე რომ, მიუხედავად სტანდარტიზაციისა, ორკესტრები (და სხვა სფეროს მუსიკოსებიც) მაინც „თვითნებობენ“. გარდა ამისა, არც ერთი სერიოზული ექიმი არ ამბობს, რომ 440 ჰერციანი წყობის მუსიკა საზიანოა ადამიანის ან თუნდაც ცხოველის ორგანიზმისთვის.
ბოლოთქმა
თუკი თქვენ „გუგლის“ ან „იუთუბის“ საძიებელში მარტო 432 ჰერცს შეიყვანთ, გაოცდებით, იმდენი საკითხავი ამოიყრება. ასეა თუ ისე, ეს მაინც საინტერესოა. ფაქტი კი ერთია, ბოლო წლებში წამოჭრილი ამ აჟიოტაჟის გამო, ბევრი მუსიკოსი უკვე სპეციალურად იწერს მუსიკას 432 ჰერცზეც. ოღონდ ამ ვერსიას ყოველთვის მიწერილი აქვს, რომ შესრულებულია 432 ჰერცის წყობაში. მე „იუთუბზე“ უამრავ ასეთ ვიდეოს ვუყურე და არ დაგიმალავთ, აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში, 440 ჰერცზე აწყობილი ინსტრუმენტებით შესრულებული უფრო მომეწონა. 432 ჰერცი კი არც ისე სუფთად ისმის და სულ მინდა, თუნდაც გიტარის ან ვიოლინოს სიმის დამჭერი დავატრიალო, რომ სიმი უფრო დავჭიმო. თუმცა, ეს უკვე გემოვნების საკითხია და 432-ისა და 440-ის დაპირისპირება, აბსოლუტურად ბუნებრივია, როცა საქმე ეხება მათ შორის არჩევანს და იმას, თუ რომელი უფრო მეტად სიამოვნებს ამა თუ იმ ადამიანს. კონსპირაციულ თეორიებსა და ეზოთერიკას კი, მოდით, ნუ მივცემთ საშუალებას, უკარნახონ მუსიკას და ადამიანებს, რას და როგორ სიხშირეზე აწყობილ ინსტრუმენტებს მოუსმინონ.
სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709613.404903863821154 9.6708459999999974 70.025371536178852 79.983346tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-53357899358840096172021-05-12T10:54:00.060+04:002022-01-18T22:54:49.736+04:00 The Rylans – უსასრულობიდან უსასრულობამდე
1995 წელს დევიდ ბოუიმ გამოუშვა კონცეპტუალური ალბომი Outside, რომლის შინაარსიც აგებულია ალბომის პერსონაჟის, დეტექტივ ნათან ადლერის დღიურებზე. მისი დღიურები ალბომის საკმაოდ სქელ ბუკლეტს მოჰყვება. ისევე როგორც ამ მუსიკოსის სხვა ბევრი ნამუშევარი, ალბომი ეპოქალური გახდა, თუმცა, ახლა ამაზე აღარ დავწვრილმანდები. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ქართულ მუსიკალურ სინამდვილეში ასეთივე შეკრული ალბომი გამოჩნდა, რომელიც ეკუთვნის ახალბედა ჯგუფს The Rylans-ს. ისევე როგორც Outside, „რაილანსების“ ეს სადებიუტო მინიალბომი კონცეპტუალურია და ასევე აგებულია მთავარი გმირის დღიურებზე. ალბომს ლათინური სახელწოდება აქვს – Ab Aeterno, რაც ქართულად ნიშნავს „უსასრულობიდან“.
ჯგუფის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ინდი-როკ კოლექტივის The National-ის სიმღერას Rylan. ქართული ბენდის ყველა წევრს ძალიან მოსწონს ეს სიმღერა და ჯგუფი. Rylan მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ცდილობს ცხოვრებაში საკუთარი თავი იპოვოს. ჯგუფის წევრების ერთ-ერთი მიზანი არის გახდნენ რაილანები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბენდით და მუსიკით შეეცდებიან პირდაპირ თქვან ის, რისი თქმაც სურთ.
ჯგუფის წევრები არიან მუსიკოსები: ლევან (ფრანკო) სიდიანი – ვოკალი, გიტარა, ბასი, კლავიშები, ჭუნირი, ხემიანი ინსტრუმენტები, დასარტყამები; დემეტრე (დემე) ადოლაშვილი – გიტარა, ბასი, სინთეზატორი; მებო შენგელია – ბექ-ვოკალი, აკუსტიკური და ელექტრო გიტარები, ქსილოფონი, კლავიშები, პერკუსია; სანდრო ტუღუში – ბექ-ვოკალი, ბასი, კლავიშები, აკუსტიკური გიტარა, პერკუსია, ჩანგი და მებო ნუცუბიძე – ვოკალი, გიტარა, კლავიშები და ჩანგი.
კონცერტის დროს შემადგენლობაში კიდევ ორ ადამიანს, დრამერსა და ბასისტს იმატებენ. საერთოდ, ჯგუფის მულტიინსტრუმენტალისტი წევრები სხვადასხვა სიმღერაში სხვადასხვა საკრავზე უკრავენ – ეს მათი მხრიდან ერთგვარი ექსპერიმენტია. სიმღერების მუსიკის შექმნაში მთელი ჯგუფი იღებს მონაწილეობას, ხოლო ტექსტებს მებო ნუცუბიძე წერს ინგლისურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ The Rylans-მა 2020-ში ერთსიმღერიანი სინგლი გამოსცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ სახით ჯგუფი მაინც 2021 წელს ჩამოყალიბდა.
მიუხედავად ექსპერიმენტებისა და ძიებისა, ჯგუფის შემოქმედება შეგვიძლია მივაკუთვნოთ მელოდიურ როკს და ინდი-როკს. შესაბამისად, მუსიკის მოსმენისას შეიძლება გაგახსენდეთ ჯგუფები Coldplay, Travis ან The National... ალბომი ჯგუფმა მებო ნუცუბიძის სტუდიად გადაქცეულ სახლში ჩაწერა. მისი პროდიუსერი კი მებოს ძველი მეგობარი და თანამოაზრე ირაკლი, იგივე ბეთხო მანჩხაშვილია. შეიძლება ითქვას, რომ The Rylans ახალი კორონავირუსის პანდემიაში ჩასახული და განხორციელებული მუსიკალური პროექტია.
ალბომ Ab Aeterno-ში სულ 4 სიმღერა შევიდა, რომელთა შორისაც წყვეტა, პაუზები არაა და ეს ხაზს უსვამს ამ სადებიუტო ნამუშევრის ერთიანობას.
პირველი Intro და მეორე Black Lies ფაქტობრივად ერთი სიმღერაა. მას ერთიანი სხეულის გარდა აერთიანებს ქართული ფოლკლორული მოტივები, რომელსაც ჯგუფის წევრი სანდრო ტუღუში ასრულებს. იგი ადრე მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ „გეორგიკაში“. ნაწარმოები შეგვიძლია მივაკუთვნოთ ე.წ. „სტადიონის სიმღერებს“, რომელთა მისამღერის, თუ ცალკეული ემოციური სასიმღერო ფრაგმენტის შესრულება მუსიკოსებთან ერთად კონცერტზე მისულ მსმენელსაც შეეძლება. მესამე სიმღერა Rising Waves საფორტეპიანო პარტიით იწყება, რომელიც თითქოს რაღაც საკრალურის შესახებ გვიყვება. კომპოზიციის შუაში მებო ნუცუბიძე ტრადიციული ჰაეროვნებით ასრულებს საგალობელს „კირიე ელეისონ“, ანუ „უფალო შეგვიწყალენ“, რაც მისტიკურს ხდის მთელ სიმღერას. ამ სიმღერის მიხედვით, ჯგუფმა ანიმაციური მუსიკალური ვიდეო გადაიღო, რომლის ავტორი და მხატვარი მაშიკო მინდიაშვილია, ხოლო ანიმატორი – სალომე სამადბეგიშვილი.
ალბომის უკანასკნელი კომპოზიცია Last Of Us მეტად ატმოსფერული და ოპტიმისტურია, თუმცა სიმღერის ბოლოს ამ ჰარმონიაში დისონანსი შემოაქვს გაწელილ ელექტრონულ ბგერას, რომელიც კითხვის ნიშანივით ისმის. სწორედ ასე სრულდება „რეილანსების“ ეს ძალიან კარგი სადებიუტო ალბომი-მინიონი „უსასრულობიდან“.
Ab Aeterno by The Rylans
მთლიანი მინიონის კონცეფციის შესახებ მოდით, ჯგუფის ლიდერს, მებო ნუცუბიძეს მოვუსმინოთ, რომელმაც გასაგებად ახსნა ბენდის შემოქმედების ყოველი დეტალი.
მებო ნუცუბიძე: „ამ ალბომის კონცეფცია და იდეა, მე-3 სიმღერა Rising Waves-ს დაწერის შემდეგ გაჩნდა. მასში ფოლკლორი არ გამოგვიყენებია, სამაგიეროდ, ისმის უკულელეს ფილტრში გატარებული ხმები. ეს იყო პირველი სიმღერა, რომელშიც მივხვდით, რომ მსგავსი ექსპერიმენტები გვაინტერესებდა. ჩვენმა პროდიუსერმა ბეთხომ მეორე და ბოლო სიმღერას სინთეზატორით თავისი დეტალები დაუმატა. ეს მინიალბომი ასე ჩავწერეთ – გაჩნდა ერთი სიმღერა, რომელსაც მოჰყვა სანდროს ქართულად წამღერების იდეა, მერე ფრანკომ ჭუნირზე დაუკრა, მე ჩანგზე დავუკარი და ასე... წინასწარ არ ვიცოდით, რას ვიზამდით. მუსიკამ მიგვიყვანა ამ იდეებამდე.
ჩვენს ინსტრუმენტებზე ვიექსპერიმენტეთ და ეს არაა ისეთი რამ, რაც მსოფლიოში ჯერ არ გაკეთებულა. თუმცა შეიძლება ვინმემ თქვას, ინდი-როკში ჭუნირი, ჩანგი და კრიმანჭული არ შეიძლებაო. ან, პირიქით, კონსერვატორმა ფოლკლორისტმა გაგვაკრიტიკოს, მსგავს მუსიკაში კრიმანჭულის და ქართული ინსტრუმენტები რატომ გამოიყენეთო. მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და გვინდა ვაკეთოთ ისე, როგორც საჭიროდ მიგვაჩნია.
მინიალბომში ჩვენი ამბავია გადმოცემული, რაც თითქმის ყველამ გამოვიარეთ ბავშვობიდან დღემდე. ბავშვობისას ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ასეთი (ან ისეთი) არ უნდა ვყოფილიყავით. რაზეც ვმღერით, ეს პრობლემები მხოლოდ ქართველებს არ გვეხება. მინდოდა, ეს სათქმელი ბევრისთვის გამხდარიყო გასაგები. ჩვენ გვინდა ვიყოთ ქართული ჯგუფი, რომლის ენაც გასაგები იქნება თუნდაც პოლონელი, უკრაინელი, ფრანგი ან ინგლისელი მსმენელისთვის. ინგლისურად ვმღერით იმაზე, რაც გვაწუხებს, მაგრამ შეიძლება ქართულადაც ავმღერდეთ.
Ab Aeterno-ს გაფორმების ავტორია ბიძინა სიდიანი, ფრანკოს ძმა. იგი უნიჭიერესი მხატვარია და თან ხატწერის გამოცდილებაც აქვს. ყდაზე მისი მოფიქრებული პერსონაჟებია გამოსახული. ჩვენ გვსურდა, რომ ყდას ხატის, ფრესკის მსგავსი ვიზუალი ჰქონოდა. ჩვენი ალბომის იდეაც ეგაა: მთავარი გმირი პირველ სიმღერაში Intro იბადება, მეორეში Black Lies მას უფროსები ატყუებენ. ის ვერ აცნობიერებს, რომ ირგვლივ ცრუობენ, სიმღერის ბოლოში „კრიმანჭულის“ თანხლებით მღერის Glory to the Leaders, ანუ „დიდება ლიდერებს“ და ემორჩილება მათ. ისინი ასწავლიან მას, თუ როგორ უნდა იცხოვროს სწორად. Rising Waves-ში მთავარი გმირი თვითგამორკვევას იწყებს, ის აცნობიერებს, რომ ლიდერების სწავლებაში ბევრი ტყუილიცაა, რასაც მას ჭეშმარიტებად უსაღებდნენ. სიმღერის ბოლოსკენ, „კირიე ელეისონის“ შემდეგ, ბავშვების სიცილს მოჰყვება ფრაზა – „შენ უნდა შეცვალო შენი ბედისწერა“. Last Of Us-ში კი უკვე ვინც გამოფხიზლდა და გააცნობიერა რეალობა, მოგვიწოდებს, წამოდით, ახალი სამყარო ავაშენოთო. თუმცა ჯერ უცნობია რამდენად გააცნობიერა მთავარმა გმირმა ეს ყველაფერი, რადგან ბოლოში ისმის ფრაზა We have to go back, „ჩვენ უნდა დავბრუნდეთ“. ანუ როცა გვგონია რომ გავთავისუფლდით, შეიძლება ასე არაა და უბრალოდ წრეზე დავდივართ. მთავარი გმირი გამოერკვა თუ არა, უცნობი რჩება.
ესაა ბიჭის დღიურები, რომელიც როცა იბადება, ეუბნებიან, რომ უნდა იყოს კარგი ბავშვი, როგორსაც მისი ოჯახი იმსახურებს – დამჯერე შვილი. რომ გაიზრდება, უჩნდება კითხვა – რა უნდა აკეთოს, რაც საზოგადოებას უნდა, თუ რაც თავად უნდა? გმირი დამოუკიდებელი ხდება.
ნახატზეც ზუსტად ესაა გადმოტანილი: შინდისფერ მანტიებში გამოსახული არიან ბავშვები, რომლებსაც შუბლზე სისხლის წვეთები აქვთ, თითქოს მათ მსხვერპლშეწირვისთვის ამზადებენ. მარჯვნივ კი ყავისფერ მანტიაში ასაკოვანი კაცია დახატული, რომელიც ვაშლს, ანუ საცდურს აწვდის ამ ხელგაწვდილ ბავშვებს, თითქოს ეუბნება, რომ აი, ესაა ჭეშმარიტება. ეს პრობლემა სულ იდგა კაცობრიობის წინაშე. პრობლემა, რომ რაღაცას უნდა მოერგო. ჯემალ ქარჩხაძის წიგნში „იგი“ ერთი პერსონაჟი ამბობს, წელში მოხრილმა უნდა იარო და არ უნდა გაიმართოო. ეს ბიჭი კი ცდილობს წელში გასწორდეს. ჩვენც ყოველთვის წელში გამართვას ვცდილობთ. მე 30 წლის ვარ, ფრანკო – 21-ს, მაგრამ რომ ვსაუბრობთ, ჩვენი თაობებისთვის საერთო კითხვის ნიშნები არსებობს, რომელიც უსასრულობიდან მოდის და უსასრულობაში გრძელდება“.
The Rylans: Spotify
The Rylans: YouTube
The Rylans: Instagram
ფოტოების ავტორი: სოფი მდივნიშვილი
სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709613.404903863821154 9.6708459999999974 70.025371536178852 79.983346tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-59576832616165818452021-03-15T00:48:00.097+04:002022-05-24T23:18:35.159+04:00კოტე კალანდაძე – მუსიკოსი კინოკამერით
კოტე კალანდაძეს და მე ერთი მეტად საინტერესო რამ გვაერთიანებს. ეს 1980-იანების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში აღმოცენებული მუსიკალური სტილები – გრანჟი და ალტერნატიული როკია, რომელთა ერთგვარი ბიძგით და კარნახით ის მუსიკოსი გახდა, მე კი – მუსიკის ჟურნალისტობა გადავწყვიტე.
კოტე ლადო ბურდულის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ როკ-ფესტივალზე გავიცანი, როდესაც ქუთაისური გაზეთისთვის ამ ღონისძიებაზე მასალას ვაკეთებდი. მაშინ იგი ბესელა რაზმაძის ჯგუფ „კონტრაბანდაში“ ბასზე უკრავდა. შეიძლება ითქვას, რომ კოტე ის იშვიათი ქართველი მუსიკოსი და კინემატოგრაფისტია, რომელიც დღემდე ქართული ანდერგრაუნდიდან მოდის და ამავე დროს, ამ კულტურის ცხოვრების გაცნობის ყველა მსურველს თავისი ფილმებით უყვება ამბავს.
1990-იანი წლებიდან მოყოლებული, კოტემ სხვადასხვა ჯგუფში დაუკრა და რამდენიმე თავად ჩამოაყალიბა. მისი შემოქმედება ანდერგრაუნდსა და მეინსტრიმს შორის გადებული ხიდია, რომელიც მეტად ენერგიული, მელოდიური და თან სევდიანია. მისი ნაწარმოებების საფუძველი ალტერნატიული როკია, თუმცა მათში იპოვით გრანჟს, პოსტ-პანკს, ჰიპ-ჰოპს და პოპ-როკსაც კი. მას არ ეშინია ექსპერიმენტების და აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი მუსიკოსია.
მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, კინემატოგრაფისტი და ხმის ინჟინერი კოტე კალანდაძე 1979 წლის 27 ნოემბერს დაიბადა. სწავლის დროს გაიცნო და დაუმეგობრდა ქავთარაძის და ნუცუბიძის პლატოების როკტუსოვკის წევრებს, მუსიკოსებს – გია თოიძეს, ბესელა რაზმაძეს, ნიკა კოჩაროვს და სხვებს. ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უცხო ენების ფაკულტეტზე, რომელიც მალევე მიატოვა. როგორც თავად ამბობს, სწავლა „პანკურ პონტში დაიკიდა“ და მას მერე აღარსად გაუგრძელებია.
თავდაპირველად გია თოიძის ჯგუფში, „ამორალი“ უკრავდა, რომელსაც დღეს „წერილი“ ჰქვია. შემდეგ იყო ნიკა კოჩაროვთან ერთად გაკეთებული პროექტი „გაზის ბალონი“. 1990-იანების მეორე ნახევარში ჩამოაყალიბა S.P.I.D., პარალელურად ბასზე უკრავდა „კონტრაბანდაში“ და, ამასთანავე, ჰქონდა საკმაოდ წარმატებული რუსულენოვანი ჯგუფი Небо СССР, რომელმაც რამდენიმე ალბომი ჩაწერა.
2010-იანებში ცოტა ხნით მიიწვიეს ჯგუფში Mother On Mondays და ალბომის ჩაწერაშიც მიიღო მონაწილეობა. დღემდე ჰყავს ჯგუფი Lady Heroine, რომელიც 2008 წელს თბილისში შეიქმნა. 2011 წელს ჯგუფმა სადებიუტო მინიონი (მინი ალბომი, იგივე EP) სახელად Elite ჩაწერა. 2013 წელს მუსიკოსებმა პირველი ალბომი Rise And Shine ჩაწერეს. ამის შემდეგ კი კიდევ ორი სტუდიური ნამუშევარი When We Were Drunk და Stay გამოუშვეს.
Rise and Shine by Lady Heroine
2020 წლის მაისში გამოვიდა სინგლი Italia. Lady Heroine-ის შემადგენლობაში კოტე კალანდაძესთან ერთად ბასისტი გიორგი კორძახია და დრამერი დიმიტრი ოგანესიანი არიან. ჯგუფი გამოსაშვებად ამზადებს ალბომს, რომელიც, კოტეს თქმით, იქნება უფრო ელექტრო, დარქვეივი და არაროკენროლური. ერთი სიმღერის, Luka’s Song მიხედვით ჯგუფმა ვიდეო გადაიღო.
კინემატოგრაფიაში კოტე კალანდაძე 2000-იანებში მოხვდა. დროთა განმავლობაში კი ისე მოეწონა ხელოვნების ეს სფერო, რომ გადაწყვიტა საკუთარი კინოკომპანია „პარაშუტ ფილმი“ დაეფუძნებინა და ფილმები გადაეღო ქართულ ანდერგრაუნდ კულტურაზე. ისევე როგორც მუსიკაში, აქაც აგებს ხიდს ანდერგრაუნდსა და საზოგადოებას შორის, რათა მაყურებლისთვის უფრო ადვილად გასაგები გახადოს იატაკქვეშეთის სამზარეულო.
მე ვნახე ორი დოკუმენტური ფილმი, რომლის შექმნაშიც კოტე მონაწილეობდა. ერთია – „ძაღლზე უკეთესი“, რომელიც მუსიკოს გია იაშვილზეა გადაღებული. მას, როგორც მუსიკოსს, ძალიან დიდი პერსპექტივა ჰქონდა დიდ ბრიტანეთში, თუმცა სირთულეების გამო სამშობლოში დაბრუნება მოუწია.
მეორე კი რეჟისორ კეკო ჭელიძის ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ გახლავთ, რომელიც 2020 წლის სექტემბერში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. პანდემიის გამო, ფილმს ღია ცის ქვეშ გამართულ კინოთეატრში პირდაპირ მანქანიდან ვუყურე. ამ ფილმში კოტე პროდიუსერი, ოპერატორი და მემონტაჟეა. ფილმი ჯგუფ „წერილის“ („ამორალის“) ბასისტ ლევან სვანიძეზე მოგვითხრობს, რომელიც მტკივნეულად ეჯახება დღევანდელ საყოფაცხოვრებო რეალობას. ესაა შესანიშნავი და ძალიან ემოციური ფილმი, რომელიც არა მარტო მუსიკით დაინტერესებულ მაყურებელს აღაფრთოვანებს.
კოტე კალანდაძეს მის შემოქმედებაზე ველაპარაკე:
– კოტე, რას მიიჩნევ შენს პროფესიად?
– პროფესიით ხმის ინჟინერი უფრო ვარ, რადგან ცხოვრებაში ყველაზე ძალიან მიტაცებდა ეგ საქმიანობა. მუსიკოსობა, ალბათ, პროფესიაზე მეტია, შეიძლება მოწოდება დავარქვათ... ხმაზე მუშაობა ძალიან მიყვარს, მისი ჩაწერის პროცესიდან დაწყებული, დიზაინით დამთავრებული.
– როდის და როგორ დაინტერესდი მუსიკით?
– მამაჩემიც მუსიკოსი იყო, საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ორკესტრს ხელმძღვანელობდა, ბიძაჩემი კი „ვია 75“-ში გიტარაზე უკრავდა. ბავშვობიდან სულ მუსიკა მესმოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ის, რაც მე მიყვარდა. ჩვენს სახლში ხშირად იკრიბებოდნენ მუსიკოსები. როცა გურიაში სოფელში მივდიოდით, ბიძაჩემის მანქანაში სულ „ბითლზი“ იყო ჩართული. 10-11 წლიდან ვსწავლობდი აკორდებით დაკვრას. 1992-93 წლებში სკოლაში უკვე ბენდი ჩამოვაყალიბე, თუმცა 1996 წელს ნიკა კოჩაროვთან ერთად პირველი სერიოზული ჯგუფი გავაკეთე. სამწუხაროდ, მუსიკალური განათლება არ მიმიღია. მაშინ ძალიან მიტყდებოდა შვიდწლედში სწავლა. ახლა ვხვდები: რომ მესწავლა, ძალიან გამომადგებოდა. თეორია რომ იცი, ბევრი რამ მარტივდება. თავის დროზე 4 აკორდის ცოდნის გამო, თავი გენიოსები გვეგონა. ძალიან გული მწყდება იმაზეც, რომ სკოლაში მათემატიკა კარგად არ ვისწავლე – ძალიან დამეხმარებოდა მუსიკაში.
– ჯგუფი S.P.I.D., ანუ Sick People In Dreams როგორ ჩამოყალიბდა?
– თავიდანვე ვიყავით: გოგა სამხარაძე, შოთა შატბერაშვილი, ირაკლი ლომსაძე, გიორგი ლომსაძე... ზოგადად ჩემს ჯგუფებში მხოლოდ მეგობრებს და ჩემიანებს შეუძლიათ დაკვრა. უცხო მუსიკოსის აყვანა არ შემიძლია.
პირველი სინგლი 1997 წელს ჩავწერეთ, 1999-ში – ალბომი Your Life Sucks, 2000 წელს – ოთხსიმღერიანი მინი ალბომი Down, 2001-ში – ალბომი Depressed Holidayz, 2002 წელს – სამსიმღერიანი მინი ალბომი When We Were Drunk, დაბოლოს 2006 წელს – ბოლო ალბომი Episode One.
პირველი კონცერტი 1998 წელს ლესელიძის ქუჩაზე კლუბ UR-ში გვქონდა – „კონტრაბანდას“ გამხურებლებად გამოვედით. კიდევ ბევრ ადგილას დაგვიკრავს, მათ შორის – „მზიურის“ ფესტივალზე. დამოუკიდებლადაც ვაწყობდით კონცერტებს. ეს ჯგუფი აფიშირებული არასდროს ყოფილა. სიმღერებს სახლში ვიწერდით ხოლმე. ყველაფერს გულით ვაკეთებდი, არც ვიცოდი ამ მუსიკისთვის რა უნდა მექნა, სად წამეღო.
მიუხედავად ამისა, ჯგუფს მაინც იცნობდნენ. სხვა პროექტებისგან განსხვავებით, სადაც კი დამიკრავს, „სპიდს“ წარმატებისთვის არ მიუღწევია. ეს ჯგუფი თითქოს ჩრდილში იდგა, მაგრამ თავისი ღირსება ჰქონდა. სხვადასხვა სტილში მოვსინჯეთ ძალები. დავუკარით ჰიპ-ჰოპი, პოსტ-პანკი, ალტერნატიული როკი, გრანჟი, ინდუსტრიალი... ჩარჩოები არ გვქონია. ჩემთვის S.P.I.D. თავისუფლების პლატფორმაა და ამიტომ გამორჩეულად მიყვარს. მართალია, ინგლისურად ვმღეროდი, რომელიც ქართულივით და რუსულივით კარგად არ მესმოდა, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვხატე ჩემი სათქმელი.
– 1990-იანების მსოფლიოს მუსიკამ – გრანჟმა, ალტერნატიულმა როკმა, ჰიპ-ჰოპმა და სხვამ, რა გავლენა იქონია S.P.I.D-ის და შენი სხვა პროექტების შემოქმედებაზე?
– 1990-იანების ამერიკულმა როკმა ჩამომაყალიბა როგორც მუსიკოსი. ბევრი რამ ისე შეცვალა ამ მუსიკამ ჩემში, რომ, ალბათ, ვერც ვხვდები. ერთ ისტორიას მოვყვები: 1994-95 წლებში ჯგუფის შექმნა მინდოდა. მაშინ კლასიკური როკის მსმენელი ვიყავი – „ლედ ზეპელინი“, „პინკ ფლოიდი“ მიყვარდა ძალიან. სოლოლაკში ცხოვრობდა ერთი ბიჭი – ვახო ერქვა. მასთან დავდიოდით კასეტების ჩასაწერად და გასაცვლელად. იმ ბიჭს ჰყავდა ერთი მეზობელი გიორგი, რომელიც შემდეგ ჯგუფ „არიქაში“ უკრავდა. ერთხელაც ვახოსთან „ემერსონ, ლეიკ ენდ პალმერი“ მივიტანე, იმანაც რაღაც ჩანაწერები შემომთავაზა, რომლებს შორისაც იყო „ნირვანას“ Nevermind-ის კასეტა. ვიკითხე, ეს რა ჯგუფია? ვახომ მიპასუხა, ეს გიორგის კასეტაა, რაღაც „სირობა" არისო. ვიფიქრე, წამოვიღებ და ვიკაიფებ, რა „სირობაა" ასეთი მეთქი. ჩავრთე და რომ მოვისმინე, ყველაფერი ამომიტრიალდა თავში, საერთოდ სხვა განზომილება გამიხსნა. „ნირვანა“ რომ არ მომწონებოდა მაშინ, ალბათ, დღემდე ვიქნებოდი კონსერვატორი და მარტო აკადემიური, კლასიკური როკის მსმენელი. ამ მუსიკამ კი თავში ყველაფერი ამიფეთქა.
– როგორ მოხვდი კინემატოგრაფიაში, რამ განაპირობა შენი ჩართულობა ამ საქმიანობაში?
– კინოში სადღაც 2005 წელს მოვხვდი, როცა რამდენიმე ფილმის გადაღებაში როგორც ხმის ინჟინერი, ისე ვმონაწილეობდი. ვაკვირდებოდი ამ საქმიანობას და მომწონდა. მაშინ დავფიქრდი, ქართული ანდერგრაუნდის თემას არავინ აქცევდა ყურადღებას, არადა მისი სახით რამხელა რამ გვაქვს. გადავწყვიტე, მოდი, მოვსინჯავ, მე გავაკეთებ ამ თემაზე ფილმს მეთქი. გადავიღე პირველი აბსოლუტურად უბიუჯეტო ფილმი Teen Spirit, რომელიც 2012 წელს გამოვიდა.
ამ ფილმის გადაღებისას საკუთარი ძალები მოვსინჯე, ზოგი რამ კარგად გამოვიდა, რაღაცები ნაკლებად, თუმცა სტიმული მომცა, რომ ამ მიმართულებით სხვა რამეებიც მეკეთებინა. 2016 წელს უკვე გადავიღე დოკუმენტური ფილმი მუსიკოს გია იაშვილზე და მას დავარქვით „ძაღლზე უკეთესი“ Better Than Dog. 2020 წელს კინოფესტივალზე აჩვენეს ჩვენი დოკუმენტური ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“. თითქმის მზადაა ახალი, ამჯერად უკვე მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი „დრამერი“, რომელიც მალე გამოვა. მზად მაქვს სცენარი მხატვრული ფილმისთვის „ნაცრისფერი ცა“, რომელიც 1990-იანი წლების 15 წლის მოზარდზეა. მთავარი გმირი მოძველბიჭო ტიპია და გაიცნობს გია თოიძეს (ჯგუფ „წერილის“ მომღერალს). ეს ის პერიოდია, როცა გია უკვე გამოსულია ძველბიჭური პონტებიდან – ეძებს გზებს და უფრო მუსიკისკენაა, ვიდრე ქუჩის ცხოვრებისკენ. კინოცენტრმა მისი განვითარება უკვე დაგვიფინანსა. არ ვჩქარობ, მინდა, რომ კარგად გავაკეთო, რადგან 1990-იან წლებზეა. ძალიან ახლობელი თემაა, თან მარტივი ფილმი არ იქნება. სავარაუდოდ, კო-პროდუქცია იქნება უცხოურ კომპანიასთან ერთად. სულ მალე ვიწყებთ კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „აღარ შემიძლიას“ გადაღებას მუსიკოსებზე – ბულიასა (ნიკოლოზ ბუზალაძე) და ჯონსონაზე (ალექს კოვზირიძე), სცენარი მზად გვაქვს.
Better Than Dog (2016) - Short Film from Parachute Films on Vimeo.
– როგორ შეიქმნა კინოკომპანია „პარაშუტ ფილმი“?
– 2014 წელს შეიქმნა. ჩვენ გვინდა წარმოვაჩინოთ ისეთი კულტურული და ანდერგრაუნდ-თემები (არა მარტო მუსიკალური), რომელიც ჩვენში არ არის ძალიან პოპულარული. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ანდერგრაუნდ-მოძრაობამ, იგივე ქართულმა ალტერნატიულმა მუსიკამ უკვე დიდი წვლილი შეიტანა დღევანდელი ჩვენი კულტურის და საზოგადოების განვითარებაში, თუნდაც ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში.
სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709613.404903863821154 9.6708459999999974 70.025371536178852 79.983346tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-81739685973703083922021-01-25T13:36:00.124+04:002022-01-18T22:55:34.380+04:00რუსუდან მეიფარიანი – გოგონა ქარის ტალღაზე
გერმანიაში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორის, პიანისტის და მომღერლის, რუსუდან მეიფარიანის მუსიკას შეუძლია შთაგვაგონოს და გვამოგზაუროს ისეთ ადგილებში, სადაც ჯერ ფეხი არავის დაუდგამს. მისი შემოქმედება მეტად ავთენტური, თვითმყოფადი და ორიგინალურია. ამ შედეგის მისაღწევად კი, მუსიკოსი სხვადასხვა საშუალებას იყენებს – კლასიკურ მუსიკას, ჯაზს, ავანგარდს, ფოლკლორს, ფორტეპიანოს, ელექტრონულ, აკადემიურ თუ თანამედროვე ინსტრუმენტებს და, რა თქმა უნდა, საკუთარ ხმას.
