საინტერესო თბილისური
ინგლისურენოვანი ჯგუფი The Groove სულ რაღაც წელიწადნახევარია არსებობს.
სეპტეტი სადებიუტო ორმაგ ალბომს Meditate „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში
თითქმის 6 თვე იწერდა. აუდიო კომპაქტ-დისკზე ჯგუფის 12 სიმღერაა
წარმოდგენილი, ხოლო DVD-ზე მათი ვიდეო Run, Forrest, Run შევიდა, რომლის
რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი. The Groove-ს წევრები არიან: გიორგი
ვახტანგიშვილი (რიტმგიტარა, სიმღერების ავტორი), გიორგი მეფისაშვილი
(ვოკალი), ანი კეკუა (ვოკალი), ირაკლი გაფრინდაშვილი (სოლოგიტარა), ლევან
მიქაბერიძე (ბასგიტარა), პაპუნა შარიქაძე (კლავიშებიანი ინსტრუმენტი) და
გიორგი გვანცელაძე (დრამი). ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ დრამერები –
რევაზ ედგარიძე, ზაზა ცერცვაძე და ბასისტი ლევან დეისაძე.
„ბრავო
რექორდსის“ თაოსნობით, ახალი ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი ჯგუფმა
თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო
დარბაზში გამართა, სადაც ალბომში წარმოდგენილი ყველა სიმღერა შეასრულა.
კონცერტის ბოლოს კი ხელმოწერის წვეულება, ე.წ. საინინგფართი გაიმართა.
დისკი უკვე იყიდება საქართველოს მუსიკალურ მაღაზიებში. ალბომის თანდართულ
ბუკლეტში The Groove-ს სახელით წერია: „ბენდის სახელწოდება ჩვენი ერთობლივი
შემოქმედების აღქმიდან გამომდინარეობს – შემოქმედებით პროცესს „მუღამში
ყოფნას“ (grooving) ვუკავშირებთ. ალბომს მისი ერთ-ერთი შემადგენელი
სიმღერის Meditate (მედიტირება), სახელი ჰქვია. ეს სახელი საკმაოდ კარგად
ასახავს ჩვენს განწყობას ამ ალბომის მიმართ და, ზოგადად, ჩვენს
მდგომარეობას მასზე მუშაობის დროს“.
ალბომში The Groove-ს მუსიკა მრავალჟანრიანია. მიუხედავად ამისა, ისიც იგრძნობა, რომ მისი წევრები უპირატესობას როკს ანიჭებენ. მაგრამ ეს არაა მკვეთრი ან აგრესიული ჟღერადობის მუსიკა, არამედ მელოდიური პოპროკია, რომელშიც სხვადასხვა დოზით გემოვნებით გაზავებულია სოულის, ფანკის, ბოსანოვას ელემენტები. მეტად სასიამოვნო ბალადებია Memories, This Love და My Friends. ძალიან კარგი სიმღერაა Change, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებების აუცილებლობაზეა. ალბომი შეიძლება მოეწონოთ ინდიროკის მოყვარულებსაც.
მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, როგორ და რატომ დაინტერესდა ამ ჯგუფით მუსიკალური ბიზნესკომპანია „ბრავო რექორდსი“.
