არ ვიცი როგორ დავიწყო ეს სტატია ერთ უბრალო ქუთაისურ ჯგუფზე, რომელსაც „აუტსაიდერი“ ჰქვია, რადგან ბოლო დროს პრესაში მის შესახებ უამრავი მასალა მოზღვავდა ათასნაირი სათაურით: „აუტსაიდერი – ქუთაისური ალტერნატივა“ („7 დღე“), „აუტსაიდერი ლიდერი გახდა“ („რეზონანსი“) და ა.შ. ეს ყველაფერი გასულ წელს მიღწეული წარმატებების შედეგია. წარმატებებისა, რომლებმაც გამოუცდელ ადამიანს შესაძლოა თავგზა აუბნიოს.
ახლა მოკლედ ჯგუფის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები:
1989 წელი: ქალაქში იქმნება ჯგუფი „აუტსაიდერი“.
1990 წელი: ხანგრძლივი რეპეტიციები გაერთიანება „მელომანში“.
1991 წელი: მონაწილეობა ტალინის ალტერნატიული კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით Noorteground; მონაწილეობა მოსკოვის როკ-ლაბორატორიის მიერ მოწყობილ „იმედების ფესტივალზე“.
1992 წელი: გამოსვლები მოსკოვის როკ-ენ-როლ კლუბ „სექსტონში“; მუშაობა ალბომზე.
1993 წელი: გამოდის „აუტსაიდერის“ ფირფიტა, სახელწოდებით „ინსაიდი“.
1994 წელი: ჯგუფის ირგვლივ ყალიბდება „ნიღბების კლუბი“.
1995 წელი: „ნიღბების კლუბი“ და „აუტსაიდერი“ ყოველი თვის 8 რიცხვში ატარებენ აქცია-რეპეტიციებს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში.
1996 წელი: გასტროლი თბილისში კლუბ „ყაზბეგის“ ორგანიზებულ ფესტივალზე „ხელები“; კონკურს „მარგარიტა 96“-ზე გამარჯვება ალტერნატიული მუსიკის ნომინაციაში.
დღიდან ჯგუფის პირველი რეპეტიციებისა, „აუტსაიდერი“ აბსოლუტურად დამოუკიდებლად მუშაობს. მას არასდროს ჰყოლია ე.წ. „სამხატვრო ხელმძღვანელი“, როგორც იყო მიღებული საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ ანსამბლებში. ჯგუფის წევრებს ნამღერი (დაკრული) არა აქვთ ქორწილებში, არ გამხდარან რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები და არასდროს ყოფილან მიცემული პასუხისგებაში.
ამ ტრიოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობები ემუშავა ცივილიზებული შოუბიზნესის მეთოდებით. მას ადრევე ჰყავდა პროდიუსერი და მენეჯერი, რომელთაც ჯგუფის მომავალი წარმატებებისთვის თავის დროზე ძალიან ბევრი გააკეთეს.
დღეისათვის ჯგუფის შემადგენლობაა: რობი კუხიანიძე (1965, გიტარა, ვოკალი), საბა კუპრაშვილი (1972, ბას-გიტარა), გია შილაკაძე (1967, დასარტყამი ინსტრუმენტები). აგრეთვე მენეჯერი კახა ძიძიგური (1970), პროდიუსერი – გია მირიანაშვილი (1973) და აღმასრულებელი პროდიუსერი ხვიჩა დოღონაძე (1964).
ამას წინათ ასოციაცია „ნიღბების კლუბის“ ”ოთახში, სადაც ყოველდღე იკრიბებიან კლუბისა და ჯგუფის წევრები, საუბარი ჩამოვარდა „აუტსაიდერის“ უახლოეს მნიშვნელოვან გეგმებზე. საუბარში მონაწილეობას იღებდნენ: რობი, კახა, ხვიჩა და რა თქმა უნდა, ამ სტატიის ავტორი.