ფოტო © Sven Falk
მეიფარიანის მრავალფეროვანი მუსიკა ქართული ხასიათისაა, თუმცა ქართველ მუსიკოსებს შორის მისი შემოქმედება ორიგინალური შესრულების სტილით, მანერითა და ხასიათით გამოირჩევა. ის სიმღერის დროს გლოსოლალიებსაც მიმართავს, თავისი ნამუშევრების დიდ ნაწილში კი ტექსტებად გალაკტიონ ტაბიძის ლექსები აქვს გამოყენებული. მუსიკოსს საკუთარი შემოქმედების წარმოსაჩენად რამდენიმე პროექტი აქვს. მოდით, ტრადიციულად მივყვეთ:
ფოტო © Ulrika Bohnet
რუსუდან მეიფარიანი 1975 წლის 12 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. ბავშვობისას მუსიკას ფორტეპიანოსთან წერდა, მერე გიტარაზე დაკვრა და წერა დაიწყო. სერიოზულად კი, კონსერვატორიის მეორე კურსიდან მოჰკიდა ხელი საყვარელ საქმიანობას. გერმანიაში წასვლის შემდეგ კარლსრუეს კონსერვატორიაში მოხვდა ვოლფგანგ გრინთან. ერთი წელი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში საკომპოზიციოს ეუფლებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ რუსუდანმა, მისმა დამ, ნატალია მეიფარიანმა და გიგა ხელაიამ, უკვე ტრიო ჩამოაყალიბეს მანჰაიმის კონსერვატორიაში კამერული მუსიკის ფაკულტეტზე. მუსიკოსი 11 წლის განმავლობაში სწავლობდა, თან საქმიანობდა – კონცერტებს მართავდა და ასწავლიდა კიდეც. ამჯერად რუსუდანი შტუტგარტის კონსერვატორიაში სიმებიანების ფაკულტეტზე პიანისტის ამპლუაში მუშაობს – აკეთებს მუსიკალურ აკომპანიმენტსა და კამერულ მუსიკას. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
რუსუდანის შემოქმედებაზე გავლენა ბავშვობაში მამის მიერ აჟღერებულმა მუსიკამ იქონია: „ბითლზი“, „პინკ ფლოიდი“, ენდრიუ ლოიდ უებერის როკ-ოპერები და ჯაზი. კლასიკურ და ფოლკლორულ მუსიკასთან ერთად ეს იყო კიდევ ერთი სამყარო, რომელიც ბავშვობიდან თან ახლდა. როცა უკვე დამოუკიდებლად დაიწყო მუსიკის მოსმენა, ამჯერად მამამისისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად აღმოაჩინა ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: ბიორკი, კეიტ ბუში, ლორი ანდერსონი, ტორი ეიმოსი, შინედ ო’კონორი, Nirvana, Depeche Mode, The Cure, U2, Cocteau Twins და სხვები, რომელთა შემოქმედებამაც, ერთგვარად, განსაზღვრა რუსუდანის მომავალი საქმიანობაც. სწორედ მისთვის საყვარელი არტისტების ნაწარმოებებს ასრულებდა რუსუდანი გერმანიაში წასვლამდე ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას) ქუჩის ერთ-ერთ კლუბში თავის მეგობარ, ზურა ძაგნიძესთან (იგივე ზურიჩასთან) ერთად, რომელიც ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფის, Afternoon Version-ის წევრი იყო.
ფოტო © Sonja Schuberth
1999 წელს რუსუდანმა კონსერვატორია დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსს ემოციურად ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მან ცხოვრება გერმანიაში გააგრძელა. თუმცა არასდროს გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან თავისი შემოქმედებით. მის პროექტებს შორისაა: ანსამბლი „დაფიონი“, რომლის წევრებიც მისი ოჯახის წევრები არიან; ზურა ძაგნიძესთან ერთად გაკეთებული ფრიკ-ფოლკ დუეტი „ველი ულევი“; ქორეოგრაფიული პროექტი „ხმა დაირისა“; ნატალია მეიფარიანთან ერთად დუეტი „ბაროკო და თანამედროვეობა“; ნორვეგიულ-ქართული ტრიო „ნორგეო“; საბალეტო პროექტი „საზღვრებს მიღმა“, რომელშიც გამოიყენა პოეტ რატი ამაღლობელის ლექსები და მასში მონაწილეობა მიიღო გიორგი ალექსიძის საბალეტო დასმა.
რაც შეეხება დისკოგრაფიას, რუსუდან მეიფარიანის პირველი ალბომი 2006 წელს გამოვიდა „დაფიონის“ სახელით, სადაც საოჯახო ტრიო ჰაიდნის, შუმანისა და რუსუდანის ნაწარმოებებს ასრულებს. 2007 წელს გამოვიდა რუსუდანის პირველი სოლო ალბომი Lieder Aus Einer Insel („სიმღერები კუნძულიდან“), რომლის ჩაწერაშიც ოჯახის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.
2018 წელს მისი მეორე სოლო ალბომი გამოიცა – Night Songs From An Old City („ღამის სიმღერები ძველი ქალაქიდან“), რომელიც მუსიკოსმა თბილისს მიუძღვნა. ამ ალბომის 5 სიმღერაში გალაკტიონ ტაბიძის ლექსებია გამოყენებული.
Night Songs from an old City by Russudan Meipariani
2020 წელს რუსუდანმა სამი ნამუშევარი გამოსცა. ერთი მცირე ალბომი (მინიონი) „არ მინახავს შენი არე“ გაზაფხულზე გამოვიდა. მასში რუსუდანის 4 სიმღერას ანსამბლი „ანჩისხატი“ ასრულებს.
არ მინახავს შენი არე.. by Russudan Meipariani
მეორე ქართულენოვანი ერთსიმღერიანი სინგლი „ნაზი მიწა“ მან გერმანელ ვეტერან კრაუტ-როკ მუსიკოს Hans-Joachim Irmler-თან ერთად გამოუშვა.
Sanftes Land by Russudan Meipariani
მესამე, უკვე სრულყოფილი ალბომი-ოპერა შემოდგომაზე გამოიცა და მას Orphea's Journey („ორფეას მოგზაურობა“) ეწოდება. მეიფარიანმა იგი დიდი ხნის წინ დაწერა და კონცერტებზე ასრულებდა, როგორც ნაწარმოებს Das Mädchen auf der Windwelle „გოგონა ქარის ტალღაზე“. მის ჩაწერაში ოჯახის წევრების გარდა, მონაწილეობა მიიღო David Stützel-მა, რომელმაც ოვერტონებით იმღერა.
Orphea's Journey by Russudan Meipariani Ensemble
რუსუდან მეიფარიანთან საუბარი ახალ ალბომზე დავიწყე:
– რუსუდან, ბოლო ალბომი-ოპერა „ორფეას მოგზაურობა“ თქვენივე ანსამბლთან ერთად როდის ჩაიწერა და ზოგადად, რაზეა ეს ალბომი?
– პირველ ლოქდაუნამდე ჩავწერეთ, მაგრამ მე და ჩემს დას კარანტინი კარგად დაგვეხმარა, სტუდიაში რეგულარულად მივსულიყავით და მიქსირებასა და მასტერირებაში მიგვეღო მონაწილეობა. ალბომისთვის მუსიკა კარგა ხნის წინ დავწერე, რომელიც წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. ადრე ძალიან ბევრს ვუსმენდი მონტევერდის ოპერა „ორფეოსს“. მაშინ მომინდა პატარა კამერული ოპერა დამეწერა. დავიწყე მუსიკისა და ისტორიის, ზღაპრის წერა, რომლის სიუჟეტიც მუსიკასთან ერთად ვითარდებოდა. ესაა ზღაპარი მოგზაურობაზე, რომელიც უფრო შინაგანი მოგზაურობა და იდენტობის ძებნაა.
ფოტო © Martin Zentner
„ორფეოსისგან“ განსხვავებით, ჩემთან გოგონაა გმირი, რომელსაც ორფეა დავარქვი. იგი მთებში მამასთან ერთად იზრდება. გაიცნობს მწყემსს, რომელიც მას სხვადასხვა ისტორიას უყვება შორეული სამყაროების შესახებ. ორფეაში გაიღვიძებს სურვილი, სამყაროს გასაცნობად სამოგზაუროდ წავიდეს. თუმცა მას საღორეში ჩაკეტავენ, სადაც იგი თავის საწყის სახეს კარგავს და ცნობიერ სამყაროში, ანუ დღისით ღორად გადაიქცევა ხოლმე, ღამით კი, მის არაცნობიერ სამყაროში ისევ იბრუნებს გოგოს სახეს. ღორად გადაქცევის შემდეგ მოგზაურობას იწყებს, ეძებს, როგორ დაიბრუნოს თავისი იდენტობა. ამისთვის მას რამდენიმე გამოცდის ჩაბარება უწევს. ერთ-ერთი გამოცდისას ჩავარდება ორმოში, სადაც ხვდება ჩრდილებს, რისიც ძალიან ეშინია, თუმცა ითმენს და იცდის. სწორედ ეს ლოდინის უნარი აღვიძებს მასში ახალ ძალებს და ავითარებს იმ სიყვარულს, რაც ეხმარება სასურველი ადგილის პოვნაში. ორფეა იპოვის იმ ადგილს, სადაც შეძლებს დაწვას ღორის ტყავი და საყვარელ ადამიანებთან ერთად გააგრძელოს თავისი გზა.
– თქვენი ალბომის გმირი, ორფეა ბუნებაში იზრდება. თქვენ სად უფრო ისურვებდით ცხოვრებას – დიდ ქალაქში, თუ სოფლად?
– ჩემთვის აქტუალური თემაა, რადგან ჩემს ქმარს ძალიან უნდა ქალაქგარეთ ცხოვრება, ეს ბავშვებისთვისაც კარგი იქნება. მე ფეხს ვითრევ, რადგან დიდ ქალაქში ცხოვრებას უკვე მივეჩვიე და მეშინია სხვაგან გადასვლის. ისე, გერმანიაში რომ არ წავსულიყავი, მქონდა ალტერნატიული გეგმა – კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იმერეთში, ხარაგაულის რაიონის ერთ სოფელში გადავსულიყავი. კონსერვატორიაში სწავლის დროს მამასთან ერთად ზაფხულობით იქ ხშირად დავდიოდი. თავიდან ქალაქიდან რომ ჩავდიოდი, თითქოს ვითრგუნებოდი ამ სიჩუმესა და მთების სიდიადეში. მერე თანდათან შემიყვარდა იქ ყოფნა, რომელიც მამშვიდებდა. იქაურ ხმებს ვუსმენდი, მაგალითად, მეზობელი სოფლის ძაღლების ყეფას. მსიამოვნებდა, ერთი გორაკიდან მეორეს ყურება... თუმცა ვიცოდი, რომ ამ გორაკების მიღმა არის ქალაქი, სადაც სიცოცხლე ჩქეფს.
ფოტო © Sven Falk
– მუსიკის წერისას ყველაზე დიდი შთამაგონებელი რა ან ვინ არის?
ბევრი შთამაგონებელი მყოლია – შუბერტით დაწყებული, მონტევერდით, ლორი ანდერსონით თუ ბიორკით დამთავრებული. ხშირად მახსენდება ჯონ ქეიჯის ციტატა: „როგორი მოსაწყენია იდეა, როდესაც მუსიკას წერ იმისთვის, რომ შენი გრძნობები გამოხატო“. ძალიან მომეწონა ეს ფრაზა. ყველაზე ძალიან მიყვარს ამ პროცესის დროს ჩემს მიკროკოსმოსში შესვლა, იქ ბოდიალი, ძიება და ისეთი გრძნობის ქონა, რომ თითქოს ჩემი მუსიკის საშუალებით ვტოვებ ამ მიკროკოსმოსს და ვუერთდები რაღაცას უფრო დიდს. მუსიკის წერისას ჩემს გამოცდილებებს და მოგონებებს ერთგვარ კონცენტრირებას ვუკეთებ. ეს ყველაფერი თან განცდილია, თან საკმარისი აბსტრაქციაც აქვს. შემდეგ მსმენელსაც აქვს საშუალება, რომ ამ მუსიკალურ სივრცეში შევიდეს, თავისი საკუთარი გამოცდილებები და მოგონებები მასში აღმოაჩინოს, აღიქვას, გაიგოს... ეს პროცესი ძალიან მიყვარს.
– რუსუდან, მსმენელი რომ იყოთ, თქვენს მუსიკას რომელ ჟანრს ან სტილს მიაკუთვნებდით?
– როგორც მსმენელს, ძალიან გამიჭირდებოდა, რაღაც ერთი სტილი მიმესადაგებინა ამ მუსიკისთვის. ისე, ბოლო დროს ამაზე ხშირად მიფიქრია, რადგან რადიოში მასალებს რომ ვაგზავნი, იქ საჭიროა ამის მითითება. მივხვდი, რომ ეს მაინც უფრო ნეო კლასიკაა, რაც შეიძლება ბოლომდე არ ახასიათებდეს ამ მუსიკას, მაგრამ მაინც უფრო კომფორტულია ჩემთვის. ამ სტილს საკუთარ თავს მიაკუთვნებენ მუსიკოსები: გერმანელი ნილს ფრამი და დანიელი აგნეს ობელი.
– ნეო კლასიკა, რომლის ნაწილიც არის თქვენი შემოქმედებაც, 21-ე საუკუნის ათიანი წლებიდან განსაკუთრებით დაუკავშირდა ელექტრონულ მუსიკას. თქვენ ხომ არ მოგისინჯავთ ძალები ელექტრონულ მუსიკაში?
ფოტო © Ulrika Bohnet
– პირდაპირ ელექტრონული მუსიკის კეთება არასდროს მიცდია. თუმცა ელექტრონულ სინთეზატორს ვიყენებ, რაღაც ხმებს ვეძებ ხოლმე. თავად ელექტრონული მუსიკის კეთების მოთხოვნილება არასდროს გამჩენია. თუმცა, 2020-ის პირველ და მეორე ლოქდაუნებს შორის მოვასწარი პოპ და ელექტრონულ მუსიკოსებთან ერთად კონცერტის ჩატარება.
– შტუტგარტი მანქანათმშენებლობის ცენტრია გერმანიაში. თუნდაც, „მერსედესი“ ამ ქალაქიდანაა. მუსიკის მხრივ როგორი სიტუაციაა?
– შტუტგარტს, რა თქმა უნდა, დღემდე შემორჩა მსხვილი მანქანათმშენებელი ქალაქის იმიჯი. ისე, ბოლო წლებში მანქანათმშენებელ ინდუსტრიას არც ისე კარგად აქვს საქმე, თუნდაც ელექტრომანქანების წარმოების თვალსაზრისით. მუსიკის მხრივ კი, ბოლო წლებში განსაკუთრებით სუბკულტურა გამოცოცხლდა ქალაქში. ზოგადად კლასიკური მუსიკის კულტურა ძალიან იგრძნობა, რადგან ეს ტრადიციაა. სიმფონიურ კონცერტზე, ოპერის ან ბალეტის სპექტაკლზე რომ მოხვდე, დიდი ხნით ადრე უნდა შეიძინო ბილეთი. საფეხბურთო სტადიონზე დიდი როკ კონცერტები ტარდება. არიან უბრალო შლაგერის მსმენელებიც. კლუბური ცხოვრება ბოლო წლებში ძალიან გააქტიურდა. სხვადასხვა ადგილებში აითვისეს, მაგალითად, ძველი სადგური გადაკეთდა ისე, როგორც თბილისში „ფაბრიკა“. მანდ ძალიან იაფად შეიძლება სახელოსნო იქირავო, ტარდება ჰიპ-ჰოპ, ელექტრონული და კლასიკური კონცერტები. ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, არის კლუბი, სადაც ანდერგრაუნდ მუსიკოსები გამოდიან ხოლმე.
Inside Out by Zuricha
– რუსუდან, ქართულ სცენას, ქართველ შემსრულებლებს თუ ადევნებთ თვალყურს და ვინმე თუ მოგწონთ გამორჩეულად?
ფოტო © Sven Falk
– ყველაზე მეტად ქართველი ელექტრონისტები მომწონს. მაგალითად, ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე. ცოტა ხნის წინ რეპერ დროს „კოკა-კოლა“ მოვასმენინე ჩემს შვილებს და ძალიან მოეწონათ. ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო გია ყანჩელი. მისი მუსიკა არა მარტო ინსპირატორი, არამედ ჩემი ბავშვობის უძვირფასესი ნაწილია. დიდი პატივი იყო ჩემთვის, როდესაც მან ჩემს ორხმიან აკაპელა ნაწარმოებს რადიო „მუზაში“ მოუსმინა და ამის შემდეგ მის ნაწარმოებთან ერთად რობერტ სტურუას სპექტაკლში გამოიყენეს. მინდა დავასახელო რეზო კიკნაძე, რომელმაც თავისუფალი ჯაზის სცენა ძალიან გაამდიდრა. ასევე მინდა, ორი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ვახსენო, რომელთა კონცერტსაც დავესწარი შტუტგარტში. ესენი არიან კორძი და ცაგარელი, ანუ ალექსანდრე კორძაია და გიორგი ცაგარელი. მათ საოცრად უშუალო, ბუნებრივი დაკვრის მანერა აქვთ და მათი მუსიკიდან პოზიტიური ენერგია მოდის. ქართულ მუსიკაში ჩემთვის ყველაზე ფასეული ქართული მრავალხმიანობაა. შემსრულებლებიდან „ანჩისხატის გუნდი“ მომწონს ძალიან. მიხარია, რომ ანსამბლი „ანჩისხატი“ გერმანიაში იყო ჩამოსული და ვითანამშრომლეთ. მათ კონცერტებზე თავიანთი რეპერტუარის გარდა, ჩემი სიმღერებიც იმღერეს, რაც მე მათ მივუძღვენი.
– მოგწონთ თუ არა 21-ე საუკუნეში აღმოცენებული მუსიკა და მუსიკოსები?
– ბევრი მომწონს. ბოლო წლებში საინტერესო მუსიკალური ძვრები მოხდა. სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებს შორის საზღვრები აღარაა მკაფიო და გაცილებით უფრო გახსნილი ატმოსფეროა – ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბევრი ძალიან საინტერესო მუსიკა იქმნება.
ფოტო © Sonja Schuberth
– რომელ ლეიბლთან გაქვთ ურთიერთობა?
– მიუხედავად იმისა, რომ პირველი დისკი ლეიბლმა გამოსცა, სიმართლე გითხრათ, ყველაფრის ორგანიზება ისევ მე გავაკეთე, თუნდაც კონცერტების დაგეგმვა და სხვა. თვითონ ინტერნეტით დისკის გაყიდვა აიღეს საკუთარ თავზე. საბოლოოდ, მაინც ვერ მივხვდი, რაში დამჭირდნენ. ალბომ „ღამის სიმღერები ძველ ქალაქში“ გამოცემა რომ დავაპირე, ავსტრიული ლეიბლი დაინტერესდა, რომელიც თანამედროვე კლასიკურ და ექსპერიმენტულ მუსიკაზე მუშაობს, მაგრამ ლეიბლისთვისაც იმდენი ფულია გადასახდელი, რომ გააფორმონ, დაბეჭდონ და ა.შ., არ ვიცოდი, რა სარგებელი უნდა მოეტანა ჩემთვის. გარდა ამისა, დისკის გაფორმებაც და ყველაფერი საკუთარი ძალებით გვქონდა გაკეთებული და გადავწყვიტეთ, ლეიბლის გარეშე გამოგვეშვა. არის ერთი კარგი პლატფორმა, რომელიც დაგვეხმარა ყველაფრის ორგანიზებაში და დისტრიბუციაში. თან არაფერს ართულებს, ლეიბლის კოდსაც გვანიჭებს, რასაც რადიოები ითხოვენ, თან წილი არ მიაქვთ, როგორც მსხვილ ლეიბლებს და რაც მთავარია, ყველა უფლება მუსიკაზე მხოლოდ ჩემია. მხოლოდ ერთჯერადად ვიხდი გარკვეულ თანხას და მორჩა. ძალიან კომფორტულია.
ფოტო © Martin Zentner
– აქვს თუ არა პანდემიას რაიმე დადებითი თქვენი შემოქმედების მხრივ?
– პირველი ლოქდაუნი მართლაც ძალიან დადებითი აღმოჩნდა ჩემთვის. სემესტრი რომ დაიწყო, კონსერვატორიაში ძალიან ბევრი სამუშაო გველოდებოდა, კონკურსი იყო დაგეგმილი, რომლისთვისაც ბეთჰოვენის ჩელოს ყველა სონატა უნდა მესწავლა... ამ ეპიდემიის შემდეგ ყველაფერი ჩაიშალა. თავიდან ცოტა დაბნეული ვიყავი, სახლში ყოფნა რომ მიწევდა – არც კონცერტები, არც სამსახური. ჩემმა ქმარმაც ოფისი სახლში მოაწყო, ბავშვებსაც ონლაინ გაკვეთილები უტარდებოდათ და ცოტა გამიჭირდა. თუმცა, კარგი ამინდების გამო, ყოველდღე გარეთ გავდიოდით სასეირნოდ, საღამოობით კი წყნარად, მშვიდად შემეძლო ჩემთვის მუსიკა მეწერა. რაღაცების ორგანიზება ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთე, რისი გაკეთებაც დიდი ხანია მინდოდა და დროის უქონლობის გამო, ვერ ვახერხებდი. ბავშვებსაც უხაროდათ, სახლში რომ ვიყავი. ახლა ახალ ალბომს ვამზადებ ელექტრონულ მუსიკოსებთან ერთად.
– საქართველოში რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
ფოტო © Sonja Schuberth
– თავდაპირველად უფრო ძლიერი ნოსტალგია მქონდა. ახლაც იგივეა, უბრალოდ, ყოველდღიურად რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ვერ ვგრძნობ. სამაგიეროდ, მეტად ვგრძნობ, როდესაც ჩამოვდივარ. ძალიან მენატრება ჩემი მშობლები, ჩვენი ბინა მთაწმინდაზე, სოლოლაკი, იქ ქუჩებში სიარული...
სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0შტუტგარტი, გერმანია48.7758459 9.182932120.465612063821155 -25.973317899999998 77.086079736178846 44.3391821tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-58792502790316953782021-01-09T12:40:00.120+04:002022-06-10T19:59:25.624+04:00ქართული მუსიკის ფესტივალების ისტორია
{საკუთარი სრული ვერსია}
ფესტივალი ყოველთვის ზეიმი, დღესასწაული და სასურველი განწყობაა, რომელსაც იმ უამრავ ადამიანთან ერთად იზიარებ, ვინც ამ მოვლენას შენთან ერთად ესწრება. ფესტივალებს მსოფლიოში უკვე რამდენიმე ასწლეულია აწყობენ. ცნობილია, რომ პირველი ფესტივალი მუსიკალური იყო. იგი ინგლისში 1709 წელს ჩატარდა და მთლიანად საეკლესიო მუსიკას დაუკავშირდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ფესტივალები ევროპის ბევრ ქვეყანაში ეწყობოდა, ყველაზე ხშირად – გერმანიაში. მე-20 საუკუნეში საკმაოდ გახშირდა ფესტივალების ორგანიზება და ახალგაზრდები მათ რაიმე იდეის ირგვლივ გასაერთიანებლად იყენებდნენ. ამავე საუკუნეში ფესტივალების მოწყობა დაიწყეს სხვა დარგებშიც, როგორებიცაა თეატრი, კინემატოგრაფია, ლიტერატურა, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, ინოვაციური ტექნოლოგიები და ა.შ. ზოგადად, ფესტივალი განსხვავდება კონკურსისგან, სადაც გამარჯვებულები უნდა გამოვლინდნენ. თუმცა, ზოგიერთ ფესტივალს საკონკურსო მისიაც აქვს. ზოგადად კი, ფესტივალი, პირველ რიგში, მაინც ჟანრის დღესასწაულთან ასოცირდება, ყველაზე გვიან – კონკურსთან.
1970-იანი წლები
საქართველოში მუსიკალური ფესტივალების მოწყობა მე-20 საუკუნეში დაიწყო, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. ამ სტატიაში არ შევეხები იმ უამრავ ფოლკლორული თუ კლასიკური მუსიკის და მცირე ფესტივალს, რომლებიც მაშინ ტარდებოდა და ახლაც იმართება. დავიწყოთ ჯაზ-ფესტივალით, რომელიც თბილისში 1978 წლის მარტში მოეწყო. ეს საბჭოთა კავშირში პირველი ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალი აღმოჩნდა, რომელშიც 13 ქალაქის 23-მა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა.
მის ფარგლებში ჯაზის შესახებ გადაღებული ფილმების სეანსები მოეწყო, ჯაზის პლაკატების გამოფენაც გაიმართა. თითქმის ყველა კონცერტი სახელმწიფო რადიოს ეთერით გადაიცემოდა. კონცერტებს 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
1980-იანი წლები
1980 წელს კი საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი ოფიციალური როკ-ფესტივალი, სახელწოდებით „გაზაფხულის რიტმები“, სწორედ თბილისში გაიმართა. ამ ფესტივალზე ოფიციოზის მხრიდან ნებადართულ ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლებთან ერთად პირველად წარმოჩინდა მუსიკალური როკ-ანდერგრაუნდი, რომელსაც მოგვიანებით „საბჭოთა როკი“ უწოდეს. ფესტივალზე სულ 20-მდე მონაწილემ დაუკრა. მის შესახებ 40-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ფინელებმა გადაიღეს. ჟურნალ Rolling Stone-თან საუბრისას, რუსული ჯგუფ „ავტოგრაფის“ ბასისტმა ლეონიდ გუტკინმა გაიხსენა: „ნადვილი საძმო შევიკრიბეთ თბილისის ფესტივალზე, რომელიც თავისი სულისკვეთებით მაქსიმალურად უახლოვდებოდა „ვუდსტოკს“. ღვინო მდინარესავით მოედინებოდა. მეორე დღეს ჩვენ ვიღაც ქართველ დიდგვაროვნებთან გამოვფხიზლდით, სიმღერებს ქართულ ენაზე ვმღეროდით და მათზე უკეთესად გამოგვდიოდა“...
1986 წლის 13-დან 22 მაისის ჩათვლით ისევ 10-დღიანი, უკვე მეორე, ამჯერად საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. საბჭოთა კავშირის შემსრულებლებთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუსიკოსებიც.
საბჭოთა წყობილების დროს ცნობილი ჯაზმენების მოწვევა დასავლეთის ქვეყნებიდან საკმაოდ რთული იყო. სსრკ-ის არსებობის უკანასკნელ წლებში, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, ეს შეზღუდვები მოიხსნა და 1989 წლის შემოდგომაზე ფილარმონიის დარბაზში თბილისის მე-3 საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა.
მასში საბჭოთა და სოცქვეყნების მუსიკოსების გარდა მონაწილეობდნენ ამერიკელი, ფინელი, დანიელი და შვედი შემსრულებლებიც. ამ ფესტივალმა მაშინ 140 მუსიკოსი გააერთიანა.
1990-იანი წლები
სსრკ-ის დაშლის შემდეგ 1991 წელს საქართველოში სამოქალაქო ომის ცეცხლი დაინთო, ერთი წლის შემდეგ აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო და ფესტივალებისთვის აღარავის ეცალა. ეს პერიოდი ალბათ იმით შეიძლება გამოვარჩიოთ, რომ საქართველოში საოცრად ბევრი როკ-ჯგუფი შეიქმნა. 1993 წელს ორივე ომი დასრულდა, თუმცა ქვეყანაში კარგა ხანი კრიმინალები თარეშობდნენ.
1996 წლის მარტში ვაკეში, ყოფილ კინოთეატრ „ყაზბეგში“, რომელიც იმ დროს კლუბად იყო გადაკეთებული, ორგანიზაციამ „კლუბი ყაზბეგი“ რამდენიმედღიანი ფესტივალი „ხელები“ გამართა, სადაც სცენა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის ქართველ შემსრულებელს დაეთმო. იმავე ორგანიზაციამ ივლისში ვაკის პარკში ათდღიანი ფესტივალი-კონკურსი მოაწყო სახელწოდებით „მარგარიტა 96“. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაში სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკოსები მონაწილეობდნენ, შემიძლია ვთქვა, რომ „მარგარიტა 96“-ზე ყველაზე სრულად ქართული ალტერნატიული მუსიკა იყო წარმოდგენილი და სწორედ ამ თვალსაზრისით ფესტივალს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა.
1999 წლის სექტემბერში მუსიკოს ლადო ბურდულის თაოსნობით და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში სამდღიანი საერთაშორისო როკ-ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, სომეხმა, ინგლისელმა და რუსმა მუსიკოსებმა. პირველ ორ დღეს მუსიკოსები ახვლედიანის ქუჩის კლუბებში უკრავდნენ, ხოლო მესამე დღეს რიყეზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა გალა-კონცერტი.
გიო თოიძე (ჯგუფი „ამორალი“)
რობი კუხიანიძე (ჯგუფი Outsider)
ბესელა რაზმაძე (ჯგუფი „კონტრაბანდა“)
რამდენიმე თვეში, კერძოდ, 2000 წლის მაისში ლადო ბურდულმა მეორე, ბევრად უფრო მასშტაბური საერთაშორისო როკ-ფესტივალი ჩაატარა, სახელწოდებით „მერცხლები გაზაფხულზე ბრუნდებიან“, რომელიც სამი დღის განმავლობაში სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ქართული, აზერბაიჯანული, ინგლისური და რუსული ჯგუფები. ფესტივალს აშუქებდნენ ცნობილი მუსიკალური ტელევიზიები Mtv და MCM.
ფესტივალის ლოგო
ლადო ბურდული
ბენჯი ბაიდაშვილმა და მისმა საფესტივალო ჯგუფმა „მზიურმა“ 1999 წელს ყოველწლიური ფესტივალი „მზიური“ დააარსა, რომელმაც 2004 წლის ჩათვლით იარსება. ამ რამდენიმედღიან ფესტივალზე ქართულ ჯგუფებს, მწერლებს, პოეტებს, ფოტოგრაფებსა და მხატვრებს შესაძლებლობა ეძლეოდათ საკუთარი შემოქმედება ღია ცის ქვეშ, „მზიურის“ პარკში ეჩვენებინათ რამდენიმე სახელდახელო სცენასა და სასეირნო ბილიკების გასწვრივ, სადაც ნახატები და ფოტოები იყო წარმოდგენილი.
1999 წელს ბათუმში საქართველოში პირველად ჩატარდა საკმაოდ ეკლექტური ფესტივალი „სუბტროპიკი“, რომელშიც ელექტრონული მუსიკოსებიც გამოჩნდნენ. ეს მუსიკალური ღონისძიება ზედიზედ სამი წლის განმავლობაში იმართებოდა და იმ დროისთვის ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებდა. მისი ორგანიზატორი დავით დანელია და ბათუმის მერია იყო.
„სუბტროპიკი“ 2002
„სუბტროპიკი“ 2002 Zemfira
„სუბტროპიკი“ 2002
„სუბტროპიკი“ 2002
„სუბტროპიკი“ 2002
ფესტივალის მიზანი ალტერნატიული მუსიკალური სივრცის შექმნა იყო, სადაც მრავალი სტილის მუსიკოსები და მათი მსმენელები შეიკრიბებოდნენ. სხვადასხვა დროს ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს დიჯეებმა და ჯგუფებმა საფრანგეთიდან, რუსეთიდან, დანიიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
2000-იანი წლები
2000 წელი ერთ-ერთი გარდამტეხი წელიწადი იყო ქართულ საფესტივალო ცხოვრებაში. ორგანიზაცია „ისთერნ პრომოუშენმა“ აღადგინა „თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი“ და მას ყოველწლიური სახე მისცა. ამ წლიდან მოყოლებული დღემდე თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება. 2007 წელს მას დაემატა ბათუმი, სადაც „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“ ასევე ყოველწლიურად ეწყობა. ამასთან ერთად, 2010 წლიდან მოყოლებული „ისთერნ პრომოუშენი“ პოპულარულ „ჯაზ-სერიებსაც“ რეგულარულად მართავს. ქართველ მუსიკოსებთან ერთად ამ ფესტივალზე კონცერტები გამართეს მსოფლიოს დონის ვარსკვლავებმა. იგი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯაზ-ფესტივალადაა მიჩნეული.
2000 წლის ოქტომბერში საფესტივალო ჯგუფ „მატარებლის“, მისი ხელმძღვანელის, ბენჯი ბაიდაშვილის ორგანიზებით, ხუთდღიანი უნიკალური ფესტივალი ჩატარდა, რომელიც საქართველოს რამდენიმე ქალაქს მოიცავდა. ფესტივალი „მატარებელი“ მთლიანად ხელოვნების წარმომადგენლებს და მუსიკოსებს დაეთმო. საფესტივალო მატარებელმა გაიარა შემდეგი ქალაქები: თბილისი – გორი – სამტრედია – ოზურგეთი – ბათუმი. კონცერტები და გამოფენები პირდაპირ სადგურებზე იმართებოდა. მასში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მუსიკოსებმა, მხატვრებმა, ფოტოგრაფებმა, მწერლებმა და პოეტებმა.
2005 წლიდან 2009 წლის ჩათვლით ბათუმში ყოველწლიური როკ-ფესტივალი „ახალი ტალღა“ ტარდებოდა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ლევან წულუკიძე, გოჩა ყაჭეიშვილი და მათი ორგანიზაცია „ლოკალური მუსიკის ზონა“. ფესტივალი საერთაშორისო გახდა, მასში ქართველების გარდა მონაწილეობას იღებდნენ ლატვიელი, რუსი, სომეხი და იტალიელი მუსიკოსები. ფესტივალზე გამოსვლის საშუალება ექსპერიმენტულ და ელექტრონულ შემსრულებლებსაც ეძლეოდა და ყველა გამომსვლელს ჰქონდა ეპატაჟურობამდე მისული შემოქმედებითი თავისუფლება.
