კარგი ღვინო კარგი მუსიკასავითაა – იგი შედგება უამრავი ნოტისგან, რომელთა ერთობლიობაც გვაძლევს მის უნიკალურ არომატს. ქართული ღვინო ქართულ სიმღერებს წააგავს. შეიძლება ითქვას, იგი მათსავით პოლიფონიური და მრავალფეროვანია. სტატიის მომზადებისას სწორედ ღვინოზე ვისაუბრე იმ ადამიანებთან, რომელთათვისაც მუსიკა და ღვინო ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ჩემი მასპინძლები იყვნენ მუსიკოსები: ნიაზ დიასამიძე, რობი კუხიანიძე და ეთნომუსიკოლოგი თამაზ გაბისონია.
ნიაზ დიასამიძე: „ღვინოსთან ერთად შენც ვერ განებებ თავს“
ნიაზ დიასამიძეს ვაკის პარკში, კლუბ „33ა“-ს სარეპეტიციოში შევხვდი. ბოლო წლებში ამ ქართველი მუსიკოსის შემოქმედებაში ღვინის თემამ საკმაოდ წამოიწია წინ. ჯგუფ „33ა“-ს ბოლო ალბომს „უსახელოური“ ჰქვია, ხოლო მის წინას, 2011-ში გამოცემულ ფირფიტას – „საფერავი“. ამ დისკებში შესული სიმღერების ნაწილიც ღვინოს ან ყურძნის ჯიშებს ეძღვნება. სიმღერა „საფერავის“ ტექსტში მხოლოდ ქართული ყურძნის ჯიშებია ნახსენები. ნიაზს რომ ღვინო უყვარს, მისმა ყველა მეგობარმა იცის. ეს მის ქართულ-ფრანგულ სიმღერა „სიყვარულის დროა“-შიც კარგად ჩანს, სადაც იგი მღერის:
„მინდოდა მეთქვა, რომ ღვინოსთან ერთად
შენც ვერ განებებ თავს,
თავს ვერ ვანებებ საუბარს ღმერთთან,
ომი არ ხუჭავს თვალს...“
„33ა“-ს სარეპეტიციო ოთახში სხვადასხვა ნივთები, წიგნები და ძველებური ფოტოკამერებია მიმოფანტული. ერთ კედელთან ძველი ქართული ინსტრუმენტების კუთხეა, ხოლო ნიაზის სკამის გვერდით, პირდაპირ სცენაზე ჭური დგას, რომელსაც კარგად ატყვია შავი ღვინის კვალი. მუსიკოსისთვის ღვინის არსებობა პასუხის ძიებაა დიდ კითხვის ნიშნებზე. ნიაზის აზრით, ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობა მისთვის მისტიკა, დიდი სიყვარულია, რომლის ახსნაც წარმოუდგენელია. იგი მიყვება: „უკვე 15 წელია ყურძენს ვწურავ და ღვინოს ვაყენებ. ღვინოსთან კავშირის დროს ზოგჯერ ელაპარაკები კიდეც და გვერდიდან თუ ვინმე გიყურებს, შეიძლება, გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ ეს რწმენასავითაა, მისი ერთ-ერთი ნაწილია. შეიძლება, კაცი საერთოდ არც კი სვამდეს ღვინოს და ისე უყვარდეს. არიან გლეხები, რომლებიც არ სვამენ, მაგრამ ორჯერ უფრო მეტად უვლიან ვენახსაც და ღვინოსაც. მარტო ღვინის სმაში არ არის საქმე. როცა ვაზს ზრდი, უვლი, ყურძენს წურავ, ღვინოს აყენებ და ზრუნავ, ამ სითხესთან კავშირი მისი დალევის გარეშეც გაქვს. ამ სიყვარულში ბევრი რამაა თავმოყრილი. მთავარია, ეს სიყვარული ლოთობაში არ გადაიზარდოს, ანუ სამყაროდან სიმთვრალით გათიშვა არ მოხდეს“.
მუსიკოსი ფიქრობს, რომ საქართველოში ღვინის კულტურა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რადგან ხშირად დილიდანვე არყით ვთვრებით. კარგი იქნება თუ განათლების სისტემა ბავშვებს საბავშვო ბაღიდან და სკოლებიდან გააცნობს ღვინის კულტურას და მათ თუნდაც რთველზე წაიყვანს. სტუდენტები რეალურად შეძლებენ რთველში მონაწილეობას და ეს იქნება გლეხის გვერდით დგომა.
ნიაზ დიასამიძეს ბებია ფრანგი ჰყავს, ხშირადაა საფრანგეთში, ენაც კარგად იცის და ფრანგული ღვინის ტრადიციებსაც იცნობს. საფრანგეთში ყოველ წელს რთველის პერიოდში ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები სოფლებში მოხალისეებად ჩადიან და გლეხებს მოსავლის აღებაში ეხმარებიან. მუსიკოსი გულისწყვეტით ამბობს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ფრანგულ რთველში მთელი ქვეყანაა ჩართული. ის წუხს, რომ ბევრ სხვა ერთან შედარებით, ქართველები ალკოჰოლს აშკარად ბოროტად ვიყენებთ. ნიაზის შეხედულებით, ღვინის სმის ასეთი მახინჯი ტრადიციის ძირები გასულ საუკუნეში უნდა ვეძებოთ. ფრანგების დიდი ნაწილი დღეში ორ ჭიქა შავ ღვინოს სვამს, პირველად – სამსახურში, შესვენებისას და მეორედ – სახლში დაბრუნებისას. ნიაზის ამბობს: „საფრანგეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 85 წელია. ბებია 92 წლისაა, პარიზში ცხოვრობს და მასთან სახლში წნევის აპარატი საერთოდ არ მინახავს. ჩვენთან კი ახალგაზრდა ბიჭები ამბობენ, შავ ღვინოს ვერ დავლევთ, წნევა აგვიწევსო. გამოდის, 2 ბოთლი არაყი ან 3 ლიტრი თეთრი ღვინო შეუძლია დალიოს და ორი ჭიქა შავი ღვინის ეშინია. წყალი რომ დალიო 3 ლიტრი, ის აგიწევს წნევას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრები სადილზე მეტწილად სწორედ შავ ღვინოს მიირთმევდნენ. თეთრი ღვინოც ძალიან მიყვარს“.