ზაზა
შენგელია („ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი): – „ჯგუფს ჩემი დიდი ხნის
მეგობრის, საშა გასმანის რეკომენდაციით დავუკავშირდი. იგი „საქართველოს
ბანკის“ მარკეტინგის დირექტორია, კარგად იცნობს ჩემს მუსიკალურ გემოვნებას
და მირჩია, მოუსმინე, მოგეწონებაო. ამ ჯგუფის სულისჩამდგმელი და სიმღერების
ავტორი, გიორგი ვახტანგიშვილი მასთან მუშაობდა. გიორგი ძალიან საინტერესო
სიმღერებს წერს, ბენდის მუსიკა ძალიან მოგვეწონა და მის წევრებს ალბომის
გამოშვება შევთავაზეთ. საკმაოდ ეკლექტური ალბომი ჩავწერეთ. გვინდოდა, ჯგუფი
მსმენელის წინაშე მრავალფეროვნად წარმდგარიყო. ძალიან კარგი ტანდემი
გვაქვს გიორგი ვახტანგიშვილისა და გიორგი მეფისაშვილის – ჯგუფის ვოკალისტის
სახით, რომლის ხმა, ტემბრი და სიმღერის შესრულების მანერა ძალიან მოუხდა
ამ სიმღერებს. შეიძლება ითქვას, ამ ტანდემზეა აგებული ჯგუფის მთავარი
მუსიკალური ღერძი. რა თქმა უნდა, ბენდი გააძლიერა ახალმა სოლისტმა – ანი
კეკუამ. The Groove-ს ძალიან საინტერესო ინსტრუმენტალისტები ჰყავს. ალბომის
საპრეზენტაციო კონცერტი და ჯგუფის სატელევიზიო შოუებში მონაწილეობა
მსმენელისთვის საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ზაფხულში
საქართველოს ზღვისპირეთში გვინდა საგასტროლო ტურნეც მოვაწყოთ.
ჯგუფის ალბომისა და ცალკეული სიმღერების ლეგალურად გადმოწერა შესაძლებელია ჩვენი კომპანიის ახალ საიტზე https://www.bravissimo.ge, რომელზეც 3 წელი ვმუშაობდით. „ბრავისიმო“ საკმაოდ ამბიციური საიტია, რომელმაც გაყიდვების თემა უნდა შეცვალოს საქართველოში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მსოფლიოში მუსიკალური ალბომების ფიზიკური გაყიდვები პრაქტიკულად კვდება და მუსიკა იყიდება ისეთ საიტებზე, როგორებიცაა iTunes, amazon.com, spotify.com და სხვა. „ბრავისიმოზე“ გვაქვს: ახალი, ექსკლუზიური, 100%-ით ლეგალური, იაფი და ხარისხიანი კონტენტი, – მუსიკა და მასთან დაკავშირებული პროდუქტები, – მერჩენდაიზინგი, მემორაბილია, კარაოკე, რინგტონები და ა.შ. გარდა მუსიკისა, საიტზე ქვეყნდება საინტერესო ახალი ამბები საქართველოს და უცხოეთის შოუბიზნესის შესახებ. პერსპექტივაში ექსკლუზიურად „ბრავისიმოს“ მომხმარებლისთვის კონცერტების ლაივ-სტრიმინგების დამატებასაც ვაპირებთ“.
ჯგუფის დაარსების, ალბომის ჩაწერისა და სამომავლო გეგმების შესახებ The Groove-ის დამაარსებელსა და ლიდერს, რიტმგიტარისტსა და სიმღერების ავტორს, გიორგი ვახტანგიშვილს ვესაუბრე.
– გიორგი, როგორ შეიქმნა The Groove?
– ჯგუფის ჩამოყალიბებას ასეთი ისტორია აქვს: პროფესიით ბიზნესადმინისტრატორი გახლავართ. იმ კომპანიაში, სადაც ვმუშაობ, პროფესიით ფინანსისტი გიორგი მეფისაშვილი (ჯგუფის ვოკალისტი) შესამოწმებლად მოვიდა, რადგან აუდიტორულ კომპანიაში მუშაობს. ამ აუდიტის დროს ჩვენ ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით და დავახლოვდით კიდეც. ისიც კი მოვუყევი, რომ სიმღერებს ვწერდი. გიორგი დაინტერესდა და სურვილი გამოთქვა მოესმინა. თავდაპირველად ამ საქმეს სერიოზულად არ ვუყურებდი, არც გიორგი ფიქრობდა რამეს. არც ის გამეგო, რომ მას „ჯეოსტარში“ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, რადგან 6 წელი უკრაინაში ვცხოვრობდი. მას ჩემი შემოქმედება მოეწონა და პირველი ადამიანი იყო, ვისაც ჩემი სიმღერები მოვასმენინე. მოკლედ, ჯგუფის თავდაპირველი ბირთვი გიორგი მეფისაშვილი და მე ვიყავით.
– ამ ჯგუფამდე რაიმე მუსიკალური გამოცდილება თუ გქონდათ?