„ახალი ტალღა“ 2006
„ახალი ტალღა“ 2006
„ახალი ტალღა“ 2006
„ახალი ტალღა“ 2006
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, გამორჩეული და წარმატებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 2000-იანების მიწურულს შეიქმნა და 2010-იანებში უკვე მაღალი სიჩქარე აკრიფა, არის ყოველწლიური Tbilisi Open Air, რომელსაც ორგანიზაცია Altervision Group აწყობს. რამდენიმედღიანი ფესტივალის ჩასატარებლად ორგანიზატორები ძირითადად მწვანეში ჩაფლულ წყნარ ადგილებს არჩევდნენ და ბოლოს „ლისი ვანდერლენდზე“ დაფუძნდნენ. ქართველი შემსრულებლების გარდა ფესტივალში სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში სახელგანთქმულმა მუსიკოსებმა. ბოლო წლებში ამ ფესტივალში როკ შემსრულებლების გარდა, ელექტრონული მუსიკოსებიც მონაწილეობენ, მათთვის ცალკე სცენაა გაკეთებული.
2010-იანი წლები
2010 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge-მა და მისმა დამფუძნებელმა ელენე მეჩითოვამ არაკომერციული „კავკასიის ჯაზ-ფესტივალის“ იდეა ამერიკის საელჩოს დახმარებით განახორციელა. მასში ძირითადად ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ამ ფესტივალს ჯაზ და ეთნო-ჯაზ საკონცერტო პროგრამის გარდა, შემეცნებითი დატვირთვაც აქვს. დროთა განმავლობაში სამხრეთკავკასიელ შემსრულებლებს დაემატნენ მუსიკოსები თურქეთიდან, რუსეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან.
უნდა ითქვას, რომ ეს ათწლეული ყველაზე მეტად ელექტრონიზებულია. საქართველოში ელექტრონული მუსიკის რამდენიმე მსხვილი ფესტივალიც მოეწყო. მათგან ყველაზე გამორჩეულია ფესტივალი 4GB, რომელსაც 2011 წელს ჩაეყარა საფუძველი. ფესტივალი ქართველი დიჯეის, გიორგი ბაქანიძის ხსოვნას ეძღვნება და სწორედ ამიტომ ჰქვია 4GB. მისი ორგანიზატორები გიოს მეგობრები არიან. პირველი ფესტივალი რკინიგზის სახლში ჩატარდა, შემდეგი ღონისძიებები – საზმაუს პავილიონში, მთაწმინდაზე კლუბ „ანდერვილში“, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პავილიონებში და ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე. ბოლო 2 ფესტივალი კი საგურამოში ყოფილ კოსმოსურ ობიექტთა ცენტრში გაიმართა. ყველა ფესტივალის მთავარი სტუმარი მიხაელ მაიერია. ქართველების გარდა, ფესტივალში მსოფლიოს წამყვანი ელექტრონული მუსიკოსები მონაწილეობენ.
4GB 2019
კიდევ ერთი ელექტრონული ყოველწლიური ფესტივალია eZo, „ეზო“, რომელიც კომუნა „მზესუმზირამ“ 2014 წელს დააფუძნა. პირველი ფესტივალი 2015 წელს ლისის ტბაზე გაიმართა. ამის შემდეგ „ეზო“ მთაწმინდაზე გადაინაცვლა და 2019 წელს დაბადებიდან 5 წლისთავიც საზეიმოდ აღნიშნა.
2014 წელს ანაკლიაში უკრაინული „კაზანტიპის“ საერთაშორისო ელექტრონული ფესტივალი მეტად წარუმატებლად ჩატარდა. მას შემდეგ იმავე ადგილზე 3 წლის განმავლობაში იმართებოდა GEM Fest ანუ „საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი“, რომელზეც მსოფლიოში ცნობილი ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორ გიორგი სიგუასა და საქართველოს ხელისუფლებას (რომელიც ამ ფესტივალის თანაორგანიზატორი იყო) შორის უთანხმოება მოხდა, ამიტომ 2018 წლიდან „ჯემ ფესტი“ საქართველოს ფარგლებს გარეთ ტარდება.
ძალიან კარგი წამოწყება იყო 2016 წელს დაარსებული აუდიოვიზუალური SOU Festival, რომელმაც ორი წლის განმავლობაში მეტად საინტერესო მუსიკოსების წარმოდგენები გამართა ორიგინალურ სივრცეებში. მაგალითად, ცნობილი ელექტრონული ემბიენტ-მუსიკოსის Rafael Anton Irisarri-ს კონცერტი თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ტაძარში ჩატარდა, ხოლო Alva Noto-ს აუდიოვიზუალური ელექტრონული წარმოდგენა – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. ასევე, SOU ფესტივალის ორგანიზებით საქართველოში ბიორკის პირველი კონცერტი გაიმართა.
Björk, SOU Festival, 2017
ქართული ფესტივალების არსებობის განმავლობაში, თანდათანობით გაიზარდა ქართველი მაყურებლის კულტურა. თუ 1990-იანებისა და 2000-იანების დასაწყისის ფესტივალებზე ხშირი იყო დებოში, ჩხუბი, ალკოჰოლის უზომო მოხმარება, 2000-იანების მეორე ნახევრიდან ჩვენში თანდათან შემოვიდა ფესტივალების მოწყობის დასავლური წესები – გამკაცრებული ფეისკონტროლი, ტერიტორიაზე შუშის ჭურჭლის შეტანის აკრძალვა, ბილეთების გაყიდვის ონლაინ-მეთოდი და სხვა. ყველაზე დადებითი, რაც ამ ფესტივალებმა თუნდაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის მოიტანეს, კლუბური ცხოვრების განვითარებაა. საქართველოს უკვე რამდენიმე ქალაქში არსებობს ევროპაში სახელგანთქმული კლუბი, სადაც შეიძლება ამ მუსიკის მსმენელმა მსოფლიოს საუკეთესო და ადგილობრივ ელექტრონულ მუსიკოსებს უსმინოს, მოეშვას და იცეკვოს.
სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709613.404903863821154 9.6708459999999974 70.025371536178852 79.983346tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-7282257378560959282020-10-23T01:00:00.073+04:002022-02-04T14:08:09.787+04:00მუყაოზე გადატანილი მუსიკა
{სრული ვერსია}
პანკ-ჯგუფ „სექს პისტოლზის“ მომღერალმა ჯონი როტენმა, იგივე ჯონ ლაიდონმა ადრე თქვა: „ადამიანები მხოლოდ მუსიკისთვის რომ ყიდულობდნენ ჩანაწერებს, მაშინ ეს ჩანაწერები სწრაფი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული“. ამით მან ხაზი გაუსვა მუსიკის „გარეგნულ მხარეს“. მართლაც, მუსიკალური მატარებლების (ვინილის, აუდიო კასეტის, კომპაქტ-დისკის) გაფორმებას უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ თითქმის ყველა ჟანრის მუსიკოსები. ამ საქმეში უამრავი პროფესიონალი მხატვარი, ფოტოგრაფი და დიზაინერი იყო ჩართული. გარეკანების გაფორმებამ უამრავ ახალგაზრდა დამწყებ ხელოვანს მისცა გასაქანი. არ მინდა მხოლოდ წარსულ დროში ვილაპარაკო, თუმცა დღეს ჩანაწერის ყდის გაფორმება ძირითადად ბევრად უფრო მარტივად, კომპიუტერის დახმარებით კეთდება და ციფრულმა ფორმატმა მსმენელთა არც თუ მცირე ნაწილს ჩანაწერის გაფორმების მიმართ ინტერესი დააკარგვინა. გაფორმებაზე ზრუნვით, არც დღევანდელი მართლაც ნიჭიერი მუსიკოსები „იკლავენ“ თავს. არადა, მაღაზიებში რამდენიმე საყვარელმა ალბომმა სწორედ გარეკანით მიიქცია ჩემი ყურადღება.
მუსიკის ყიდვა იმ დროს დავიწყე, როდესაც მაღაზიების თაროებზე ლეგალურად მხოლოდ საბჭოთა წარმოების, ფირმა „მელოდიის“ ფირფიტები ელაგა და მათი გაფორმება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ფირფიტების უმეტესობას რაღაც სტანდარტული კონვერტი ჰქონდა, რომელსაც „ესტრადა“, „მელოდია“ ან რამე უინტერესო ეწერა. თუმცა სურათებიანი კონვერტების დიდი ნაწილი უგემოვნოდ იყო გაფორმებული – ფოკუსარეული გადღაბნილი ფოტოებით და მახინჯი დიზაინით.
1990-იანი წლებიდან უკვე გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში გამოშვებული მეკობრული კომპაქტ-დისკები და კასეტები, რომლებიც მხოლოდ ჩამოჰგავდნენ ორიგინალებს. ამ უხარისხო მუსიკალური მატარებლებით ვაჭრობა 2000-იანების შუა ნახევრამდე გაგრძელდა, სანამ mp3 პლეერებმა არ დაიპყრეს ბაზარი. საქართველო ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ორიგინალი ლეიბლების მიერ გამოშვებული ვინილები, კასეტები თუ კომპაქტ-დისკები არ შემოდიოდა. ნაწილობრივ ამასაც ვაბრალებ იმ ფაქტს, რომ ქართველი მუსიკოსების დიდი ნაწილი ძალიან ზერელე ყურადღებას უთმობდა და უთმობს ხელოვნების ამ დარგს, რომელსაც მუსიკალური მატარებლების ყდების და შიგთავსის გაფორმება ჰქვია.
ახლა, როდესაც ვინილის ფირფიტები მსოფლიოსა და საქართველოში ისევ მასობრივად შემოდის მოხმარებაში, ალბომების გარეკანებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მე კი რამდენიმე ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ალბომის გარეკანს წარმოგიდგენთ თავისი მცირე ისტორიებით.
Bill Evans & Jim Hall – Undercurrent [1962]
1960-იანების ამ შესანიშნავი ჯაზ-ალბომის კომპაქტ-დისკი შორეულ 90-იანებში სწორედ მისმა ყდამ მაყიდინა. ამ დისკის გარეკანისთვის, რომელიც თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვინილზე გამოიცა, ბილ ევანსმა გამოიყენა ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი ქალის, ტონი ფრისელის მიერ 1947 წელს გადაღებული ფოტო Weeki Wachee Springs, Florida, ანუ „ვიკი ვაჩეს წყაროები, ფლორიდა“. წყალქვეშ გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია გრძელკაბიანი ქალი. გაფორმება ძალიან მოუხდა ალბომს. ტონი ფრისელი 1930-იანი წლებიდან ჟურნალ „ვოგის“ ფოტოგრაფი იყო. მე-2 მსოფლიო ომის დროს იგი წითელ ჯვართან ერთად ევროპაში ჩავიდა და იქ იღებდა ფოტოებს. ქალმა 350 000-მდე ფოტო გადაიღო, რომელთა ნეგატივები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას გადასცა.
The Velvet Underground – The Velvet Underground & Nico [1967]
ეს ალბათ ყველა დროის ყველაზე სახასიათო და ცნობადი ფირფიტის გარეკანია. მასზე ენდი უორჰოლის დახატული ღია ყვითელი ბანანია გამოსახული და მარჯვენა დაბალ კუთხეში მისივე ხელმოწერაა დატანილი. ადრეულ გამოცემებზე ყვითელი ბანანი უბრალოდ დაწებებული იყო კონვერტზე, მას თუ ააძრობდი, უკვე გასუფთავებული ვარდისფერი ბანანი გამოჩნდებოდა. ალბომის ეს გაფორმება დღემდე ყველაზე მეტადაა ტირაჟირებული და მას ხალხი როგორც ნახატს ისე აღიქვამს. თუმცა, მიუხედავად მისი ზეპოპულარობისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფირფიტაზე შესული მუსიკალური მასალა არც ისე მარტივად მოსასმენია პოპ-მუსიკის მსმენელისთვის. თუმცა ველვეტების ეს დისკი როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნამუშევრად მიიჩნევა.
The Beatles – Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band [1967]
„ბითლზის“ ამ ლეგენდარული ალბომის გარეკანი ისტორიაში პირველი ყდაა, რომლის შემდეგაც ფირფიტის გაფორმების ხელოვნების გამოყენება მისი შინაარსის კონცეფციის გადმოსაცემად დაიწყეს. მისი ავტორია ინგლისელი ფერმწერი და მხატვარ-გრაფიკოსი პიტერ ბლეიკი. მას იდეის განხორციელებაში ფოტოგრაფი მაიკლ კუპერი დაეხმარა. იდეის ავტორი კი პოლ მაკარტნისთან ერთად დიზაინერი რობერტ ფრეიზერი იყო. გარეკანის წინა მხარე წარმოადგენს 70-ზე მეტი ცნობილი ადამიანის ბუნებრივი ზომის მუყაოს ფიგურებს, რომელთა შუაში „ბითლზის“ წევრები არიან. ბითლზის წევრების სამხედრო ფერადი მუნდირები კი დიზაინერ მანუელ კუევასის ფანტაზიის ნაყოფი იყო. პიტერ ბლეიკს მთელ სამუშაოში 200 ფუნტი გადაუხადეს. ზოგადად ბითლზის არსებობის ბოლო წლების ალბომების ყდებიც მეტად ორიგინალურია. მე Abbey Road-ის გარეკანი ყველას მირჩევნია, მაგრამ „სერჟანტი“ მაინც შეუდარებელია.
Thelonious Monk – Underground [1968]
თელონიუს მონკის 1968 წელს გამოშვებული ალბომის, Underground-ის ყდა ჯაზის ისტორიაში ფირფიტის ერთ-ერთ საუკეთესო გაფორმებად ითვლება. 1960-იანების მიწურულს როკმა ჯაზი თითქოს დაჩრდილა. სტუდია Columbia (სადაც Underground ჩაიწერა) შეეცადა, თელონიუსი ახალგაზრდებისთვის როკ-იდოლის მსგავსი გამხდარიყო. ამიტომ ფირფიტის გასაფორმებლად, მან თანამედროვე, ჰიპი დიზაინერები დაიქირავა. მათ საგულდაგულოდ მოიფიქრეს სცენა, რომელიც მოგვიანებით სტივ ჰორნისა და ნორმან გრინერის (ცნობილები, როგორც Horn & Griner) სტუდიაში ალბომის ყდისთვის გადაიღეს. დისკის გაფორმებამ მიზანს მიაღწია. მას რევოლუციური და ანტიფაშისტური უწოდეს. ერთ-ერთი ჟურნალი წერდა, რომ ახლა, როცა ახალგაზრდები როკ-მუსიკითა და ფსიქოდელიით არიან გატაცებულები, თელონიუს მონკი ანდერგრაუნდის ნამდვილი გმირი გახდა.
Yes – Tales From Topographic Oceans [1973]
„იესის“ ალბომების აბსოლუტური უმრავლესობის გარეკანებს დიდებული ავტორი, ინგლისელი მხატვარი, დიზაინერი და არქიტექტორი როჯერ დინი ჰყავს. ფირფიტების გაფორმებას მან 1960-იანი წლებიდან მიჰყო ხელი. „იესის“ გარდა, იგი აფორმებდა Uriah Heep-ის, Gentle Giant-ის, Budgie-ის და სხვა შემსრულებელთა ფირფიტების ყდებს. როჯერ დინისთვის დამახასიათებელია ფანტასტიკური პეიზაჟების ხატვა. „იესის“ აღნიშნული ორმაგი ალბომის კონვერტი გასაშლელია. ალბომის დიზაინმა როჯერისა და „იესის“ მომღერალ ჯონ ანდერსონის საუბრების შემდეგ მიიღო საბოლოო სახე. დინმა ცოტა ხნით ადრე ჯონი მიჩელის წიგნი გააფორმა და ანდერსონს მის შესახებ ესაუბრებოდა. გაჩნდა იდეა, მხატვარს ჯადოსნური პეიზაჟი დაეხატა ჩანჩქერთან მოლივლივე თევზებით, მაიას ტომის ტაძარ ჩიჩენ-იცეს მიღმა მზით, ვარსკვლავებით და შორს მფრინავი აპარატით, რომელიც „იესის“ სხვა ალბომის გასაფორმებლადაცაა გამოყენებული. ჟურნალმა „როლინგ სთოუნმა“ 2002 წელს ამ დისკის გაფორმება „ყველა დროის საუკეთესო გარეკანად“ დაასახელა.
Pink Floyd – The Dark Side Of The Moon [1973]
ეს ჩემი უსაყვარლესი ყდაა – მარტივი და ეფექტური. მისი დიდი ფორმატის პოსტერი დღემდე მაქვს სახლში გაკრული. ამ გარეკანის ავტორი ლეგენდარული სტორმ ტორგენსონია. 2013 წელს, ტორგენსონის გარდაცვალების შემდეგ „ნიუ იორკერმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სტორმ ტორგენსონი და გარეკანების გაფორმების ხელოვნების აღსასრული“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მის სიკვდილთან ერთად მთელი ეპოქა დასრულდა. დევიდ გილმორის ბავშვობის მეგობარმა ტორგ ტორგენსონმა „პინკ ფლოიდის“ თითქმის ყველა ალბომის გარეკანის დიზაინი მოიფიქრა. ამის გარდა მან სხვადასხვა ჯგუფის 200-ზე მეტი ალბომის ყდაც მოხატა. „მთვარის ბნელი მხარის“ გასაფორმებლად ტორგმა ფიზიკაში სინათლის დისპერსიის მოვლენა გამოიყენა, როდესაც პრიზმაში გარდამტყდარი მზის თეთრი შუქი ცისარტყელას ფერებად იშლება. ამით დიზაინის ავტორმა ხაზი გაუსვა, რომ სინათლეს, შუქს დიდი ადგილი უჭირავს ფლოიდების საკონცერტო შემოქმედებაში, ასევე მან რიჩარდ რაიტის თხოვნა დააკმაყოფილა, რომელმაც თხოვა, ყდაზე რამე „უბრალო, თამამი და დრამატული“ დაეტანა. 2011 წელს გამოცემა Music Radar-ის გამოკითხვის მიხედვით, ფირფიტის გაფორმება „ყველა დროის საუკეთესო გარეკანებს“ შორის პირველ ადგილზე გავიდა.
Rod Stewart – Atlantic Crossing [1975]
ალბათ სუბიექტური ვიქნები, მაგრამ როდ სტიუარტის ამ გასაშლელი ალბომის გაფორმება ბავშვობიდან მიყვარს. გაფორმება წარმოადგენს ცნობილი მხატვრის და დიზაინერის, პიტერ ლლოიდის ნამუშევარს. მას „უორნერ ბრაზერს რექორდსის“ არტ-მენეჯერმა დაურეკა და სთხოვა, ამ ალბომზე ემუშავა და რაც შეიძლება სწრაფად – მეორე დღის დილისთვის მოესწრო. პიტერმა თანაშემწესთან ერთად მოამზადა გაფორმების მაკეტი. იგი ხატავდა, თანაშემწე კი მაკრატლით ჭრიდა აპლიკაციებს. ლლოიდმა ცათამბჯენების დეტალები ელექტრონული საშლელით დაამუშავა და შემდეგ აეროგრაფით თეთრად შეღება, რათა მათ ებრწყინათ. პიტერმა მთელი ღამე მუშაობაში გაათენა და დილის 9 საათზე მაკეტი კომპანიაში მიიტანა, სადაც ნამუშევრით აღფრთოვანდნენ და მას კოლოსალური ანაზღაურება 9 000 დოლარი გადასცეს. პიტერ ლლოიდი რეკლამებზე და სხვა ვინილების გაფორმებაზეც მუშაობდა. ასევე თანამშრომლობდა ჟურნალებთან „ფლეიბოი“ და „ესქუაიერი“.
Nirvana – Nevermind [1991]
ეს ლეგენდარული ალბომი ყველა აქ ჩამოთვლილი ფირფიტებიდან ალბათ ერთადერთია, როცა ჩანაწერს უფრო ადრე მოვუსმინე, ვიდრე მის გაფორმებას ვნახავდი. Nevermind კასეტაზე კუსტარული ჩანაწერით ჩამივარდა ხელში. მის ყდაზე გამოსახულია სამი თვის ბიჭუნა სპენსერ ელდენი, რომელიც ანკესზე წამოგებული დოლარიანისკენ მიცურავს. გარეკანის იდეა კურტ კობეინმა და დევიდ გროლმა მოიფიქრეს, როცა ტელევიზორში წყალქვეშა მშობიარობის შესახებ ნახეს ფილმი. იდეის განსახორციელებლად მათ დიზაინერი რობერტ ფიშერი მოიწვიეს, რომელმაც წყალქვეშა მშობიარობის მეტად გულახდილი ფოტოები გადაიღო. მათ გამოყენებაზე ლეიბლმა უარი განაცხადა. ჯგუფის და დიზაინერის გადაწყვეტილებით, ფიშერის ფოტოგრაფმა მეგობრის ჩვილი გადაიღო საბავშვო აუზში. შედეგად მეტად სატირული გაფორმება გამოვიდა, რომელიც კაპიტალიზმს აპამპულავებდა. ყდაზე ბავშვის პენისის გამოჩენას პურიტანული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, თუმცა ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი ფირფიტის გაყიდვებს. 2011 წელს ჟურნალ Music Radar-ის გამოკითხვებით, ყველა დროის საუკეთესო ალბომის გარეკანებს შორის Nevermind-ის გაფორმებამ მე-2 ადგილი დაიკავა.
Outsider – Inside [1992]
ქართული პოსტპანკ-ჯგუფ „აუტსაიდერის“ ამ ვინილის გარეკანი ნამდვილად ყურადღებას იპყრობს. ყდაზე გამოსახულია ისტორიული სურათი, რომელიც ამერიკელმა ფოტოგრაფმა ლოურენს ბეიტლერმა 1930 წლის 7 აგვისტოს ინდიანას შტატის ქალაქ მარიონში გადაიღო. მასზე საკმაოდ საშინელი კადრია აღბეჭდილი, როდესაც ორი აფროამერიკელი ახალგაზრდა ბიჭი ძარცვის, მკვლელობისა და თეთრკანიანი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ლინჩის წესით გაასამართლეს და ქალაქის მოედანზე 5000 ადამიანის წინ ჩამოახრჩეს. ბეიტლერის ფოტომ მოიარა მთელი მსოფლიო. ფოტო ისეთი ემოციური აღმოჩნდა, რომ მასზე 1937-ში სიმღერა Strange Fruit დაიწერა, რომელიც პირველად 1939 წელს ბილი ჰოლიდეიმ შეასრულა. იგი აფროამერიკელების საპროტესტო სიმღერად იქცა. „აუტსაიდერის“ ალბომის სურათზე დიზაინერებმა სიმბოლურად მესამე ჩამოხრჩობილის სილუეტიც დაამატეს. ჯგუფი მაშინ სამი წევრისგან შედგებოდა.
თემურ ყვითელაშვილი – Classic-Jazz-Rock [1992]
ეს ფირფიტა თავის დროზე მაღაზია „მელოდიაში“ ვიყიდე და ჩემი ყურადღება ზუსტად მისმა ორიგინალურმა გარეკანმა მიიქცია. აღნიშნული ინსტრუმენტული ალბომი რიგით მეორეა თემურ ყვითელაშვილის შემოქმედებაში. მასში შევიდა გიტარისტის და მომღერლის მიერ შესრულებული სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებთა მისეული საგიტარო ტრანსკრიფციები. თუმცა ბოლო ბილიკი თავად მუსიკოსის მიერაა დაწერილი. ალბომში მსმენელი უსმენს ყვითელაშვილის მიერ შესრულებულ კლასიკურ, ჯაზ და როკ ნაწარმოებებს. ფირფიტის კონვერტზე კი დატანილია სხვადასხვა ხედით გადაღებული მუსიკოსის ფოტოები. ამ სურათების ავტორი კი ცნობილი ფოტოგრაფი, გურამ წიბახაშვილია, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა დამოუკიდებელი ქართული როკ და ანდერგრაუნდ მუსიკოსების ცხოვრების ასახვაში.
სტუმარი – 1227 მეტრი ზღვის დონიდან [2020]
კიდევ ერთი ქართული ალბომის გარეკანი, რომელიც ძალიან მომწონს. ესაა ჯგუფ „სტუმარის“ ბოლო, 2020 წელს გამოსული ნამუშევრის „1227 მეტრი ზღვის დონიდან“ გაფორმება. ეს ჯგუფი იმითაა გამორჩეული, რომ აგერ უკვე 18 წელია ოჯახურ მუზიცირებას ეწევა. ჩაწერილი აქვს 3 ალბომი. მისი წევრების ძირითად ბირთვს ერთი ოჯახის წევრები წარმოადგენენ. მათი მუსიკალური სტილი ფოლკს, ფიუჟენსა და პროგრესივ როკს შორისაა გაშლილი. ხოლო მუსიკაში ბევრია როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური მუსიკალური მოტივები. შეიძლება ითქვას, რომ „სტუმარი“ ეკოლოგიურად სუფთა მუსიკას ასრულებს, რომელიც ფრესკებს ჩამოჰგავს. სწორედ ასეთი ფრესკული გაფორმება აქვს მათ ახალ ალბომს, რომელზეც ცნობილმა მხატვარმა დავით ხიდაშელმა იმუშავა.
სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709613.404903863821154 9.6708459999999974 70.025371536178852 79.983346tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-89622273818201297382020-08-17T20:30:00.037+04:002022-01-18T22:56:45.558+04:00სტუმარი 1227 მეტრზე ზღვის დონიდან – ანსამბლ „სტუმარის“ ახალი ალბომი
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ბუნებასთან ჰარმონიაში ცოცხლობენ ქართული და არა მარტო ქართული ზღაპრების და მითების გმირები, სადაც ყველას შეუძლია შელოცვებით, რწმენით სიკეთის კეთება, სადაც მზე ანათებს, სადაც მელიები, ტოროლები, ოლოლები, თაგვები, ცხვრები, თხები, მტრედები და მწყრები ერთად დასეირნობენ, მეცხვარე თავის სათქმელს გიტარაზე ამღერებს, სადაც გემების ღუზებთან თევზები მღერიან, სადაც პატარა ზღარბუნები მგლებთან ერთად ცხოვრობენ და კიდევ უამრავი ზღაპრული ამბავი…
წარმოიდგინეთ მეთქი, კი გითხარით, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად არსებობს და მას „სტუმარის“ შემოქმედება, მათი მუსიკა ჰქვია, რომელიც აგერ უკვე 18 წელია ჟღერს. მინდა ვთქვა, „სტუმარის“ ეკოლოგიურად სუფთა მუსიკა ძველ ფრესკებს წააგავს. ეს ფრესკები ზოგი მოზაიკურია, ზოგიც საღებავებითაა შესრულებული.
„სტუმარი“ იმ მხრივაც საინტერესოა, რომ იგი ოჯახური ანსამბლია. ამ ჯგუფის ბირთვს წარმოადგენენ: კომპოზიტორი, ვოკალისტი, ფლეიტისტი და კლავიშისტი ნინო ჯანჯღავა, მისი და – მევიოლინე მარინე ჯანჯღავა და ნინოს მეუღლე – გიტარისტი, კომპოზიტორი და ხმის რეჟისორი დავით ხოსიტაშვილი.
საოჯახო მუზიცირება საქართველოსთვის უცხო არაა და ასეთ ოჯახებს არაერთი გენიალური ქართული ნაწარმოები შეუქმნიათ თუ აუჟღერებიათ. შეგვიძლია გავიხსენოთ ქართველი მსმენელისთვის კარგად ცნობილი დები იშხნელები, დები ჩაფიჩაძეები, ჩიქოვანების ოჯახი, არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების დუეტი, ლეჟავების ოჯახი და სხვა. „სტუმარიც“ ღირსეულად აგრძელებს საოჯახო მუზიცირების ტრადიციას და აბსოლუტურად ახალ სიტყვას ამბობს ამ სფეროში. მათ მუსიკაში ჰარმონიულადაა შერწყმული როგორც ქართული, ისე დასავლური თუ აღმოსავლური მოტივები, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, რომელიც ზოგ სიმღერაში ძირითადად ფონის ფუნქციას ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ფოლკი + ფიუჟენი + პროგრესივ როკი + უორლდ მუსიკა. გამოშვებული აქვს ორი ალბომი: 2004 წელს – „ბეწვის ხიდი“ და 2009 წელს – „დილა“.
რამდენიმე დღის წინ „სტუმარის“ მესამე სტუდიური ალბომი გამოვიდა – „1227 მეტრი ზღვის დონიდან“ , რომელიც წინა ალბომების მსგავსად, „სტუმარის“ წევრების მიერ დაარსებულ „საავტორო სტუდიაშია“ ჩაწერილი. ახალი ნამუშევრის მუსიკალური ქსოვილი წინანდელებთან შედარებით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. ალბათ უფრო რთულიც, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ სპეციფიკური მსმენელისა და მუსიკისმცოდნეებისთვის იყოს მისაღები.
ალბომს სიამოვნებით მოუსმენს ყველა ასაკის წარმომადგენელი, იმდენად გასაგები და კარგად აღსაქმელია. „სტუმარი“ ზემოთ ნახსენები ბირთვის გარდა, კიდევ რამდენიმე მუსიკოსისგან შედგება, შემადგენლობა კი სხვადასხვა დროს იცვლებოდა. ახალი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ მუსიკოსები: ჯავად ჯავადზადე (კონტრაბასი), ავთო თაბუკაშვილი (დრამი), კაკი ჯაფარიძე (დაირა), ნოდარ მანჩხაშვილი (პერკუსია) და ვატსალ პრაშერი (ტაბლა).
ალბომის პირველი სიმღერა „ფუძის ანგელოსო“, რომელიც შექმნილია შოთა ნიშნიანიძის ლექსის მიხედვით, ამავდროულად, წინა, 2009 წლის ალბომის – „დილას“ ბოლო კომპოზიციაა, თუმცა მათ შორის არანჟირებაში საგრძნობი სხვაობაა. ახალმა ვერსიამ ფრანგი ჯაზ-მევიოლინე და კომპოზიტორი ჟან-ლუკ პონტი და მისი ფიუჟენ კომპოზიციებიც კი მომაგონა. ძალიან სახასიათო შტრიხი შეიტანა ამ სიმღერის ჟღერადობაში კონტრაბასისტმა ჯავად ჯავადზადემ და მისმა მეტად მიმზიდველმა აზერბაიჯანული მუღამის მოტივებმა. სხვათა შორის, ჯავადი „სტუმარის“ ბოლო წლების კონცერტებზე ყოველთვის ჯგუფთან ერთად უკრავს.
მეტად ორიგინალურია თამარ იშხნელის მიერ დაწერილი სიმღერის – „ყოველ სნეულებაზე“ სტუმრისეული გადამღერება. რომ არა იშხნელებისეული შესრულება, მსმენელმა შეიძლება იფიქროს, რომ აბსოლუტურად სხვა სიმღერაა. ამაში თავისი დიდი წვლილი ოჯახის წევრების მიერ შესანიშნავ და ორიგინალურ არანჟირებასაც მიუძღვის.
სიმღერის – „არარა ვარ, არარა“ ტექსტი აღებულია აღმოსავლური პოეზიიდან, ხოლო მისი წამყვანი მუსიკალური ხაზი რაჭული მესტვირეების მელოდიაა, რომელიც „სტუმარმა“ გიტარისთვის გადააწყო. ამ სიმღერას მოსდევს „აჰურა“, რომლის ტექსტი ზოროასტრული წიგნების კრებულ „ავესტას“ გოთადან, ანუ საგალობლებიდანაა აღებული. სიმღერას ამშვენებს ნინო ჯანჯღავას სოლო ფლეიტაზე.
აზიურ ხაზს აგრძელებს სიმღერა „იმხიარულე“, რომელიც ომარ ხაიამის ტექსტზეა დაწერილი. ოღონდ ესაა სიმღერა-რეჩიტატივი. „სამ-ხმოვანება“ ინსტრუმენტული ნაწარმოებია შესანიშნავი მელოდიური ხაზითა და ჰარმონიით. ეს ნაწარმოები რომელიმე ფილმს, ან სპექტაკლს დაამშვენებდა. შოთა ნიშნიანიძის ლექსს კიდევ ერთხელ ვხვდებით სიმღერაში „არული“, რომელიც შელოცვაა და კოცონთან წასაკითხია კუდიანების განსადევნად.
„სტუმარის“ მუსიკისთვის იშვიათია ხაზგასმულად სევდიანი განწყობა. თუმცა სევდიანია სიმღერა „ძილისპირული“, რომელიც ძილის წინ წასაკითხ ასევე ქართულ შელოცვებს წარმოადგენს.
ალბომის ბოლო სიმღერაა „შენ ცისკარი ხარ“, რომლის ტექსტიც ჰაფეზის პოეზიდანაა აღებული, ხოლო მუსიკალური ხაზი აბსოლუტურად ქართულია.
ამ ალბომზე კიდევ ბევრი სასიკეთოს დაწერა შეიძლება. იგი სერიოზული ნამუშევარია, რომლის ძირითადი რეპერტუარი პანდემიის დროსაა ჩაწერილი თბილისთან ახლოს, კიკეთში, ზღვის დონიდან ზუსტად 1227 მეტრზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ოჯახის წევრებმა, ალბომისთვის ეს სახელი დაერქვათ.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ნამუშევრის ძალიან კარგი გაფორმება – ნახატი, რომელიც შესანიშნავი მხატვრის, დავით ხიდაშელის ნამუშევარია. ზემოთ ვახსენე, რომ ანსამბლის მუსიკა ფრესკას წააგავს მეთქი და გაფორმებაც ზუსტად ასეთი ფრესკულია.