მუსიკოსს მშრალი და შავი ღვინო უყვარს. ბოლო 10 წელია მხოლოდ კაბერნეს წურავს და მიზეზს ღიმილით მიხსნის: „კაბერნე ავირჩიე, რადგან ბებია ფრანგი მყავს და ქართულის გარდა ფრანგული სისხლიც მირევია. ოღონდ კახეთში მოყვანილ კაბერნეს ვწურავ ქართული წესით“.
ნიაზ დიასამიძემ მისი ბოლო წლების საკმაოდ პოპულარული სიმღერის, „საფერავის“ შექმნის ისტორიაც მიამბო. ერთხელ მან მეგობარ მუსიკოსებს შესთავაზა, თითო სიმღერა დაეწერათ მათთვის სასურველ იმ კუთხის ვაზის ჯიშზე, საიდანაც იყვნენ წარმოშობით. უნდოდა, ამ სიმღერებით ერთი კარგი მუსიკალური ალბომი გამოეშვა. სხვა მუსიკოსებმა ამ შეთავაზებას თავი ვერ მოაბეს, ამიტომ ადგა და ვაზის ქართულ ჯიშებზე სიმღერა თვითონ დაწერა, „საფერავი“ დაარქვა და იმღერა. თუმცა ეს შეთავაზება ისევ ძალაშია.
დამაინტერესა, ნიაზს როგორი დამოკიდებულება აქვს სამზარეულოსთან. მუსიკოსი ხაზგასმით ამბობს, მისი მეუღლე ისეთი შესანიშნავი მზარეულია, რომ თვითონ უკვე აღარაფერს აკეთებს. თუმცა, აღდგომის დღესასწაულზე ჩაქაფულის მომზადება უყვარს. მუსიკოსმა საუბარი ღვინის სასმისებზეც ჩამოაგდო. მისი აზრით, ღვინისთვის ყველაზე კარგი სასმისი კლასიკური ფეხიანი ღვინის ჭიქაა. მოსწონს მცირე ზომის განსხვავებულები, როცა განსაკუთრებით ითქმება ვინმეს ან რაიმე მოვლენის სადღეგრძელო. საკმაოდ საინტერესო თეორია აქვს კრამიტით ღვინის სმაზე. აი, ასეთი რამ მომიყვა: „ძველად მტერი რომ შემოგვესეოდა, პირველ რიგში, ვენახს გვიკაფავდა, რადგან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იგი ჩვენთვის. მტერი, რომელიც ღვინოს არ ეკარებოდა და მხოლოდ თრიაქით ან სხვა ნარკოტიკით ბრუვდებოდა, ცდილობდა, ქართველი იმით ეწამებინა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა. ამიტომ იპოვა წამების საშუალება – ტყვეს მუხლებზე დასვამდა და პირში ღვინოს სწორედ კრამიტით ასხამდა. ვინც ამ წამებას უძლებდა, ის გმირი ხდებოდა. ჩემი აზრით, ამის გამო გაჩნდა საქართველოში დიდი განსხვავებული სასმისების ტრადიცია. არაა გამორიცხული, წამების ეს ფორმა შემდგომში გამხდარიყო ქართველთა ერთგვარი შეჯიბრის საწინდარი“.
„33ა“-ს ფრონტმენს ძალიან არ უყვარს დიდი ყანწები და უზარმაზარი სასმისები. სხვა ალკოჰოლური სასმელებიდან ნიაზ დიასამიძე უპირატესობას ლუდს ანიჭებს. განსაკუთრებით, როცა დაღლილია, კონცერტის შემდეგ ენერგიის აღსადგენად ან როცა ძალიან ცხელა – წყურვილის მოსაკლავად. ჩვენი საუბრის ბოლოს მკითხველთან მოიბოდიშა, ვინმეს რამეს არ ვასწავლი, პირველ რიგში, ჩემს თავზე ვლაპარაკობო. ნიაზის მუსიკას ბოლო წლებში ნამდვილად დაეტყო ღვინის სასიამოვნო ზეგავლენა. აი, მისი ჯერარგამოსული ალბომის ერთ-ერთი ახალი სიმღერის ერთი სტროფიც:
„მარანში თვლემენ ბოცები,
ელიან ჭიქის ამწევსა,
აბა, მითხარი ფხიზელმა
როგორ გავუძლო ამდენსა“.
რობი კუხიანიძე: „ღვინო ისე უნდა გიყვარდეს, როგორც თოთო ბავშვი“
ჯგუფ „აუტსაიდერის“ დამაარსებელი, ქუთაისელი რობი კუხიანიძე საქართველოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხე მუსიკოსი. რას არ ეძახიან მას – ქართული ანდერგრაუნდის და პანკ მუსიკის პიონერს თუ უბრალოდ, რობერტიას. მის მუსიკაში, ამ პროტესტული სულისკვეთების გარდა, საკმაოდ უხვადაა ქართული ხასიათი. შესრულების მანერა არაორდინარული და პირველი ნახვიდანვე დასამახსოვრებელია. სცენაზე საკმაოდ თამამია, თუმცა არა უხამსი. მისი ლაპარაკის მანერა თავისუფალი და ქუთაისურია. რობის თავის სახლში ვესაუბრე, რომლის კედლებიც დაფარულია მსმენელთა ნაჩუქარი სხვადასხვა ნივთებით, ნახატებით, პოსტერებით, აფიშებით და ლექსებით.