– არანაირი მუსიკალური გამოცდილება არ მქონია. სიმღერებს სადღაც 5-6 წელია ვწერ. მათ შესახებ არავინ იცოდა და მხოლოდ ერთხელ უკრაინელ მეგობრებთან ერთად რამდენიმე სიმღერა შევასრულე, მათ შორის Memories, რომელიც ალბომშიც შევიდა. უკრაინაში ვერც ხალხის შეკრება და ვერც რეპეტიციები მოვახერხე და პროექტი ჩამივარდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ მალე გავიცანი გიორგი და მან იმ მუსიკოსებს შემახვედრა, რომლებიც ბენდში ავიყვანეთ. თუმცა ბევრმა მათგანმა ჩვენს შემოქმედებას სათანადო დრო ვეღარ დაუთმო და ისინი იმ მუსიკოსებით ჩავანაცვლეთ, რომლებიც ახლა ჯგუფში უკრავენ.
– გიორგი, მუსიკალური განათლება თუ გაქვთ?
–
მუსიკალური განათლება არ მიმიღია. ასე ვთქვათ, საკუთარი უნარებით ვისწავლე
გიტარაზე დაკვრა. მუსიკას არც ნოტებით არც ე.წ. ციფროვკებით არ ვწერდი,
ისე ვიმახსოვრებდი. ბოლო დროს დავიწყე აკორების ჩაწერა, რადგან ბენდთან ან
ორკესტრთან სხვანაირად ვერ იმუშავებ.
– შეგიძლიათ თქვათ, რომ მუსიკა თქვენთვის ჰობი უფროა, ვიდრე პროფესია?
– ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკა, მაგრამ ჩვენს რეალობაში პროფესიად ვერ ჩამოყალიბდა. დღესაც ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით ვმუშაობ – ეს გახლავთ ჩემი პროფესია.
– უფრო დიდ ქვეყანაში, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობებია ამ მხრივ, თუ გექნებოდათ ამბიცია, რომ მუსიკოსობა თქვენი პროფესია გამხდარიყო?
– ჩემი მუსიკა მსმენელამდე სულ ახლახანს მივიტანე და ჯერ არც კი ვიცი, ადამიანებს როგორი რეაქცია ჰქონდათ მასზე. ვინც მოუსმინა, ყველა კმაყოფილი დარჩა, მაგრამ არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ.
– რატომაა ალბომი მრავალჟანრობრივი? მაინტერესებს, რომელმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა პირადად თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაში?
– თუ კონკრეტულად მუსიკოსებზე და ბენდებზე ვისაუბრებთ, პირველად აუცილებლად „ბიტლზს“ დავასახელებ. ის ჰარმონია, რაც „ბიტლზებმა“ თანამედროვე მუსიკაში დაამკვიდრეს, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. თავის დროზე „ბიტლზების“ და როკის ინტენსიურმა მოსმენამ ჩამოაყალიბა ჩემი მუსიკალური გემოვნება. ზოგადად კი, მე მომწონს მუსიკა, რომელსაც ოზი ოსბორნი, AC/DC, Led Zeppelin, Guns N' Roses და სხვები ქმნიდნენ.
ჩვენს ალბომში სიმღერების განსხვავებულობა უფრო
მიზანმიმართულია, ვიდრე შემთხვევითი. ძალიან მინდოდა პირველი ალბომი
ექსპერიმენტული ყოფილიყო – სხვადასხვა ნაწარმოებები სხვადასხვა ჟანრით
წარმომედგინა მსმენელისთვის. მაინტერესებს მსმენელს რომელ ჟანრში
გადაწყვეტილი სიმღერა უფრო მოეწონება. ჩვენ გვაქვს ბალადები, ზოგიერთი
სიმღერა პოპია, გვაქვს სოულის თემები... ამ დროს, ეს სიმღერები მე
როკ-ენ-როლის ფორმატში შევქმენი. ეს პირველი ალბომია და საკუთარ თავს
უფლება მივეცით, ექსპერიმენტი გაგვეკეთებინა.
– თქვენ პირველად იმუშავეთ სტუდიაში და რა ხნის განმავლობაში იწერებოდა დისკი? „ბრავო რექორდსში“ როგორი სამუშაო პირობები გქონდათ?