დავამატებ, რომ „სტუმარის“ ეკოლოგიურად სუფთა მუსიკის თამასა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ბეწვის ხიდიდან უკვე 1227 მეტრამდე ამაღლდა და დარწმუნებული ვარ, ეს თამასა დაბლა არასოდეს დაეშვება.
ახალი ალბომის მოსმენა და ყიდვა შეიძლება bandcamp-ზე
საკონცერტო ფოტოების ავტორია © ნინო ჩერქეზიშვილი
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com1კიკეთი, საქართველო41.6556149 44.65466113.345381063821158 9.4984109999999973 69.965848736178856 79.810911tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-17412463303484980732020-07-24T12:04:00.045+04:002022-01-18T22:57:07.202+04:00ბეთხოს ახალი ალბომი „დაისი“ სამყაროს აღმოსაჩენად
ირაკლი მანჩხაშვილი, იგივე „ბეთხო“, ის მუსიკოსია, რომელიც დროთა განმავლობაში შემოქმედებითად იზრდება და იხვეწება. მუსიკა მისი სახლია, სადაც იგი ცხოვრობს. ყველა პროექტში, სადაც კი ბეთხო მუსიკის შექმნაში მონაწილეობდა და მონაწილეობს, ნაწარმოებები განსაკუთრებულ მელოდიურ ჟღერადობას იძენენ. ასე იყო ეს ადრე ჯგუფ Catch The Cloud-ში, რომლის სიმღერებსაც „იუთუბზე“ ათიათასობით ნახვა დაუგროვდა, ასეა The BearFox-ში, რომლის ვიდეოებსაც უკვე ასიათასობით ნახვა აქვს და ასევეა მის სოლო შემოქმედებაშიც.
ირაკლი ძალიან კარგად ფლობს ელექტრონულ ინსტრუმენტებს. იგი მეტად ატმოსფერულ, მელოდიურ და ჰარმონიულ, მშვენივრად არანჟირებულ მუსიკას ქმნის. სწორედ რომ ქმნის – არ მინდა, დღეს მოდაში შემოსული ტერმინი – „მუსიკას აკეთებს“ გამოვიყენო, რადგან ეს ტერმინი კონვეიერულ პოპ მუსიკას უფრო მიესადაგება, ვიდრე იმას, რასაც ბეთხო ქმნის. ირაკლი მანჩხაშვილს ელექტრონული ინსტრუმენტებით შესანიშნავი ემბიენტური ნაწარმოებები აქვს შექმნილი, თუმცა მის ბოლო მინიონში (ანუ იგივე EP – მცირე ალბომი) „დაისი“ ანალოგური ელექტრონული ჟღერადობა მხოლოდ ფონისთვისაა გამოყენებული.
მთელი ალბომი კი წარმოადგენს მუსიკოსის ურთიერთობას კლავიშებიან ინსტრუმენტთან, რომელიც ადრე თითქმის ყველა ქართულ ოჯახში იდგა – პიანინოსთან. დღეს მის ადგილს თანდათან ციფრული ელექტროპიანინოები იკავებენ. ზოგადად, ბეთხოს ძალიან მოსწონს რეტრო ანალოგური ჟღერადობა – The BearFox-ის ბოლო ალბომში და საკუთარ ემბიენტურ ნამუშევრებში მან სპეციფიკური ჟღერადობის მისაღებად აუდიოკასეტებზე დამუშავებული ხმებიც კი გამოიყენა. ამ მინიონის ძირითად მუსიკალურ განწყობას სწორედ აკუსტიკური, უბრალო პიანინო ქმნის, რომელიც მუსიკის გარდა, გამოსცემს მექანიკურ ხმებსაც, ზოგჯერ ჭრიალებს, ხრჭიალებს და ეს ამ ნამუშევარში მეტად ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის.
„დაისი“ ნამდვილად კიდევ ერთი ეტაპია ირაკლი მანჩხაშვილის შემოქმედებითად ზრდის პროცესში. იგი გაცილებულია მხოლოოდენ ემბიენტურ ჩარჩოებს და მასში კარგად იგრძნობა თანამედროვე კლასიკური მუსიკის (ე.წ. კონტემპორარი კლასიკის) სუნთქვა, რაც მუსიკოსის მხრიდან უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. „დაისი“ – ესაა ბეთხოს შინაგანი სამყარო, მისი ფიქრები, რომელსაც იგი მსმენელს აუღელვებლად უზიარებს და თუ თქვენ მსგავსი მუსიკა მოგწონთ, აუცილებლად იგრძნობთ იმ ენერგეტიკას, რაც ავტორმა ამ ნამუშევარში ჩადო. პიანინო კიდევ, ჩემი აზრით, უკეთილშობილესი ინსტრუმენტია, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველი ჩვენგანისთვის ასე ნაცნობია. მისი ხმა არაა ისე იდეალური, როგორც როიალის, მაგრამ ძალიან თბილი და ალბათ ყველა ინსტრუმენტზე უფრო ახლობელია.
მინიონი „დაისი“ 6 საფორტეპიანო ნაწარმოებისგან შედგება, რომელიც მუსიკოსმა ძველ პიანინოზე, რომლის არსებობაც აღარავის ახსოვდა, ერთი ამოსუნთქვით და ერთი განწყობით ჩაწერა. ეს კომპოზიციებია: „მე მქვია დაისი“, „ქარის მოტანილს, ქარი წაიღებს“, „ყველაფერი, რაც გიყვარდა, ერთ დღეს გაქრება“, „მოგზაურობა სიმარტოვისაკენ“, „ყოველთვის იქნება სინათლე“ და „დაისი“. საინტერესოა, რომ თითოეულ სიმღერას ბეთხომ ფოტოგაფორმება მიუსადაგა, რომელთა ავტორი და დიზაინერიცაა Saniday. უნდა ითქვას, რომ ფოტოებიც კი ანალოგურია, ანუ არაციფრული.
ზოგადად, მუსიკის უდიდესი ხიბლი ისაა, რომ მისი მოსმენისას ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ წარმოიდგინოს, რომელიც მისი ავტორის ჩანაფიქრს არც კი დაემთხვეს. მაგრამ ეს მთავარი არაა. ძალიან მნიშვნელოვანია, მუსიკამ ჩაგითრიოს და ამით კონტაქტი შედგეს კომპოზიტორთან. ბეთხოს „დაისის“ მუსიკა ზუსტად ასეთია – იგი ითრევს მსმენელს და თან შეუძლია ამოგზაუროს იმ სამყაროში, სადაც მანამდე ჯერ არ ყოფილა. ეს შეიძლება იყოს ბეთხოს სამყარო, ან თქვენი სამყარო, რომელიც თქვენ ამ მუსიკის საშუალებით აღმოაჩინეთ.
მთლიანი მინიონის (მინი-ალბომის) მოსმენა: YouTube-ზე
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709613.404903863821154 9.6708459999999974 70.025371536178852 79.983346tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-68264588075788721192020-02-14T23:58:00.007+04:002022-06-27T16:04:17.401+04:00ზამთრის მუსიკა
ზამთარი ერთადერთი დროა, რომელიც არც ხასხასა სიმწვანეს გვთავაზობს, არც გრძელსა და თბილ დღეებს გვჩუქნის და არც ბუნების ფერებით გვანებივრებს. და მაინც, მისი სიცივით, ყინვით და თოვლით, ბევრ ადამიანს ძალიან უყვარს, რადგან მასაც აქვს ჩვენთვის თავისი უნიკალური საჩუქრები: ჯადოსნური დღესასწაულები, სათხილამურო სეზონი, ციტრუსის სურნელი... ადრე, სანამ ქალაქები ასე გაიზრდებოდა და განვითარდებოდა, ზამთარში სოფლის მცხოვრებნი სხვა სეზონებისგან განსხვავებით, უმეტესად ისვენებდნენ, ბუხრებთან თბებოდნენ, თავიანთი მოწეული ჭირნახულით ტკბებოდნენ, მიირთმევდნენ ღვინოს, ერთობოდნენ, დროს ატარებდნენ – ბევრს ცეკვავდნენ და მღეროდნენ. კომპოზიტორები წერდნენ მრავალფეროვან მუსიკას, რომელიც ამ სეზონით იყო შთაგონებული. ბევრს შეიძლება ჰგონია, რომ ზამთარი მხოლოდ საშობაო და საახალწლო მუსიკით შემოიფარგლება, თუმცა ეს ასე არ არის.
ჯგუფ Supertramp-ის 1977 წლის ალბომის Even In The Quietest Moments... ყდის გაფორმება
მოდით, ჩვენი მუსიკალური მოგზაურობა ქართული ხალხური, ქართლ-კახური „ზამთარით“ დავიწყოთ – „ზამთარი ვარდსა დააჭკნობს, ფურცელი ჩამოსცვივაო“... გირჩევთ, ამ სიმღერას მოუსმინოთ ჰამლეტ გონაშვილის და ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით. რევაზ ინანიშვილის ერთი მშვენიერი მოთხრობა – „ზამთარი“ გამახსენდა, რომელშიც ზუსტად ეს ხალხური სიმღერაა აღწერილი.
საერთოდ, რეზო ინანიშვილს ბევრი ლამაზი მოთხრობა აქვს ზამთარზე. ჩვენ ისევ მუსიკას დავუბრუნდეთ. ქართული ქალაქური ფოლკლორის ნამდვილი მარგალიტია თამაზ ჯორბენაძის სიმღერა „ზამთარია სიცივეა“, რომელსაც, ჩემი აზრით, საუკეთესოდ ასრულებს „ცისფერი ტრიო“. მოგვიანებით, სიმღერა საინტერესოდ გადაამღერეს ირაკლი ჩარკვიანმა, ჯგუფ „ფრანის“ და რობი კუხიანიძის დუეტმა და მრავალმა სხვამ. ქართულ მუსიკას ჩვენ ისევ მივუბრუნდებით.
ახლა გადავხედოთ კლასიკურ მუსიკას, რომლის წიაღშიც უამრავი გასაოცარი საზამთრო და საშობაო მუსიკა დაიწერა. პირველ რიგში მახსენდება „სიცივის სიმღერა“ (The Cold Song), რომელიც იმდენმა მუსიკოსმა გადაამღერა, რომ ბევრს შეიძლება დამოუკიდებელი სიმღერა ჰგონია. სინამდვილეში კი ის ინგლისელი კომპოზიტორის, ჰენრი პერსელის (1659 – 1695) ოპერის, „მეფე არტურის“ ნაწილია. ლიბრეტო ჯონ დრაიდენს ეკუთვნის. ბაროკოს სტილის ეს ოპერა მეტად მიმზიდველია იმ მხრივ, რომ მასში ერთად მღერიან ისტორიული და ზებუნებრივი, მითიური პერსონაჟები. ინტერპრეტაციებიდან ყველაზე ცნობილი მე-20 საუკუნის ექსპერიმენტატორი გერმანელი მომღერლის, კლაუს ნომის ვერსიაა. მელოდია მარტოობის, ზამთრის სიმყუდროვის და მისტიკურობის განცდას ბადებს, სიტყვები კი ასეთია: „რომელი ძალა ხარ? ვინ გამაცოცხლა მარადიული თოვლის სარეცლიდან? ვერ ხედავ, როგორი დაუძლურებული ვარ? განა შემიძლია ამ სიცივეს გავუძლო? მოძრაობა და სუნთქვა მიჭირს. გამიშვი, გამიშვი, რომ ისევ გავიყინო, ისევ გავიყინო სამუდამოდ, სასიკვდილოდ“. 2009 წელს ამ სიმღერის უფრო რბილი ვერსია შემოგვთავაზა ინგლისელმა მომღერალმა სტინგმა და იგი შესულია სწორედ ზამთარში მოსასმენ ალბომში, სახელწოდებით „თუკი ერთხელ ზამთრის ღამით...“ (If On A Winter's Night...).
კლასიკურ მუსიკაში არ შეიძლება არ გაგვახსენდეს დიდი იტალიელი კომპოზიტორისა და მევიოლინის, ანტონიო ვივალდის (1678 – 1741) სავიოლინო კონცერტების მთელი ციკლი, რომელიც წელიწადის დროებს ეძღვნება, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, ოდნავ სევდიანი, ალაგ-ალაგ თოვლიანი ქარბუქივით სუსხიანი, მშვიდი და ლამაზი სამნაწილიანი „ზამთარი“, რომელიც მე ვივალდის მიერ დაწერილ სხვა სეზონებს მირჩევნია. ამ ნაწარმოების გადამღერებული ვარიანტებს შორის, ყველაზე მეტად მომწონს ფრანგი ჯაზ-პიანისტის, ჟაკ ლუზიერის და მისი ტრიოს მიერ შესრულებული ვერსია.
წელიწადის დროებზე დაწერილი აქვს შესანიშნავი 12-ნაწილიანი საფორტეპიანო თხზულება გამოჩენილ რუს კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკისაც (1840 – 1893). თითოეულ ნაწილს თითო თვე შეესაბამება. დეკემბერს „შობა“ ჰქვია, იანვარს – „ბუხრის პირას“, ხოლო თებერვალს – „კარნავალი“. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩაიკოვსკის ბალეტი-ზღაპარი „მაკნატუნა“, რომელიც შობა-ახალი წლის დღეებში სპეციალურად ბავშვებისთვის იდგმება ხოლმე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ზამთრის სახელს ატარებს ჩაიკოვსკის პირველი სიმფონიაც, რომელსაც „ზამთრის ზმანებები“ ჰქვია.
ახლა მოდით, თანამედროვე მუსიკაზეც გადავიდეთ. „მკრთალზე უფრო თეთრი“ (Whiter Shade Of Pale) ბრიტანული პროგრესივ-როკ ჯგუფის Procol Harum-ის სადებიუტო სინგლია, რომელიც 1967 წლის 12 მაისს გამოვიდა. სინგლი დიდ ბრიტანეთში ჩარტებს თვეების განმავლობაში ლიდერობდა. მეტიც – იგი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლია მუსიკის ისტორიაში. სიმღერის თანაავტორები გარი ბრუკერი, კიტ რიდი და მეთიუ ფიშერი არიან. სიმღერის შესავალი სამართლიანად მოგვაგონებს ბახის ნაწარმოებებს. კრიტიკოსების აზრით, სიმღერის ასეთი ხანგრძლივი პოპულარობა სწორედ სხვადასხვა ეპოქაში გარდამავალმა მელოდიის ხაზმა და გამოუცნობმა, მისტიკის ხვეულებში დაკარგულმა სიტყვებმა გამოიწვია. ლიბრეტოში ნახსენებია ძველი რომის ქურუმი ქალები, რომლებიც სანაპიროზე გაემგზავრებიან, ალკოჰოლით ან ნარკოტიკით გამოწვეული ბურუსი, სიყვარული, განშორება, მეწისქვილის მონათხრობი ამბები. უნდა გამოგიტყდეთ – ეს სულაც არაა ზამთრის სიმღერა, უბრალოდ ყოველი მოსმენისას მიჩნდება ზამთრის ასოციაცია. ჩემი რეკომენდაცია ამ სიმღერის ენი ლენოქსისეული ინტერპრეტაციაა.
ამერიკული „დორზის“ „ზამთრის სიყვარული“ (Wintertime Love) პოპულარული სიმღერაა, რომელიც ჯგუფის მესამე, 1968 წელს გამოსულ სტუდიურ ალბომში – „მზეს ველოდები“ (Waiting For The Sun) შევიდა. „ზამთრის სიყვარული“ იმედიანი ვალსია, რომელსაც განსაკუთრებულობას ჯიმ მორისონის ვოკალი და ბასის პარტია ანიჭებს. მეოცე საუკუნეში კოლეჯის სტუდენტებს ჰქონდათ ასეთი ხუმრობა: დეკემბრის ბნელ ღამეებში სჯობს შეყვარებული იყო და გვერდით ვინმე გყავდესო. სავარაუდოდ, ეს გახდა მორისონის შთაგონება. ტექსტში ვკითხულობთ: „ზამთრის ცივი ქარი ქრის. იმედი მაქვს, მალე შეყვარებული ვიქნები. რატომ მომინდა, იქნებ იმიტომ, რომ ქარი ასეთი ცივია? მინდა, გაგათბო და შენი ხელები მეხებოდეს. მოდი, ვიცეკვოთ, წელს ზამთარი ძალიან ცივია. შენ თბილი ხარ, ჩემო ზამთრის სიყვარულო. ზამთრის ქარები სევდიანი და გამყინავია. ისინი ჩრდილოეთის ზღვის ქარიშხლებმა შვა. იქნებ იმიტომ, რომ სიყვარული დაიკარგა? ვცდილობ, თავისუფალი ვიყო“.
ზამთრის თემას გვერდს ისე ვერ ავუვლი, თუ ამერიკული დუეტის, საიმონ და გარფანკელის სიმღერას „ზამთრის ნისლისფერს“ (A Hazy Shade Of Winter) არ გავიხსენებ. კომპოზიცია პირველად 1966 წლის 22 ოქტომბერს გამოვიდა ცალკე სინგლის სახით, შემდეგ კი დუეტის მეოთხე სტუდიურ ალბომში „წიგნის დასადგამი“ (Bookends) შევიდა. სიმღერას უფრო როკჟღერადობა და გამოკვეთილი სტროფი-მისამღერის სტრუქტურა აქვს. ის საიმონის ინგლისში გატარებულ დღეებზე მოგვითხრობს და პესიმიზმით შეპყრობილ პოეტს გვაჩვენებს, ხელში გამოუქვეყნებელი ლექსების ხელნაწერებით, რომელსაც თავდაჯერება აკლია და ჰგონია, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია. მომწონს, ტექსტში როგორაა აღწერილი შემოდგომიდან ზამთარზე გადასვლა: „ირგვლივ მიმოვიხედე. ფოთლები გაყავისფრებულა, ცა კი ზამთრის ნისლისფრად შეფერილა. მიწაზე ალაგ-ალაგ თოვლი დევს“.
ლეგენდარული ინგლისურ ჯგუფ „როლინგ სთოუნზის“ სიმღერა „ზამთარი“ (Winter) შეტანილია ჯგუფის 1973 წლის ალბომში „თხის თავის წვნიანი“ (Goats Head Soup). ჯგუფი ალბომს მზიან იამაიკაზე იწერდა. კრიტიკოსების თქმით, ისინი ალბათ ისეთი ბედნიერი იყვნენ ჩრდილოეთის ზამთრისგან შორს, რომ საჭიროდ მიიჩნიეს, ალბომზე მუშაობა სწორედ „ზამთრით“ დაეწყოთ, რათა ძველი და ნაცნობი სიცივიდან ახალ სეზონზე უმტკივნეულოდ გადასულიყვნენ. სიმღერის ტექსტი კარგად ახასიათებს ზამთრის სეზონს და მას წარმოადგენს, როგორც თვითნაბად სილამაზეს, იხსენებს დღესასწაულთა სცენებს და გვანდომებს, პალტოში თბილად გავეხვიოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყოთ.
კიდევ ერთი სიმღერა, რომელსაც ვერ გამოვტოვებ, არის პოლ მაკარტნის 1987 წელს გამოსული სიმღერა „ერთხელ, დიდი ხნის წინ“ (Once Upon A Long Ago), რომლის ნახევრად ანიმაციური ვიდეოკლიპიც საშობაო ხასიათისაა. ოჯახი მიემგზავრება თოვლიან ტყეში მდგარ პატარა ხის სახლში, სადაც ბუხრის და სანთლების შუქზე მღერიან საშობაო სიმღერებს. მათ მოსასმენად ტყის ბინადრებიც იკრიბებიან, რაც ძალიან უხდება ისედაც იდილიურ სურათს... როგორც ცნობილია, პოლს სიმღერა თავდაპირველად ფრედი მერკურისთან დუეტისთვის დაუწერია. სამწუხაროდ, ეს კოლაბორაცია ვერ შედგა. რა თქმა უნდა, თანამედროვე მუსიკაში ძალიან ბევრი საინტერესო ზამთრის სიმღერაა, თუმცა მოდით, აქ შევჩერდეთ.
ჯაზი უნდა ვახსენოთ აუცილებლად. პირველ რიგში, იმიტომ, რომ შინ ნაძვის ხის აწყობა და შემდეგ დაშლა სწორედ ზამთრის ჯაზური კომპოზიციების ფონზე მიმდინარეობს. ისიც უნდა ვთქვა, რომ საშობაო ალბომების ტრადიციაც, სწორედ ჯაზ-მუსიკოსებმა დაამკვიდრეს. ცნობილი მუსიკოსები შობისთვის სპეციალურ ალბომებს იწერდნენ, რომელშიც ასრულებდნენ საკუთარ ან ტრადიციულ საშობაო თუ ზამთრის სიმღერებს. „იუთუბის“ არხზე უამრავ ასეთ ფლეილისტს იპოვნით. ასე მაგალითად, დინ მარტინის „ითოვოს“ (Let It Snow) სადღესასწაულო სეზონის ერთგვარ ჰიმნად იქცა. მისი გადამღერებული ვერსიები ხშირად ისმის ტელეეთერით, რეკლამებში, სავაჭრო ადგილებსა თუ ტრანსპორტში. ეს მხიარული მელოდია სახლის სიმყუდროვეს, თბილად მოკალათებას და რიგ ადამიანურ სიამეებს მოგვაგონებს. თუ სიტყვებს გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ ის სასიყვარულო სიმღერაა, თოვა კი გამოხატვის ხერხადაა გამოყენებული. სიმღერის ტექსტი სემი კანს ეკუთვნის, მუსიკა – ჯულ სტაინს. ის 1945 წელს ჰოლივუდში, კალიფორნიაში ცხელ ამინდში შეიქმნა, როცა სიმღერის ავტორები გრილ ამინდს ნატრობდნენ. ტექსტში არსადაა ნახსენები არც შობა და არც ახალი წელი, მაგრამ, როგორც ვთქვი, ის დიდი ხანია, სადღესასწაულო სეზონის სიმბოლოდაა ქცეული. სიმღერაში ნათქვამია: „გარეთ საშინელი ამინდია. ჩვენ ცეცხლი გვინთია. წასასვლელი არსად ვართ. ჰოდა, ითოვოს! თოვლი გადაღებას არ აპირებს, ჩვენ კი საკნატუნოდ ბატიბუტი გვაქვს. შუქებს დავუწიოთ, ითოვოს და ითოვოს! აი, დამშვიდობების დროც დადგა. როგორ არ მინდა ქარბუქში გარეთ გასვლა! თუ მაგრად ჩამეხუტები, მთელი გზა მეყოფა. ცეცხლი მიინავლა, ჩვენ კი დამშვიდობება გაგვიგრძელდა. თუ სულ ასე გეყვარები, დაე, ითოვოს და ითოვოს!“.
ჯაზ-მუსიკოსების დამკვიდრებული ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. საშობაო და ზოგადად, ზამთრისადმი მიძღვნილი ალბომებს მუსიკოსები გასაყიდად, როგორც წესი, შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში უშვებენ. შორს რომ არ წავიდე, მინდა მაგალითისთვის წარმოშობით ქართველი ბრიტანელი ვარსკვლავის, ქეთი მელუას ალბომი „ზამთარში“ (In Winter) ვახსენო, რომელიც სწორედ საშობაო ალბომებს განეკუთვნება. ეს ალბომი მუსიკოსმა გორის ქალთა გუნდთან (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი: თეონა ცირამუა) ერთად ჩაიწერა და 2016 წლის ოქტომბერში გამოსცა. ამ ალბომში ჟღერს, როგორც ქეთის დაწერილი, ისე ტრადიციული საშობაო, ანზორ ერქომაიშვილის და სხვათა სიმღერები. მე მინდა გამოვარჩიო ორი სიმღერა, რომლებიც თავად ქართველმა მუსიკოსმა დაწერა. ესენია „ოცნებები იწვიან“ (Dreams On Fire) და „სრულყოფილი სამყარო“ (Perfect World), რომლის მიხედვითაც შესანიშნავი ანიმაციური ვიდეოა გადაღებული. ეს ალბომი მართლაც სიცივეში, ზამთარში მოსასმენია, რომელიც ფანტასტიკური ქართული ხმებით გაგვათბობს.
რადგან ქეთი მელუა ვახსენეთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ქართული არახალხური ზამთრის სიმღერები. უპირველესად, იაკობ ბობოხიძის „თოვლი“, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი მღერის. აგრეთვე, მისივე „ფიფქები“, რომელიც ჟღერს საახალწლო ფილმში „კუჩხი ბედინერი“. მას ირაკლი უჩანეიშვილი და ელენე რაქვიაშვილი მღერიან. ესაა ალბათ ყველაზე პოპულარული ქართული საახალწლო სიმღერა. ინოლა გურგულიას „ფიფქებიც“ არ უნდა დავივიწყოთ, რომელშიც პოეტურადაა მოთხრობილი, როგორ ვენატრებით ვარსკვლავებს და მიწაზე ფიფქებად ცვივიან, მერე კი დნებიან და ისევ ვარსკვლავებად სხდებიან ცაზე.
ჯგუფ Soft Eject-ის სიმღერა „გთხოვ, უბრალოდ განაგრძე“ (Please Just Carry On), არაფრით არ უკავშირდება ახალ წელს ან შობას. სიმღერამ ზამთრის მთავარი დღესასწაულების განწყობა, სავარაუდოდ, მისი ვიდეოდან გამომდინარე შეიძინა, რომელშიც ჩანს თოვლი, ბუხარი, სახლის სითბო და სიმყუდროვე. იგი რეჟისორ ქუცნა ამირეჯიბის გადაღებულია. სიმღერა 1994 წელს ჯგუფის წევრებმა გერმანიაში ჩაწერეს, ხოლო ვიდეო ზუსტად ერთი წლის შემდეგ გადაიღეს. ახალი კლიპი კი ჯგუფის წევრებმა 2019 წლის ივლისში გადაიღეს.
1990-იან წლებში გამოვლილი ათასგვარი გაჭირვების გამო, ქართულ თანამედროვე მუსიკაში ზამთარი უძრაობას, გაყინულ ურთიერთობების თუ ერთფეროვნების გამომხატველიცაა. რამდენიმე ასეთი სიმღერა მახსენდება, რომელთაგან გამოვარჩევ გია თოიძისა და მის ჯგუფ „წერილის“ (1990-იანებში ამ ჯგუფს „ამორალი“ ერქვა) სიმღერას „ზამთარი 97“, რომლის მუსიკასა თუ ტექსტში კარგად იგრძნობა იმ ათწლეულის განწყობა.
მეორე სიმღერა დადა დადიანისა და მისი „ტაქსის“ სიმღერა „ზამთარია“, რომელზეც უკვე დავწერე „მატარებელში საკითხავისთვის“, როდესაც ჩემი სტატია ქართულ სოციალურ მუსიკას მიეძღვნა. ყოფიერი ტკივილითაა გაჯერებული ჯგუფ „მაგნიტური დღის“ ძალიან კარგი სიმღერა „26-ე ზამთარი“. თანამედროვე სიმღერებს შორის, ერეკლე დეისაძის სამწუთიანი სიმღერა „ზამთარი“ მინდა ვახსენო. „სანამ ზამთარი შეღებავს ქალაქს, ტყვიით დაფარულ მიწას ირეკლავს ცა, ჩვენი ბავშვობა ომიდან გვეძახის, ისევ გიმარცვლავ ტკივილს და შენთან ვარ“ – არც ერეკლეს „ზამთარია“ მხოლოდ პეიზაჟური ან რომანტიკული სიმღერა.
მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე 1980-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩართული ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში. ისეთებში, როგორებიცაა ჯგუფი „სახლი“, Georgian Dance Empire და სხვა. ბევრს ახსოვს ბიბის და სერგი გვარჯალაძის სიმღერა „გაგივლის“. უკვე 7 წელია, რაც ბიბი ნიუ იორკში ქმნის საკუთარ მუსიკას და სწორედ ერთ-ერთი ასეთი ზამთრის კომპოზიციით მინდა დავასრულო ჩემი სტატია. ამ კომპოზიციას ეწოდება „ჩამეხუტე, სანამ ყველაფერი დასრულდება“ (Hug Me Before It's Over), რომლის მოსმენა და ნახვაც „იუთუბ“ არხზე შეგიძლიათ.
ალბათ დამეთანხმებით, ხელოვნებაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თითოეული ნაწარმოები ავტორის პირად გამოცდილებას ეფუძნება, შემდეგ კი, გამოქვეყნებისას, მსმენელის – საბოლოო ადრესატის ცხოვრების ნაწილად, უაღრესად პირადულ კუთვნილებად იქცევა, რადგან, ამ ნაწარმოების გაცნობისას ხელოვნების მოყვარული საკუთარ ასოციაციებს იჩენს. ამ სტატიის მიზანიც ზამთრის სეზონის რამდენიმე ნიმუშის გახსენება იყო, რომელსაც საკუთარ მოგონებებს და ფიქრებს მიადევნებთ და ამით უფრო ძვირფასს გახდით. ეს პროცესი იმას გავს, მზით განათებულ ოთახში მეგობრებს რომ კრისტალს, ან რაიმე ფერად თვლებს აჩვენებ. ისინი უამრავ ფერად აელვარდება და ოთახში მყოფებს სხვადასხვა რამეს გაახსენებს, ან მომავალში დასაბადებელ მოგონებებს დაედება საფუძვლად. შევეცადე მხიარულ ფერებთან, დღესასწაულის მოლოდინთან და ბედნიერებასთან ერთად განმარტოება, გარინდება, სევდა, სიცივე და უიმედობაც დამენახვებინა. ზამთარი ისეთი დროა, ყველაფერი უხდება.
ჟურნალი „მატარებელში საკითხავი“ #14 ზამთარი, 2020 წელი
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com2თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709599999998341.3359497 44.181649499999985 42.0943257 45.472542499999982tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-60317262164537339532019-12-25T18:29:00.000+04:002020-04-28T15:48:50.970+04:00The BearFox-ის ახალი ათწლეულის ალბომი „გამოიდარებს“ – სიმშვიდით დაძაბული რეალობის წინააღმდეგ
ესეც ასე: 2010-იანი წლების დასასრული მოახლოვდა. სულ მალე 2020-იანებში შევაბიჯებთ. ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული ათწლეულის ეიფორია ისევ ცხადად იგრძნობა. უკიდურესად პოლარიზებული ქვეყანა ერთმანეთზე გადაკიდებული პოლიტიკური ძალების და კლანების დაპირისპირების არენადაა ქცეული, რომლითაც მედია საზრდოობს და ისედაც დაშინებულ სოციალურად შეჭირვებულ მომხმარებელს კიდევ უფრო გულს უხეთქავს.
სწორედ ამ პერიოდში, 2013 წელს, შეიქმნა დუეტი The BearFox, რომლის სადებიუტო ალბომი მინდა გაგაცნოთ. მისი წევრები და დამაარსებლები არიან „დათვი“ – ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილი და „მელა“ – მებო ნუცუბიძე. დროთა განმავლობაში ჯგუფს სხვა ინსტრუმენტალისტებიც დაემატნენ, რომლებიც ძირითადად კონცერტებში მონაწილეობენ.
დათვისა და მელას დუეტმა 2014 წელს გამოუშვა ინგლისურენოვანი, ძალიან მელოდიური 5-სიმღერიანი მინიონი (იგივე EP) Holding You, რომელიც მსმენელს მაშინვე მოეწონა. ჯგუფის პირველი ალბომიც თავისი სიმშვიდით თითქოს საერთოდ ამოვარდნილია იმ რეალობიდან, რომელშიც იქმნებოდა და იწერებოდა. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ თავად დუეტის წევრი იტყვის.
დუეტის შემოქმედებაში იგრძნობა როგორც ექსპერიმენტული ინდის, ისე პოსტ-როკის, პოპ-როკის და პროგრესივ-როკის ელემენტებიც, რომელიც ძალიან კარგადაა არანჟირებული. ამას თან ერთვის მებო ნუცუბიძის მსუბუქი და ჰაეროვანი ხმა. ახალი ალბომი „გამოიდარებს“ მუსიკალურ საიტებზე: Spotify, Deezer, Apple Music, Amazon Music 2020 წლის 6 იანვარს გამოჩნდება.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომი მართლმადიდებლური შობის წინა დღით გამოდის, მას საშობაოს ვერ დავარქმევთ. ალბომში სულ 10 კომპოზიცია შევიდა. „გამოიდარებს“ ექსპერიმენტული ნამუშევარია თუნდაც იმ მხრივ, რომ დღემდე ამ დუეტს ყველა იცნობდა, როგორც ინგლისურენოვანს. ახალი ალბომი კი მთლიანად ქართულენოვანია. ამაზე მიგვანიშნებდა ტელეგადაცემა „აკუსტიკაში“ ნამღერი „ნუ გამწირავ“ და ჯგუფის YouTube-ის ოფიციალურ არხზე გავრცელებული აუდიოვერსიები სიმღერებისა – „ოღონდ შენ იყავი“ და „ისევ“. ეს უკანასკნელი ახალ ალბომში არ შესულა.