კახა ძიძიგური – ჯგუფის მენეჯერი (ძველებური გაგებით დირექტორი), პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგია. მისი „აუტსაიდერში“ მუშაობის მიზანი ჯგუფისათვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნაა. აქ ის მუსიკის სიყვარულმა და სიახლის კეთების სურვილმა მოიყვანა. ამავე დროს, კახა ინტელექტუალთა კლუბის წევრია, თამაშობს გუნდ „სიურპრიზში“.
ხვიჩა დოღონაძე – ჯგუფის აღმასრულებელი პროდიუსერი, პროფესიით იურისტია. სულ ახლახან მას მიულოცეს ინვესტიციებისა და კრედიტების განყოფილების უფროსად დანიშვნა. „აუტსაიდერში“ მოვიდა იმიტომ, რომ თავს პროფესიონალ მსმენელად თვლის. მას ადრეც ჰქონდა შეხება შოუბიზნესთან. დაწერილი აქვს რამდენიმე პიესა. ერთ-ერთი მათგანი დაიდგა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კლუბის სცენაზე. მისი ოცნებაა „აუტსაიდერის“ კონცერტი გამართოს მთვარეზე(!).
რობი კუხიანიძე – ჯგუფის გიტარისტი და ვოკალისტი პროფესიით რეჟისორია. მუშაობდა ქარხანაში მტვირთავად, დარაჯად, მღებავად, სამხედრო ნაწილის კლუბის სამხატვრო ხელმძღვანელად. ჯგუფისათვის წერს სიმღერებსა და ლექსებს. ცხოვრობს... „აუტსაიდერში“. არ საუბრობს ოცნებებზე. როგორც აღნიშნავს, გიტარის დაკვრა ცხოვრებამ ასწავლა. დარწმუნებულია, რომ ჯგუფი წარმატებებს მიაღწევს.
ლ.გ.: თქვენი აზრით, რა იყო „აუტსაიდერის“ გამარჯვების მიზეზი „მარგარიტა-96“-ზე?
რ.კ.: ეს გამარჯვება წლების განმავლობაში ინტენსიური მუშაობის ნაყოფია.
ლ.გ.: შეიცვალა რამე ჯგუფის ცხოვრებაში?
რ.კ.: გაჩნდა საქმიანი წინადადებები. „მარგარიტას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გია მირიანაშვილი გახდა ჩვენი პროდიუსერი.
კ.ძ.: ჩვენ გვაქვს ახალი პროექტი, რომელიც განხორციელდება ქალაქ თბილისში. ჯგუფი უახლოეს მომავალში დაიწყებს სტუდიაში მუშაობას. რობი ჩაწერს სოლო ალბომს, ამავე დროს „აუტსაიდერი“ ემზადება აკუსტიკური (ე.ი. ელექტროგიტარების გარეშე) და ელექტრო ალბომების ჩასაწერად. შესაბამისად გამოვა კომპაქტ-დისკები, ვაპირებთ 4 საუკეთესო ხარისხის კლიპის გადაღებას. თებერვლის შუა რიცხვებში მოეწყობა აკუსტიკური კონცერტი. გადავწყვიტეთ, რომ ელექტროკონცერტი თბილისში ჩატარდეს 2 მაისს.
ლ.გ.: რატომ მაინცადამაინც ორ მაისს?
რ.კ.: ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისისთვის ტრადიციული ორმაისობის დღესასწაული დაფიქსირდეს ჩვენი ქალაქის ფარგლებს გარეთ.
ხ.დ.: რატომ არ უნდა გაკეთდეს იგივე დღესასწაული თუნდაც ბათუმში, ან რუსთავში? ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა გაიზიარებს ამ მოსაზრებას.
კ.ძ.: ჩვენი პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ნიღბების კლუბის“ ეგიდით.
ლ.გ.: რა ფინანსური საშუალებებით აპირებთ ამ ჩანაფიქრების განხორციელებას?