– ჩემგან განსხვავებით, ბენდის წევრებისთვის ახალი არ ყოფილა სტუდიაში მუშაობა, ამიტომ არ გაუჭირდათ ჩაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი არც ისე მარტივია. ამ ალბომის ჩაწერას, დამუშავებას, მასტერინგს და დისკზე დატანას დაახლოებით 6 თვე მოვანდომეთ. ამ სფეროში თუ რამე კარგი არსებობს საქართველოში, „ბრავო რექორდსშია“ თავმოყრილი, რომლის თანამშრომლები სულ გვერდით გვედგნენ, მხარს გვიჭერდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ჩაწერა მათთვის უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა, ვიდრე კომერცია. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზაზა შენგელიას და ყველა თანამშრომელს, ვინც ამ კომპანიაში მუშაობს.
– ახლა თქვენს სიმღერებზეც ვისაუბროთ. რატომ აიღეთ სასტარტო სიმღერაში თუნდაც „ფორესტ გამპის“ თემა? საერთოდ, როგორ წერთ სიმღერებს?
– ჩემი სიმღერების ერთ-ერთი პლუსი ისაა, რომ მათი მელოდიური ნაწილი ტექსტთან თანხვედრილია. თუ მე „ფორესტ გამპმა“ გამიჩინა სიმღერის დაწერის სურვილი, ტექსტიც შესაბამისი იბადება. თუ Memories-ში ვმღერით კონკრეტულ ურთიერთობებსა და მოგონებებზე, აუცილებლად დავწერ ტექსტს იმაზე, თუ რამ განაპირობა ეს. სიმღერა იწერება ასე: რაიმე თემატიკიდან, გარემოებიდან ან ემოციიდან პირველად იბადება მელოდია. როგორც კი ჰარმონია დაიწყებს თავში ტრიალს, მაშინვე ვცდილობ ტექსტის მორგებას. ეს იმავე მომენტში ხდება, რათა ტექსტსა და ჰარმონიას შორის კავშირი არ დაიკარგოს. ჩვენი მუსიკა გრძნობებს და განწყობას გადმოსცემს. ჩემი სიმღერა Change – ცვლილებებზეა. კონცერტზე იგი უკრაინელ ხალხს მივუძღვენით, რომელიც ცდილობს რთული გზით გავიდეს სამშვიდობოს. მათ ცვლილებები სჭირდებათ.
– ქართველი შემსრულებლებიდან თუ მოგწონთ ვინმე განსაკუთრებით?
– ქართულ საესტრადო მუსიკაში ძალიან ბევრი ღირსეული შემოქმედი მოღვაწეობდა, მაგრამ ეს არ არის ის მუსიკა, რომლის შექმნის სურვილიც მაქვს. უფრო მეტად მომწონს როკი, ბლუზი, ჯაზი... ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩემი ორიენტირები უფრო არაქართველი შემსრულებლები არიან. ვისაც ადრე ვუსმენდი და ვის კონცერტებზეც დავდიოდი, დღეს არც ერთი მათგანი მუსიკაში აღარ მოღვაწეობს. ეს ჯგუფები დაიშალა. სამწუხაროდ, საქართველოში ბენდის შენარჩუნება თითქმის არავის გამოსდის. პლუს ამას, მუსიკოსები ვერ ახერხებენ ამ საქმიანობით საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამიტომაც ანებებენ თავს. ქართველებიდან მომწონდა: Floyd Rose, „აპრილი“,Crossroads და კიდევ რამდენიმე. ირაკლი ჩარკვიანიც უნდა ვახსენო, რადგან მისი სიმღერები ძალიან მომწონს.
– როგორ ფიქრობთ, რა სარგებლობა მოაქვს ამდენ სასიმღერო ტელე-კონკურსს საქართველოში?