ალბომი „გამოიდარებს“ იხსნება მეტად მძიმე და ბგერებით დახუნძლული წუთნახევრიანი „პროლოგით“, რომელიც თითქოს ზუსტად აღწერს, როგორი იყო გასული ათწლეული. მას მოსდევს მსუბუქი „ნათელ დღეებს“, რომლის გზავნილიცაა „იცი რომ ხვალ, ისევ გაჩნდება გზა, ისევ გამოვა ხვალ, რასაც ვერ გრძნობდი დღეს“. სიმღერის ბოლო ისევ საკმაოდ მძიმდება გიტარით და დასარტყამებით. „ოღონდ შენ იყავი“ მსმენელისთვის უკვე ნაცნობი სიმღერაა. ესაა სიმღერა-ვედრება მეტად ატმოსფერული არანჟირებით.
„ნუ გამწირავ“ პოსტ-როკის საუკეთესო ტრადიციებშია არანჟირებული თავისი ორ-სამ ნოტზე ამოჩემებული საგიტარო რიფებით, რის გამოც, შეიძლება, ისლანდიური „სიგურ როსიც“ კი მოგაგონდეთ. კომპოზიაზე „ვინ შემიფარებს“ ჯგუფმა პირველი ოფიციალური ანიმაციური ვიდეო გადაიღო, რომლის ავტორიცაა გურიკა ჩოხელი.
„ინტერლუდია“ არის 38-წამიანი ჩანართი, სადაც ისმის მაგნიტოფონში აუდიოკასეტის მოთავსების ხმა და ფორტეპიანოს ხმები. იგი გრძელდება შემდეგ კომპოზიციაში „ყოველთვის ახსოვს“, რომელიც მეტად მელოდიური ვალსია. სიმღერის მიხედვით გადაღებული ვიდეოს ავტორია თემო კვირკველია.
სიმღერა „ზღვა“ გამორჩეული სიმღერაა, რომელიც გამოსავლის ძიებაზეა. მასში არის ტექსტი: „ვეძებ ბნელში გზებს, სიგიჟის საზღვრებში“. მას მოსდევს „მაინც გიმღერებ“, რომლის მოსმენისას მე 1980-იანი წლების ჯგუფი „ა-ჰა“ გამახსენდა. მებოს დამამშვიდებელმა ხმამ ამ შესანიშნავი ნორვეგიული ბენდის მომღერლის, მორტენ ჰარკეტის ვოკალი შეიძლება მოგაგონოთ.
ალბომის მთავარი სიმღერაა „გამოიდარებს“, რომელიც დადებითი ენერგიით და იმედითაა სავსე. სიმღერას ძალიან ალამაზებს გუნდი. გუნდი თემას ასრულებს ალბომის ბოლო ბილიკშიც, რომელსაც „ეპილოგი“ ჰქვია. ეს თბილი სიმღერა შობის და ახალი წლის დღეების მყუდრო განწყობითაა გაჟღენთილი.
ყველა სიმღერის, ტექსტის და არანჟირების ავტორია The BearFox. საერთო ჯამში, „გამოიდარებს“ ატმოსფერული, ჰაეროვანი, სასიამოვნოდ მოსასმენი და ერთგვარად გლობალური ალბომიცაა, რომლის მოსმენასაც სიამოვნებით ვურჩევ ყველა ეროვნების და ასაკის ადამიანს. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „გამოიდარებს“ ახალი 2020-იანი წლების ათწლეულის პირველი ქართული ალბომია.
ალბომზე მუშაობის პროცესის შესახებ ვესაუბრე დუეტის ერთ-ერთ წევრს, მის დამაარსებელსა და მომღერალს, მებო ნუცუბიძეს.
– მებო, რამდენი ხნის განმავლობაში და სად იწერებოდა ალბომი „გამოიდარებს“?
– ალბომის ჩაწერა 2019 წლის ივლისში დავიწყეთ. იწერებოდა სახლის სტუდიებში – ჩემთან და ბეთხოსთან. რაღაც ნაწილს მე ვიწერდი, რაღაცას – ბეთხო და მერე ვიკრიბებოდით ჩემთან და სიმღერებს საბოლოო სახეს იქ ვაძლევდით. ჩემს სახლში, ბიბლიოთეკის ოთახში სტუდია მოვაწყვე და წიგნების გარემოცვაში ჩაიწერა ეს ალბომი.
– თქვენ ორის გარდა ვინ მონაწილეობდა კიდევ ალბომის ჩაწერაში?
– სტუდიაში ძირითადად ბეთხო და მე ვმუშაობთ, თუმცა ზოგჯერ ჩვენი საკონცერტო შემადგენლობის მუსიკოსებიც გვეხმარებიან. მაგალითად, პირველ სამ სიმღერაში უკრავს გიტარისტი ჟორჟ გელაშვილი. სიმღერაში „ნუ გამწირავ“ ბასის პარტია ჩვენმა ბასისტმა დათო გოგისვანიძემ შეასრულა, ხოლო ბოლო სიმღერებში „გამოიდარებს“ და „ეპილოგის“ ჩაწერაში გუნდი „თუთარჩელა“ დაგვეხმარა. ჩვენ ამ გუნდს რუსთავში ჩავაკითხეთ და იქ ჩავწერეთ. ალბომს თავიდან ცოტა მძიმე თემით ვიწყებთ და მერე თანდათან უფრო იმედიანი ხდება. ბოლო სიმღერებიც უფრო ნათელი და პოზიციურია, რაც ბუნებრივად მოხდა.
– თქვენ მსმენელი გიცნობდათ, როგორც ინგლისურენოვან დუეტს. რატომ გადაწყვიტეთ ქართულ ენაზე სიმღერა?
– სასიმღერო ენა ქართულზე რომ შევცვალეთ, თითქოს მუსიკაც შეგვეცვალა. მე და ბეთხო უკვე 6 წელია ერთად ვაკეთებთ მუსიკას და გვაქვს მთავარი პრინციპი, რომ ვიყოთ ბუნებრივები. რა იდეაც კი თავში მოგვდის, ეგრევე ვცდილობთ ისინი მუსიკაში გადავიტანოთ.
მაგალითად, ამ ალბომში შესული ერთი სიმღერა „მაინც გიმღერებ“ გულახდილად რომ გითხრა, სადღაც 20 წუთში გაკეთდა. მე ჩემს ოთახში ამ სიმღერის ვოკალი და კლავიშები ჩავწერე და ბეთხოს გადავუგზავნე. დაახლოებით 10 წუთში ბეთხომ მითხრა, აი, რა გავაკეთე და ნახეო. მოვისმინეთ და მივხვდით კარგი იყო, აღარ გაგვირთულებია. მსგავსი რამ მოხდა ენასთან დაკავშირებითაც.
ადრე იმიტომ ვმღეროდი ინგლისურად, რომ ემოციები, ფრაზები და იდეები თავში ამ ენაზე მომდიოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ, თუნდაც დღეს, ქართულის გარდა ვერც ერთ ენაზე ვეღარ ვმღერი. ეს ბუნებრივად მოხდა. ცოტა შემეშინდა, ასე რომ მოხდა, რადგან ნახევარზე მეტი სიმღერა ინგლისურად მაქვს დაწერილი. რა თქმა უნდა, ინგლისურადაც შემიძლია, მაგრამ უფრო მეტ სიამოვნებას მშობლიურ ენაზე სიმღერა მანიჭებს. თან უფრო ნათლად შემიძლია ვთქვა რაღაცები ტექსტებითაც.
– „ინტერლუდიაში“ კარგად ისმის აუდიოკასეტის მაგნიტოფონში ჩადების ხმა. ხომ არ აპირებთ კასეტებზე ალბომის გამოშვებას?
– სხვათა შორის, ეგ იდეა გვქონდა. ბოლო დროს ბეთხო განსაკუთრებით გადაეშვა ძველი კასეტების ჟღერადობებში. ალბომშიც, ზოგიერთი ინსტრუმენტი კასეტაზე გადავწერეთ, რათა რეტრო ხმა მიგვეღო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ხმის მისაღებად მილიონობით საშუალება არსებობს კომპიუტერულ პროგრამებში.
ყველა მაგნიტოფონს თავისებური ხმა აქვს, რომელიც ზოგჯერ სიმღერის ხასიათისკენ, ჟღერადობისკენ და არანჟირების მიმართულებისკენ გიბიძგებს. ალბომის „პროლოგი“ მთლიანად კასეტაზე ჩავწერეთ. რაც შეეხება ფიზიკურ მუსიკალურ მატარებელს, 6 იანვარს ალბათ არა, მაგრამ მომავალში ალბომი CD-ს სახით შეზღუდული რაოდენობით მაინც გამოვა. არ არის გამორიცხული, ალბომი კასეტებზეც გამოვცეთ, ასევე შეზღუდული რაოდენობით.
– მიუხედავად იმისა, რომ ერთიანობაში მშვიდი და საკმაოდ ჰარმონიული ალბომია, მასში მაინც იგრძნობა რეალობის ზეგავლენა. რა გზავნილია „გამოიდარებს“? ვისთვისაა განკუთვნილი?
– ეს არ არის განკუთვნილი მხოლოდ ახალგაზრდებისთვის. მე და ბეთხოს მიგვაჩნია, რომ ჩვენ მუსიკას თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვის ვქმნით. ამბობენ ხოლმე, მუსიკოსი თავისთვისაა და რეალობა ცალკე არსებობს. ეს აბსურდია.
მუსიკოსი საკუთარ მუსიკას იქიდან გამომდინარე აკეთებს, თუ სად, რა გარემოში ცხოვრობს. ჩვენ ყველას რთული პერიოდები გვაქვს ცხოვრებაში, ჰოდა, ამ ალბომის კონცეფციაც სწორედ გამოსავლის ძიებაა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის გზა, რომელიც ამ ცუდი რეალობიდან გამოგვიყვანს.
ჩვენთვის ეს გზა ჩვენივე მუსიკაა. ყველა პრობლემას, რაც გვამძიმებს, გვაღიზიანებს, რაზეც ვბრაზობთ, საკუთარ თავში, ზოგჯერ სიგიჟის ზღვარზე ჩვენივე მუსიკით ვებრძვით უკეთესი მომავლისთვის. ჰოდა, გვინდა ეს სხვებსაც გავუზიაროთ.
– მიუხედავად იმისა, რომ ალბომში შიგადაშიგ მუსიკა ხანდახან ცოტათი მძიმდება კიდეც, საერთო ჯამში მთელი ნამუშევარი მშვიდია. მებო, საიდან მოდის ეს სიმშვიდე, თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენ ირგვლივ საკმაოდ დაძაბულ რეალობას?
– მინდა გითხრა, რომ ეს სიმშვიდე ჩვენი იარაღია. ესაა ერთადერთი რამ, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავუპირისპირდეთ სწორედ იმ დაძაბულ რეალობას, რაც ირგვლივაა. თუ ჩვენ ამ არეულობას, ბოროტებას და სიგიჟეებს იგივენაირად დავუპირისპირდებით, ჩვენ აუცილებლად დავმარცხდებით. ამიტომ ჩვენი იარაღია სწორედ სიმშვიდე. ჩვენ სიმშვიდით ვებრძვით სიძნელეებს. სწორედ ამიტომაცაა ალბომი მშვიდი, მიუხედავად იმისა, რომ მასში ტექსტობრივადაც და მუსიკალურადაც გვაქვს სიმძიმეებიც.
– ალბომის გაფორმება ვისია?
– ეს ხედი ჩანს იმ ბიბლიოთეკის ოთახის ფანჯრიდან, სადაც ალბომი იწერებოდა. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ბეტონის ჯუნგლებში, სადაც ირგვლივ მხოლოდ ნაცრისფერი კორპუსებია. ისინი არ აჩენენ უკეთესი ცხოვრების, ან მომავლის რწმენას, მაგრამ ამ კორპუსებში შეიძლება ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთა შინაგანი სამყაროები ძალიან ფერადი, ლამაზი და უკეთესი მომავლის იმედითაა სავსე. ფოტოზე ამ კორპუსების თავზე მონაცრისფრო ცაა, მაგრამ ჩანს ნათელი ზოლიც, რომელიც მზის ამოსვლაზე მიგვანიშნებს. ისე კი, ეს ფოტო ჩემი გადაღებულია. შემდეგ ჩვენი მეგობარი ქეთი დაგვეხმარა, რომელმაც ეს ფოტო ალბომის გაფორმებად გადააქცია.
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709641.3359497 44.1816495 42.0943257 45.472542499999996tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-8561728865905331202019-08-21T20:18:00.001+04:002023-02-06T12:39:30.085+04:00„წამოყევი „ა“ მატარებელს“
რკინიგზის მუსიკა
რკინიგზა და მატარებელი განსაკუთრებით მიყვარს ტრანსპორტის სახეობებს შორის. თითქმის ყოველთვის მისი ხმა მუსიკასთან და სხვადასხვა რიტმთან ასოცირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მატარებელი ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური სატრანსპორტო საშუალებაა. მის ლიანდაგებზე მოძრაობას აქვს სხვადასხვა რიტმი და ტემპი, რაც მუსიკის განუყოფელი ნაწილია. სხვათა შორის, რკინიგზის სკოლაში ვსწავლობდი (იყო ასეთი სკოლებიც საქართველოს სსრ-ში), რომელიც სადგურთან ახლოს იყო და ხშირად გაკვეთილებზეც ისმოდა იქ ჩამომდგარი თუ დაძრული თბომავლების თუ ელმავლების საყვირის ხმები. ამ სტატიაში მინდა მატარებელი უშუალოდ დავუკავშირო მუსიკას და ჩემი საყვარელი კომპოზიციებიც გაგაცნოთ.
მე-19 საუკუნეში დიდი ინდუსტრიული რევოლუციის დროს რკინიგზა მასობრივი გადაადგილების საშუალება გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან იგი უამრავი ხელოვანის შთაგონების წყაროდ იქცა, როგორც კაცობრიობის დიდი წინსვლისა და სიახლის სიმბოლო. ხელოვნების სულ ახალი დარგის – კინემატოგრაფიის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებიც კი რკინიგზას უკავშირდება. ძმებმა ლუმიერებმა 1896 წელს გადაიღეს 48-წამიანი ფილმი – „მატარებლის შემოსვლა ლა-სიოტას სადგურში“, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა და ადამიანებზე უზარმაზარი, შოკური ეფექტი მოახდინა. რკინიგზით შთაგონებულებს შორის, რაღა თქმა უნდა, მუსიკოსებიც იყვნენ. მატარებლის სიჩქარე, რიტმი და ტემპი, ბუნებრივ ხმებთან ერთად, ნიჭიერ კომპოზიტორებს საინტერესო მუსიკალური ნაწარმოების შექმნისთვის შთააგონებდა.
იოჰან შტრაუს I (მამა)
დავიწყოთ კლასიკური მუსიკით. კომპოზიტორები ხშირად მგზავრობდნენ მატარებლით და მგზავრობის დროს შესანიშნავ მუსიკასაც წერდნენ ხოლმე. თუმცა მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც დიდი ინდუსტრიული რევოლუციის ამ მონაპოვარს სულაც არ უყურებდნენ მოწყალე თვალით. ცნობილ გერმანელ კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერს ძალიან არ უყვარდა მატარებლით მგზავრობა. გერმანელი ფელიქს მენდელსონი კი რკინიგზაზე მგზავრობას „ნერვების აგონიას“ უწოდებდა. საბედნიეროდ, ისტორიამ არაერთი კომპოზიტორი და მუსიკოსი შემოინახა, რომელთაც ძალიან უყვარდათ მატარებელი და შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილიც დაუთმეს მას. რამდენიმე მათგანს ახლა გავიხსენებ.
იოჰან შტრაუს I-მა 1836 წელს დაწერა Eisenbahn-Lust Waltz („რკინიგზით აღტაცების ვალსი“). ამ ნაწარმოებით აღინიშნა ვენიდან ჩეხეთის ქალაქ ბრეცლავთან დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზის გახსნა. ნაწარმოები იწყება და მთავრდება ორთქლმავლის ლოკომოტივის ხმებით. იგი პირველია შტრაუსების ოჯახის კომპოზიტორი წევრების (რომელთა შორისაც მამა და სამი შვილი შედიოდა) მიერ ამ თემაზე შექმნილი რამდენიმე ნაწარმოებიდან. „ვალსების მეფედ“ წოდებულმა შვილმა იოჰან შტრაუს II-მ რკინიგზას ცნობილი Vergnügungszug Polka, op. 281 („სასეირნო მატარებლის პოლკა“) მიუძღვნა.
მუსიკის ახალ ლექსიკონში რუს კომპოზიტორ მიხეილ გლინკას ნაწარმოები „მოგზაურობის, ანუ მატარებლის სიმღერა“ აღწერილია, როგორც სავარაუდო პირველი სიმღერა რკინიგზის შესახებ. გლინკამ სიმღერა მისი მეგობრის, ნესტორ კუკოლნიკის ტექსტზე 1840 წელს შექმნა. სიმღერის სიტყვები ასეთია: „მატარებელი სწრაფად მიიწევს წინ სოფლის გზაზე, ის ქარზე უფრო თავისუფალია“. მუსიკაც შესაბამისი ტემპით, სტაკატოებით და რიტმითაა წარმოდგენილი.
ჰექტორ ბერლიოზი
ფრანგ კომპოზიტორ ჰექტორ ბერლიოზს „რკინიგზის სიმღერა“, ანუ დიდი კანტატა ტენორისა და გუნდისთვის კომპანია „ჩრდილოეთის რკინიგზამ“ შეუკვეთა. ნაწარმოები 1846 წლის ივნისს პარიზი-ლილი-ბრიუსელის სარკინიგზო ხაზის გახსნაზე შესრულდა. იმ დროისთვის ბერლიოზი ახალი დაბრუნებული იყო ევროპის დამქანცველი ტურნედან, რომელშიც მან დილიჟანსით იმგზავრა, ამიტომ ამ შეთავაზებას სიხარულით დათანხმდა და სამუშაო რამდენიმე დღეში დაასრულა. ნაწარმოები შესრულდა 1975 წელს ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლში სტოკჰოლმის და დარლინგტონის რკინიგზის 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე, აგრეთვე, 1994 წელს, „ევროსტარის“ (სარკინიგზო მომსახურება, რომელიც დიდ ბრიტანეთს ლა-მანშის გვირაბით კონტინენტურ ევროპასთან აკავშირებს) მომსახურების გახსნის ცერემონიაზეც. ცნობილი ჩეხი რომანტიკოსი კომპოზიტორი ანტონინ დვორჟაკი ფაქტობრივად პროფესიონალი თრეინსპოტერი (ადამიანი, რომელიც მატარებლების ყურებითაა გატაცებული) იყო. მას ძალიან უყვარდა პრაღის ფრანც-იოზეფის სადგურზე მისვლა და ლოკომოტივის ინჟინრებთან საუბარი. ეს გატაცება მუსიკაში არასდროს გამოუხატავს, სანამ 1930 წელს შექმნილი მისი პოპულარული „იუმორესკა ნომერი 7“-ის მელოდია 1930-იან წლებში არ დაადეს მგზავრობის თანმხლები დისკომფორტის აღმწერ მოწოდებას: „მგზავრებო, თავი შეიკავეთ ტუალეტის ჩარეცხვისგან, როცა მატარებელი ადგილზე დგას“.
მოგეხსენებათ, ბლუზი და ჯაზი მე-19 საუკუნეში ჩაისახა აშშ-ში. ეს მუსიკა სამხრეთ შტატების ბამბის პლანტაციებში მომუშავე აფროამერიკელმა მონებმა დაამკვიდრეს. ბლუზმა აკადემიური სახე მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღო, ისევე, როგორც ჯაზმა. ყოფილი მონები ფერმებიდან დიდ ქალაქებში მიდიოდნენ, ისინი რასობრივ შევიწროვებას გაურბოდნენ. სამხრეთში ჯაზის ცენტრად ქალაქი ნიუ ორლეანი მიიჩნეოდა. ბლუზისა და ჯაზის მუსიკოსების ნაწილი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ დაიძრა. მუსიკოსები გზადაგზა ლუკმაპურის საშოვნელად მღეროდნენ და მსმენელს საკუთარ სატკივარს უზიარებდნენ. უკრავდნენ ყველგან – პატარა ქალაქების ქუჩებსა თუ სატვირთო მატარებლების ვაგონებში, რომლებსაც ისინი გადასაადგილებლად იყენებდნენ, რათა მგზავრობაში ფული არ დაეხარჯათ. სამხრეთიდან გამოქცეული მუსიკოსები ჩრდილოეთის დიდ ქალაქ ჩიკაგოში ჩავიდნენ. სწორედ ამ ქალაქში შეიქმნა ბლუზის ჩიკაგოს სკოლა და ჯაზის ცენტრიც გახდა. ბლუზმენებმა და ჯაზის მუსიკოსებმა კი ძალიან შეიყვარეს რკინიგზა, რომელთაც არაერთი სიმღერა თუ კომპოზიცია მიუძღვნეს.
დიუკ ელინგტონი
უპირველესად ვახსენოთ ლეგენდარული დიუკ ელინგტონი, რომელიც ამერიკაში მიიჩნევა, როგორც ჯაზმუსიკოსად, ისე კლასიკურ კომპოზიტორად. მან მატარებელს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა. ყველაზე ადრეულია Choo Choo, რომელიც კომპოზიტორმა 1924 წელს დაწერა. შესანიშნავია 1933 წელს შექმნილი Daybreak Express („განთიადის ექსპრესი“), რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს კომპოზიტორისა და ზოგადად ჯაზის ორთქლმავლურ ხასიათს. საინტერესო ნაწარმოებია Track 360, რომელიც მუსიკოსმა 1958 წელს შეთხზა. თუმცა მის შემოქმედებაში ყველაზე გამორჩეულია Take The 'A' Train, ანუ „წაჰყევი „ა“ მატარებელს“. ეს არაა მხოლოდ ელინგტონის დაწერილი ჯაზის სტანდარტი, თუმცა უპოპულარულესი სწორედ მისი არანჟირების წყალობით გახდა. მისი თემა ბილი სტრეიჰორნმა მოიფიქრა და 1939 წლიდან დიუკ ელინგტონის ორკესტრის საფირმო კომპოზიციად იქცა. სათაური აღნიშნავს იმ პერიოდისთვის ახლად შემოღებულ მეტროს ხაზს, სახელწოდებით A, რომელიც მთელს ნიუ-იორკს კვეთდა: იწყებოდა აღმოსავლეთ ბრუკლინიდან, გრძელდებოდა ჰარლემში და ბოლოს ჩრდილოეთ მანჰეტენზე გადიოდა. ელინგტონმა სტრეიჰორნს თავის ორგანიზაციაში მუშაობა შესთავაზა და დაუფარა პიტსბურგიდან ნიუ-იორკამდე მგზავრობის ხარჯი. დიუკმა ბილს ფურცელზე დაუწერა, როგორ უნდა მისულიყო მეტროს მატარებლით მის სახლამდე. ფურცელზე პირველი წინადადება იყო: „წამოჰყევი „ა“ მატარებელს“. სტრეიჰორნი ამბობდა, რომ სწორედ ფურცელზე დაწერილი ელინგტონის ეს ფრაზა გახდა მისი შთაგონების წყარო. 1944 წლიდან Take The 'A' Train სიმღერადაც გადაიქცა, რომელიც პირველად მისი ტექსტის ავტორმა გოგონამ, ჯოია შერილმა შეასრულა. მოგვიანებით სიმღერა ელა ფიცჯერალდმაც არაერთხელ იმღერა.
1942 წელს ხმისჩამწერ ინდუსტრიაში პირველი ოქროს ჰიტი გახდა გლენ მილერის ორკესტრის მიერ შესრულებული Chattanooga Choo Choo, რომლის სინგლიც 1 200 000 ცალი გაიყიდა და მილერი „ოქროს დისკით“ დაჯილდოვდა. სიმღერის პოპულარობა, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა 1941 წელს გამოსულმა ფილმმა „მზიური ველის სერენადა“. სიმღერის ავტორები არიან კომპოზიტორი ჰარი უორენი და პოეტი მაკ გორდონი. კომპოზიციის სათაურში მოხსენიებულია ქალაქი ჩატანუგა, რომელშიც აშშ-ის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლის მარშრუტების უმეტესობა გადიოდა. სიმღერაში ასეთი სიტყვებია: „ბოდიში, ეს ჩატანუგას მატარებელია? დიახ! 29-ე ლიანდაგი! გაქვთ ჩატანუგას მატარებლის ბილეთის საყიდელი ფული? დიახ, ბილეთი უკვე შევიძინე და ცოტა სახარჯო ფულიც მომრჩა. ოთხს რომ თხუთმეტი დააკლდება, პენსილვანიის სადგურიდან გახვალ. გაზეთს წაიკითხავ და უკვე ბალტიმორში ხარ. ვაგონ-რესტორანში სადილს მიირთმევ, დილით კი ლორით და კვერცხით უკვე კაროლინაში ისაუზმებ. სასტვენის ხმას რვაჯერ რომ გაიგონებ, იცი, რომ ტენესი უკვე აღარაა შორს. აბა, ჩაყარეთ მთელი ქვანახშირი, ტემპს ნუ შევანელებთ, ჩატანუგა, აი, მოვედით!“
1905 წელს გამოქვეყნდა ხალხური სიმღერის The Midnight Special-ის ტექსტი, რომელსაც შემდგომში ქანთრის, ბლუზის და როკის მომღერლებიც ასრულებდნენ. სიმღერას სამხრეთის შტატებში მღეროდნენ პატიმრები. მისი შინაარსი ერთგვარი ლეგენდაა, რომლის თანახმადაც ციხიდან პირველად მას გაათავისუფლებდნენ, ვინც შუაღამის სპეციალური რეისის (Midnight Special) შუქს დაინახავდა. განსაკუთრებით პოპულარული გახადა სიმღერა 1934 წელს სახელგანთქმული ამერიკელი ბლუზმენის, ლედბელის ვერსიამ. 1960-იანებში კი The Midnight Special ჯგუფმა Creedence Clearwater Revival შესანიშნავად შეასრულა.
არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩიკაგოს ბლუზის სკოლის დამაარსებელი მადი უოტერსის სიმღერა All Aboard („ყველანი გემბანზე“), რომელშიც ტუჩის ჰარმონიკით და სხვა ინსტრუმენტებით ოსტატურადაა გაცოცხლებული მატარებლის ორთქლმავლის და მისი საყვირის ხმები, ვაგონების მოძრაობის ტემპი და სხვა ნიუანსები. სიმღერის შინაარსიც, რა თქმა უნდა, მატარებელთანაა კავშირში. საოცრადაა გამუსიკებული მატარებლის ხმები The Doors-ის მიერ შესრულებულ სიმღერაში Mystery Train („იდუმალი მატარებელი“), სადაც ინსტრუმენტალისტების გარდა, მისი ვოკალისტი, ჯიმ მორისონიც ცდილობს, ხან მატარებლის საყვირის და ხან ლოკომოტივიდან ორთქლის გამოშვების ხმები გამოსცეს. სიმღერა ბლუზმენმა ჯუნიორ პარკერმა 1953 წელს სემ ფილიპსთან ერთად დაწერა. ავტორის და „დორსის“ გარდა ასრულებდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: ელვისი, ბობ დილანი, „ლედ ზეპელინი“, ბრიუს სპრინგსტინი, კარლ პერკინსი და სხვები.
როგორც შეამჩნიეთ, როკზე და თანამედროვე მუსიკაზე გადავდივართ. მით უმეტეს, ბლუზი ამის საშუალებას გვაძლევს. ამიტომ ახლა გავიხსენებ ლეგენდარული ჯიმი ჰენდრიქსის ასევე ლეგენდარულ სიმღერას Hear My Train A Comin' („უსმინე, როგორ მოდის ჩემი მატარებელი“), რომელიც ამერიკელმა გიტარისტმა და მომღერალმა 1967 წელს ჩაწერა. ეს შესანიშნავი კომპოზიცია სავსეა ყველაფერ იმით, რაც ჩვენ ჯიმი ჰენდრიქსის შემოქმედებაში მოგვწონს: ენერგიით, დრაივით, წნევით, დიდებული საგიტარო სოლოპარტიით... ტექსტი კი ასეთი აქვს: „მესმის, როგორ მოდის ჩემი მატარებელი, უსმინე, როგორ მოდის ჩემი მატარებელი, სადგურში ველოდები მატარებლის მოსვლას, წამიყვანე ამ მარტოსული ქალაქიდან, სამწუხაროა, რომ აღარ გიყვარვარ, გოგონა, სამწუხაროა, რომ შენმა ხალხმა გამომაგდო მე, ცრემლები თვალებს წვავს, ქვემოთ, ღრმად ჩემს სულში, ღრმად ჩემს გულს წვავს, სამწუხაროა, რომ აღარ გიყვარვარ, გოგონა, სამწუხაროა, რომ შენ და მე უნდა დავცილდეთ, მესმის, როგორ მოდის ჩემი მატარებელი, უსმინე, როგორ მოდის ჩემი მატარებელი“.
მატარებელზე დაწერილ ჩემს ფავორიტ სიმღერებს შორის უნდა გავიხსენო ძალიან მელოდიური Long Train Running („გრძელი მატარებელი მოდის“), რომელიც The Doobie Brothers 1973 წელს შეასრულა და მაშინვე ჰიტი გახდა. Long Train Running მგზავრობისას მოსასმენ ნებისმიერ ნაკრებს დაამშვენებს.
საუკეთესოა ამერიკელი მუსიკოსის, კომპოზიტორის, პოეტისა და მსახიობის ტომ უეიტსის Downtown Train („ქალაქის მატარებელი“), რომელიც მოგვიანებით ისეთმა მუსიკოსებმაც გადაამღერეს, როგორებიც არიან: როდ სტიუარტი, მერი კარპენტერი, Everything But The Girl, ბობ სიგერი და სხვები. აქვე ვახსენებ ტომ უეიტსის ავსტრალიელი სულიერი ნათესავის, ნიკ ქეივის სიმღერას The Train Song („მატარებლის სიმღერა“). 1990 წელს მომღერალმა, კომპოზიტორმა, პოეტმა, მწერალმა და მსახიობმა ნიკ ქეივმა თავის ჯგუფ Bad Seeds-თან ერთად ორსიმღერიანი სინგლი გამოუშვა, რომელშიც შევიდა: „ხომალდის სიმღერა“ და „მატარებლის სიმღერა“. მატარებელი არა მარტო როკის, არამედ ელექტრონული მუსიკის და თანამედროვე კლასიკის კომპოზიტორთა შთაგონების წყაროც გახდა. თავში პირველი ელექტრონული კომპოზიცია Love On A Real Train („სიყვარული ნამდვილ მატარებელზე“) მომივიდა, რომელსაც გერმანული ელექტრონული ჯგუფი Tangerine Dream ასრულებს. სიმღერის პირველი ვერსია 1984 წელს გამოვიდა, თუმცა გვიანი ვერსიებიც ძალიან კარგი მოსასმენია. ამ ნაწარმოებს შემიძლია მთელი დღე ვუსმინო და არ მომბეზრდება.
ასევე, ძალიან მომწონს ელექტრონული მუსიკის კლასიკოსი ჯგუფის, Kraftwerk-ის Trans Europa Express. კიდევ ძალიან ბევრი კომპოზიცია მახსენდება მატარებელზე, მაგრამ ყველას ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, ალბათ, რამდენიმე ვრცელი სტატია დაგვჭირდება.
საქართველოშიც ძალიან კარგი სიმღერები იწერებოდა მატარებლებზე. უპირველეს ყოვლისა, მახსენდება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტის, იგივე „გეპეის კვარტეტის“ სიმღერა „ექსპრესი წყალტუბო – ქუთაისი“, რომელიც 1950-იან წლებშია ჩაწერილი ლეგენდარულ „გეპეის ორკესტრთან“ (რომელსაც ზოგი „გეპეის ჯაზსაც“ უწოდებდა) ერთად. სიმღერა ორკესტრის ინსტრუმენტებით განსახიერებული ორთქლმავლის ისეთი ოსტატური ქშენით, სასიგნალო საყვირის ხმებით და დრაივით იწყება, გლენ მილერს რომ შეშურდებოდა.
კიდევ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „75“-ის ძალიან ცნობილ სიმღერა „ბაკურიანს“ გავიხსენებ, რომელსაც უჩა კორძაია მღეროდა. სიმღერაში ნახსენებია ბორჯომი – ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი მატარებელი, რომელსაც ხალხმა „გუგული“ („კუკუშკა“) შეარქვა: „თეთრი რელსები, მთიდან ვეშვები და „კუკუშკა“ მიგვაქროლებს წინ“. „გუგული“ მატარებელზე კიდევ ერთი საბავშვო სიმღერა გამახსენდა, რომლის ტექსტიც ასე ჟღერს: „ჩემო პატარა გუგულო, პატარა მატარებელო, მთელი ბორჯომის ხეობის გულის გამხარებელო“...
უჩა კორძაია (საქსოფონზე) და „ვია 75“
მიუხედავად იმისა, რომ ახალ საუკუნეში თანამედროვე მატარებელს უფრო განსხვავებული ხმა აქვს, ვიდრე ძველს, იგი კვლავ ბევრი მუსიკოსის შთამაგონებელია. თანაც მატარებელზე იმდენი სიმღერაა დაწერილი, არ გამოილევა. თქვენც გექნებათ თქვენთვის გამორჩეული კომპოზიციები. შეგიძლიათ თქვენს სმარტფონში მათ თავი ერთ საქაღალდეში მოუყაროთ და უსმინოთ მატარებლით მგზავრობისას. მე კი ბედნიერ და მუსიკალურ მგზავრობას გისურვებთ!
