ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ, 21-ე საუკუნეში მუსიკაზე წვდომა ისეთი ადვილი გახდა, როგორც არასოდეს კაცობრიობის ისტორიაში. მისი მოსმენა შესაძლებელია ყველგან – საკუთარ სახლში, ტრანსპორტში, ბუნების წიაღში, ქუჩაში... ადამიანს სასურველ მუსიკაზე წვდომა გლობალურ ქსელში, ფაქტობრივად, უფასოდ შეუძლია თუნდაც ყველაზე დიდ ვიდეოპორტალ „იუთუბის“, აუდიოპორტალ „საუნდქლაუდის“ და მსგავსი ინტერნეტსაიტების საშუალებით. გამარტივებულია სასურველი მუსიკის შეძენაც. ციფრულ ტექნოლოგიებამდე, მუსიკალური ჩანაწერის შოვნა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა იყო. ის ბევრ დროსა და თანხას საჭიროებდა. 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ნახევარს გავცდით და მუსიკისმოყვარულებს, მუსიკოსებსა და სპეციალისტებს შორის არ ცხრება კამათი, რომელი მუსიკალური ფორმატი სჯობს – ძველი, ტრადიციული, თუ ახალი? დღეს თითქმის ყველაფერი შეიძლება იშოვო ინტერნეტმაღაზიებში. სანამ თანამედროვე მუსიკალური ბაზრის ტენდენციებსაც შევეხები, მუსიკალურ ფორმატებსა და მათ მატარებლებზეც მოკლედ მოგითხრობთ.
დღეისთვის არსებობს ორი მუსიკალური ფორმატი: ანალოგური და ციფრული. ანალოგური – ძველი, ტრადიციული ფორმატია, რომელიც იწერება ასევე ტრადიციულ მუსიკალურ მატარებლებზე – ვინილის ფირფიტებზე და მაგნიტურ ფირებზე (ყოფაცხოვრებაში გავრცელებული კოჭებიანი, ანუ „ბაბინებიანი“ და კასეტების მაგნიტოფონების სახით). ციფრული მუსიკა დააქვთ ჩვეულებრივ კომპაქტ-დისკებსა და სხვა ციფრულ მატარებლებზე (ე.წ. „ფლეშკაზე“, მყარ დისკზე და სხვა). თავის მხრივ, ციფრული ფორმატი საკმაოდ მრავალფეროვანია. არსებობს დანაკარგებით (lossy) და დანაკარგების გარეშე შეკუმშული (lossless) ციფრული მუსიკა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული დანაკარგებით შეკუმშული ციფრული მუსიკის სახესხვაობაა MP3, რომელიც ინტერნეტსივრცეში ძალზე ხშირად გვხვდება. ბევრი შემსრულებელი ამ სახით ყიდის ხოლმე თავის ნაშრომს. დანაკარგების გარეშე შეკუმშული მუსიკის ყველაზე გავრცელებული ფორმატებია: FLAC და APE. დიფერენციაცია MP3-შიც გვხვდება, თუმცა მათი ჩამოთვლა და განმარტებები ახლა შორს წაგვიყვანს – ისევე, როგორც ყველა დანაკარგებით თუ დანაკარგების გარეშე შეკუმშული ფორმატის ჩამოთვლა.