–
ამ კონკურსებმა მოიტანა ის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვოკალისტი
გაჩნდა. ამდენი მომღერალი ალბათ არასოდეს ყოფილა საქართველოში. ჩვენმა
ვოკალისტმა ანი კეკუამ „ჯეოსტარში“ გაიმარჯვა. შედეგად, შვედეთში წავიდა,
ისწავლა, მერე აქ ჩამოვიდა, არც ერთმა ბენდმა არ მიიწვია და თვითონაც ვერ
ჩამოყალიბდა მომღერლად, რადგან ამ ქვეყანაში ეს სისტემა გაუმართავია და
ფულს მასში არავინ აბანდებს. გიორგი მეფისაშვილიც „ჯეოსტარელია“. ახლა
ისინი ჩვენს ბენდში მღერიან და ერთად ვშრომობთ.
– რას გეგმავთ სამომავლოდ?
–
არ მჯერა, რომ ინგლისურენოვანი ტექსტებით და არაქართულ-საესტრადო
ტრადიციებით შექმნილი ჩვენი რეპერტუარი მასობრივად საინტერესო გახდეს
ქართველი მსმენელისთვის. ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო, რამდენიმე სიმღერა
ჩამეწერა და ისინი საზღვარგარეთ სხვადასხვა ფესტივალებზე და
პროდიუსერებისთვის გამეგზავნა. „ბრავო რექორდსის“ წყალობით მთელი ალბომი
გამოვეცით. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად ბევრ დასავლურ ფესტივალში
მივიღოთ მონაწილეობა. ბუნებრივია, საქართველოში კონცერტებზე უარს არ
ვამბობთ. იმედი მაქვს, ჩვენი სიმღერები არაქართველი მსმენელის წინაშეც
გაიტესტება და გავიგებთ, რამდენად მისაღებია ის ამერიკელი ან ევროპელი
მელომანებისთვის.
The Groove |
ალბომში The Groove-ს მუსიკა მრავალჟანრიანია. მიუხედავად ამისა, ისიც იგრძნობა, რომ მისი წევრები უპირატესობას როკს ანიჭებენ. მაგრამ ეს არაა მკვეთრი ან აგრესიული ჟღერადობის მუსიკა, არამედ მელოდიური პოპროკია, რომელშიც სხვადასხვა დოზით გემოვნებით გაზავებულია სოულის, ფანკის, ბოსანოვას ელემენტები. მეტად სასიამოვნო ბალადებია Memories, This Love და My Friends. ძალიან კარგი სიმღერაა Change, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებების აუცილებლობაზეა. ალბომი შეიძლება მოეწონოთ ინდიროკის მოყვარულებსაც.
მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, როგორ და რატომ დაინტერესდა ამ ჯგუფით მუსიკალური ბიზნესკომპანია „ბრავო რექორდსი“.
ზაზა შენგელია |
ჯგუფის ალბომისა და ცალკეული სიმღერების ლეგალურად გადმოწერა შესაძლებელია ჩვენი კომპანიის ახალ საიტზე https://www.bravissimo.ge, რომელზეც 3 წელი ვმუშაობდით. „ბრავისიმო“ საკმაოდ ამბიციური საიტია, რომელმაც გაყიდვების თემა უნდა შეცვალოს საქართველოში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მსოფლიოში მუსიკალური ალბომების ფიზიკური გაყიდვები პრაქტიკულად კვდება და მუსიკა იყიდება ისეთ საიტებზე, როგორებიცაა iTunes, amazon.com, spotify.com და სხვა. „ბრავისიმოზე“ გვაქვს: ახალი, ექსკლუზიური, 100%-ით ლეგალური, იაფი და ხარისხიანი კონტენტი, – მუსიკა და მასთან დაკავშირებული პროდუქტები, – მერჩენდაიზინგი, მემორაბილია, კარაოკე, რინგტონები და ა.შ. გარდა მუსიკისა, საიტზე ქვეყნდება საინტერესო ახალი ამბები საქართველოს და უცხოეთის შოუბიზნესის შესახებ. პერსპექტივაში ექსკლუზიურად „ბრავისიმოს“ მომხმარებლისთვის კონცერტების ლაივ-სტრიმინგების დამატებასაც ვაპირებთ“.
ჯგუფის დაარსების, ალბომის ჩაწერისა და სამომავლო გეგმების შესახებ The Groove-ის დამაარსებელსა და ლიდერს, რიტმგიტარისტსა და სიმღერების ავტორს, გიორგი ვახტანგიშვილს ვესაუბრე.
