„ბრის ილი მიაუ“ – ტუტორიალი მარტივია, მოთამაშენი ირჩევენ „დედას“, ერთ-ერთი მათგანი კი იხუჭება. „დედა“ იქ შეკრებილებილებზე თითით აჩვენებს და დახუჭულს ეკითხება: „ბრის ილი მიაუ“. დახუჭული მოთამაშე ვისზედაც იტყვის „მიაუს“, კოცნის. შემდეგ იხუჭება სხვა და ა. შ.
ლაფტა – თამაში ბურთით. მოთამაშეები ორ გუნდად იყოფიან – მოიერიშეებად და თავდამცველებად. მოიერიშეები კიდევ ორ ნაწილად. მათ შორის დგებიან თავდამცველები. მოიერიშეები ბურთს ესვრიან თავდამცველებს და ვისაც მოხვდება, თამაშიდან გადის. თუ რომელიმე თავდამცველმა ბურთის დაჭერა მოახერხა, თამაშიდან გავარდნილი ამხანაგი ბრუნდება. ოღონდ ბურთი არ უნდა იყოს მიწიდან ასხლეტილი. თამაში გრძელდება მანამ, სანამ ყველა თავდამცველი არ გავარდება.
კლასობანა – ასფალტზე ან ცემენტზე ცარცით იხაზება სპეციალური კლასები (უჯრები) 1-დან 8-მდე. თამაშში მონაწილეთა რაოდენობა 2-იდან ზემოთ. თამაშისთვის აუცილებელი ატრიბუტია მომცრო, ბრტყელი ქვა. თითოეული მოთამაშე რიგის მიხედვით უმიზნებს უჯრას (იწყებს პირველი კლასიდან და ადის მე-8-მდე), ამის შემდეგ ხტუნვით მიდის მე-8 უჯრამდე და უკან ბრუნდება, როდესაც ფეხს იმ კლასში ჩადგამს, სადაც ქვაა, იღებს და ბრუნდება უკან (ქვა ხელიდან არ უნდა გაუვარდეს). თუ მოთამაშემ თავის უჯრას ქვა ააცილა, იგივე კლასში რჩება და თამაშში მომდევნო მონაწილე ერთვება. გამარჯვებულია ის, ვინც პირველად დაასრულებს კლასებს.
ორდროშობანა – საკმაოდ აზარტული, სწრაფი და სახალისო გუნდური თამაშია. მონაწილეთა რაოდენობა მერყეობს: 6-8 მოთამაშე და ზემოთ. მონაწილენი ორ გუნდად იყოფიან სპეციალურ მოედანზე (ამისთვის მინი-ფეხბურთის მოედანიც გამოდგება), მოედნების კუთხეებში ერთმანეთის საპირისპიროდ ამაგრებენ დროშებს. გუნდის ამოცანაა მოწინააღმდეგის დროშის ჩამოხსნა და საკუთარ ნახევარზე გადატანა. მოთამაშე საკუთარ ნახევარზე უსაფრთხოა, ხოლო შეტევაზე გადასვლისას მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენელს შეუძლია ხელის შეხებით „დააპატიმროს“. „დაპატიმრებულ“ მოთამაშეს განძრევის უფლება არა აქვს და მისი გათავისუფლება მხოლოდ თანაგუნდელს შეუძლია (ასევე ხელის შეხებით).
დაჭერობანა (მგელობანა) – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში სკოლაში. გათვლის შემდეგ ბოლოს დარჩენილი „მგელია“, რომელიც დანარჩენ მოთამაშეებს დასაჭერად დასდევს. ხელის შეხებაც კი საკმარისია, რომ მონაწილეს „მგელმა“ თამაში დაატოვებინოს.

გაფუჭებული ტელეფონი – საკმაოდ ბევრს შეუძლია ითამაშოს. რომელიმე მოთამაშე ჩაიფიქრებს სიტყვას და ყურში მეორეს ეუბნება, რომელიც, ასევე ჩუჩულით, მესამე მოთამაშეს გადასცემს, ის კიდევ სხვას და ა. შ. ყოველი მოთამაშე ცდილობს, ნათქვამი სიტყვა ასოციაციური სხვა სიტყვით ჩაანაცვლოს. საბოლოოდ, ჩაფიქრებული სიტყვის ავტორს ბოლო მოთამაშე საკუთარ ვერსიასაც ეუბნება. თამაშის მთელი მარილი იმაშია, თუ რამდენად შეცვლილი სიტყვა უბრუნდება მის ავტორს (თავიდან შეიძლება „ბურთი“ იყო ჩაფიქრებული და ბოლოს მივიღოთ „საფერფლე“).
ვისი სული გსურს – ორ გუნდად ერთმანეთის წინ ცოცხალ ჯაჭვად ჩამდგარი მოწინააღმდეგენი რიგრიგობით ეძახიან ერთმანეთს: „ვისი სული გსურს“. რომელიმე მოთამაშის სახელის წარმოთქმის შემდეგ, რჩეული გამორბენით ცდილობს მეორე გუნდის ცოცხალი ჯაჭვის გაწყვეტას. თუ გაწყვიტა, მოწინააღმდეგე გუნდის მონაწილე თავის გუნდში მიყავს, თუ ვერა – „მტრის ბანაკში“ რჩება და ჯაჭვში დგება.
ამის პატრონმა რა ქნას – ისევე, როგორც „ბრის ილი მიაუში“, აქაც საჭიროა „დედა“, თუმცა აქ აუცილებელია კიდევ მოხალისე, რომელიც იხუჭება. მოთამაშენი საკუთარ ნივთებს აგროვებენ „დედასთან“. ეს უკანასკნელი რომელიმე მონაწილის ნივთს ხელში იღებს და სვამს კითხვას: „ამის პატრონმა რა ქნას“? დახუჭული მოთამაშე აცხადებს, თუ რა უნდა გააკეთოს ნივთის პატრონმა. მისი სურვილი მრავალფეროვანია – ლექსის თქმით დაწყებული, კარადის თავზე ან ხეზე აძრომით დამთავრებული. ნივთის პატრონი მის სურვილს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს.
წრეში ბურთი, იგივე ბომბა – ლაფტას წესებს წააგავს, ოღონდ აქ თავდამცველები მოიერიშეთა წრეში ჩამუხლულები არიან. მოიერიშე გუნდის წევრები ხელით ბურთს ჰაერში ათამაშებენ, სანამ რომელიმე მათგანი, რაც შეიძლება მძლავრად, ჩამუხლული მოწინააღმდეგე თავდამცველების მისამართით ბურთს არ დაარტყამს. ვისაც ბურთი მოხვდება, თამაშიდან გადის. იმ შემთხვევაში, თუ დარტყმულ ბურთს რომელიმე თავდამცველი გუნდის მონაწილე ხელით დაიჭერს, შეუძლია თამაშიდან გასული თანაგუნდელი წრეში დააბრუნოს.
დამალობანა – ყველაზე პოპულარული თამაშია. გათვლის შემდეგ დარჩენილი მოთამაშე იხუჭება, დანარჩენები იმალებიან. დახუჭული მოთამაშე ახელს თვალს და ეძებს დამალულებს, რომელიმეს აღმოჩენისთანავე გარბის იმ ადგილას, სადაც დახუჭული იყო და „ასტუკებს“. წაგებულია ბოლო „დასტუკებული“, რომელიც იხუჭება.
ჟურნალი „ანაბეჭდი“ №35, დეკემბერი 2008 და იანვარი 2009
No comments:
Post a Comment