საუბრის დასაწყისში რობიმ მოიგონა, როგორ წურავდა და აყენებდა თბილისში ღვინოს, თავის მეგობარ ნიაზ დიასამიძესთან ერთად. „აუტსაიდერის“ ლიდერმა ბავშვობაც გაიხსენა, როცა მშობლიურ სოფელ მამაწმინდაში მას და ბიძაშვილებს უფროსები საწნახელში ყურძნის დასაწურად უშვებდნენ, – ღვინო ბავშვის სუფთა მადლს მიიღებსო.
რობი კუხიანიძეს ძალიან არ მოსწონს საქართველოში დღეისთვის გავრცელებული ღვინის სმის წესი – ვაზებით, ლარნაკებითა და დიდი სასმისებით ღვინის სმაში შეჯიბრები. ამ სფეროს ყველაზე კულტურულ ადამიანებად კი სწორედ სოფლად მცხოვრებ მევენახეებსა და მეღვინეებს მიიჩნევს, რომელთაც იციან ღვინის ფასი და მადლი.
რობი ამბობს: „საქართველოში ადამიანები ბევრს იმიტომ სვამენ, რომ ერთმანეთს უფრო მეტი ინფორმაცია გამოსძალონ, ჩხუბის მიზეზები ეძებონ და ბევრი სხვა საზიზღრობა აკეთონ. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ქეიფები ადამიანებს ერთმანეთთან დააახლოებს. ნაცნობთან და ახლობელთან ერთად ღვინის დალევა ბევრად უკეთესი არაა? საშინელებაა, გაცნობის მიზნით საქეიფოდ რომ დადიხარ 300-კაციან ქორწილებში თუ 500-კაციან ქელეხებში. მე თუ მკითხავთ, სწორედ ესაა ყველაზე დიდი უკულტურობა. ღვინის ბოროტად გამოყენება ბევრს უკვე ქვეცნობიერში გვიდევს და ასე დაცემულები ვართ. რატომ ვიწყებთ ხოლმე დილიდან დალევას? მეც გამიკეთებია ეს და ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვამბობ.
ქართულ ე.წ. ქეიფზე ცუდი სანახაობა არ არსებობს, – იმავე თემას ეხება რობი, – მუსიკის ხმა ბოლომდეა აწეული, ღამის ორ-სამ საათზე სუფრასთან ხშირად პატარა ბავშვებითაც არიან... არადა, ღვინო ისე უნდა გიყვარდეს, როგორც თოთო ბავშვი. „ჯარისკაცის მამაში“ სერგო ზაქარიაძე ვენახს უმღერის. ამას რომ ნახავ, მერე ისე როგორ უნდა იქეიფო, რაც ზემოთ ვახსენე? ისტორიას თუ გადავხედავთ, წავიკითხავთ, რომ ჩვენი მეფეები წყალგარეულ ღვინოს სვამდნენ. იმიტომ კი არა, რომ წყალ-წყალა ღვინო მოსწონდათ, უბრალოდ, სმის კულტურა ჰქონდათ. ცდილობდნენ, არ გადამთვრალიყვნენ და ერთმანეთისთვის დედა არ ეგინებინათ“.
რობი კარგი მზარეულია. მას, ფაქტობრივად, არაფრისგან შეუძლია გემრიელი კერძების მომზადება. მის გამოგონილ კერძებს სახელებს სხვები არქმევენ. ამაყობს, რომ 3 ლარად შეუძლია 5 ადამიანი გემრიელად დაანაყროს და ეცინება იმ ქალებზე, რომელთათვისაც მზარეულობა რატომღაც სამარცხვინო გახდა. არ მოსწონს ტელე-ეთერებში ის ტელე-რუბრიკები, სადაც საჭმელს აკეთებენ, რადგან, მისი შეხედულებით, საქართველოში ბევრი შიმშილის პირას მყოფი ოჯახია და უხერხულია, მსგავსი გადაცემების ეთერში არსებობა. მუსიკოსი ფიქრობს, რომ სახელმწიფო გლეხებს აუცილებლად უნდა დაეხმაროს ყურძნის ჩაბარებასა და სტიქიური უბედურებების დროს, სრულფასოვანი კომპენსაციებით. დახმარებებს არ უნდა გასცემდნენ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნებით, ანუ ხელისუფლება არ უნდა არკვევდეს, გლეხმა არჩევნებში მისცა თუ არა მას ხმა.
ალკოჰოლურ სასმელებში „აუტსაიდერის“ ფრონტმენს ყველაზე მეტად ღვინო უყვარს, ხასიათზე მოსაყვანად და სხვადასხვა ღირსებების გამო, ვისკის სცემს დიდ პატივს. ჭაჭის არაყიც მოსწონს. აქვე რობი მეტად საყურადღებო დასკვნას აკეთებს: „იცი, რატომ არ თვრებოდა ადრე ქართველი? ბევრს შრომობდა, დაღლილი კი უზომოდ ვერ დალევდა და ამიტომაც სიამოვნებამდე სვამდა. დღეს საქართველოში იმიტომ არ გვერგება ღვინო, რომ უსაქმურობის ჟამი დგას – არ ვიღლებით. ყველაზე მეტად მსიამოვნებს ღვინის დალევა ღვინის კლუბ „ანდერგრაუნდში“, რადგან ისეთი კარგი გარემოა და იმოდენა არჩევანი, ერთ ღვინოს თავს არ დაათრობინებ და ესაა მოგზაურობა ღვინის სამყაროში“.
რობისთან ერთად ღვინის არომატებში საინტერესო მოგზაურობას ყველას ვუსურვებ, რაღა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც. ვისაც ერთხელ მაინც „აუტსაიდერი“ ცოცხლად სცენაზე არ უნახავს, აუცილებლად ვურჩევ, დაესწროს მის კონცერტს. რობისა და ღვინის ურთიერთობაზე კი ამერიკელი მუსიკოსის, პოეტისა და მსახიობის ტომ უეიტსის ერთი სიმღერის სიტყვები მახსენდება: the piano has been drinking, not me (მე კი არა, პიანინოა მთვრალი).