ჟურნალი „მატარებელში საკითხავი“ #13 ზაფხული, 2019 წელი
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709599999998341.3359497 44.181649499999985 42.0943257 45.472542499999982tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-24204344367567099612019-07-05T17:25:00.000+04:002019-12-02T17:47:42.461+04:00მოხეტიალე Soft Eject „ლისი ვანდერლენდზე“ მეგობრებს ეპატიჟება
1990-იანების გარიჟრაჟზე თბილისში შექმნილი Soft Eject ერთ-ერთი პირველი ქართული როკჯგუფი აღმოჩნდა, რომელმაც პოსტ-საბჭოთა სივრცე გაარღვია და საკუთარი შემოქმედება ევროპაში, გერმანიაში გაიტანა. ამის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ბენდი ცდილობს დასავლური სტანდარტებით იარსებოს – ჰქონდეს საკუთარი სტუდია და სარეპეტიციო, რაც 1990-იანებში ნებისმიერი ჯგუფის ოცნება იყო.
მახსოვს, სულ პირველად „სოფთების“ Please Just Carry On-ს აუდიო კასეტაზე მოვუსმინე (ახლობელმა ჩამირთო ისე, რომ არ მითხრა შემსრულებელი ვინ იყო) და დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრიტანულ ბენდს ვუსმენდი. შემდეგ მეგობარმა ამიხსნა, რომ ჯგუფის ყველა წევრი ქართველი იყო.
ამის დაჯერება ცოტა გამიჭირდა, რადგან 1990-იან წლებში ქართველები ცოტა სხვაგვარ რეპერტუარს ვუკრავდით. ეს კი საოცრად მელოდიური, მშვიდი, თბილი, ჰარმონიული და რაფინირებული მუსიკა იყო, თითქოს იმ სოციალური რეალობიდან ამოვარდნილი.
როკს უყვარს ლეგენდები და, მოდით, ჩვენც იმ ლეგენდით დავიწყოთ, რომ შორეული 1989 წლის ერთ მშვენიერ დღეს თბილისში მეგობრებისგან შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც შემდგომში Soft Eject ეწოდა. ესენი იყვნენ: გია ქარჩხაძე (გიტარა, ვოკალი), ოთარ ყარალაშვილი (გიტარა, ვოკალი), ირაკლი „პეჩო“ ჭელიშვილი (გიტარა, ვოკალი), ვახო ბაბუნაშვილი (ბასი, ვოკალი) და ნოდარ მანჩხაშვილი (დასარტყამები).
ლეგენდის მიხედვით, გია ქარჩხაძემ და ოთარ ყარალაშვილმა ერთმანეთი 14 წლის ასაკში გაიცნეს, როდესაც ქვიშხეთში დასასვენებლად ჩასულებმა შემთხვევით ერთად დაუკრეს მათ უსაყვარლეს ინსტრუმენტზე – გიტარაზე.
ისინი, რასაკვირველია, დამეგობრდნენ და ხშირად უკრავდნენ ერთად გიტარაზე. შემდეგ კი, უნივერსიტეტში სწავლისას, ბენდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. ვახო და პეჩო მათზე უმცროსები იყვნენ. გია ამბობს, რომ ჯგუფის წევრები პირველ რიგში მეგობრები არიან და შემდეგ უკვე მუსიკოსები.
სახელი Soft Eject ვახოს მოფიქრებულია და იგი ჩვეულებრივ აუდიო მაგნიტოფონთანაა დაკავშირებული, რომელსაც კასეტის რბილი გამოსაგდები ჰქონდა და ეწერა კიდეც Soft Eject. ლეგენდის მიხედვით, JVC-ს ფირმის მაგნიტოფონი, რომელიც 1989 წელსაც სტუდიაში იდო, დღესაც იქვეა და კარგადაც მუშაობს.
ბიჭებმა იმ პერიოდში რამდენიმე სიმღერა ჩაწერეს, მათგან ორი მაშინდელ რადიოშიც (FM სიხშირეები ჯერ კიდევ არ არსებობდა) კი დატრიალდა. 1990 წელს ბათუმში ფესტივალზე დაპატიჟეს და სიამოვნებით დაუკრეს.
თავიანთი შემოქმედებითი გზის დასაწყისში Soft Eject-ის წევრებისთვის შთამაგონებელი მუსიკა ჰქონდათ ჯგუფებს: „ბითლზი“, „ლედ ზეპელინი“, „პინკ ფლოიდი“, „იურაია ჰიპი“, ზოგადად – პროგრესივ-როკს. მერე ფოლკიც მოსწონდათ, – საიმონი და გარფანკელი.
უნდა ითქვას, რომ „სოფთებს“ გამოკვეთილი კომპოზიტორი და ვოკალისტი არა ჰყავს, თითქმის ყველა წერს და მღერის. გია ქარჩხაძე გვიყვება:
„სიმღერები ინდივიდუალურად იწერება, თუმცა გვაქვს ერთად შექმნილი ნაწარმოებებიც. ჩვენ ერთმანეთთან სახლებშიც ვუკრავდით. ამას რეპეტიციას ვერ დაარქმევ, ეს უფრო ერთად დაკვრაა. ამიტომ გვაქვს ასეთი კომპოზიციებიც. თუმცა, რაც დღემდე გამოგვიქვეყნებია და კონცერტებზე დაგვიკრავს, უფრო ინდივიდუალურად დაწერილი სიმღერებია.
ნოდარის გარდა ყველა ვწერთ. როცა ხუთნი ვიყავით, 4 ვოკალისტი და 4 კომპოზიტორი ცოტა ნამეტანი იყო. მერე ოთარი წავიდა, თუმცა მაინც ბევრნი ვართ. ვახო, პეჩო და მე საკუთარ სიმღერებს ვასრულებთ“.
1992 წელს Soft Eject გერმანიაში გაემგზავრა. როგორც გია ამბობს, ჯგუფი თავდაპირველად ქუჩებში დაეხეტებოდა და უკრავდა. დროთა განმავლობაში ჯგუფმა ევროპაში ფეხი მოიკიდა და უკვე ბარებში, კლუბებში თუ კერძო წვეულებებზეც იწვევდნენ. იყო შემთხვევა, როცა ეკლესიაში და წინასაარჩევნო პოლიტიკურ აქციებზეც კი დაუკრეს.
ევროპული ვოიაჟები 4 წელიწადი გაგრძელდა. ამ პერიოდში წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე გერმანიაში ჩადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, სადღაც თვე-ნახევრით ან ორი თვით რჩებოდნენ ხოლმე. ამ პერიოდში ჯგუფი ოთარ ყარალაშვილმა დატოვა.
1994 წელს კი უკვე კვარტეტად ქცეულმა „სოფთებმა“ გერმანიაში, კიოლნში სამი სიმღერა ჩაწერეს და კასეტაზე სინგლად გამოსცეს. ესენია: I’m On My Way (“გზაში ვარ”), A Dozing Day (“მთვლემარე დღე”) და Please Just Carry On (“გთხოვ, უბრალოდ განაგრძე”), რომელიც საქართველოში საყოველთაო ჰიტი გახდა.
1995 წელს ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, Please Just Carry On-ზე ვიდეოკლიპი გადაეღოთ. აღნიშნული სიმღერის მუსიკაცა და ტექსტიც Soft Eject-ის მაშინდელმა ვოკალისტმა პეჩომ შექმნა, რომელმაც ჩემთან საუბრისას თქვა:
„სიმღერა სადღაც 1994 წელს დავწერე და ჩემ ცოლს მივუძღვენი. ძირითადი თემა საქართველოში მოვიფიქრე, მაგრამ მას საბოლოო სახე გერმანიაში ყოფნისას უკვე ჯგუფის წევრებმა მივეცით. კომპოზიცია საკმაოდ სწრაფად ჩავწერეთ, რადგან სტუდიაში დროში შეზღუდულები ვიყავით. ვიდეოს გადაღებას საერთოდ არ ვფიქრობდით“.
პეჩოს და ჯგუფის სხვა წევრებს არ ეგონათ, კომპოზიცია ჰიტი თუ გახდებოდა. ბიჭებს არც ის მოლოდინი ჰქონიათ, რომ Please Just Carry On-ს საქართველოში საახალწლო და საშობაო ხასიათი ექნებოდა. სიმღერამ ზამთრის მთავარი დღესასწაულების განწყობა, სავარაუდოდ, მისი ვიდეოდან გამომდინარე შეიძინა, რომელშიც ჩანს თოვლი, ბუხარი, სახლის სითბო და სიმყუდროვე.
ვიდეო 1995 წლის მარტში გადაიღეს. კლიპის სცენარი ჯგუფის ყველა წევრმა ერთად მოიფიქრა და შემდეგ ქუცნა ამირეჯიბმა გადაიღო. ვიდეოს გადასაღებად ძვირფასი კინოფირი ბიჭებს მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა აჩუქა.
2001 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ოფიციალური ალბომი Wanderer („მოხეტიალე“), რომელშიც შევიდა გერმანიასა და თბილისში ჩაწერილი კომპოზიციები. ამ დროისთვის ჯგუფში 7 მუსიკოსი უკრავდა. ვახოსთან, გიასთან და ნოდართან ერთად ჯგუფს დაემატნენ: ანა სიხარულიძე (აკორდეონი), სანდრო ნიკოლაძე (ფლეიტა, ლირა), ემზარ ბურდული (ვალტორნა) და გიორგი კობახიძე (აკუსტიკური და ელექტროგიტარა).
ამ მუსიკოსებთან ერთად „სოფთებმა“ ჯერ 2002 წელს ორსიმღერიანი საშობაო სინგლი Night გამოსცეს, შემდეგ 2003 წელს – Nine Mountains Away, რომელიც ინსტრუმენტული, ექსპერიმენტული ალბომია და ფოლკლორის და პროგრესივ-როკის ნაზავს წარმოადგენს.
ამ წლებში ჯგუფმა მანჩესტერის ფესტივალზე და ბრიტანულ ტურნეში დაუკრა. ამის შემდეგ ცოტა ხანში ბენდი დაიშალა.
Soft Eject, როგორც მელომანები ვამბობთ ხოლმე, „ოქროს შემადგენლობით“ (პეჩო, გია, ვახო და ნოდარი) 2017 წელს აღდგა და Tbilisi Open Air-ზეც დაუკრა. ამის შემდეგ ჯგუფი ბევრს მუშაობს, იწერს ალბომს და 6 ივლისს თავისი ერთგული მსმენელისთვის „ლისი ვანდერლენდში“ დიდ სიურპრიზს, წვეულებას აწყობს სახელწოდებით „ზაფხულის დღის სიზმარი“.
წვეულებაზე რამდენიმე საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. პირველ რიგში, გაიმართება წიგნის, „მაწანწალას“ პრეზენტაცია. მასში ჯგუფის სიმღერების ტექსტების გარდა, შესულია პეჩოს ჩანაწერებიც, რომლებსაც იგი ჯგუფის ევროპაში პირველი ტურნეს დროს აკეთებდა.
წიგნს მოჰყვება „სოფთების“ პირველი ალბომის, Wanderer-ის ახალი განახლებული CD. პრეზენტაციაზე ჯგუფი იმ ძველ რეპერტუარს შეასრულებს, რომელსაც ისინი პირველ კონცერტებზე უკრავდნენ. მოგვიანებით კი სოფთები დიდ სცენაზე უკვე საკუთარ სიმღერებს წარმოადგენენ.
გვიან ღამით დაგეგმილია ჯგუფის ჰიტის, Please Just Carry On-ის კლიპის ახალი ვერსიის გადაღება. ამ წვეულების და ზოგადად, ჯგუფის გეგმების შესახებ „სოფთების“ ერთ-ერთ დამაარსებელს, გია ქარჩხაძეს ვესაუბრე.
„– გია, სადღაც 12 წელი გაჩერებული იყავით და შარშანწინ, მოულოდნელად, ისევ აღადგინეთ ჯგუფი, კლასიკური შემადგენლობით. როგორ მოხდა ეს?
– ეს უცბად არ გადაგვიწყვეტია. ორი წელი ნელ-ნელა მივდიოდით აქეთკენ. მუსიკა ძალიან ძლიერი რამაა. 10 წლის პაუზის შემდეგ სტუდიაში გიტარა ავიღე ხელში და სულ გადამავიწყდა, რას ვაკეთებდი, თუნდაც ის, რომ გამომცემლობა მქონდა. ეს ყველაფერი გონებიდან ამოვარდნილი იყო.
მივხვდი, რომ ეს ძალიან საშიშია და თავიდან მიჩვევა სჭირდება. მუსიკას უძლიერესი ენერგეტიკა აქვს, გითრევს, ამიტომ თითქმის ორი წელი ვეჩვეოდით. პეჩომ და მე ვიქირავეთ სტუდია, ვფიქრობდით – ცოტას გავერთობით, რაღაცებს გავაკეთებთ...
საუნდ-პროგრამების შესწავლა დავიწყე, თუნდაც 10 წლის განმავლობაში თურმე რამდენი რამ შეცვლილა. ამ ორი წლის თავზე, 2017-ში, Tbilisi Open Air-ზე გამოსვლა შემოგვთავაზეს, ჯგუფის ყველა წევრი შევიკრიბეთ, რამაც ხელახლა გაგვაერთიანა. ალბომის ჩაწერაც გადავწყვიტეთ.
– ისე, რეპეტიცია გირჩევნია თუ კონცერტი?
– არც ერთი, არც მეორე. მე მირჩევნია ჩაწერა. სტუდიაში მუშაობა ჩემი პიკია. რეპეტიცია, სიმღერის კეთება, რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩაწერის პროცესი მომწონს.
ძალიან ხშირად ჩვენ ჩაწერის პროცესში ვაკეთებთ არანჟირებას, ექსპერიმენტებს. ამის საშუალება სულ არსებობდა, რადგან საკუთარი სტუდია ყოველთვის გვქონდა. ამიტომ ჩაწერის დროს ჩვენთან სიმღერისთვის ჟღერადობასაც ვარჩევთ, არანჟირებასაც ვუკეთებთ, ბევრ რამეს ვცვლით კიდეც.
ამიტომ სიმღერას რამდენჯერმე ვწერთ ხოლმე. მერე ვამატებთ დეტალებს, ვთქვათ, ბექ-ვოკალს, ხელახლა ვიწერთ და ა.შ.
– 6 ივლისის კონცერტზე თქვენ დააანონსეთ, რომ თქვენი პირველი ალბომის, Wanderer-ის განახლებულ ვერსიასაც წარმოადგენთ CD-ის სახით. რას ნიშნავს „განახლებული ვერსია“, ხელახლა რემასტერირებულს თუ ხელახლა ჩაწერილს?
– იგივე სიმღერები რჩება, რაც 2001 წლის ვერსიაში იყო, უბრალოდ ჟღერადობა განახლდა, ანუ ხელახალი რემასტერი გავუკეთეთ. ძალიან კარგი ახალგაზრდა ხმის ინჟინერი გვყავს, ლაშა უგულავა და ეს საქმე მას მივანდეთ.
ალბომ Wanderer-ში სამი სიმღერა გერმანიაში 1994 წელს ჩავწერეთ. დანარჩენი რვა სიმღერა 2000–2001 წლებში მე ჩავწერე ჩვენს სტუდიაში. ნორმალურად ისმინება ის ძველი ჩანაწერებიც, მაგრამ, ჩვენი აზრით, მაინც სჭირდებოდა რემასტერინგი. ამიტომ უკვე გაცილებით კარგად და თანამედროვედ ჟღერს.
განახლებულ 11 სიმღერას ალბომის ახალ ვერსიაში დაემატა ერთი ბონუს ტრეკი – Have You Been There (იქ ყოფილხარ?), რომელიც ვახოს დაწერილია. თავის დროზე რატომღაც დავიწუნეთ და Wanderer-ში არ შევიტანეთ.
დღევანდელი გადასახედიდან რომ მოვუსმინე, ძალიან კარგია, ცოტა გაგაღიმებს, ემოციურიცაა, ამიტომ ამ გამოცემაში ბონუს ტრეკად შევიტანეთ.
– გია, ხელახლა გააციფრულეთ სოფთების ვიდეოები, „იუთუბის“ „ვევოზე“ ჯგუფის ოფიციალური არხიც გააკეთეთ. სულ რამდენი ვიდეო აღადგინეთ?
– ვიდეოარქივი ორი წლის წინ მთლიანად გავაციფრულეთ. ახლა ფოტოარქივი გავაციფრულეთ და ნივთების არქივსაც ვაკეთებთ, რომელშიც შედის ჩვენი ძველი მოსაწვევები, ბილეთები, რაღაც ქაღალდები… მოკლედ, ვიზუალურ არქივსაც მთლიანად ვაციფრულებთ. ამ მასალებს ნელ-ნელა ვიყენებთ და ვაქვეყნებთ კიდეც.
– მოდი, წიგნის შესახებაც გვითხარი, რომელსაც „მაწანწალა“ ჰქვია. თუ ალბომს Wanderer – „მოხეტიალე“ ჰქვია, წიგნს „მაწანწალა“ დაარქვით?
– ეს სპეციალურად გავაკეთეთ ასე. ისე, ქართულ ენაში „მოხეტიალე“ არსებითი სახელი არ არის, იგი ზედსართავი სახელია. „მაწანწალა“ ცოტა სხვა სემანტიკის მატარებელია, რომელიც ამ წიგნის მთავარ იდეასთან ძალიან ახლოსაა.
ჩვენ Wanderer არ გადმოგვითარგმნია როგორც „მაწანწალა“, რადგან არც არის. Wanderer უფრო მწირი, ყარიბი, პილიგრიმია... წიგნს რომ წაიკითხავთ, მიხვდებით, რატომაც დავარქვით „მაწანწალა“, რატომ ჩნდება ეს ასოციაციები კითხვისას. წიგნი წანწალის, მაწანწალობის ფსიქოლოგიაზეა აგებული.
– „სოფთების“ წვეულებაზე ლისი „ვანდერლენდში“, რომელსაც „ზაფხულის დღის სიზმარი“ ჰქვია, წიგნის პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფის კონცერტიც გაიმართება და მაინტერესებს, ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს თუ დაუკრავთ, რომლებიც თქვენს მესამე ალბომში შედის?
– ინსტრუმენტულებს არ დავუკრავთ. ჩვენი ძირითადი რეპერტუარი აგებულია ალბომ Wanderer-ში შესული სიმღერებით, პლუს კიდევ ბევრ რამეს შევასრულებთ. უნდა გითხრათ, რომ ამ წვეულებაზე სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ორჯერ დავუკრავთ.
პირველად 18 საათზე წიგნის პრეზენტაციაზე პატარა სცენაზე შევასრულებთ იმ ქავერებს, რომლებსაც გერმანიაში ვმღეროდით თავის გასატანად. ესენია „ბითლზის“, საიმონისა და გარფანკელის და სხვების სიმღერები.
შემდეგ კი საღამოს 9 საათზე დიდ სცენაზე უკვე ჩვენს რეპერტუარს ვიმღერებთ დიდ კონცერტზე. ამას რომ მოვრჩებით, სადღაც 11 საათიდან ერთ-ერთ პატარა სცენაზე, რომელიც სპეციალურად ეწყობა, გადავიღებთ Please Just Carry On-ის ახალ ვერსიას, რომელშიც ძველი კლიპის მონაწილეებთან ერთად მათ შვილებსაც გადავიღებთ“.
მე კი, როგორც სტაჟიანი მსმენელი და გულშემატკივარი, ჯგუფის წევრებს უბრალოდ გეტყვით: Soft Eject, please, just carry on!
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709599999998341.3359497 44.181649499999985 42.0943257 45.472542499999982tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-50296432036884402582019-04-30T22:35:00.041+04:002022-04-20T23:09:24.925+04:00 მოგზაურობა როკ-ენ-როლში
„მე არაფერი ვიცი მუსიკის შესახებ. მე ეს არ მჭირდება“
ელვის პრესლი
როკ-ენ-როლს სხვა მუსიკალურ ჟანრებთან შედარებით ერთგვარი უპირატესობა ჰქონდა და აქვს – მას არ სჭირდება პროფესიული მუსიკალური განათლება. მთავარია, გქონდეს რიტმის შეგრძნება და სმენა, იცოდე გიტარაზე რამდენიმე აკორდის დაკვრა და შენ მიერ შესრულებულ მუსიკას ჰქონდეს დრაივი. წარმატების მისაღწევად, ნოტების ცოდნაც კი არაა აუცილებელი.
ჟანრის დაბადების ოფიციალური თარიღია 1954 წლის 20 მაისი. სწორედ ამ დღეს გამოვიდა ქანთრი მუსიკოსის, ბილ ჰეილის სიმღერა Rock Around the Clock. იმ დროს სიტყვა „როკ-ენ-როლი“ ჯერ არ არსებობდა და ფირფიტაზე ეწერა, რომ ეს იყო ფოქსტროტი. თუმცა, 1955 წლის ივლისში კომპოზიცია ბილბორდის ჩარტის სათავეში მოექცა, სადაც მას უკვე როკ-ენ-როლად მოიხსენიებდნენ.
თუმცა, არსებობს ალტერნატიული შეხედულებაც, რომლის თანახმად, პირველი როკ-ენ-როლი აფროამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მუსიკოსის, აიკ ტერნერის მიერ შესრულებული Rocket 88 იყო, რომელიც 1951 წლის 5 მარტს გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი, რომელშიც ელექტროგიტარის დისტორშენის ეფექტია გამოყენებული.
როკ-ენ-როლი პირველი სერიოზული მუსიკალური მიმართულება გახდა, რომელსაც თანაბრად ასრულებდნენ როგორც შავკანიანი, ისე თეთრკანიანი მუსიკოსები. თავად ტერმინი კი კლივლენდის რადიოს დიჯეის, ალან ფრიდს ეკუთვნის, რომელიც ახალი ჟანრის წინააღმდეგ განწყობილი მრავალრიცხოვანი და საკმაოდ აგრესიული აუდიტორიის წინაშე მედგრად იცავდა საკუთარი მსმენელების ინტერესებს.
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მუსიკის ისტორიაში როკ-ენ-როლი ის ჟანრი გახდა, რომელიც დიდ სოციალურ მუხტს ატარებდა. მან გააერთიანა არა მარტო ცეკვის მოყვარული ახალგაზრდები, არამედ მეამბოხეებიც. 1950-იან წლებში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და ადამიანები ნანატრი მშვიდობით ტკბებოდნენ, შვილები დაუპირისპირდნენ მამებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ამ საშინელი ომის თავიდან აცილება. ამ ბრძოლაში როკ-ენ-როლი შვილების თაობის მთავარ იარაღად იქცა.
როკ-ენ-როლის პროგრესზე უდიდესი გავლენა იქონია ხმის ჩამწერი ინდუსტრიის განვითარებამ. 1948 წელს პირველად გამოჩნდა ვინილისგან დამზადებული გამძლე ფირფიტები, მანამდე მასალად ადვილად მსხვრევადი ებონიტი და საკმაოდ სუსტი შელაკი გამოიყენებოდა. ამასთანავე, ადრე გრამოფონისა და პატეფონის ფირფიტების სიჩქარე იყო 78 ბრუნი წუთში და თითოეულ გვერდზე მხოლოდ ერთი სიმღერა ეტეოდა. 1949 წელს კი RCA Records-მა 45 ბრ/წთ-ში სიჩქარე შემოიღო, რომელიც სინგლებისთვის სტანდარტად იქცა და მინი-სინგლის ფირფიტის ზომა 7 დუიმამდე შეამცირა.
Columbia Records-ის ინიციატივით კი, იმხანად ყველაზე გავრცელებული, 12-დუიმიანი ზომის ფირფიტის სიჩქარედ 33⅓ ბრ/წთ-ში დამკვიდრდა, რაც საშუალებას იძლეოდა ფირფიტის ერთ გვერდზე 20-25 წუთის მასალა ჩაწერილიყო. ფირსაკრავების ნემსის განვითარების შემდეგ, 1958 წლიდან პირველი სტერეოფონური ფირფიტებიც გამოჩნდა. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ვინილის ზომები, ჩაწერისა და აღწარმოების ტექნოლოგია საერთოდ არ შეცვლილა, მხოლოდ აპარატურა დაიხვეწა.
როკ-ენ-როლის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა იმ პერიოდისათვის ახალმა და რევოლუციურმა გამოგონებამ, ელემენტებზე მომუშავე ტრანზისტორულმა რადიომიმღებმა, რომელიც ძველ, დიდ, ლამპებიან და სტატიკურ რადიოლებთან შედარებით პატარა და კომპაქტური იყო. შესაბამისად, მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა სირთულეს აღარ წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ FM რადიოების სტანდარტიზაციაც მოხდა. ულტრამოკლე ტალღებზე მომუშავე რადიოსადგურები დანარჩენებთან შედარებით მაღალი ხარისხით მაუწყებლობდნენ, სწორედ ამიტომ, მთელ მსოფლიოში რადიოს ბუმი დაიწყო. სადგურები კი დაუსრულებლად გადმოსცემდნენ ყველაზე პოპულარულ მუსიკას, როკ-ენ-როლს.
როკ-ენ-როლი რიტმ-ენდ-ბლუზის, ქანთრისა და ბუგი-ვუგის (ჯაზის ერთ-ერთი ქვეჟანრი, რომელიც 1920-იანებში ჩამოყალიბდა) შერწყმით შეიქმნა. როკ-ენ-როლის პარალელურად, გაჩნდა ამავე სახელწოდების მეტად ენერგიული ცეკვა, რომელიც კარგ ტექნიკასა და აკრობატული ილეთების ცოდნასაც კი მოითხოვდა. დროთა განმავლობაში ეს ცეკვა დაიხვეწა როგორც ქორეოგრაფიულად, ისე ილეთების მხრივ და 1970-იანი წლების დასაწყისში სპორტულ სახეობადაც კი იქცა. გაჩნდა როკ-ენ-როლის მსოფლიო და ევროპული ასოციაციები.
როკ-ენ-როლი დიდ ქალაქებში – სენტ ლუისში, მემფისში, ნიუ იორკში, დეტროიტში, ჩიკაგოში, კლივლენდსა და ბუფალოში იკვრებოდა. ჟანრის პირველი ვარსკვლავები ისეთი შემსრულებლები გახდნენ, როგორებიც არიან: ჩაკ ბერი, ჯერი ლი ლიუისი, ბადი ჰოლი, ლითლ რიჩარდი, ჩაბი ჩეკერი, დიკ დეილი, ფეტს დომინო, რიჩი ვალენსი, ედი კოკრანი, ბიგ ბოპერი, ჯგუფები The Platters, The Ventures და სხვები. ამ მიმდინარეობამ საკუთარ წიაღში მოაქცია მაშინდელი რიტმ-ენდ-ბლუზის, სოულის, გოსპელის, ბლუზისა თუ ქანთრის მუსიკოსებიც. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია რეი ჩარლზის შემოქმედებაც, რომელიც თანაბრად შეიყვარა როგორც რიტმ-ენდ-ბლუზის, ასევე როკ-ენ-როლის მსმენელმა.
როკ-ენ-როლის აღიარებულ მეფედ ელვის პრესლი მიიჩნევა, არა მარტო მისი ქარიზმის, არამედ გამორჩეული ნიჭის გამოც. ელვისი ჟანრის პიონერი არ ყოფილა, თუმცა, სწორედ მან გამოიწვია ნამდვილი ისტერია ამ მიმდინარეობის მსმენელთა შორის. მისი პირველი წარმატებული სიმღერა That’s All Right გახდა, რომელიც მუსიკოსმა მემფისის სტუდია Sun Records-ში ჩაწერა. კომპოზიცია 1954 წლის 19 ივლისს გამოვიდა და რადიოჩარტების ლიდერი გახდა. პრესლიმ თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია და ამერიკაში „ბრიტანული შეჭრის“ დროსაც კი, რომლის ფლაგმანებიც The Beatles და The Rolling Stones იყვნენ, არნახულ პოპულარობას ინარჩუნებდა.
1977 წელს ელვისი სამედიცინო პრეპარატების ზედოზირებით გამოწვეული გულის უკმარისობით დაიღუპა. 42 წლის მუსიკოსის გარდაცვალება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბევრმა არ დაიჯერა. ფანებმა გადასამოწმებლად მისი საფლავის ამოთხრაც კი სცადეს. დღემდე უამრავ ადამიანს სწამს ლეგენდის, რომ როკ-ენ-როლის მეფე ცოცხალია. ამერიკაში ელვისი საკულტო ფიგურაა. კონკურსებიც კი ტარდება იმის დასადგენად, ვინ უფრო ჰგავს (ან ბაძავს) პრესლის. ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციაც კი არსებობს, რომელიც 1980-იან წლებში შეიქმნა და მუსიკოსის მეორედ მოსვლას ელოდება.
1950-იან წლებში როკ-ენ-როლმა ევროპაშიც შეაღწია. მისი ცენტრი დიდი ბრიტანეთი გახდა, სადაც ჟანრის მსმენელთა კერპად ტომი სტილი იქცა. მის მიერ შესრულებული სიმღერა Singing The Blues 1957 წელს გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში პირველ პოზიციაზე გავიდა. ამავე წელს ჰიტ-აღლუმის ლიდერი მისი ალბომი The Tommy Steele Story გახდა.
როკ-ენ-როლის შესახებ ბევრი საინტერესო ფილმია გადაღებული. მათ შორის გამოვარჩევდი ჯონ უოტერსის მუსიკალურ კომედიას „მტირალა“, რომელშიც მთავარ როლებს ჯონი დეპი, იგი პოპი, ემი ლოკეინი და სუზან ტირელი ასრულებენ. საინტერესოა, ჯერი ლი ლუისის ცხოვრების შესახებ გადაღებული კინოსურათი „დიდი ცეცხლოვანი ბურთები“, რომელშიც დენის ქუეიდი, ვაინონა რაიდერი და ალეკ ბოლდუინი თამაშობენ. როკ-ენ-როლის სული ტრიალებს ფილმებში: „მეამბოხე მიზეზის გარეშე“, „მიდი, ჯონი, მიდი!“, „მრბოლელები“ და სხვა.
როკ-ენ-როლის ოქროს ხანა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1959 წლის 3 თებერვალს ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც ბადი ჰოლი, რიჩი ვალენსი და ბიგ ბოპერი იმყოფებოდნენ. სამივე მუსიკოსი დაიღუპა. 1960 წლის 16 აპრილს კი ტაქსი, რომლითაც ბრიტანეთში საგასტროლოდ ჩასული ედი კოკრანი, მისი საცოლე და როკ-ენ-როლის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ჯინ ვინსენტი მგზავრობდნენ, მთელი სიჩქარით განათების ბოძს შეასკდა. ედი კოკრანი გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში ჩაკ ბერი ციხეში ჩასვეს, ხოლო ელვის პრესლი ჯარში წავიდა. დანარჩენი მუსიკოსები თანდათან სხვა ჟანრებში გადაბარგდნენ. როკ-ენ-როლის სიცოცხლის გახანგრძლივებას არც ჩაბი ჩეკერის ტვისტი შველოდა და არც The Beach Boys-ის სერფ-როკი, თუმცა, მიმდინარეობას მხსნელად ბრიტანეთიდან დაბერილი ქარიშხალი მოევლინა, რომელსაც სათავეში ლეგენდარული The Beatles ედგა.
გამოცემა: popmusic.ge
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709613.404903863821154 9.6708459999999974 70.025371536178852 79.983346tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-984232161451519012019-03-27T23:40:00.000+04:002019-05-18T23:53:13.514+04:00ქართული უკულტურობის დღეები ევროპაში 2019
მარტის მიწურულს და აპრილის დასაწყისში ორი ქართული ქართულენოვანი კოლექტივი – პანკ-ჯგუფი „ვოდკა ვტრაიომ“ და პოსტ-პანკ ტრიო „მთვარის დაბნელება“ ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში ტურნეს აწყობენ, რომელსაც „ქართული უკულტურობის დღეები 2019“ დაარქვეს.
შეიძლება ეს სახელწოდება ზოგიერთს გაუკვირდეს, თუმცა ვინც პანკ-მუსიკას ან მის მონათესავე პოსტ-პანკს უსმენს, იმათთვის ჩვეულებრივი რამაა, რომელშიც იგრძნობა როგორც იუმორი, ისე თავისებური დამოკიდებულებაც იმ სტერეოტიპების მიმართ, რაც მსგავსი მუსიკალური ჟანრის მოსმენისას საშუალო სტატისტიკურ ადამიანს უჩნდება.
საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში პანკები ანარქისტებთან და ერთგვარად, უკულტურო ადამიანებთან ასოცირდებიან. საქართველოს საკმაოდ ნორმალური პანკ-წარსული აქვს. მუსიკის ამ ჟანრით ქართველი მსმენელი ჯერ კიდევ 1970-იანების ბოლოს და 1980-იანებში დაინტერესდა. მართალია, ისინი ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ პირველი ნერგი ნიადაგში ალბათ მათ დარგეს. ნერგმა 1980-იანების მიწურულის გაიხარა. ეს ის პერიოდია, როცა ქართველმა შემსრულებლებმა პანკის დაკვრა მოსინჯეს და საინტერესო შემსრულებლებიც გამოჩნდნენ. 1990-იანებში, როცა ქვეყანაში ალტერნატიული მუსიკის ბუმი დაიწყო, პანკ-სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა.