გიორგი ვახტანგიშვილი |
– ჯგუფის ჩამოყალიბებას ასეთი ისტორია აქვს: პროფესიით ბიზნესადმინისტრატორი გახლავართ. იმ კომპანიაში, სადაც ვმუშაობ, პროფესიით ფინანსისტი გიორგი მეფისაშვილი (ჯგუფის ვოკალისტი) შესამოწმებლად მოვიდა, რადგან აუდიტორულ კომპანიაში მუშაობს. ამ აუდიტის დროს ჩვენ ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით და დავახლოვდით კიდეც. ისიც კი მოვუყევი, რომ სიმღერებს ვწერდი. გიორგი დაინტერესდა და სურვილი გამოთქვა მოესმინა. თავდაპირველად ამ საქმეს სერიოზულად არ ვუყურებდი, არც გიორგი ფიქრობდა რამეს. არც ის გამეგო, რომ მას „ჯეოსტარში“ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, რადგან 6 წელი უკრაინაში ვცხოვრობდი. მას ჩემი შემოქმედება მოეწონა და პირველი ადამიანი იყო, ვისაც ჩემი სიმღერები მოვასმენინე. მოკლედ, ჯგუფის თავდაპირველი ბირთვი გიორგი მეფისაშვილი და მე ვიყავით.
– ამ ჯგუფამდე რაიმე მუსიკალური გამოცდილება თუ გქონდათ?
– არანაირი მუსიკალური გამოცდილება არ მქონია. სიმღერებს სადღაც 5-6 წელია ვწერ. მათ შესახებ არავინ იცოდა და მხოლოდ ერთხელ უკრაინელ მეგობრებთან ერთად რამდენიმე სიმღერა შევასრულე, მათ შორის Memories, რომელიც ალბომშიც შევიდა. უკრაინაში ვერც ხალხის შეკრება და ვერც რეპეტიციები მოვახერხე და პროექტი ჩამივარდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ მალე გავიცანი გიორგი და მან იმ მუსიკოსებს შემახვედრა, რომლებიც ბენდში ავიყვანეთ. თუმცა ბევრმა მათგანმა ჩვენს შემოქმედებას სათანადო დრო ვეღარ დაუთმო და ისინი იმ მუსიკოსებით ჩავანაცვლეთ, რომლებიც ახლა ჯგუფში უკრავენ.
– გიორგი, მუსიკალური განათლება თუ გაქვთ?
The Groove |
– შეგიძლიათ თქვათ, რომ მუსიკა თქვენთვის ჰობი უფროა, ვიდრე პროფესია?
– ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკა, მაგრამ ჩვენს რეალობაში პროფესიად ვერ ჩამოყალიბდა. დღესაც ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით ვმუშაობ – ეს გახლავთ ჩემი პროფესია.
– უფრო დიდ ქვეყანაში, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობებია ამ მხრივ, თუ გექნებოდათ ამბიცია, რომ მუსიკოსობა თქვენი პროფესია გამხდარიყო?
– ჩემი მუსიკა მსმენელამდე სულ ახლახანს მივიტანე და ჯერ არც კი ვიცი, ადამიანებს როგორი რეაქცია ჰქონდათ მასზე. ვინც მოუსმინა, ყველა კმაყოფილი დარჩა, მაგრამ არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ.
– რატომაა ალბომი მრავალჟანრობრივი? მაინტერესებს, რომელმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა პირადად თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაში?
– თუ კონკრეტულად მუსიკოსებზე და ბენდებზე ვისაუბრებთ, პირველად აუცილებლად „ბიტლზს“ დავასახელებ. ის ჰარმონია, რაც „ბიტლზებმა“ თანამედროვე მუსიკაში დაამკვიდრეს, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. თავის დროზე „ბიტლზების“ და როკის ინტენსიურმა მოსმენამ ჩამოაყალიბა ჩემი მუსიკალური გემოვნება. ზოგადად კი, მე მომწონს მუსიკა, რომელსაც ოზი ოსბორნი, AC/DC, Led Zeppelin, Guns N' Roses და სხვები ქმნიდნენ.
