პატრონები და უბედურები
„ჩვენ გავპოპსავდით“, – თქვა ცოტა ხნის წინ პოპულარულმა ტელეწამყვანმა სერგი გვარჯალაძემ. სწორედ იმ პერიოდში, ჩვენგან მრავალჯერ ნაქებმა ირაკლი ჩარკვიანმა დისკოთეკაზე იმღერა. ლადო ბურდულმა კი, წინასაარჩევნო პოლიტიკურ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მკითხველები გვწერენ – რა ხდება? ხომ არ გადაეშვნენ თავით ქართული ანდერგრაუნდის მამები „პოპსას“ მორევში? სად ანდერგრაუნდი და სად დისკოთეკა ან პოლიტიკა?
გადავწყვიტე, ამ თემაზე სასაუბროდ ნომრის სტუმრებად სწორედ ლადო ბურდული, ირაკლი ჩარკვიანი და სერგი გვარჯალაძე მომეწვია. ბოლოს და ბოლოს, გაბატონებული და ხშირად გაცვეთილი კულტურული ფასეულობების გვერდით არსებობს თუ არა საქართველოში კონტრკულტურა, რომელსაც მუდამ ახალი ჰაერი მოაქვს?

„მამისტოლა კაცები ქუჩაში გახსნილი დანებით დგანან“
ლადო ბურდული: „მე ვფიქრობ, რომ საქართველოში საერთოდ კულტურა არ არსებობს და კონტრკულტურა როგორ იარსებებს? ადრე კულტურა სახელმწიფო დოტაციაზე იყო და ეს იყო სიყალბე. ახლა ის დრო წავიდა. თუ მაშინ მაგარი დრო იყო, ამ კულტურის შემქმნელები დღეს სადღა არიან? რატომ არ განვითარდა ის კულტურა? გინახავთ, მაგარი შემოქმედება ისე მოკვდეს, მისგან აღარაფერი დარჩეს? ისიც მინდა ვთქვა, რომ ის კულტურა ქართული კი არა, საბჭოთა ფენომენი იყო. მე ისეთ ქვეყანაში გავიზარდე, რომლის დედაქალაქს მოსკოვი ერქვა. ეს ქვეყანა დაინგრა. ახლა საქართველო ხუთმილიონიანი ქვეყანაა და დროა, საბჭოეთისდროინდელი ამბიციები უკან დავტოვოთ, თორემ ეს ქვეყანა აუცილებლად დაიღუპება.
საბჭოთა დისკოთეკა დამთავრდა! ამას ვერ ხვდებიან და კიდევ ბაქიაობენ. მოდით, ქუჩაში გავიდეთ და ადამიანებს თვალებში ჩავხედოთ. სად არის ეს კულტურა, სად დაიკარგა? იყო და აღარ არის? როდესაც ხუთმილიონიან ქვეყანაში 15 წელი სინათლე ვერ გაუყვანიათ, რა კულტურაზე უნდა ვილაპარაკოთ? ის, რომ მთელი ქალაქი გადააგვარეს და სიმახინჯეებს აშენებენ, კულტურაა? თბილისი ხომ ქალაქი-მუზეუმი უნდა გამხდარიყო? საქმე მარტო არქიტექტურასა და დენში არ არის. ზოგს ჰგონია, კულტურა მარტო თეატრში უნდა არსებობდეს და ოჯახში ცხოველი უნდა იყოს. კულტურა ოჯახიდან იწყება და ის უფრო ღრმაა, ვიდრე მხატვრობა ან მუსიკა. მამისტოლა კაცები ქუჩაში გახსნილი დანებით დგანან. ეს ნორმად იქცა ამ ქალაქში. ასეთებს ხომ პოლიცია უნდა იჭერდეს? ისინი კი, თავიანთი გახსნილი დანებით ადამიანებს ნერვებს უშლიან. ჰოდა, თუ ეს კულტურაა, მაშინ მე დღესაც კონტრკულტურას წარმოვადგენ“.
„დაველოდოთ მონსტრის დაბადებას“
ირაკლი ჩარკვიანი: „ჰო, საქართველოში არ არსებობს თვით კულტურა, რომლის წინააღმდეგაც უნდა იყოს მიმართული კონტრკულტურა. არსებობს პოპი და არსებობს მისი საწინააღმდეგო კონტრკულტურა, მაგრამ პოპი ჩანს და კონტრკულტურა – არა. არსებობს უსახური პოპსა, რომლის წინააღმდეგაც კონტრკულტურა ვერ გამოვა, რადგან თავად პოპსა არ არის კულტურა. როცა არ იცი, ვის უნდა ებრძოლო და იბრძვი, ეს უკვე სიგიჟეა. საერთოდ, ებრძვი მას, რაც არსებობს და არა იმას, რაც არ არსებობს. კომუნისტების დროს კონტრკულტურა ჩვენ ვიყავით.