თამაზ გაბისონია: „ღვინო ქრისტიანობაში ღვთისმშობლის და მაცხოვრის ეპითეტია“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ეთნომუსიკოლოგმა თამაზ გაბისონიამ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის შენობაში მიმასპინძლა. ბატონი თამაზი ამ სასწავლებლის დეკანიც გახლავთ. საუბრის თემა ქართული სასულიერო თუ ფოლკლორული მუსიკალური და ღვინის კულტურების ურთიერთობების ირგვლივ ავაგეთ. პროფესორს მიაჩნია, რომ ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართველი ადამიანის ცნობიერებაში და გარდა იმისა, რომ ღვინო კონკრეტული სამეურნეო პროდუქტია, იგი ერთგვარი კულტურული ფენომენიცაა, რომელსაც რელიგიური, სიმბოლური და მისტიკური დატვირთვა აქვს.
ბატონმა თამაზმა აღნიშნა: „ღვინო ასოცირდება ვენახთან, ეს უკანასკნელი კი ქრისტიანობაში ღვთისმშობლის და მაცხოვრის ეპითეტია. გავიხსენოთ ღვთისმშობლის ცნობილი საგალობელი „ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღო მტევანი ცხოვრებისა“. ჩვენ ასევე ვიცით დამიანეს, იგივე, დემეტრე პირველის ცნობილი იამბიკო „შენ ხარ ვენახი“, რომელიც არამხოლოდ ღვთისმსახურების დროს, არამედ ეკლესიის გარეთ სათქმელ-საგალობლად გამოიყენება. ქართველ ადამიანს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში დაიბადა და შესაბამისად, ეს დამატებითი ფაქტორია ვენახის და ღვინის ფენომენის პატივისცემისათვის“.
აქვე საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის დეკანი ლაპარაკობს იმაზე, თუ რაოდენ ახლოს იყო ქართველთა სოციალური ყოფა ქრისტიანობასთან. დასავლეთ საქართველოში მიცვალებულთა ხსენების დღეს ბოღლიწო – ღვინოში ჩაწობილი პური – თურმე ზიარებას აღნიშნავს. დღეს, როცა სასმისს სუფრის წევრს გადავცემთ, ვეუბნებით, რომ ალავერდს გადავდივართ. ადრე კი თურმე ეკითხებოდნენ: „შეუდგები ქრისტესა?“ ის ადამიანი პასუხობდა: „შევუდგები“ და გამოართმევდა სასმისს.
ბატონი თამაზის განმარტებით, სუფრაზე ღვინოსთან დაკავშირებული ყოველგვარი მოძრაობა ქრისტიანული კულტურის ნაწილი იყო. ისტორიული წყაროებიდან ისიც ირკვევა, რომ ქრისტიანული სიყვარულის საღამოები, ე.წ. აღაპები, საღვთო ლიტურღიის ერთგვარი სახე ყოფილა და მათზე ზიარებაც კი ხდებოდა. ქართველებს დღემდე შემონახული გვაქვს სუფრის, როგორც ტრაპეზის და როგორც ღვთისმსახურების გაგრძელების ქვეცნობიერი აღქმა.
პროფესორი ბრძანებს: „სადღეგრძელოების თანმიმდევრობას თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ისინი კვერექსის (უფალო შეგვიწყალე) ანალოგიური მოვლენაა. წირვის დასაწყისში მღვდელი ამბობს: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“. წვეულების დასაწყისშიც პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა. გავიხსენოთ სიმღერა „ჩვენ მშვიდობა“, რომლის ორიგინალი სიტყვები, როგორც ჩანს იქნებოდა: „ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა, ჩვენს მასპინძელს აშენება“. დღეს ეს წყობა დარღვეულია და ამბობენ: „ჩვენ მშვიდობა, გამარჯობა, ჩვენს მასპინძელს გამარჯვება“, ანუ „ღმერთს დიდება“ გამოტოვებულია. აქ არ შეიძლება, არ აღინიშნოს „მრავალჟამიერი“, რომელიც საეკლესიო ჟანრის ნაწარმოებია და ლიტურღიის პირველ ნაწილში სრულდება. საქართველოში „მრავალჟამიერის“ დიდი მნიშვნელობა იმითაა განპირობებული, რომ ჩვენ საეკლესიო ტრაპეზი ერში გადმოვიტანეთ. რუსებიც და ბერძნებიც არანაკლები რელიგიური ხალხია, მაგრამ ჩვენნაირი მდიდარი სუფრის ტრადიციები არ აქვთ“.
ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აზრით, ქართველთა უგონო თრობა გამოწვეულია უღვთობის პერიოდში ტრადიციების კარგვით, როცა აკრძალული იყო რელიგიაზე საუბარიც კი და მით უმეტეს – რელიგიური რიტუალების შესრულება. ბანტონი თამაზი აცხადებს: „ადრე სუფრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ წვეულებას ტოვებდნენ. დღეს სუფრასთან იშვიათად შეხვდებით სასულიერო პირებს. მართალია, შემოდის და მკვიდრდება ეკლესიის, პატრიარქის სადღეგრძელოები, მაგრამ ისიც ახალი დამკვიდრებული ტრადიციაა, რომ ერთი-ორი სადღეგრძელოს შემდეგ გადადიან პიროვნულ დღეგრძელობაზე“.
ბატონი თამაზ გაბისონიას აზრით, ძველი ნადიმების დროს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ სიმღერა-საგალობლები, რომლის შესრულებაც ანაწილებდა დროს, სუფრის წევრებს კერძებით სიამოვნებისა და ერთმანეთთან საუბრის საშუალებას აძლევდა, ზრდიდა ინტერვალს სადღეგრძელოებს შორის და გამორიცხავდა გადათრობას. ადამიანი ერთობოდა არა მხოლოდ ჭამა-სმით, არამედ – საუბრით, სიმღერებით. შემდგომში კი სუფრას ნელ-ნელა ჩამოაკლდა ამგვარი სახის სიამოვნების ასპექტები და ეს სიცარიელე ჩაანაცვლა სასმელის სიმრავლემ და სმაში გაჯიბრებამ.