The Groove-ს საპრეზენტაციო კონცერტი |
– თქვენ პირველად იმუშავეთ სტუდიაში და რა ხნის განმავლობაში იწერებოდა დისკი? „ბრავო რექორდსში“ როგორი სამუშაო პირობები გქონდათ?
– ჩემგან განსხვავებით, ბენდის წევრებისთვის ახალი არ ყოფილა სტუდიაში მუშაობა, ამიტომ არ გაუჭირდათ ჩაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი არც ისე მარტივია. ამ ალბომის ჩაწერას, დამუშავებას, მასტერინგს და დისკზე დატანას დაახლოებით 6 თვე მოვანდომეთ. ამ სფეროში თუ რამე კარგი არსებობს საქართველოში, „ბრავო რექორდსშია“ თავმოყრილი, რომლის თანამშრომლები სულ გვერდით გვედგნენ, მხარს გვიჭერდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ჩაწერა მათთვის უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა, ვიდრე კომერცია. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზაზა შენგელიას და ყველა თანამშრომელს, ვინც ამ კომპანიაში მუშაობს.
ანი კეკუა, გიორგი მეფისაშვილი და გიორგი ვახტანგიშვილი |
– ჩემი სიმღერების ერთ-ერთი პლუსი ისაა, რომ მათი მელოდიური ნაწილი ტექსტთან თანხვედრილია. თუ მე „ფორესტ გამპმა“ გამიჩინა სიმღერის დაწერის სურვილი, ტექსტიც შესაბამისი იბადება. თუ Memories-ში ვმღერით კონკრეტულ ურთიერთობებსა და მოგონებებზე, აუცილებლად დავწერ ტექსტს იმაზე, თუ რამ განაპირობა ეს. სიმღერა იწერება ასე: რაიმე თემატიკიდან, გარემოებიდან ან ემოციიდან პირველად იბადება მელოდია. როგორც კი ჰარმონია დაიწყებს თავში ტრიალს, მაშინვე ვცდილობ ტექსტის მორგებას. ეს იმავე მომენტში ხდება, რათა ტექსტსა და ჰარმონიას შორის კავშირი არ დაიკარგოს. ჩვენი მუსიკა გრძნობებს და განწყობას გადმოსცემს. ჩემი სიმღერა Change – ცვლილებებზეა. კონცერტზე იგი უკრაინელ ხალხს მივუძღვენით, რომელიც ცდილობს რთული გზით გავიდეს სამშვიდობოს. მათ ცვლილებები სჭირდებათ.
გიორგი მეფისაშვილი და ანი კეკუა |
– ქართულ საესტრადო მუსიკაში ძალიან ბევრი ღირსეული შემოქმედი მოღვაწეობდა, მაგრამ ეს არ არის ის მუსიკა, რომლის შექმნის სურვილიც მაქვს. უფრო მეტად მომწონს როკი, ბლუზი, ჯაზი... ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩემი ორიენტირები უფრო არაქართველი შემსრულებლები არიან. ვისაც ადრე ვუსმენდი და ვის კონცერტებზეც დავდიოდი, დღეს არც ერთი მათგანი მუსიკაში აღარ მოღვაწეობს. ეს ჯგუფები დაიშალა. სამწუხაროდ, საქართველოში ბენდის შენარჩუნება თითქმის არავის გამოსდის. პლუს ამას, მუსიკოსები ვერ ახერხებენ ამ საქმიანობით საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამიტომაც ანებებენ თავს. ქართველებიდან მომწონდა: Floyd Rose, „აპრილი“,Crossroads და კიდევ რამდენიმე. ირაკლი ჩარკვიანიც უნდა ვახსენო, რადგან მისი სიმღერები ძალიან მომწონს.
– როგორ ფიქრობთ, რა სარგებლობა მოაქვს ამდენ სასიმღერო ტელე-კონკურსს საქართველოში?
The Groove-ს საპრეზენტაციო კონცერტი |
– რას გეგმავთ სამომავლოდ?
ალბომ Meditate-ს ყდა |
ჟურნალი „Radisson Blu“ #12, ზაფხული, 2014 წელი
მოუსმინე:
No comments:
Post a Comment