არსებობდა კომუნისტური ფასეულობები, კულტურა, რომელსაც ვებრძოდით და ამიტომ ვჩანდით. ახლა, ძველ კონტრკულტურას შანსი აქვს, თავისი გემოვნებით მეინსტრიმი გახდეს. თუ ეს ოფიციალური კულტურა გახდა, მერე ვინც ამას დაუპირისპირდება, ის იქნება კონტრკულტურა. დასავლეთში კონტრკულტურა ბურჟუებს, კაპიტალისტებს ებრძოდა, ამიტომ დასავლეთელი კონტრკულტურის წარმომადგენლები მემარცხენეები იყვნენ. ჩვენთან არ არსებობს არც კაპიტალიზმი, აღარც სოციალიზმი. ხოლო თუ იმას შეებრძოლები, რასაც იქ ეწინააღმდეგებიან, აბსურდს მივიღებთ. ჩვენ კომუნიზმს ვებრძოდით და მაშინ დასავლურ პოპსას ვუკრავდით. ხოლო დღევანდელი პოპსა ის კულტურა არ არის, რომელსაც კონტრკულტურა უნდა შეებრძოლოს. თუკი ჩამოყალიბდება რაღაც ფასეულობა, კულტურული მონსტრი, მაშინ მის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. დაველოდოთ ასეთი მონსტრის დაბადებას“.
„საქართველოში უკვე ჟღერს ბრაზიანი რეპი“
სერგი გვარჯალაძე: „კონტრკულტურაა, როდესაც ვიღაცას საჯდომში ტკივილს აგრძნობინებ (pain in the ass). მისი დანიშნულებაა, ყოველთვის უკირკიტოს მმართველ თუ ოპოზიციურ ძალას. ანუ, შენ უნდა იყო ის ძრავი, რომელიც ვიღაცას სულ ნერვებს მოუშლის. უნდა იყო დაქოქილი, ენერგიული და კარგად ინფორმირებული. როცა ეს მოძრაობა პოლუსებს იცვლის, მაშინ ფუნქციას კარგავს. თუმცა არსებობს კონტრკულტურა, რომელმაც არ იცის, რომ ის კონტრკულტურაა. სწორედ ეს არის ნაღდი კონტრკულტურა. საქართველოში ასეთი იყო ქუთაისური როკ-მოძრაობა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური პლატფორმა არ ჰქონდა, მაგრამ ის ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიოდა.
მე ვფიქრობ, მსგავსი ტალღა მალე თბილისის გარეუბნებიდან წამოვა, რომელიც უკვე რეპსა და ჰიპ-ჰოპში გამოვლინდება. საქართველოში უკვე ჟღერს ბრაზიანი რეპი. მათი ტკივილი ძალიან ალალი და გულწრფელია. მიმაჩნია, რომ ეს იქნება კონტრკულტურა, თუ გარკვეულ ეტაპზე, ისინი ამერიკელი რეპერების მსგავსად, მხოლოდ ნაშებსა და ძვირიან მანქანებზე სიმღერას არ დაიწყებენ.
ამას წინათ, მე ირონიულად ვთქვი, რომ „კომუნიკატორი“ გაპოპსავდა. ჩვენ ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ ვარჩევთ მუსიკას, რომელიც ეთერში უნდა გავიდეს. მიდგომა კი ასეთია: პოპულარულ მუსიკას, ანუ იმას, რაც ხალხს აინტერესებს, ჩვენ გარკვეული დოზით ვუშვებთ, რათა ყურადღება მივიპყროთ. ეს არის თუნდაც იმის ილუსტრაცია, რაც „კომუნას“ ოცეულში ხდება. თვით გადაცემასაც კი „ჯეოპოპი“ ჰქვია. პოპსა ჩვენი საზოგადოების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ეს ვიგულისხმე, როდესაც ირონიულად აღვნიშნე, რომ ჩვენ გავპოპსავდით“.