ბატონი თამაზი მიყვება, რომ ყველასთვის ცნობილი არტემ ერქომაიშვილი, ზოგადად ერქომაიშვილები, ვარლამ სიმონიშვილი, ვანო მჭედლიშვილი, ლევან ასაბაშვილი, იგივე დედას ლევანა, ძუკუ ლოლუა, რემა შელეგია, ნოკო ხურცია, პლატონ დადვანი, ივანე მარგიანი და სხვები სუფრაზე დიდად პატივდებულები იყვნენ სწორედ თავიანთი სასიმღერო უნარების გამო. ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ სიმღერა უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე სმა. რასაკვირველია, სმას და თამადობასაც თავისი ადგილი ჰქონდა.
ძალიან მაინტერესებდა, რამდენადაა ქართულ ხალხურ სიმღერებში ღვინის თემა წარმოდგენილი, რაზეც მასპინძლისგან ასეთი პასუხი მივიღე: „ღვინის თემა გაშლილია სიმღერებში: „შევსვათ წითელ-წითელი, შევკრათ წითელ-წითელი“, „ატენის ღვინო“, „აგიდელი“ (ვენახში მუშაობისას იმღერებოდა გურიაში), „საწნახლის მუშური“... სხვათა შორის, უშუალოდ ღვინის თემაზე შექმნილი ნიმუშები არც ისე ბევრია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სუფრაზე არა იმდენად ღვინო იყო მნიშვნელოვანი, არამედ მისი ქრისტიანული მოტივები. როცა ქართველი კაცი ვენახში მუშაობდა, იგი სძლისპირებს ამბობდა, ანუ საგალობლებს ასრულებდა. ყველას გვახსოვს კადრი ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“, როგორ ესიყვარულება ხანშიშესული გმირი ვენახს და ამ დროს „შენ ხარ ვენახი“-ს ღიღინებს. საინტერესოა ასევე აჭარული სიმღერა „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო, სად წადი და სად მოგნახო“. ეს არის ერთგვარი მონატრება მუსლიმური ექსპანსიის დროს აჩეხილი ვენახებისა“.
პროფესორსაც მიაჩნია, რომ სახელმწიფო განათლების სფეროდან უნდა დაეხმაროს ბავშვებს, ჰქონდეთ სწორი დამოკიდებულება მეღვინეობისა და მევენახეობისადმი. ბავშვები სკოლიდან უნდა დაჰყავდეთ ექსკურსიებზე რთველში, ღვინის მეურნეობებში და თავადაც უნდა იღებდნენ მონაწილეობას ღვინის შექმნაში. როგორც ჩვენს წინა ორ მასპინძელს, ბატონ თამაზსაც აქვს მიღებული მონაწილეობა საკუთარი ხელით ღვინის დაყენებაში. რამდენჯერმე თავკვერი დაუწურავს და შედეგით კმაყოფილი დარჩენილა.
და კიდევ ერთხელ ღვინოსა და სუფრაზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბრძანებს: „მე-19 საუკუნეში ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი სიმღერის ცალკე სახეობად ღიღინს გამოყოფდა. ეს იგივე სალხინო საგალობელია, რომელიც ითქმოდა სუფრაზე, უბრალოდ უსიტყვოდ, თანაც უფრო იმპროვიზაციული და თავისუფალია, თუმცა, საგალობლიდან მოედინება. ჩვენ გვაქვს იმერული, მეგრული და გურული ღიღინები, რომლებსაც ხშირად ტექსტი არა აქვთ. უბრალოდ ერთ მარცვალზე, გლოსოლალიებზე, სამღერისებზე, ვთქვათ, „დილა ვადილაზეა“ აგებული. ესეც საგალობლის სტილიდან მომდინარეობს“.
ჟურნალი „ღვინო, როგორც კულტურა“, 2015 წლის ოქტომბერი
ნიაზ დიასამიძე: „ღვინოსთან ერთად შენც ვერ განებებ თავს“
ნიაზ დიასამიძეს ვაკის პარკში, კლუბ „33ა“-ს სარეპეტიციოში შევხვდი. ბოლო წლებში ამ ქართველი მუსიკოსის შემოქმედებაში ღვინის თემამ საკმაოდ წამოიწია წინ. ჯგუფ „33ა“-ს ბოლო ალბომს „უსახელოური“ ჰქვია, ხოლო მის წინას, 2011-ში გამოცემულ ფირფიტას – „საფერავი“. ამ დისკებში შესული სიმღერების ნაწილიც ღვინოს ან ყურძნის ჯიშებს ეძღვნება. სიმღერა „საფერავის“ ტექსტში მხოლოდ ქართული ყურძნის ჯიშებია ნახსენები. ნიაზს რომ ღვინო უყვარს, მისმა ყველა მეგობარმა იცის. ეს მის ქართულ-ფრანგულ სიმღერა „სიყვარულის დროა“-შიც კარგად ჩანს, სადაც იგი მღერის:
„მინდოდა მეთქვა, რომ ღვინოსთან ერთად
შენც ვერ განებებ თავს,
თავს ვერ ვანებებ საუბარს ღმერთთან,
ომი არ ხუჭავს თვალს...“
ნიაზი სარეპეტიციოში |
მუსიკოსი ფიქრობს, რომ საქართველოში ღვინის კულტურა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რადგან ხშირად დილიდანვე არყით ვთვრებით. კარგი იქნება თუ განათლების სისტემა ბავშვებს საბავშვო ბაღიდან და სკოლებიდან გააცნობს ღვინის კულტურას და მათ თუნდაც რთველზე წაიყვანს. სტუდენტები რეალურად შეძლებენ რთველში მონაწილეობას და ეს იქნება გლეხის გვერდით დგომა.