გრანჟნარევი პანკ-ჯგუფი „ვოდკა ვტრაიომ“ გაგრელმა ვოკალისტმა და გიტარისტმა ლევან მანაგაძემ (მეტსახელად „კეშა“) 2004 წელს თბილისში ჩამოაყალიბა. სულ მალე მისი შექმნიდან 15 წელი გადის, რომლის აღნიშვნასაც ჯგუფი კონცერტით გეგმავს. „კეშას“ გარდა „ვოდკა ვტრაიომში“ უკრავენ: ალექსანდრე ჩაჩავა – გიტარა, საბა ვაშაყმაძე – გიტარა, შოთა მამულაშვილი – ბას-გიტარა და დათო ცომაია – დასარტყამი ინსტრუმენტები. ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერაა „გლდანელი კაცი“, რომელიც ჯგუფმა 2000-იანებში შექმნა.
ლევან მანაგაძე თავის შთამაგონებლად ჯგუფ „აუტსაიდერს“ მიიჩნევს და სურს, მომავალში რომელიმე ტურნეში ერთად დაუკრან.
ჯგუფი „მთვარის დაბნელება“ ვოკალისტმა და ბასისტმა, გიორგი სპანდერაშვილმა 2013 წელს თბილისში ჩამოაყალიბა. გიორგი დიდი ხანია სხვადასხვა კოლექტივში უკრავს. ჰყავს პანკ-ჯგუფი „მინდა და ვთხრი“. „მთვარის დაბნელება“ გოთიკანარევ პოსტ-პანკს ასრულებს. ტრიოში გიორგი სპანდერაშვილის გარდა უკრავენ მუსიკოსები: გიორგი ჩხობაძე – გიტარა და ირაკლი „ფორესტა“ ჩიკვილაძე – დასარტყამები. „მთვარის დაბნელება“ ძალიან მალე თავის სადებიუტო ალბომს წარმოადგენს.
გიორგი სპანდერაშვილი ამბობს, რომ თავის „მთვარის დაბნელებასთან“ ერთად სიამოვნებით დაუკრავდა ლადო ბურდულის „რეცეპტთან“ ერთად, თუ ლადო ამ ჯგუფს რაიმე სახით აღადგენს, ხოლო დასავლური ჯგუფებიდან Bauhaus-თან ან The Sisters Of Mercy-სთან ერთად ისურვებდა კონცერტის გამართვას.
ტურნეს იდეა, რომელსაც „ქართული უკულტურობის დღეები 2019“ დაერქვა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაჩნდა, როდესაც საქართველოში ჩამოსული იყო პოლონური ჯგუფი Life Scars. მათ ქართველებთან ერთად რამდენიმე კონცერტი გამართეს…
ლევან „კეშა“ მანაგაძე („ვოდკა ვტრაიომ“-ის დამაარსებელი და ფრონტმენი): „2017 წელს პოლონური ჯგუფი Life Scars იყო ჩამოსული. ჩვენ ერთად დავუკარით ქუთაისში, თბილისში, ერევანსა და ბაქოში. სანაცვლოდ, პოლონელებმა თავისთან დაგვპატიჟეს. იქ, ვარშავაში, კრაკოვში, პოზნანსა და ტორუნში გავმართეთ კონცერტები. ჩვენს კონცერტებს ესწრებოდა გერმანული გაზეთი, რომელსაც Jungle World ჰქვია. ისინი ჩვენი მუსიკით დაინტერესდნენ და ნებართვა ითხოვეს, საქართველოში ჩამოვალთ და თქვენზე სტატიას გავაკეთებთო.
ჩაგვწერეს და კიდევ ერთმა გერმანულმა ჟურნალმა Ox Fanzine უკვე ლაივის გაკეთება შემოგვთავაზა. გერმანულ ქალაქებს საფრანგეთი და ბელგიაც მივაბით. ლაიფციგსა და ლიეჟში სკვოტებში ვუკრავთ. სკვოტები მიტოვებული შენობებია, სადაც ადამიანები ერთგვარ კომუნას აყალიბებენ და თითქმის იქ ცხოვრობენ. „მთვარის დაბნელებასთან“ ძალიან ვმეგობრობთ, ხშირად ერთად ვუკრავთ ხოლმე, ამიტომ, ერთად მივემგზავრებით. ეს საკონცერტო ტურნე პოლონელებისა და გერმანელების ხელისშეწყობით იმართება“.
საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს ჯგუფებმა ტურნესთვის „ქართული უკულტურობის დღეები 2019“ დაერქმიათ?
გიორგი სპანდერაშვილი („მთვარის დაბნელების“ დამაარსებელი და ფრონტმენი): „ტურნეს ერთგვარად კონტრკულტურული სახელი დავარქვით. ალბათ, იმიტომ, რომ ორივე ჩვენი ჯგუფი დღეს მაინც ანდერგრაუნდშია. სანახევროდ კი ეს სახელწოდება მაინც ღადაობაა“.
ლევან „კეშა“ მანაგაძე: „როდესაც ევროპაში ქართული კულტურის დღეები იმართება, ჩვენები ძირითადად ჩოხა-ახალუხებში არიან გამოწყობილები და ბევრი ამას ეძახის ქართულ კულტურას. თუ გიტარა მიჭირავს ხელში და როკს ვუკრავ, ასეთების თვალში უკულტურო ვარ. ჰოდა, ამიტომაც დავარქვით უკულტურობის დღეები“.
ეს კი ტურნეს „ქართული უკულტურობის დღეები 2019“ განრიგია:
28.03 – ბერლინი, გერმანია (Fargo);
29.03 – ბერლინი, გერმანია (Supamolly);
30.03 – ლაიფციგი, გერმანია (Wagenplatz);
31.03 – გეტინგენი, გერმანია (Dots);
02.04 – ნანსი, საფრანგეთი (Black Baron);
03.04 – ლიეჟი, ბელგია (Highway To Hell).
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709599999998341.3359497 44.181649499999985 42.0943257 45.472542499999982tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-61993417915975735222019-03-14T19:39:00.000+04:002020-06-08T23:18:21.833+04:00ქუთაისის ღამის ცხოვრება – „რეფლექტორისა“ და „ბუდეს“ ელექტროშუქების ფონზე
საქართველოში რეივ-ცხოვრება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ბოლო წლებში დასავლურ პრესაში თბილისი სულ უფრო ხშირად აღმოსავლეთ ევროპაში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ცენტრადაა წარმოჩენილი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა.
ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ქუთაისური რეივ-სცენაც, რომელიც ამ ქალაქში ორი უკვე ცნობილი კლუბით – „რეფლექტორი“ და „ბუდე“ არის წარმოდგენილი. ორივე კლუბს თავისი სპეციფიკური ნიშა უჭირავს. ისინი მუსიკალური სტილისტიკითაც განსხვავდებიან.
„ბუდე“ უფრო ანდერგრაუნდ-კლუბია და აქ ძირითადად ტექნო მუსიკა ჟღერს, ხოლო „რეფლექტორში“ მუსიკოსები ჰაუსს, ტრანსს, მინიმალს და სხვა ელექტრონული მუსიკის სტილსაც ასრულებენ. ქუთაისში ეს ორი კლუბი განსაზღვრავს ელექტრონულ ამინდს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორივე მათგანი თბილისისგან დამოუკიდებლად, ავტონომიურად იწვევს მუსიკოსებს გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ამას, რაღა თქმა უნდა, ქუთაისის აეროპორტის მრავალფეროვანი ევროპული რეისები, შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა და იაფი ავიაბილეთებიც ხელს უწყობს.
ბევრი ჩემი დედაქალაქელი ნაცნობი უკვე სპეციალურად ჩადის ქუთაისში, რათა კლუბურ საღამოებს დაესწროს და დრო გაატაროს. უკან დაბრუნების შემდეგ კი ისინი უმეტესწილად კმაყოფილები არიან მუსიკით, ორგანიზების დონით და იქაური განწყობითაც. სწორედ ამიტომ, კლუბებიც ცდილობენ უფრო უკეთესი მუსიკოსები ჩამოიყვანონ. თუმცა ადგილობრივ შემსრულებლებსაც არ ივიწყებენ და სცენაზე უამრავი ქართველი ელექტრონული მუსიკოსი ასევე სიამოვნებით დგება.
ერეკლე დეისაძე (მუსიკოსი): „ეს კლუბები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამ სივრცეში ძალიან განსხვავებული ადამიანები იყრიან თავს, რომლებიც ერთობიან, ცეკვავენ – ამაზე დიდი მოვლენა რაღა უნდა იყოს? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისი თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვის.
ერეკლე დეისაძე
თავიდან მხოლოდ „რეფლექტორი“ იყო და მერე დაემატა „ბუდე“. ამჯერად ქალაქში ელექტრონული მუსიკის და ღამის კლუბის ორი ძალიან კარგი სივრცე არსებობს. ამ კლუბებში მოსახვედრად მაყურებლები ჩამოდიან ზუგდიდიდან, ბათუმიდან, თბილისიდან. ძალიან ბევრი მსურველია ხოლმე და ეს საკუთარი თვალით მინახავს.
ჩვენს ქალაქში კლუბური რეივ-ცხოვრება მაინც ახალი წამოწყებაა, რომელსაც ძალიან კარგად აუბა მხარი მსმენელმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ. იმდენად გათავისებული აქვს ყველას ეს ყველაფერი, რომ ქუთაისში ის სირთულეები არ გაჩენილა, რისი დაძლევაც თბილისურ კლუბებს მოუხდა.
ზოგადად კი ამ ქალაქში საქართველოში გამორჩეულად პრეტენზიული მსმენელია. გულახდილად ვიტყვი, რომ თბილისზე მეტად, ქუთაისის ელექტრონული სცენა უფრო მომწონს, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო ბუნებრივი და თავისუფალია. ამ ორ კლუბს შორის მუსიკალურ-სტილისტური განსხვავება რომ არსებობს, ძალიან კარგია. მნიშვნელოვანია, რომ „ბუდეს“ პირდაპირი ურთიერთობა აქვს გერმანელ დიჯეებთან და ბევრი ძალიან კარგი მუსიკოსი პირდაპირ ქუთაისში ჩამოდის.
„რეფლექტორში“ ახლახან ჰიპ-ჰოპის სერიებიც დაიწყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რადგან საქართველოში ეს ჟანრიც ქუთაისში დაიბადა, ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან დროული წამოწყებაა „რეფლექტორის“ მხრიდან. როგორც ვიცი, ჰიპ-ჰოპის საღამოების სერია მომავალშიც გაგრძელდება“.
ერეკლე დეისაძემ ცოტა ხნის წინ „რეფლექტორში“ მუსიკოს შავი პრინცის (აკაკი ბაბუნაშვილის) ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე იმღერა. როგორც მუსიკოსი, იგი პირველად აღმოჩნდა ამ კლუბის სცენაზე, თუმცა, როგორც მსმენელი და მაყურებელი, ხშირად სტუმრობს როგორც „რეფლექტორს“, ისე „ბუდეს“.
კლუბი „რეფლექტორი“ 2016 წელს შექმნეს მეგობრებმა რამზეს კილასონიამ, რეზი ჩირაძემ და გიორგი ყურაშვილმა. მათ ჰქონდათ ევროპის კლუბებში გართობის გამოცდილება. „რეფლექტორის“ გახსნამდე ისინი გამოსასვლელ დღეებში დროის გასატარებლად და მუსიკის მოსასმენად თბილისის კლუბებში ჩადიოდნენ, რაც არც ისე მარტივია. ყოველ მომდევნო ვიქენდზე ქუთაისიდან თბილისში წასვლის მსურველთა რიცხვი იზრდებოდა, ამიტომ მეგობრებმა გადაწყვიტეს ქალაქში ელექტრონული მუსიკის კლუბი დაეარსებინათ.
კლუბი „რეფლექტორი“ ქუთაისში 1900-იანებში აგებულ ისტორიულ შენობაში დაფუძნდა, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი აქვს. ქუთაისში ამ შენობას „ჩინურ სახლს“ ეძახიან, რადგან იგი თავისი არქიტექტურით ჩინურ პაგოდას ჩამოჰგავს. ერთ-ერთი ვერსიით კი, იგი ჩინელმა მუშებმა ააგეს. სინამდვილეში შენობა ფრანგული მოდერნის ნიმუშად მოიხსენიებოდა.
თავდაპირველად, „ჩინური სახლი“ საცხოვრებელი იყო, მოგვიანებით მასში სხვადასხვა კაფე განთავსდა, დღეს კი უკვე „რეფლექტორის“ შენობის სახელითაა ცნობილი. კლუბი ყოველ შაბათს მართავს წვეულებებს, სადაც ჩამოსული თუ ადგილობრივი ცნობილი მუსიკოსები უკრავენ. „რეფლექტორი“ დღეს მთელ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მეორე ქუთაისური ელექტრონული მუსიკის კლუბი „ბუდე“ განსხვავდება „რეფლექტორისგან“ არა მარტო კონცეფციით, არამედ ადგილმდებარეობითაც. თუ „რეფლექტორს“ ქალაქის ძველი უბნის ისტორიული შენობა უკავია, „ბუდე“ ინდუსტრიულ ზონაში ელექტრომექანიკური ქარხნის არც ისე იოლად მისაგნებ ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. მისი დამაარსებლებიც მეგობრები არიან, რომლებმაც 2011 წელს კლუბი „ბუდე“ ჩამოაყალიბეს და ე.წ. პრესის სახლში ოთახები იქირავეს.
კლუბი თავდაპირველად მეგობრების თავშეყრის ადგილი იყო, სადაც მუსიკას ერთად უსმენდნენ. 2013 წელს კლუბის წევრებს შენობის დატოვება სთხოვეს, რადგან მათი არაორდინარული გართობა მფლობელებს არ სიამოვნებდათ. „ბუდეს“ წევრებმა რამდენიმე ოთახი ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ადმინისტრაციულ, კომუნისტური სტილით ნაგებ შენობაში იშოვეს.
„ბუდეში“ გაერთიანებულმა 10-მა მეგობარმა მიტოვებული შენობა ყოველგვარი დაქირავებული მუშების გარეშე, საკუთარი ხელებით გაარემონტა. 4 წლის წინ მას კლუბის და ბარის სახე მისცეს, ფეისბუქზე დახურული ჯგუფი გააკეთეს, თავდაპირველად თბილისიდან რამდენიმე ცნობილი არტისტი ჩამოიყვანეს. პირველ კონცერტებზე შემოსვლა უფასო იყო, დაცვაც კი არ ჰყავდათ. თუმცა ამ კონცერტების შესახებ მალე ქალაქში შეიტყვეს და ბევრი მსურველიც გაჩნდა, ამიტომ კარის დაკეტვაც დაიწყეს.
ამ კონცერტებს, მათ ტექნიკურ უზრუნველყოფას ორგანიზატორები საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდნენ. „ბუდე“ ბოლო ორი წელია უფრო გააქტიურდა. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი ზაზა ფანჩულიძე 1990-იან წლებში როკ-მუსიკით იყო გატაცებული და უკრავდა კიდეც, თუმცა გერმანიაში რამდენიმეწლიანმა ცხოვრებამ მისი მუსიკალური გემოვნება უფრო გაამრავალფეროვნა და გააელექტროვა.
ზაზა ფანჩულიძე, იგივე DJ ზაპა
ზაზა ფანჩულიძე, იგივე DJ ზაპა (კლუბ „ბუდეს“ ერთ-ერთი დამაარსებელი და რეზიდენტი): „გერმანულად „ბუდე“ პატარა მყუდრო ადგილს ნიშნავს, რაც შენთვის გაქვს მოწყობილი. ქართულად ისედაც ვიცით, რაც არის. სახელს რომ ვარქმევდით, მაშინ მეოთხე სართულზე ვიკრიბებოდით და ჩვენთან მოსულს იმ ფრინველს ვეძახდით, ვინც ბუდეში აპირებდა ამოსვლას. ჩვენ ლოგოზეც ჩიტია ვინილის ფირფიტაზე გამოსახული.
ეს სახელი ძალიან მოგვეწონა და შევეჩვიეთ. „ბუდე“ მარტო კლუბს კი არა, ჩვენს ოჯახს, ერთიანობასაც აღნიშნავს. „ბუდეში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი პროფესიებით, შეხედულებებით. მოგეხსენებათ, ქუთაისში არსებობდა პანკ-სცენა, როკ-სცენა, ჰიპ-ჰოპ სცენა, ელექტრონული სცენა კი ისეთი არ იყო, რომ საკუთარი სათქმელი ეთქვა.
ბოლო რამდენიმე წელია, ქუთაისში რამდენიმე ასეული ახალგაზრდა წამოიზარდა, რომლებიც ამ მუსიკით ცხოვრობენ. ეს უკვე ძალაა. ადრე ჩვენთან ჰაუსიც და მინიმალიც იკვრებოდა. ქართველ მუსიკოსებთან ვმეგობრობთ, კარგი ურთიერთობა მაქვს თბილისელ დიჯეებთან. „ბუდეს“ სცენაზე დამდგარან: ჟორჟიკა, ლეონი, გიო შენგელია და სხვები… „ბასიანის“, „ხიდის“ და „მტკვარზე“-ს რეზიდენტებიც სიამოვნებით უკრავენ ჩვენი მსმენელისთვის.
ორი წლის წინ „ბუდეს“ სამეგობრო ბერლინში ვიყავით. ეს უდიდესი ინსპირაცია იყო ჩვენთვის და იქაური ვოიაჟის შემდეგ გადავწყვიტეთ ტექნოზე შევჩერებულიყავით. ამის გამო ბევრი დადებითი სიტყვა მოვისმინეთ როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული შემფასებლებისგან. ჩვენ თვეში ერთხელ გერმანელი მუსიკოსი ჩამოგვყავს ხოლმე. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩამოვიყვანეთ, იყო Dekai, რომელიც ლეიბლ „რაგნაროკის“ წარმომადგენელია. იგი იმდენად მოიხიბლა ჩვენი კლუბით, აქაური გარემოთი, გვითხრა, ზუსტად ის სული ტრიალებს აქ, როგორც 1990-იანების გერმანიაში, როდესაც მე რეივი დავიწყეო. ბერლინშიც მიგვიწვია და 2019 წლის 4 ოქტომბერს ძველი ცნობილი კლუბის, Ritter Butzke-ს ტექნო სცენაზე „ბუდეს“ ჩაყვანილი მუსიკოსები დაუკრავენ“.
„ბუდეს“ დამფუძნებლები ბერლინის ანდერგრაუნდ-მუსიკოსებთან მეგობრობენ და ისინი ხშირად უკრავენ ქუთაისში. ამჯერად კლუბის დამაარსებლები ლეიბლს აკეთებენ, რომელსაც „ბუდე რექორდსი“ ერქმევა.
დღეს „ბუდე“ სუფთა ანდერგრაუნდ-კლუბია, სადაც არც ისე იოლია მოხვედრა. კლუბის დამაარსებლები შეეცდებიან ეს ანდერგრაუნდ-გარემო შეინარჩუნონ და სუფთა კომერციაზე ნაკლებად იმუშაონ. ზაზა ფანჩულიძე განმიმარტავს, რომ ამ ეტაპზე კლუბი ახერხებს ფინანსურად საკუთარი თავის შენახვას. „რეფლექტორისგან“ განსხვავებით, „ბუდეში“ წვეულებები პარასკევობით იმართება ხოლმე.
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com1ქუთაისი, საქართველო42.2662428 42.7180018999999942.1722203 42.556640399999992 42.3602653 42.879363399999988tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-47345881563904934942019-03-01T23:16:00.002+04:002022-05-22T22:44:03.037+04:00ონისე – ანდერგრაუნდსა და მეინსტრიმს შორის
ონისე ფუტკარაძის სიმღერები საქართველოში ისეთ დროს გაიცნეს, როდესაც ვიდეოკლიპებს ხალხი ჯერ კიდევ ტელევიზორებში უყურებდა და „იუთუბი“ ასე გავრცელებული არ იყო, არც ინტერნეტი გახლდათ ისეთი სწრაფი, როგორც ახლა.
ჰოდა, 2000-იანი წლების შუაში ტელეეკრანებზე გამოჩნდა მისი სიმღერა „ვარდო“, რომლის რიტმი ძალიან წააგავდა მაშინ ძალიან პოპულარული „გორილაზის“ ჰიტს, „კლინტ ისტვუდს“. სიმღერა ეძღვნებოდა ერთ გოგონას, სახელად ვარდოს, რომელიც ლადოს გარდა ჟიმაობდა ყველასთან.
„ვარდომ“ მისი პროვოკაციული ტექსტის დამსახურებით მსმენელის ყურადღება მიიპყრო. სიმღერიდან ამოღებული ფრაზა „შე ჩემის ვარდო“ ხალხში გავრცელდა და ბევრი ადამიანი ლაპარაკის დროს ხუმრობით იმეორებდა ხოლმე. ეს ჰიტი ონისემ გიგა მიქაბერიძის სტუდიაში ჩაწერა. მოგვიანებით „ვარდოს“ საორკესტრო ვერსია გამოვიდა.
იმ პირველი „ვარდოს“ ჩასაწერად და ვიდეოს გადასაღებად კი ონისემ საკუთარი „მოსკვიჩი“ 200 აშშ დოლარად გაყიდა. მუსიკოსმა მზა ვიდეო მამუკა ღლონტთან „მაესტროში“ მიიტანა, რომელმაც თანამშრომლობა შესთავაზა და მისი დახმარებით 2006 წელს ონისემ ჯერჯერობით ერთადერთი ალბომი „მალადეც“ ჩაწერა. ამასთან, სიმღერებზე „კომპოტი“ და „ბეტონი“ ვიდეოკლიპები დამზადდა, რომელიც „I სტერეოს“ ეთერში დაატრიალეს.
მიუხედავად იმისა, რომ „მალადეც“ პოპულარული გახდა, ამას ონისესთვის დიდი ფინანსური მოგება არ მოუტანია. თუმცა სხვა მისი სიმღერებიც, რომელთაც მაშინ თავი მოიყარეს ონისეს ალბომში „მალადეც“, მსმენელს მოეწონა. თუნდაც „ბეტონი“, რომელიც პირად ცხოვრებაში მომხდარ უსიამოვნო ფაქტს ეძღვნება – როცა მუსიკოსი შემთხვევით ჩხუბში აღმოჩნდა. სიმღერაში ონისე ირონიით ამბობს, რომ თავით გატეხა ბეტონი.
ონისე ფუტკარაძე მრავალფეროვანი შემოქმედია და კონკრეტული მუსიკალური ჟანრით არაა შემოფარგლული. მისი სიმღერების მოსმენისას შეიძლება გაგახსენდეთ ზემოთ ნახსენები „გორილაზი“, ან თუნდაც „თაიგერ ლილიზი“, რადგან მისი შემოქმედების გმირები შეიძლება იყვნენ მეძავები, ნარკომანები, ძველი ბიჭები, უბრალოდ ანტიგმირები.
მუსიკოსის ტექსტები ერთდროულად სახალისოცაა და თან სერიოზულიც, თუმცა, ეს არაა, სლენგის ენით რომ ვთქვათ, მხოლოდ ღადაობა. უბრალოდ მუსიკოსი ასეთია – სერიოზულად ხუმრობს. სიმღერების არანჟირებაც მრავალფეროვანია – საგიტარო ფოლკ-ბალადით დაწყებული, აკორდეონის, კამერული ბენდის, ორკესტრის ან ჯგუფის თანხლებით დასრულებული.
მომღერალი ხანდახან რეპავს კიდეც. მსგავს მუსიკას დღევანდელ მსოფლიოში ზოგჯერ ინდის ეძახიან, მაგრამ ეს ნამდვილად არაა ინდი-მუსიკა, არც „თაიგერ ლილიზივით“ კაბარე მუსიკა (ისე, საქართველოში კაბარეებს რომ ეარსება, შეიძლება ასეთიც ყოფილიყო), არც როკი, არც ჰიპ-ჰოპი და მით უმეტეს – არც სუფთა პოპი, თუმცა პოპის ელემენტები აქტიურადაა გამოყენებული… ონისეს მუსიკა შეიცავს როგორც მეინსტრიმ, ასევე ანდერგრაუნდის მახასიათებლებს.
საერთო ჯამში, ონისეს მუსიკა სტილისტურად შეგვიძლია მივაკუთვნოთ „სინგერ-სონგრაიტერებს“, ანუ ქართულად ავტორ-შემსრულებლებს, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან ინდივიდუალიზმით. მით უმეტეს, მისი სიმღერების უმეტესობა მელოდიურია. პლუს ამას, ონისეს პირველი მუსიკალური სიმპათიაც სწორედ ქართველი ავტორ-შემსრულებელი და ბარდი ოთარ რამიშვილი გახლდათ.
ონისე დაიბადა აჭარაში 1974 წლის 23 ნოემბერს პედაგოგების ოჯახში, რომელთაც სურდათ, მათი შვილი ექიმი გამოსულიყო. ბავშვობისას ონისემ მშობლებს ველოსიპედის ყიდვა სთხოვა. ისინი შეშინდნენ, რომ ონისე სწავლას მოწყდებოდა და ველოსიპედის ნაცვლად, გიტარა უყიდეს.
წლების შემდეგ მან სამედიცინოზე ჩააბარა, ქირურგობას აპირებდა და კარგადაც სწავლობდა. იმ პერიოდში მუსიკალურ ინფორმაციას ნაკლებად ეცნობოდა. მე-5 კურსზე ონისეს ძალიან მობეზრდა უმაღლესში, გიტარას ხელი მოჰკიდა და კაკო ვაშალომიძესთან მივიდა მუსიკის შესასწავლად. ორი თვე მეცადინეობდა და ამ პერიოდში დაწერა თავისი პირველი მეტად მელოდიური სიმღერა „ურემი“ და თავის მასწავლებელს მოასმენინა.
ამის შემდეგ იწყება ონისეს განსაკუთრებული ცხოვრების ეტაპი – მას მუსიკის გარეშე აღარ შეუძლია. პირველი ჯგუფი 2000 წელს შეკრიბა. ჯგუფის წევრებთან ერთად ნიკა წერეთლის სახლის სტუდიაში ჩაიწერა სიმღერა „მიმინო“.
ალბომში „მალადეც“ საერთო ჯამში 12 სიმღერა შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ალბომის გაფორმება უფრო თრეშ-შემსრულებლის, ან თუნდაც „პერესტროიკის“ დროინდელი საბჭოთა ესტრადის წარმომადგენლის ფირფიტის გაფორმებას წააგავს, შინაარსი აბსოლუტურად განსხვავდება და მეტად საინტერესო და მიმზიდველია. თუმცა ალბომის გაფორმებიდან და სიმღერებში კარგად გაზავებული იუმორის გამო, თავის დროზე მისი შემოქმედება, სლენგის ენით რომ ვთქვა, ბევრმა ვერ დაამუღამა და ცოტა არასერიოზულად აღიქვა.
საქართველოში მსგავსი სულისკვეთების შემსრულებელი, რომელსაც მუსიკაში ხეირიანი იუმორი ჰქონდა, ალბათ ერთი იყო და ისიც ფრანგის გაკეთებული – ჯგუფი „შუქი მოვიდა“. დასავლური ბენდებიდან კი, პირველ რიგში, გერმანული „ტრიო“ გამახსენდა, რომლის სიმღერებშიც ონისეს შემოქმედების მსგავსად, იგრძნობა იუმორი, მიმზიდველი მელოდიზმი, საინტერესო ლირიკა და ოდნავი პანკ-სულისკვეთება. იუმორნარევი და ამავე დროს, სევდიანი სიმღერაა „ბასანოჩკები“, მას „მოწამლული არაყის“ სახელითაც იცნობენ. იგი დისკოს რიტმზეა აწყობილი.
მიუხედავად იმისა, რომ „მალადეცის“ მერე, 10 წელზე მეტხანს, ონისე ფუტკარაძე ფართო საზოგადოების წინაშე ფაქტობრივად არ ჩანდა, იგი არ გაჩერებულა, მუსიკას არ ჩამოსცილებია, მცირე კონცერტებსაც მართავდა, სიმღერებს სულ წერდა. მეორე წელია, რაც მისი ოფიციალური „იუთუბ“-არხიც გაჩნდა, სადაც მუსიკოსი ტვირთავს თავის ძველ თუ ახალ სიმღერებს და ვიდეოებს. მისი სიმღერების საავტორო უფლებებს ქართული ფაბლიშერი GMI Rights Management იცავს. ამ „იუთუბ“-არხის გაკეთებამდე სხვადასხვა მომხმარებლების მიერ არაოფიციალურად ატვირთულ ონისეს სიმღერებს მილიონობით ნახვა ჰქონდა.
ამ ეტაპზე ონისე აჩი ბედიაშვილთან მუშაობს სტუდიაში „ფრეშ ფიშ რექორდს“. როგორც ამბობს, მუსიკას აკეთებს არა ფულისთვის, არამედ იმიტომ, რომ ძალიან უყვარს. მუსიკოსი მსმენელებისთვის ზოგჯერ თვეში ერთხელ ან ორჯერ აკუსტიკურ საღამოებსაც აწყობს. მის ბოლო სიმღერებში უფრო დიდი დოზითაა მელოდიზმი.
თამამად ვიტყვი, რომ ონისე ფუტკარაძე ბოლო წლების საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მელოდისტია. „მალადეცის“ შემდეგ მისი შემოქმედება უფრო დაღვინდა და არანჟირებაც უფრო დაიხვეწა. 2000-იანების შემდეგ მუსიკოსს ბევრი ახალი სიმღერა აქვს, რომელიც შეუძლია ალბომადაც გამოსცეს, თუმცა ონისე ამ ეტაპზე სიმღერების სინგლებად გამოქვეყნებისკენ უფრო იხრება. მისი ძველი თუ ახალი სიმღერების მოსმენა „იუთუბ“-არხის გარდა მსოფლიოში ყველაზე მსხვილ მუსიკალურ სტრიმ საიტებზე Spotify-სა და Deezer-ზეც შესაძლებელია.
ძალიან კარგია, რომ ონისე ფუტკარაძის სახით საქართველოში არსებობს ქართულენოვანი, ერთდროულად ანდერგრაუნდ და მეინსტრიმ-მუსიკოსი, რომელიც ძალიან კარგ სიმღერებს ქმნის.
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709599999998341.3359497 44.181649499999985 42.0943257 45.472542499999982tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-70744929397280101562019-02-12T19:29:00.000+04:002019-02-13T12:35:18.203+04:00სოციალური მუსიკა საქართველოში
საქართველოში თანამედროვე მუსიკა საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში ფაქტობრივად ყოველგვარი სოციალური მუხტის გარეშე ჟღერდა. ერთპარტიულ ქვეყანაში მმართველი ძალა საჯაროდ სოციალურ პრობლემებზე უბრალო საუბარსაც კი არ მიესალმებოდა. მიუხედავად ამისა, ლიტერატურაში, თეატრში ან კინოხელოვნებაში შეფარვით მაინც ახერხებდნენ სხვადასხვა პრობლემაზე აქცენტების გამახვილებას. თანამედროვე მუსიკაში ე.წ. ესტრადის მუსიკოსების დიდი ნაწილი კი უმღეროდა სიყვარულს, ხალხთა შორის მეგობრობას, სოციალისტურ ქვეყანას, კომუნისტურ პარტიას, ლენინს, სტალინს და ა.შ. ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ნაწილი ოსტატურად ახერხებდა ამ ვალდებულებებისთვის გვერდის ავლას. ფილარმონიული მუსიკოსები ვერ ბედავდნენ თუნდაც საგიტარო „მძიმე“ ეფექტის – „დისტორშენის“, „ფუზის“ გამოყენებას, რადგან ოფიციოზისთვის ესეც „წყეულ კაპიტალისტურ“ ჟღერადობასთან ასოცირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი შემსრულებლები ფაქტობრივად არ არსებობდნენ, რამდენიმე იატაკქვეშა მუსიკოსის გარდა, რომლებიც სოციალური ტექსტებით დიდად არ გამოირჩეოდნენ, ზემოთნახსენებ მძიმე საგიტარო ეფექტებს კი საკუთარ კონცერტებზე თამამად იყენებდნენ. ამავე დროს, საკუთარ სათქმელს შეფარულად ამბობდნენ ბარდები, თუმცა მათ ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებში არ აწევრიანებდნენ. მაშინდელი პოლიტიკოსები კი პოპმუსიკოსებს (ე.წ. ესტრადის შემსრულებლებს) არასოდეს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, რადგან ისედაც აკონტროლებდნენ და გარანტირებულად იცოდნენ, რომ ისინი რამე მნიშვნელოვან პრობლემურ თემაზე არასდროს იმღერებდნენ.