მუსიკა, პოლიტიკა და ბიზნესი
ირაკლი ჩარკვიანი: „ჩვენ ანომალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თორემ გიჟი უნდა იყო მუსიკოსი, პოლიტიკოსებთან რომ მიხვიდე. კონტრკულტურა, მართალია, ოპოზიციაშია, მაგრამ მისი გამოვლენის საშუალებები დიდ ან მცირე ბიზნესთან მაინც არის დაკავშირებული. კონტრკულტურა იყო ენდი უორჰოლი, პიკასო და დალი, მაგრამ ყველამ თავისი ხელოვნება, გარკვეულწილად ბიზნესს დაუკავშირა. ჩვენთან ადამიანი უარესს მდგომარეობაშია. ჩვენი მუსიკოსი ვერ ახერხებს რაღაც ერთ ხაზს გაჰყვეს, რადგან ჩვენს გაუბედურებულ ყოფაში ჟღერს კითხვა: იარსებებ თუ არა? ყოფილა შემთხვევა, ერთი ნაჭერი პურიც აღარ მქონია და მუსიკა ვერ გამიკეთებია. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკა და დიდი ბიზნესი ანდერგრაუნდთან წინააღმდეგობაშია, უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, სადაც, თუნდაც ჩემი ალბომი „ამო“ არ გამოვიდოდა, რომ არა „მაკდონალდსი“. ჩემი ალბომები შეიძლება მიიღო, როგორც წინააღმდეგობა, აგრეთვე, როგორც მეინსტრიმი, რომელიც მომავალში შესაძლოა პოპი გახდეს. მე ახლა ყველას ვთავაზობ იმას, თუ როგორი უნდა იყოს პოპი. თუკი ადამიანები მიდიან პოლიტიკოსებთან, ეს იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოში მარტო პოლიტიკოსებს აქვთ ფული. შეიძლება საინტერესო ადამიანი ანდერგრაუნდში იყოს, მაგრამ პროდუქციის კეთება აღარ შეეძლოს. საერთოდ, ჯობს, ბაზარმა შექმნას ისეთი პირობები, რომ ალბომის გამოცემას პოლიტიკოსები და მსხვილი ფირმები არ დასჭირდეს, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ჩვენთან არ გამოდის“.
ლადო ბურდული: „საერთოდ, მთელს მსოფლიოში ალტერნატივა 80-იანი წლების შემდეგ პოპსად იქცა. ქართველს კი ასეთი მუსიკა არასოდეს ჰქონია. ჩვენ ყველას საშუალება მივეცით, ეს ქართულ ენაზე მოესმინა. დღეს ყველაზე დიდი პოპსავიკი დაგიმტკიცებს, რომ ყველაზე „კრუტოია“. შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოში, საერთოდ არ არსებობს ალტერნატივა, ან თუ არსებობს, მხოლოდ პირადი შეურაცხყოფის დონეზე, არანორმალური ფორმა აქვს მიღებული. მსოფლიოს არც ერთ პატარა ქვეყანას ალტერნატივის და დიდი კულტურის პრეტენზია არა აქვს. ჩვენ, ამ სტილის მუსიკოსები, რაღაც დონეზე განწირულები ვართ ალტერნატივობანას თამაშში, რომელმაც ამ ქვეყანაში სასაცილო ფორმა მიიღო. ნორმალურ ქვეყანაში ალტერნატივას სახელმწიფო აფინანსებს, რადგან იქ იციან, რომ, როგორც ოპოზიციაა საჭირო, ისევე ხელოვნებაში ალტერნატივა უნდა არსებობდეს.
ამასწინანდელ აქციაზე ყველანი დემოკრატიის მხარდასაჭერად გამოვედით. ჩვენ კომუნისტების, ზვიადის, „მხედრიონის“ დროსაც ამ პოზიციაზე ვიდექით. ხოლო ის ადამიანი, რომელსაც დემოკრატიაზე ჩვენთვის მისაღები შეხედულება აქვს, დღეს სწორედ ზურაბ ჟვანიაა, რომელიც მოვიდა და გვერდით დაგვიდგა. ჩვენ რეალურად ვხედავთ საფრთხეს, რომელიც დემოკრატიას ემუქრება, ამიტომ სწორედ არჩევნების წინ ჩავატარეთ ეს აქცია. ნუ ვიტყვით, რომ პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება. ამ ქვეყნის შვილები ვართ და ამიტომ დემოკრატიას მხარს დავუჭერთ, რომ ამან რაღაც შედეგი გამოიღოს“.

უბედურები და პატრონები
ვინც კომენტარები ბოლომდე ჩაიკითხა, შეამჩნევდა, რომ სტატიის სტუმარი მუსიკოსები უარყოფენ დღეს საქართველოში კონტრკულტურისა და ალტერნატიული მუსიკის არსებობას. მაშინ რა გამოდის? – იკითხავთ ალბათ, – რომელი მუსიკალური მიმდინარეობა ან ინდივიდუალური შემსრულებელი თუ ჯგუფი ითავებს მუსიკაში ქართული კონტრკულტურის მესაჭეობას? ვინ ეტყვის ხმამაღალ ან თუნდაც შეფარვით პროტესტს მშობლიურ პოპსას?
მოდით, ყველაფერს სხვა კუთხიდან შევხედოთ, – დავაკვირდეთ ქართული პოპ-მუსიკის ელიტურ ცხოვრებას. ამას წინათ მიამბეს, რომ ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, ქართული ესტრადის ერთ-ერთი თავგადაპარსული პოპ-ვარსკვლავის კონცერტი გამართულა, სადაც მას ფონოგრამაზე პატრიოტული სიმღერა ნახევრადშიშველი სტრიპტიზიორი გოგონების ფონზე შეუსრულებია. ახლა, მე გკითხავ შენ, ჩემო მეგობარო, განა ეს ალტერნატივა არ არის? ამ შემთხვევაში, უკვე, მნიშვნელობა არა აქვს, ეს მომღერალმა შეგნებულად თუ შეუგნებლად გააკეთა.