პატარა ნიაზი პარიზში |
მუსიკოსს მშრალი და შავი ღვინო უყვარს. ბოლო 10 წელია მხოლოდ კაბერნეს წურავს და მიზეზს ღიმილით მიხსნის: „კაბერნე ავირჩიე, რადგან ბებია ფრანგი მყავს და ქართულის გარდა ფრანგული სისხლიც მირევია. ოღონდ კახეთში მოყვანილ კაბერნეს ვწურავ ქართული წესით“.
ნიაზი საბავშვო ბაღში |
დამაინტერესა, ნიაზს როგორი დამოკიდებულება აქვს სამზარეულოსთან. მუსიკოსი ხაზგასმით ამბობს, მისი მეუღლე ისეთი შესანიშნავი მზარეულია, რომ თვითონ უკვე აღარაფერს აკეთებს. თუმცა, აღდგომის დღესასწაულზე ჩაქაფულის მომზადება უყვარს. მუსიკოსმა საუბარი ღვინის სასმისებზეც ჩამოაგდო. მისი აზრით, ღვინისთვის ყველაზე კარგი სასმისი კლასიკური ფეხიანი ღვინის ჭიქაა. მოსწონს მცირე ზომის განსხვავებულები, როცა განსაკუთრებით ითქმება ვინმეს ან რაიმე მოვლენის სადღეგრძელო. საკმაოდ საინტერესო თეორია აქვს კრამიტით ღვინის სმაზე. აი, ასეთი რამ მომიყვა: „ძველად მტერი რომ შემოგვესეოდა, პირველ რიგში, ვენახს გვიკაფავდა, რადგან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იგი ჩვენთვის. მტერი, რომელიც ღვინოს არ ეკარებოდა და მხოლოდ თრიაქით ან სხვა ნარკოტიკით ბრუვდებოდა, ცდილობდა, ქართველი იმით ეწამებინა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა. ამიტომ იპოვა წამების საშუალება – ტყვეს მუხლებზე დასვამდა და პირში ღვინოს სწორედ კრამიტით ასხამდა. ვინც ამ წამებას უძლებდა, ის გმირი ხდებოდა. ჩემი აზრით, ამის გამო გაჩნდა საქართველოში დიდი განსხვავებული სასმისების ტრადიცია. არაა გამორიცხული, წამების ეს ფორმა შემდგომში გამხდარიყო ქართველთა ერთგვარი შეჯიბრის საწინდარი“.
კლუბი „33ა“-ს სარეპეტიციო |
„მარანში თვლემენ ბოცები,
ელიან ჭიქის ამწევსა,
აბა, მითხარი ფხიზელმა
როგორ გავუძლო ამდენსა“.
რობი კუხიანიძე: „ღვინო ისე უნდა გიყვარდეს, როგორც თოთო ბავშვი“
ჯგუფ „აუტსაიდერის“ დამაარსებელი, ქუთაისელი რობი კუხიანიძე საქართველოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხე მუსიკოსი. რას არ ეძახიან მას – ქართული ანდერგრაუნდის და პანკ მუსიკის პიონერს თუ უბრალოდ, რობერტიას. მის მუსიკაში, ამ პროტესტული სულისკვეთების გარდა, საკმაოდ უხვადაა ქართული ხასიათი. შესრულების მანერა არაორდინარული და პირველი ნახვიდანვე დასამახსოვრებელია. სცენაზე საკმაოდ თამამია, თუმცა არა უხამსი. მისი ლაპარაკის მანერა თავისუფალი და ქუთაისურია. რობის თავის სახლში ვესაუბრე, რომლის კედლებიც დაფარულია მსმენელთა ნაჩუქარი სხვადასხვა ნივთებით, ნახატებით, პოსტერებით, აფიშებით და ლექსებით.
რობი თავისი სახლის ოთახში |
რობი კუხიანიძეს ძალიან არ მოსწონს საქართველოში დღეისთვის გავრცელებული ღვინის სმის წესი – ვაზებით, ლარნაკებითა და დიდი სასმისებით ღვინის სმაში შეჯიბრები. ამ სფეროს ყველაზე კულტურულ ადამიანებად კი სწორედ სოფლად მცხოვრებ მევენახეებსა და მეღვინეებს მიიჩნევს, რომელთაც იციან ღვინის ფასი და მადლი.
Outsider-ის პირველი შემადგენლობა: გიგა ერისთავი, რობი და საბა კუპრაშვილი. 1990-იანების დასაწყისი |
ქართულ ე.წ. ქეიფზე ცუდი სანახაობა არ არსებობს, – იმავე თემას ეხება რობი, – მუსიკის ხმა ბოლომდეა აწეული, ღამის ორ-სამ საათზე სუფრასთან ხშირად პატარა ბავშვებითაც არიან... არადა, ღვინო ისე უნდა გიყვარდეს, როგორც თოთო ბავშვი. „ჯარისკაცის მამაში“ სერგო ზაქარიაძე ვენახს უმღერის. ამას რომ ნახავ, მერე ისე როგორ უნდა იქეიფო, რაც ზემოთ ვახსენე? ისტორიას თუ გადავხედავთ, წავიკითხავთ, რომ ჩვენი მეფეები წყალგარეულ ღვინოს სვამდნენ. იმიტომ კი არა, რომ წყალ-წყალა ღვინო მოსწონდათ, უბრალოდ, სმის კულტურა ჰქონდათ. ცდილობდნენ, არ გადამთვრალიყვნენ და ერთმანეთისთვის დედა არ ეგინებინათ“.