1980-იანი წლების მეორე ნახევარში სსრკ-ში გორბაჩევისეული „გარდაქმნა“ („პერესტროიკა“) გამოცხადდა და ხელოვანებმა შვებით ამოისუნთქეს. საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდა სიმღერებში თავისუფალი ლირიკა გამოეყენებინათ. ზუსტად ამ პერიოდში პატრიოტული მუსიკის შემსრულებლები მომრავლდნენ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას უკვე უშიშრად, ღიად უმღეროდნენ. ზოგს დღემდე მიაჩნია, რომ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ივერიას“ მიერ დადგმული მიუზიკლებში მეტ-ნაკლებად იყო წარმოჩენილი მაშინდელი სოციალური თემები და პრობლემები, თუმცა ეს სხვა სტატიის საკამათო თემაა.
ლადო ბურდული, ზაზა ხუციშვილი და დადა დადიანი
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში ბევრი ისეთი შემსრულებელი გამოჩნდა, რომლებიც არც ერთი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის წევრი არ იყო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ 1990-იანი წლებიდან იწყება სოციალური მუსიკის ისტორია საქართველოში. პირველი მუსიკოსები, რომლებმაც შეუნიღბავად თქვეს საკუთარი სათქმელი, იყვნენ: დადა დადიანი (ჯგუფი „ტაქსი“), ლადო ბურდული (ჯგუფი „რეცეპტი“), ქიშო გლუნჩაძე, რობი კუხიანიძე („აუტსაიდერი“) და კიდევ სხვები. დადა დადიანი სიმღერაში „ზამთარი“ მღეროდა: „მე მინდა, ბავშვს, რომელიც ჩნდება, ჰქონდეს ჰაერი; მე მინდა, ქალს, რომელიც ცდება, ჰყავდეს მომვლელი; მე მინდა, კაცს, რომელიც ყვირის, ჰქონდეს რწმენა; მე მინდა, ერს, რომელიც ლპება, ჰქონდეს გონება“... ეს სიტყვები დღემდე ძალიან აქტუალურია.
გავიხსენოთ ლადო ბურდულის ლირიკის ფრაგმენტიც: „ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები, ამ ქალაქში ბედნიერება მოკლეს“. ასევე, რობი კუხიანიძე სიმღერაში „ქალაქში ბნელა“ („ზამთარი“) მღეროდა: „დღეს ამ ქალაქში სინათლე ქრება, ბავშვების ნაცვლად სიგიჟე ჩნდება, ჩემს ქალაქში დღეს საშინლად ბნელა“.
სოციალური ტექსტები გაჩნდა ბევრი მუსიკოსის შემოქმედებაში, მათ შორის იყო ირაკლი ჩარკვიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოახერხა საკუთარი შემოქმედება ანდერგრაუნდიდან პოპ-მუსიკაში გადაეყვანა. ირაკლიმ საკუთარი სათქმელი ძალიან კარგად მიიტანა მსმენელამდე. მისი გზავნილები დღესაც აქტუალურია ისეთ მსმენელებს შორისაც კი, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. მოგვიანებით, პრობლემური თემები თუნდაც გოგა ჟორჟოლაძის, „ვაკის პარკის“, „ზუმბას“, „ბესტ ჰისტორის“, „ამორალის“ (დღეს „წერილი“ ჰქვია), „ოვერბალანსი“, „ზე“ და სხვა შემსრულებელთა სიმღერებშიც გაჟღერდა.
რობი კუხიანიძე (Outsider). ზურა ზენაიშვილის ფოტო
1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქართველმა პოლიტიკოსებმა კარგად დაინახეს თანამედროვე მუსიკის ძალა და მოსახლეობაში საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გასავრცელებლად პოპმუსიკოსების და როკჯგუფების გამოყენება დაიწყეს. პოლიტიკური ძალები განსაკუთრებით არჩევნების წინ აქტიურდებოდნენ. ასე დაიწყო პოლიტიკურ პარტიათა მხარდამჭერი კონცერტების მოწყობა საქართველოს კუთხეებსა და თბილისში. ამ მხრივ, ძირითადად მმართველი პარტიები გამოირჩეოდნენ, როგორებიც იყვნენ: ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ ან ასლან აბაშიძის „აღორძინება“. საკმაოდ ბევრი მაშინდელი პოპ-შემსრულებელი თუ კომპოზიტორი მოექცა მათი გავლენის ქვეშ. პოლიტიკური პარტიების დაკვეთით იწერებოდა და სრულდებოდა ისეთი სიმღერები, რომლებშიც ამომრჩეველს კეთილდღეობას, წინსვლას, დასაქმებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და იმედიან მომავალს, ანუ სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდნენ. ეს სიმღერები საკმაოდ კარგად მუშაობდა. ამის მაგალითად 1990-იანების მიწურულის პოლიტიკური სიმღერა „გიხაროდენ“ შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პარტია „მოქალაქეთა კავშირმა“ კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს დაუკვეთა. მასში მონაწილეობა მიიღეს იმ პერიოდის ცნობილმა პოპ-შემსრულებლებმა, რომელთაც მაშინ ესტრადის მუსიკოსებს ეძახდნენ. ისე კი, საბჭოთა ტერმინი – „ესტრადის მუსიკოსი“ დღემდეა შემორჩენილი.
2000-იანების დასაწყისში, როცა შევარდნაძის ხელისუფლების მწვავე კრიზისი დაიწყო, ტელევიზიაში ვმუშაობდი და სოციალური მუსიკის შესახებ სიუჟეტზე მუშაობისას, ბატონ ჯემალ სეფიაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. მან ჩემთან საუბრისას აღიარა, რომ „გიხაროდენ“ დაკვეთილი სიმღერა იყო და ამაში სათაკილოს ვერაფერს ხედავდა. სატელევიზიო სიუჟეტისთვის მაშინ ინტერვიუ ჩავწერე ირაკლი ჩარკვიანთანაც, რომელმაც მითხრა: „საქართველოში სოციალური მუსიკა არ ჩამოყალიბებულა. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანი აქ არ მღერის იმას, რასაც ფიქრობს. ესაა ქართველის უბედურება. სახლში ლაპარაკობს სოციალურ პრობლემებზე, აგინებს ვიღაცებს. მერე კი სცენაზე გამოდის და რომელიღაც დებილი კომპოზიტორის სიმღერას მღერის დათუნებზე და ხათუნებზე. ტიპი გიჟია, გესმის? რასაც გრძნობს, იმას არ მღერის. ეს უკულტურობაა. ფაშის ან მეფის კარზე უნდა ქართველს ყოფნა, დამოუკიდებლობა არ შეუძლია ამ ჩემისას. ჩვენ რაღაცები ვცადეთ, ახლაც ვცდილობთ, მაგრამ ხომ ხედავ, თუ ფაშა არ იქნება, რუსი იქნება... მას ვიღაცის ქვეშ უნდა ყოფნა. აქაურ მომღერალს დამოუკიდებლობა ფსიქოლოგიურად არ შეუძლია. ფაშა სჭირდება, რომ ვიღაცის კარზე იყოს, იქ მღეროდეს, – პარტია იქნება ეს თუ რა იქნება, ჩორტ ევო ზნაეტ“.
ახალი საუკუნის პირველი ათწლეულის დასაწყისში კიდევ საინტერესო ფაქტი მოხდა, როდესაც ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ერთგვარი საპროდიუსერო ცენტრი „არტ-იმედი“ შექმნა, სადაც სწორედ ე.წ. ესტრადის მომღერლები გაერთიანდნენ. ეს ახალი ორგანიზაცია მომღერლებისთვის ფაქტობრივად პოსტსაბჭოთა ფილარმონიული სტრუქტურა იყო, რომელიც აფინანსებდა იქ გაერთიანებული მუსიკოსების გასტროლებს, კონცერტებს, დისკების ჩაწერას და სხვა მსგავს რამეებს. სააკაშვილის მმართველობის დროს მუსიკოსთა დიდი ნაწილის მკვეთრი პოლარიზაცია მოხდა – გაჩნდნენ ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე შემსრულებელთა დაჯგუფებები. ეს ტენდენცია, პრინციპში, დღემდე გრძელდება. ამის მიზეზი მუსიკოსებში არ უნდა ვეძებოთ, რადგან ზოგადად, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან პოლიტიზირებულია. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დაჯგუფებებში მოხვედრილი შემსრულებლები სოციალური თემატიკით საერთოდ არ გამოირჩეოდნენ და არ გამოირჩევიან. უბრალოდ, ზოგიერთს ერთი ლიდერი მოსწონს, ზოგს – მეორე. როგორც წესი, დიდი პოლიტიკური კრიზისების დროს, საქართველოში მუდამ ჩნდება რამდენიმე შემსრულებელი, რომელთა შემოქმედებაც საკმაოდ პროტესტულია.
2010-იანი წლების დასაწყისი პოლიტიკურად საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასმედიაში ციხეებში ადამიანების წამების კადრები გავრცელდა. 2012 წელს ერეკლე დეისაძის სიმღერა „სისტემა უნდა დაინგრეს“ ჩაწერეს შემსრულებლებმა: Kung Fu Junkie-მ, Landmark-მა, Me And My Monkey-მ, სერგი გვარჯალაძემ, Svansikh-მა, ჯერონიმომ, KazzyJazz-მა, მაქს მაჩაიძემ, Dreamsoiuz-მა და თავად ერეკლე დეისაძემ. ამ სიმღერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის საქმეში.
სტატიის მომზადების დროს, მე შევხვდი ამ სიმღერის ავტორს, ერეკლე დეისაძეს, რომელიც დღეს ნამდვილად გამორჩეულია მუსიკოსებს შორის თავის საპროტესტო შემოქმედებით. ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა ერეკლეს 2014 წელს ვინდა ფოლიოსთან ერთად გამოქვეყნებულ სიმღერას და ვიდეოს „რაც მამას უნდა“, რომელიც ახალი მეამბოხე თაობის ერთგვარ ჰიმნადაც იქცა და „მამების თაობის“ დიდი ნაწილის საკმაო გაღიზიანება გამოიწვია.
ერეკლე დეისაძე
ერეკლე დეისაძე: „ის, რომ დღეს, სოციალურ თემებზე მუსიკოსები ნაკლებად მღერიან, მგონია, რომ პირდაპირ კავშირშია კონფორმიზმთან. რაღაცებზე საჯაროდ აზრის გამოთქმა ძალიან მარტივია, მაგრამ რთულია ხელოვნების ენით ამ პრობლემებზე ლაპარაკი. სწორედ ამიტომ, ამ წინასაარჩევნო ვიდეოებში შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული, დღემდე, ჩვენ სულ ერთსა და იმავე სახეებს ვუყურებთ. ისინი სხვადასხვა კანდიდატებს უმღერიან, თუმცა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ სიმღერაც კი ვერ ისწავლეს ამ დროის განმავლობაში. ასეთ ფონზე ყოველთვის ჩნდება საპირისპიროს გაკეთების სურვილი. სწორედ, ამ მიზეზმა და სოციალურმა სიდუხჭირემ განაპირობა ჩემი არჩევანიც“.
2018 წლის გაზაფხულზე ნამდვილი ამბოხი მოყვა პოლიციის რეიდებს ღამის კლუბებში და იქ ადამიანების დაკავებას. თბილისის ელექტრონული მუსიკის კლუბებს სახელი გაუვარდათ დასავლეთში და თბილისს ამ ჟანრის მსოფლიოს სუპერპოპულარული მუსიკოსები სტუმრობენ. სტატიებში თბილისი უკვე ბერლინის გვერდით მოიხსენიება, როგორც ევროპაში ელექტრონული მუსიკის ცენტრი. სწორედ ამიტომ, პოლიციის ამ რეიდს, რომელიც ნარკოდილერების გამოსავლენად კლუბ „ბასიანში“ ჩატარდა, დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო მედიაში. ამ მოვლენის შედეგი მასობრივი გამოსვლები და აქციათა ტალღა იყო, რომელიც არ დაიშალა, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში არ მოიხადა. ასე გადაიქცა, ერთი შეხედვით, უბრალო საცეკვაო მუსიკა საპროტესტო მოძრაობად, რომელსაც უცხოურ პრესაში „რეივოლუცია“ დაარქვეს. თუმცა ერეკლე დეისაძეს მიაჩნია, რომ როკენროლის მსგავსად, ესეც დიდწილად ამბოხების მუხტს შეიცავს. ერეკლემ ამ აქციებს ორი სიმღერა „ხალხური“ და „მე ვცეკვავ“ მიუძღვნა, რომლებიც ასევე ჰიტები გახდა.
ერეკლე დეისაძე: „ტექნომუსიკაში არსებობს წინააღმდეგობის ელემენტები, რომლებიც კარგად მოერგო ქართულ ხასიათს. ქართველ ადამიანში გენეტიკურად დევს ცეკვისადმი მისწრაფება. ოდითგანვე ქართველი ომობდა, მერე სახლში ბრუნდებოდა, ღვინოს სვამდა, ცეკვავდა და ამით გადარჩა. მე მგონია, ზუსტად ეს გენეტიკური კოდის გამოძახილი იყო, რაც კლუბ „ბასიანში“ მოხდა. დასავლეთში „ვუდსტოკის ფესტივალზე“ მოხდა ერთგვარი რევოლუცია. მაშინ როკენროლმა მთელი თაობის ცნობიერებაში ახალი ფასეულობები დაამკვიდრა. იგივე მოხდა ახლა ჩვენთანაც დიდი ხნის დაგვიანებით, ოღონდ არა როკენროლის, არამედ ელექტრონული მუსიკის საშუალებით. ესაა ცეკვა – როგორც წინააღმდეგობა და ცეკვა – როგორც პოლიტიკური აქტი. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია. კულტურულ რევოლუციას არა აქვთ კონკრეტული სახე – სხვადასხვა ეპოქაში იგი განსხვავებული სახეებით გვევლინება ხოლმე. მე მგონი, კულტურული რევოლუციის ნიშნები შეიმჩნევა საქართველოში და საზოგადოების მოთხოვნებიც უფრო კონკრეტულია“.
ბოლო წლებში საკმაოდ სოციალური გახდა ქართული ჰიპ-ჰოპი. საცეკვაო მუსიკის მსმენელთაგან განსხვავებით, რომელსაც უფრო დასაქმებული ახალგაზრდა თაობა უსმენს და ღამის კლუბებში ერთობა, ქართული ჰიპ-ჰოპის მოყვარულთა აუდიტორია თითქმის ყველა სოციალურ ფენას მოიცავს. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც (ე.წ. „თინეიჯერები“), რომელთაც ღამის კლუბებში ჯერ არ უშვებენ. ერეკლეს რომ დავესესხო, ქართული ჰიპ-ჰოპიც კულტურული რევოლუციის განუყოფელი მუსიკალური ჟანრია, რომელსაც ძირითადად სწორედ სოციალური დატვირთვა აქვს.
დასასრულ, მინდა დავძინო, რომ 1990-იანი წლების და თუნდაც 2000-იანების დასაწყისის მუსიკის მსმენელებთან შედარებით, ახალგაზრდები ბევრად სოციალურები და აქტიურები გახდნენ. და ეს დიდწილად სწორედ ქართველი სოციალურად აქტიური მუსიკოსების დამსახურებაა. როკი, ელექტრონული მუსიკა და ჰიპ-ჰოპი კი ის სამი მუსიკალური ჟანრია, რომლებმაც მეტი აქტიურობისკენ და საკუთარი უფლებების დასაცავად უბიძგა ახალგაზრდებს.
ჟურნალი „მატარებელში საკითხავი“ #12 ზამთარი, 2019 წელი
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709599999998341.3359497 44.181649499999985 42.0943257 45.472542499999982tag:blogger.com,1999:blog-7432555322606535.post-82978412708764682152019-02-08T00:05:00.000+04:002019-05-19T00:22:31.813+04:00საბჭოთა საქართველო და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ეპოქა
საბჭოთა კავშირში თანამედროვე მუსიკა მეტად უცნაურად ვითარდებოდა, თუ ამას საერთოდ განვითარება შეიძლება დაერქვას. მსოფლიო შოუბიზნესს მოწყვეტილი მუსიკა სტილისტურად ფაქტობრივად გაიყინა. ამას ხელს „რკინის ფარდა“ უწყობდა, რომელიც სსრკ-მ ცივილიზებულ სამყაროს საკუთარი ინიციატივით ჩამოაფარა, რათა უმეტესი ინფორმაცია დაებლოკა და მხოლოდ ცენზურაგამოვლილი ამბები მოეთხრო თავისი მოსახლეობისთვის.
მმართველ ტოტალიტარულ კომუნისტურ პარტიას, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავდა, არ სურდა მოესმინა მისთვის საზიანო თავისუფალი აზრი, რომლითაც გაჯერებული იყო თანამედროვე მუსიკა. სწორედ ამიტომ უფრთხოდნენ ყველაზე მეტად დასავლურ მუსიკას. რუსმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, ბარი ალიბასოვმა „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი როკ-ენ-როლმა დაშალა.
დღეს მინდა მოკლედ მიმოვიხილო სტალინის მმართველობის შემდგომი საბჭოთა მუსიკის პერიოდი, რომელსაც პირობითად „ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ეპოქა“ შეგვიძლია ვუწოდოთ და იგი თითქმის სამ ათეულ წელიწადს მოიცავს.
მთავრობა ბევრ ფულს ხარჯავდა უცხოური რადიოარხების თუ რადიოგადაცემების სიგნალის ჩასახშობად. სწორედ ამიტომ მელომანები იატაკქვეშ ავრცელებდნენ კონტრაბანდულად შემოტანილ მუსიკას. 1950-იანებში მასობრივად გაჩნდა რენტგენის ფოტოფირებზე ჩაწერილი უხარისხო, მაგრამ სასურველი ფირფიტები, რომლებიც „საყოფაცხოვრებო მომსახურების“ ცენტრებში, ხმის ჩამწერ სტუდიებში კუსტარულად მზადდებოდა. „რენტგენის ფირფიტების“, იგივე „ძვლების ფირფიტების“ კულტურა 1970-იან წლებამდე იყო შემორჩენილი, სანამ საყოფაცხოვრებო და მანქანის კასეტის მაგნიტოფონები მასობრივი არ გახდა.
მელომანები საკუთარი კოლექციისთვის დასავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილ ორიგინალ ფირფიტებს აგროვებდნენ, რომლის საშუალო ფასი შავ ბაზარზე 50-დან 100 მანეთამდე (77-დან 154 $-მდე) მერყეობდა. ხელისუფლება მსგავსი მუსიკის შემოტანას არც კრძალავდა და არც ახალისებდა. ვინილის ფირფიტები, კასეტები, მოგვიანებით ვიდეოკასეტები ძირითადად მეზღვაურებს, სპორტსმენებს, ტურისტებს, გასტროლებზე მყოფ მუსიკოსებს და დიპლომატებს ჩამოჰქონდათ.
ქვეყნის შიგნით თანამედროვე მუსიკას (ე.წ. ესტრადას) კი სახელმწიფო სტრუქტურა – ფილარმონია აკონტროლებდა. ფაქტობრივად არ არსებობდა შემსრულებელი, რომელიც დიდ სცენასა და მედიასაშუალებაში ამ ორგანიზაციის გვერდის ავლით მოხვდებოდა. ამავე დროს, ფილარმონია იქცა ერთგვარ საპროდიუსერო და პროპაგანდის ცენტრად, რომელიც სცენაზე ასვლის ერთგვარ „ვიზას“ აძლევდა ახალბედა თუ გამოცდილ მუსიკოსებს.
პირველი ვია-ები და ვიო-ები
1958 წელს რობერტ ბარძიმაშვილმა ჩამოაყალიბა უსახელო ვოკალური კვარტეტი. ისინი საკმაოდ დიდი დოზით ჯაზს ასრულებდნენ. სამი წლის შემდეგ ეს კვარტეტი საბჭოთა კავშირში პირველ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ (იგივე ვია) „ორერად“ გარდაიქმნა და მუსიკოსები დაემატა. სხვათა შორის, სსრკ-ში „ორერამდე“ არ იყო მიღებული სახელწოდებები. არსებობდა ვაჟთა (ქალთა) ტრიოები, კვარტეტები, ანსამბლები და ა.შ. „ორერამ“ გასტროლებით მოიარა პლანეტის ხუთივე კონტინენტი. იგი ასევე პირველი იყო, რომელმაც ინგლისურ ენაზე შეზღუდული „ბითლზის“ რეპერტუარიდან სიმღერების შესრულება გაბედა. ცენზურა მას ვერ შეეხო, რადგან იგი თავდაპირველად უცხო ენათა ინსტიტუტთან არსებობდა და ინგლისურ ენაზე სიმღერა პრაქტიკულ მეცადინეობაში ეთვლებოდა.
საქართველოში პირველი ვიო, ანუ ვოკალურ-ინსტრუმენტული ორკესტრი კი 1957 წელს გიორგი გაბისკირიამ ჩამოაყალიბა და მას „რერო“ ერქვა. გაბისკირია გამოცდილი მუსიკოსი, მესაყვირე იყო და ფლობდა საესტრადო და ჯაზური ხელოვნების სხვადასხვა ფორმას. მალე ორკესტრში კონსტანტინე პევზნერი მოიწვიეს. 1970-იან წლებში მას სათავეში გივი გაჩეჩილაძე ჩაუდგა. მეორე ვიო, სახელად „ჩანგი“ 1959 წელს მომღერალ გიული ჩოხელის ქმარმა, ბორის რიჩკოვმა ჩამოაყალიბა. ორკესტრი ძირითად აქცენტს ჯაზზე აკეთებდა.
რესპუბლიკის მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველოში საკმაოდ ბევრი ვია არსებობდა. ბევრმა მათგანმა ფირფიტის ჩაწერაც მოახერხა. ანსამბლები არსებობდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომელსაც მაშინ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ერქვა. ახლა ანბანის მიხედვით ჩამოვწერ საბჭოთა საქართველოს იმ ვიო-ების და ვია-ების ჩამონათვალს, რომელთა შესახებ ინფორმაციას მივაკვლიე:
ვია „75“ (შეიქმნა 1975 წელს, სამხატვრო ხელმძღვანელი – რობერტ ბარძიმაშვილი)
ვია „აისი“ (1974, გიორგი ქართველიშვილი)
ვია „ალიონი“ (1985, ლევან ჩხეიძე)
ვია „აფსნი-67“ (1967, ნოდარ საგარია)
ვია „ბერიკონი“ (1989, თეიმურაზ მაისაშვილი)
ვია „ბონვარონი“ (1971, თემურ ხარებოვი, თემურ თედეევი, გოგა გუჩმაზოვი, ახსარ ჯირკაევი)
ვია „დიელო“ (1962, ამირან ებრალიძე)
ვია „ენგური“ (1980, გივი გაბუნია)
საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ვია, შემდგომში ვია „თეატრონი“ (1982, ზურაბ კობეშავიძე)
ვია „ივერია“ (1968, ალექსანდრე ბასილაია)
ვია „კოლხეთი“ (197?, მარსელ კაპანაძე)
ვია „ლაბირინთი“ (197?, მერაბ კილაძე)
ვია „ლალე“ (1970, ედუარდ სეფაშვილი)
ვია „მზიური“ (1971, რაფაელ კაზარიანი, გურამ ჯაიანი)
ვია „ნატვრის ხე“ (1982, რომან რცხილაძე)
ვია „ორერა“ (1961, რობერტ ბარძიმაშვილი)
ვია „ორიონი“ (1971, ბორის გეგეშიძე)
ვიო „რერო“ (1957, გიორგი გაბისკირია, კონსტანტინე პევზნერი, გივი გაჩეჩილაძე, ამირან ებრალიძე)
ვია „ფაზისი“ (1971, ბორის შხიანი)
ვიო „ჩანგი“ (1959, ბორის რიჩკოვი)
ვია „ციცინათელა“ (1967, სოსო ებრალიძე)
ვია „ჯადოსნური გზები“ (1985, თეიმურაზ მაისაშვილი)
ვია „ჯაზ ნონეტი“ (1970, ალექსანდრე კილაძე)
ვია „ჯაზ ქორალი“ (1985, ალექსანდრე კილაძე)
ვია „ჯორჯია“ (1988, რობერტ ბარძიმაშვილი)…
ამ ჩამონათვალში არ შემიტანია სხვადასხვა ორკესტრები და ადგილობრივი, ნაკლებად ცნობილი ანსამბლები. ამ ანსამბლებიდან აფხაზური იყო ვია „აფსნი-67“.
ვია „ბონვარონი“ ცხინვალური კოლექტივი იყო და იგი დღემდე არსებობს. ანსამბლი ოსურ, ქართულ და რუსულ ენებზე ასრულებდა სიმღერებს. „იუთუბზე“ მათი ძველი სიმღერებიც დევს.
ზოგადად, 1960-იანი 1970-იანი და 1980-იანი წლები ქართული ესტრადისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ხანა იყო. თუმცა, მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ამ ეტაპის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ანსამბლებში სხვადასხვა დროს ხშირად ერთი და იგივე მუსიკოსები უკრავდნენ. მაგალითად, ვახტანგ კიკაბიძე სხვადასხვა დროს იყო „გეპეის ორკესტრის“, „რეროს“, „ორერას“ და „დიელოს“ ფრონტმენი.
პლაგიატიზმი შემოქმედებაში
დასავლეთიდან შეზღუდული მუსიკალური ინფორმაციის შემოდინების გამო, ვია-ები ცალკეულ შემთხვევებში უნებართვოდ ასრულებდნენ უცხოელ შემსრულებელთა სიმღერებს, ზოგჯერ ამ სიმღერებს საკუთრად ასაღებდნენ, მათ ნამდვილ ავტორებს არ უთითებდნენ და ხშირად ორიგინალისგან განსხვავებული შინაარსით ტექსტს აქართულებდნენ (ან არუსულებდნენ), ანუ მსმენელი შეცდომაში შეჰყავდათ…
თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. ვია „დიელოს“ 1975 წლის ალბომში არის სიმღერა „ბავშვობის დღეები“.
სიმღერის ავტორებად ქართველები წერია. სინამდვილეში მთელი მელოდია ეკუთვნის ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფ Rare Bird-ს. ორიგინალ სიმღერას, რომელიც ჯგუფის 1969 წლის ალბომში შევიდა, Sympathy ეწოდება.
„ივერიის“ სიმღერების მიხედვით 1975 წელს გადაღებული სატელევიზიო ფილმის – „სიყვარული, ივერია და…“ პირველივე კადრებიდან ისმის საგიტარო რიფი.
ეს მუსიკალური ფრაგმენტი მთლიანად აღებულია Pink Floyd-ის კომპოზიციიდან Echoes (ნახეთ 2:46-დან).
შეგვიძლია საბავშვო სიმღერა „ანო და ვანო“ გავიხსენოთ, რომლის ძირითადი თემის არანჟირება არც მეტი, არც ნაკლები George Duke-ს მიერ 1978 წელს ჩაწერილ კომპოზიცია Movin’ On-ს გაგახსენებთ.
პლაგიატიზმის უამრავი მაგალითი არსებობს დასავლეთშიც, რომელიც სასამართლოებით სრულდება. კეთილი განზრახვით რომ ვიფიქროთ, არაა გამორიცხული, ქართველი შემსრულებლების რეპერტუარებში ამ უცხოური კომპოზიციების შეტანა სპეციალურად ხდებოდა, რადგან საბჭოთა ცენზურა მათ რეპერტუარში არ შეატანინებდა, თუ არ მიუთითებდნენ, რომ მათივე დაწერილი სიმღერა იყო.
ანაზღაურება
„ფილარმონიასთან“ არსებობდა ორი ორგანიზაცია – „სოიუზკონცერტი“ და „გოსკონცერტი“. მუსიკოსების სსრკ-ში გასტროლებს „სოიუზკონცერტი“, ხოლო საზღვარგარეთის ქვეყნებში „გოსკონცერტი“ უწევდა ორგანიზებას. ამიტომ, ქვეყანასა და უცხოეთში შემსრულებლის კონცერტზე მიღებული ჰონორარის უმეტესობა ამ ორგანიზაციებს მიჰქონდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი იყო ამა თუ იმ შემსრულებლის კონცერტი თუ ტურნე.
2000-იანების დასაწყისში რამდენჯერმე შევხვდი ვია-ების – „ორერას“, „75“-ის და „ჯორჯიას“ დამაარსებელს, რობერტ ბარძიმაშვილს, რომელიც საბჭოთა ფილარმონიული სისტემის საყურადღებო დეტალებზე მესაუბრა: „ჩვენ მხოლოდ მოჭრილი თანხა გვერგებოდა. „ორერაში“ თავიდან 50 მანეთს მაძლევდნენ, ბიჭებს – 45-ს. დროთა განმავლობაში თანდათან შეამცირეს და 1975 წელს 18 მანეთი დარჩა, მაგრამ ბევრ კონცერტებს ვატარებდით სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში.
ზოგჯერ დღეში 3-4 კონცერტი გვქონდა. გათვლილი მქონდა, რომ მთელ ანსამბლს ჰონორარის სახით ერთ კონცერტზე საკონცერტო დარბაზის ერთ-ნახევარი რიგის ბილეთების საფასურს გვაძლევდნენ. დანარჩენი ფული მთავრობას მიჰქონდა. საზღვარგარეთული გასტროლების დროს შემოსული თანხების მხოლოდ 5-10%-ს გვაძლევდნენ. დანარჩენს ვაბარებდით „გოსკონცერტს“ ან საელჩოს. თანაც ეს აუცილებლად საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო…
მართალია, ჩვენ ბევრ კონცერტს სახელმწიფოს ხარჯზე ვმართავდით, მაგრამ ბევრი უსამართლობა იყო. ცუდიც და კარგიც თანაბარ მდგომარეობაში ვიყავით, ანუ მნიშვნელობა არ ჰქონდა შენს წარმატებებს, დარბაზის შევსებას და ა.შ.“.
რობერტ ბარძიმაშვილმა ინტერვიუში გამიმხილა, როგორ ახერხებდა მკაცრი ცენზურისგან თავის დაღწევას, რომელიც ყოველთვის წინასწარ გაშიფრულ პროგრამას ითხოვდა, სადაც გარკვეული დოზით უნდა ყოფილიყო სიმღერები საბჭოთა წყობილებაზე. ცენზორები თბილისზე ან საქართველოზე დაწერილ ნაწარმოებს საბჭოთა პატრიოტულ სიმღერად არ მიიჩნევდნენ. „ორერას“ პროგრამის რუსულად თარგმნისას, როდესაც სიმღერა საქართველოზე, თბილისზე ან სიყვარულზე იყო, იქ ბარძიმაშვილი წერდა, რომ ის პარტიას, ხალხთა შორის მეგობრობას ეძღვნებოდა. შესაძლებელი იყო, ვინმე ქართულის მცოდნეს იგი გაეყიდა, მაგრამ ასე არ მომხდარა.
საბჭოთა ე.წ. ესტრადამ მაშინდელი ქართული თანამედროვე მუსიკა საკმაოდ უკან დახია. სსრკ-ს დაშლის შემდეგ მისგან მემკვიდრეობით დაგვრჩა სცენაზე გაყინული, უმოძრაო საშემსრულებლო სტილი და ორიგინალობას მოკლებული საკონცერტო შოუები, სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი სავალდებულო, შტამპდასმული სიმღერები სიყვარულზე, ხალხთა შორის მეგობრობაზე, კომკავშირზე, ლენინზე, სტალინზე და კომუნისტურ პარტიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საბჭოთა ესტრადა მახინჯი წარმონაქმნი იყო, მის წიაღში ბევრი ქართველი შემსრულებელი მაინც ახერხებდა საკუთარი ნიჭის წარმოჩენას. ქართული ვია-ების დამსახურება არის ისიც, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ქართველმა მომღერლებმა რუსულის ნაცვლად ქართულ ენაზე სიმღერა გააგრძელეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ვია-ების რეპერტუარებისთვის სხვადასხვა დროს ბევრი ძალიან კარგი სიმღერა დაწერეს ქართველმა კომპოზიტორებმა: რეზო ლაღიძემ, გოგი ცაბაძემ, ვაჟა აზარაშვილმა, ალექსანდრე ბასილაიამ, ნუგზარ ერგემლიძემ, გია მაჭარაშვილმა და სხვებმა. მათი სიმღერები აქტუალობას არ კარგავს.
ვია-ების წევრები ხშირად ხელს უწყობდნენ ბევრ დამოუკიდებელ არაფილარმონიულ მუსიკოსს. მიუხედავად შეზღუდვების სიმრავლისა, ქართველმა მსმენელმა „ვია-ების ეპოქაში“ იმდენად კარგად მოახერხა თვითგანვითარება და ისეთი რეპუტაცია ჰქონდა, საქართველო და კერძოდ თბილისი თითქმის ყველა სსრკ-ში ჩამოსული დასავლელი შემსრულებლის ტურში შედიოდა.
გავიხსენოთ თუნდაც ბენი გუდმენის, ბიბი კინგის, ბილი ჯოელის, იან გილანის და სხვათა დიდი კონცერტები. სსრკ-ში პირველი საერთაშორისო დიდი ჯაზ-ფესტივალი თბილისში გაიმართა, პირველ რამდენიმედღიან საბჭოთა როკ-ფესტივალს ასევე საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა.
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
Lasha Gabuniahttp://www.blogger.com/profile/04464391308095349056noreply@blogger.com0თბილისი, საქართველო41.7151377 44.82709599999998341.3359497 44.181649499999985 42.0943257 45.472542499999982