გრამფირფიტა მე-20 საუკუნის მუსიკალური სიმბოლოა. იყო დრო, როცა იგი მუსიკალური ინფორმაციის თითქმის ერთადერთი მატარებლად მიიჩნეოდა. მისი ისტორია 1877 წლიდან იწყება, როცა თომას ედისონმა საკუთარი გამოგონება – ფონოგრაფი დააპატენტა. ის ხმას ნემსით იწერდა ცილინდრის ფორმის ღერძზე და შემდეგ უკრავდა. ამ მოვლენიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, ედისონის აღმოჩენაზე დაყრდნობით, ამერიკელმა ემილ ბერლინერმა გრამოფონი და ჩამწერი მოწყობილობა დააპატენტა. სწორედ მისი იდეა იყო, რომ ხმოვან მატარებელს დისკის ფორმა ჰქონოდა. პირველად ფირფიტებს ებონიტისგან ამზადებდნენ. მოგვიანებით დაიწყეს შელაკის (ბუნებრივი ფისი, რომელსაც ზოგიერთი ტროპიკული მცენარე გამოიმუშავებს) დისკების წარმოება. თუმცა ეს ფირფიტები მძიმე, ძალიან სქელი და ადვილად მსხვრევადი იყო. ამავე დროს, ნემსთან შეხების გამო ხშირად ცვდებოდა. ამიტომ, დისკის ექსპლუატაცია რომ გაეხანგრძლივებინათ, ორივე მხარეს ხშირად ერთსა და იმავე სიმღერას წერდნენ. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წელს გაჩნდა ვინილისგან დამზადებული ბევრად გამძლე ფირფიტები და თანდათან დისკების ბრუნვის სიჩქარის სტანდარტიზაციაც მოხდა. გრამოფონის ფირფიტების ბრუნვის სიჩქარე იყო: 78 ბრუნი წუთში, შემდეგ RCA-მ 45 ბრ/წთ-ში შემოიღო (შემდეგ ეს სიჩქარე და ზომა იქცა სინგლების სტანდარტად) და ფირფიტის ზომა შეამცირა, ხოლო Columbia Records-ის ინიციატივით სტანდარტული, ყველაზე გავრცელებული ზომის ფირფიტების სიჩქარე 33 1/3-ბრ/წთ-მდე შემცირდა. 1958 წლიდან კი ფირსაკრავების ნემსის განვითარების შემდეგ სტერეოფონური ფირფიტებიც გამოჩნდა. აქედან მოყოლებული დღემდე ჩაწერის ტექნოლოგია საერთოდ არ შეცვლილა, მხოლოდ ჩამწერი აპარატურა დაიხვეწა. ვინილის ფირფიტებზე დღემდე გამოდის შემსრულებელთა ალბომები და სინგლები.
დღეისთვის არსებობს ორი მუსიკალური ფორმატი: ანალოგური და ციფრული. ანალოგური – ძველი, ტრადიციული ფორმატია, რომელიც იწერება ასევე ტრადიციულ მუსიკალურ მატარებლებზე – ვინილის ფირფიტებზე და მაგნიტურ ფირებზე (ყოფაცხოვრებაში გავრცელებული კოჭებიანი, ანუ „ბაბინებიანი“ და კასეტების მაგნიტოფონების სახით). ციფრული მუსიკა დააქვთ ჩვეულებრივ კომპაქტ-დისკებსა და სხვა ციფრულ მატარებლებზე (ე.წ. „ფლეშკაზე“, მყარ დისკზე და სხვა). თავის მხრივ, ციფრული ფორმატი საკმაოდ მრავალფეროვანია. არსებობს დანაკარგებით (lossy) და დანაკარგების გარეშე შეკუმშული (lossless) ციფრული მუსიკა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული დანაკარგებით შეკუმშული ციფრული მუსიკის სახესხვაობაა MP3, რომელიც ინტერნეტსივრცეში ძალზე ხშირად გვხვდება. ბევრი შემსრულებელი ამ სახით ყიდის ხოლმე თავის ნაშრომს. დანაკარგების გარეშე შეკუმშული მუსიკის ყველაზე გავრცელებული ფორმატებია: FLAC და APE. დიფერენციაცია MP3-შიც გვხვდება, თუმცა მათი ჩამოთვლა და განმარტებები ახლა შორს წაგვიყვანს – ისევე, როგორც ყველა დანაკარგებით თუ დანაკარგების გარეშე შეკუმშული ფორმატის ჩამოთვლა.
![]() |
გრამოფონი |