რობი კარგი მზარეულია. მას, ფაქტობრივად, არაფრისგან შეუძლია გემრიელი კერძების მომზადება. მის გამოგონილ კერძებს სახელებს სხვები არქმევენ. ამაყობს, რომ 3 ლარად შეუძლია 5 ადამიანი გემრიელად დაანაყროს და ეცინება იმ ქალებზე, რომელთათვისაც მზარეულობა რატომღაც სამარცხვინო გახდა. არ მოსწონს ტელე-ეთერებში ის ტელე-რუბრიკები, სადაც საჭმელს აკეთებენ, რადგან, მისი შეხედულებით, საქართველოში ბევრი შიმშილის პირას მყოფი ოჯახია და უხერხულია, მსგავსი გადაცემების ეთერში არსებობა. მუსიკოსი ფიქრობს, რომ სახელმწიფო გლეხებს აუცილებლად უნდა დაეხმაროს ყურძნის ჩაბარებასა და სტიქიური უბედურებების დროს, სრულფასოვანი კომპენსაციებით. დახმარებებს არ უნდა გასცემდნენ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნებით, ანუ ხელისუფლება არ უნდა არკვევდეს, გლეხმა არჩევნებში მისცა თუ არა მას ხმა.
კონცერტი ქუთაისში, 2014 წლის 28 ოქტომბერი |
რობისთან ერთად ღვინის არომატებში საინტერესო მოგზაურობას ყველას ვუსურვებ, რაღა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც. ვისაც ერთხელ მაინც „აუტსაიდერი“ ცოცხლად სცენაზე არ უნახავს, აუცილებლად ვურჩევ, დაესწროს მის კონცერტს. რობისა და ღვინის ურთიერთობაზე კი ამერიკელი მუსიკოსის, პოეტისა და მსახიობის ტომ უეიტსის ერთი სიმღერის სიტყვები მახსენდება: the piano has been drinking, not me (მე კი არა, პიანინოა მთვრალი).
თამაზ გაბისონია: „ღვინო ქრისტიანობაში ღვთისმშობლის და მაცხოვრის ეპითეტია“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ეთნომუსიკოლოგმა თამაზ გაბისონიამ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის შენობაში მიმასპინძლა. ბატონი თამაზი ამ სასწავლებლის დეკანიც გახლავთ. საუბრის თემა ქართული სასულიერო თუ ფოლკლორული მუსიკალური და ღვინის კულტურების ურთიერთობების ირგვლივ ავაგეთ. პროფესორს მიაჩნია, რომ ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართველი ადამიანის ცნობიერებაში და გარდა იმისა, რომ ღვინო კონკრეტული სამეურნეო პროდუქტია, იგი ერთგვარი კულტურული ფენომენიცაა, რომელსაც რელიგიური, სიმბოლური და მისტიკური დატვირთვა აქვს.
ბატონმა თამაზმა აღნიშნა: „ღვინო ასოცირდება ვენახთან, ეს უკანასკნელი კი ქრისტიანობაში ღვთისმშობლის და მაცხოვრის ეპითეტია. გავიხსენოთ ღვთისმშობლის ცნობილი საგალობელი „ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღო მტევანი ცხოვრებისა“. ჩვენ ასევე ვიცით დამიანეს, იგივე, დემეტრე პირველის ცნობილი იამბიკო „შენ ხარ ვენახი“, რომელიც არამხოლოდ ღვთისმსახურების დროს, არამედ ეკლესიის გარეთ სათქმელ-საგალობლად გამოიყენება. ქართველ ადამიანს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში დაიბადა და შესაბამისად, ეს დამატებითი ფაქტორია ვენახის და ღვინის ფენომენის პატივისცემისათვის“.
აქვე საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის დეკანი ლაპარაკობს იმაზე, თუ რაოდენ ახლოს იყო ქართველთა სოციალური ყოფა ქრისტიანობასთან. დასავლეთ საქართველოში მიცვალებულთა ხსენების დღეს ბოღლიწო – ღვინოში ჩაწობილი პური – თურმე ზიარებას აღნიშნავს. დღეს, როცა სასმისს სუფრის წევრს გადავცემთ, ვეუბნებით, რომ ალავერდს გადავდივართ. ადრე კი თურმე ეკითხებოდნენ: „შეუდგები ქრისტესა?“ ის ადამიანი პასუხობდა: „შევუდგები“ და გამოართმევდა სასმისს.
ბატონი თამაზის განმარტებით, სუფრაზე ღვინოსთან დაკავშირებული ყოველგვარი მოძრაობა ქრისტიანული კულტურის ნაწილი იყო. ისტორიული წყაროებიდან ისიც ირკვევა, რომ ქრისტიანული სიყვარულის საღამოები, ე.წ. აღაპები, საღვთო ლიტურღიის ერთგვარი სახე ყოფილა და მათზე ზიარებაც კი ხდებოდა. ქართველებს დღემდე შემონახული გვაქვს სუფრის, როგორც ტრაპეზის და როგორც ღვთისმსახურების გაგრძელების ქვეცნობიერი აღქმა.
პროფესორი ბრძანებს: „სადღეგრძელოების თანმიმდევრობას თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ისინი კვერექსის (უფალო შეგვიწყალე) ანალოგიური მოვლენაა. წირვის დასაწყისში მღვდელი ამბობს: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“. წვეულების დასაწყისშიც პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა. გავიხსენოთ სიმღერა „ჩვენ მშვიდობა“, რომლის ორიგინალი სიტყვები, როგორც ჩანს იქნებოდა: „ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა, ჩვენს მასპინძელს აშენება“. დღეს ეს წყობა დარღვეულია და ამბობენ: „ჩვენ მშვიდობა, გამარჯობა, ჩვენს მასპინძელს გამარჯვება“, ანუ „ღმერთს დიდება“ გამოტოვებულია. აქ არ შეიძლება, არ აღინიშნოს „მრავალჟამიერი“, რომელიც საეკლესიო ჟანრის ნაწარმოებია და ლიტურღიის პირველ ნაწილში სრულდება. საქართველოში „მრავალჟამიერის“ დიდი მნიშვნელობა იმითაა განპირობებული, რომ ჩვენ საეკლესიო ტრაპეზი ერში გადმოვიტანეთ. რუსებიც და ბერძნებიც არანაკლები რელიგიური ხალხია, მაგრამ ჩვენნაირი მდიდარი სუფრის ტრადიციები არ აქვთ“.
ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აზრით, ქართველთა უგონო თრობა გამოწვეულია უღვთობის პერიოდში ტრადიციების კარგვით, როცა აკრძალული იყო რელიგიაზე საუბარიც კი და მით უმეტეს – რელიგიური რიტუალების შესრულება. ბანტონი თამაზი აცხადებს: „ადრე სუფრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ წვეულებას ტოვებდნენ. დღეს სუფრასთან იშვიათად შეხვდებით სასულიერო პირებს. მართალია, შემოდის და მკვიდრდება ეკლესიის, პატრიარქის სადღეგრძელოები, მაგრამ ისიც ახალი დამკვიდრებული ტრადიციაა, რომ ერთი-ორი სადღეგრძელოს შემდეგ გადადიან პიროვნულ დღეგრძელობაზე“.
ბატონი თამაზ გაბისონიას აზრით, ძველი ნადიმების დროს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ სიმღერა-საგალობლები, რომლის შესრულებაც ანაწილებდა დროს, სუფრის წევრებს კერძებით სიამოვნებისა და ერთმანეთთან საუბრის საშუალებას აძლევდა, ზრდიდა ინტერვალს სადღეგრძელოებს შორის და გამორიცხავდა გადათრობას. ადამიანი ერთობოდა არა მხოლოდ ჭამა-სმით, არამედ – საუბრით, სიმღერებით. შემდგომში კი სუფრას ნელ-ნელა ჩამოაკლდა ამგვარი სახის სიამოვნების ასპექტები და ეს სიცარიელე ჩაანაცვლა სასმელის სიმრავლემ და სმაში გაჯიბრებამ.
ბატონი თამაზი მიყვება, რომ ყველასთვის ცნობილი არტემ ერქომაიშვილი, ზოგადად ერქომაიშვილები, ვარლამ სიმონიშვილი, ვანო მჭედლიშვილი, ლევან ასაბაშვილი, იგივე დედას ლევანა, ძუკუ ლოლუა, რემა შელეგია, ნოკო ხურცია, პლატონ დადვანი, ივანე მარგიანი და სხვები სუფრაზე დიდად პატივდებულები იყვნენ სწორედ თავიანთი სასიმღერო უნარების გამო. ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ სიმღერა უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე სმა. რასაკვირველია, სმას და თამადობასაც თავისი ადგილი ჰქონდა.
ძალიან მაინტერესებდა, რამდენადაა ქართულ ხალხურ სიმღერებში ღვინის თემა წარმოდგენილი, რაზეც მასპინძლისგან ასეთი პასუხი მივიღე: „ღვინის თემა გაშლილია სიმღერებში: „შევსვათ წითელ-წითელი, შევკრათ წითელ-წითელი“, „ატენის ღვინო“, „აგიდელი“ (ვენახში მუშაობისას იმღერებოდა გურიაში), „საწნახლის მუშური“... სხვათა შორის, უშუალოდ ღვინის თემაზე შექმნილი ნიმუშები არც ისე ბევრია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სუფრაზე არა იმდენად ღვინო იყო მნიშვნელოვანი, არამედ მისი ქრისტიანული მოტივები. როცა ქართველი კაცი ვენახში მუშაობდა, იგი სძლისპირებს ამბობდა, ანუ საგალობლებს ასრულებდა. ყველას გვახსოვს კადრი ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“, როგორ ესიყვარულება ხანშიშესული გმირი ვენახს და ამ დროს „შენ ხარ ვენახი“-ს ღიღინებს. საინტერესოა ასევე აჭარული სიმღერა „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო, სად წადი და სად მოგნახო“. ეს არის ერთგვარი მონატრება მუსლიმური ექსპანსიის დროს აჩეხილი ვენახებისა“.
პროფესორსაც მიაჩნია, რომ სახელმწიფო განათლების სფეროდან უნდა დაეხმაროს ბავშვებს, ჰქონდეთ სწორი დამოკიდებულება მეღვინეობისა და მევენახეობისადმი. ბავშვები სკოლიდან უნდა დაჰყავდეთ ექსკურსიებზე რთველში, ღვინის მეურნეობებში და თავადაც უნდა იღებდნენ მონაწილეობას ღვინის შექმნაში. როგორც ჩვენს წინა ორ მასპინძელს, ბატონ თამაზსაც აქვს მიღებული მონაწილეობა საკუთარი ხელით ღვინის დაყენებაში. რამდენჯერმე თავკვერი დაუწურავს და შედეგით კმაყოფილი დარჩენილა.
და კიდევ ერთხელ ღვინოსა და სუფრაზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბრძანებს: „მე-19 საუკუნეში ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი სიმღერის ცალკე სახეობად ღიღინს გამოყოფდა. ეს იგივე სალხინო საგალობელია, რომელიც ითქმოდა სუფრაზე, უბრალოდ უსიტყვოდ, თანაც უფრო იმპროვიზაციული და თავისუფალია, თუმცა, საგალობლიდან მოედინება. ჩვენ გვაქვს იმერული, მეგრული და გურული ღიღინები, რომლებსაც ხშირად ტექსტი არა აქვთ. უბრალოდ ერთ მარცვალზე, გლოსოლალიებზე, სამღერისებზე, ვთქვათ, „დილა ვადილაზეა“ აგებული. ესეც საგალობლის სტილიდან მომდინარეობს“.
ჟურნალი „ღვინო, როგორც კულტურა“, 2015 წლის ოქტომბერი
არაჩვეულებრივია , ჩვენს კულტურას აჩვენებს სწორი დამოკიდებულება სუფრის მიმართ, სუფრაზე ღვინის მირთმევის ზომიერება ,სხვა ქვეყნებს ხომ თავისი დამოკიდებულება აქვთ ღვინის და საერთოდ ალკოჰოლის მიღებისადმი , ისევ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ , რომ არც გადაშენდეს და არც ღრეობაში გადავიდეს .
ReplyDeleteმართალია, ზომიერება და მხოლოდ ზომიერება. :))
Delete