ხ.დ.: ამჟამად „აუტსაიდერს“ ძლიერი მატერიალური ბაზა არა აქვს, მაგრამ „მარგარიტაზე“ გამარჯვების შემდეგ მივიღეთ რამდენიმე საქმიანი წინადადება აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად. ჯერჯერობით, ყოველგვარი დაინტერესების გარეშე (ე.ი. უანგაროდ) მხარს გვიჭერენ კლუბი „ყაზბეგი“, კულტურის სამინისტრო, გაზეთი „რეზონანსი“ და ქალაქ ქუთაისის მერია. პირველი თანხა 300 ლარის ოდენობით, რომელიც დახმარების სახით მივიღეთ, ჩადებულია პროექტში. საერთოდ კი, პროექტის მთლიანი ღირებულება 6000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ლ.გ.: თქვენი სიტყვებიდან გაირკვა, რომ „აუტსაიდერით“ დაინტერსებული არიან ძირითადად თბილისური ორგანიზაციები. თქვენი აზრით, ეს ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარეობს?
რ.კ.: „აუტსაიდერის“ შექმნის პირველი დღიდანვე არ იყო საშუალება გვემუშავა საქართველოში. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ თავის დროზე ხელოვნების ეს ფორმა მიუღებელი იყო ქართველი საზოგადოებისათვის და ამ მიზეზის გამო ჯგუფი, ძირითადად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობდა, სადაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. დღეისათვის კი ჩვენში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესდნენ ალტერნატიული ხელოვნებით და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში ვიმუშაოთ საქართველოში, კერძოდ თბილისში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა, ან არ ვაპირებთ ქუთაისში კონცერტების გამართვას. თუმცა შარშანდელი ყველა წადილი ანალოგიური პროექტის ჩვენს ქალაქში ამუშავებისა, მარცხით დამთავრდა. (იყო მოლაპარაკების მცდელობები კერძო ფირმებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან). მიზეზი ერთიდაიგივე იყო, – ასეთი მუსიკალური ფორმა მიუღებლად მიაჩნდათ ქუთაისის საზოგადოებისათვის. მიუხედავად ამისა, ორი წლის წინ ჯგუფი თავისი სახსრებით და იმ მოსაზრებით, რომ ნებისმიერი საზოგადოების წევრი, ქუთაისელი, თუ თბილისელი, უბრალოდ არის ქართველი მსმენელი, – ერთი წლის განმავლობაში „ნიღბების კლუბთან“ ერთად ყოველი თვის 8 რიცხვში ატარებდა აქცია-რეპეტიციებს. ჯგუფმა ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი მსმენელი ყოველთვის მზადაა მიიღოს ნებისმიერი მუსიკალური ფორმა, რომელიც აყვანილია ხელოვნების დონეზე.
კ.ძ.: დღეს „აუტსაიდერი“ მზადაა იმუშაოს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ჩვენ ვცდილობდით და ვცდილობთ გავუკეთოთ ქართულ კულტურას პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ლ.გ.: რას უსურვებთ ჯგუფის გულშემატკივრებსა და მსმენელებს?
რ.კ.: არამარტო მათ, არამედ ყველა ქართული კულტურის შემფასებელს, ვუსურვებთ შემოქმედებით თავისუფლებას.
ლ.გ.: კითხვა კახას და ხვიჩას. გჯერათ „აუტსაიდერის“ წარმატების?
კ.ძ.: ჯგუფი აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს, რადგან ყველა, ვინც ამ საქმეშია, რეალურად მუშაობს მხოლოდ ამ მიზეზით.
ხ.დ.: რა თქმა უნდა... ისე, უბრალოდ, მთვარეზე მათ კონცერტს არ დავგეგმავდი.
გაზეთი „იმერეთის მოამბე“, #200, 1997 წლის 18 თებერვალი

No comments:
Post a Comment