ანდა განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი: რამდენიმე წლის წინ ისრაელში გამოვიდა ერთი ქართველი პოპ-ვარსკვლავის სოლო ალბომი, რომელშიც შესულია მისი სიმღერები (სატრფიალო და პატრიოტული). მომღერალმა, დისკის გაფორმებისას, ყდაზე თავისი სურათის ან რაიმე თემატური კომპოზიციის ნაცვლად, ვიღაც „საეჭვო ყოფაქცევის“ ქალი გამოსახა, ხოლო ალბომს, – არც მეტი, არც ნაკლები, – Sex Machine ჰქვია. ესეც შენი პოპსა! ხომ არის ერთგვარი ალტერნატივა? აბა, განსაჯეთ: დღეს რომ ბავშვები სიყვარულსა და ნაზ კოცნაზე მღერიან, არ არის ალტერნატივა? ასეთი რამ ხომ, მსოფლიოს არც ერთ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ალტერნატივაა, როდესაც ქართველი პოპსავიკები კლიპებში ისეთი გაბარბალებულ-გაპრიალებული „ფირმა“ მანქანებით მარიაჟობენ, არავის რომ არ ჰყავს, ერთეულების გარდა.
„კონტრკულტურაა“ ისიც, როდესაც მწერლების ერთადერთი ალტერნატიული გაზეთი „ალტერნატივა“ იხურება და მრავალი „სისხლიანი სიყვარულის“ და „სექსი და ეროტიკას“ მსგავსი გაზეთი უპრობლემოდ იბეჭდება. თუკი, გლობალურად ვიაზროვნებთ და საკითხს მსოფლიოს კულტურის მასშტაბებით განვიხილავთ, შეგვიძლია, ქართული ტელევიზიებიც კონტრკულტურის ეტალონებად წარმოვიდგინოთ, რადგან ცივილური ქვეყნების არც ერთ ტელევიზიაში არ გადის იმდენი ფილმი სექსზე, ნარკოტიკებზე, ძალადობაზე, როგორც ჩვენთან. უბრალოდ, ამ ქვეყნების ტელევიზიების კულტურა ამ ფილმებამდე არ დაიყვანება. უფრო მეტიც, ასეთი კინოები მათ ეთერში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საერთოდ არ გადის, ისევე, როგორც აგრესიული რეპი და ექსტრემალური მუსიკა. მათი ადგილი საკაბელო ტელევიზიებშია, თანაც გვიან ღამით, როდესაც მოზარდებს უკვე სძინავთ. ჩვენთან კი ესეც უკუღმაა, რადგან ასეთი ფილმების უმრავლესობა ჩვეულებრივ საეთერო ტელევიზიებში გადის, ხოლო საკაბელო ტელევიზიები უწყინარ „დისქოვერის“, „ბიბისის“, „ენიმალ პლანეტს“, „ქათუუნ ნეტვორკსა“ და მუსიკალურ არხებს გვთავაზობს. განა ეს არ არის ალტერნატივა – ეთერში სექსი და საკაბელოში ინფორმაცია, ცხოველები და მულტფილმები რომ გადის?!
კონტრკულტურაა ჩვენი ქართული ოჯახებიც, სადაც ქალები მუშაობენ და კაცები მთელი დღით ბირჟაზე დგანან ან დომინოს ურახუნებენ. ასეთი კულტურული მემკვიდრეობა (ოჯახიც ხომ კულტურაა?) არც ერთ ნორმალურ ქვეყანას არა აქვს.
ასე რომ, ჩემო გულგატეხილო მეგობარო, გული აღარ გაიტეხო – საქართველოში კონტრკულტურაც არსებობს და ალტერნატივაც. ყველას ყურს ნუ დაუგდებ. იცოდე, ჩვენს მრავალმხრივ „განვითარებულ“ ქვეყანაში კონტრკულტურა უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე, კულტურა. ალტერნატივა უფრო მეტია, ვიდრე პოპსა. ამას თავად მიხვდები თუ მსოფლიოს კულტურულ ღირებულებებს გადახედავ. აქედან გამომდინარე, ჩვენი კულტურა კონტრკულტურაა, პოპსა – ალტერნატივა. ოღონდ როცა ამის მტკიცებას ვინმე დაუწყებ, არ დაგავიწყდეს ბოლოს დაამატო: ვაი, ჩვენს პატრონს უბედურს!

No comments:
Post a Comment