საქართველოს ინტელექტკლუბის კაპიტანი, ფსიქიატრი ლაშა კილაძე – „საქართველოში ზომბირება მიმდინარეობს“
-------------------
მოკლე დოსიე
-------------------
საქართველოს ინტელექტკლუბის ნაკრების კაპიტანი ლაშა კილაძე დაიბადა 1972 წლის 27 ოქტომბერს, ქუთაისში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ფსიქიატრია. არის ქუთაისის ინტელექტკლუბის პრეზიდენტი და გაეროს სკოლის ფსიქოლოგი. ლექციებს კითხულობს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უყვარს მუსიკა, სპორტი და „კავეენი“.
---------------------------------------------------------------------

– ლაშა, შენი აზრით, როგორი მდგომარეობაა დღეს კულტურული ტრადიციებით ისეთ მდიდარ ქალაქში, როგორიც ქუთაისია?
– უფროსი ალექსანდრე დიუმა თავის ნაშრომში ქუთაისის შესახებ აღნიშნავდა, – ქალაქი პატარა, ჭუჭყიანი, ვიწრო ქუჩებით არის სავსე, მაგრამ გაოცებული ვარ, რომ ამ ქალაქში ახალი პარიზული მოდა ორ კვირაში შემოდისო. ქუთაისი არასდროს ყოფილა მეგაპოლისი, მაგრამ ყოველთვის კულტურული ცენტრი იყო, თანაც არა პირველობის პრეტენზიით. ეს ქუთაისელთა გენეტიკაში იყო ჩადებული და, თავად ქუთაისლობა, კულტურას ნიშნავდა.
დღეს კი, ქუთაისელი ღრმა პროვინციალის სინონიმია. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული, რადგან თავად საქართველო, რაღაც ბარბადოსის პროვინციად გადაიქცა. ქალაქს ამ პირობებშიც შეუძლია საკუთარი სახე არ დაკარგოს, მაგრამ ინტელექტისა და კულტურის დონე ქუთაისში საშინელ დონეზეა. ძირძველი ქუთაისლები აქედან წავიდნენ და ამ ქალაქში სოციალისტური ფეოდალიზმი ჩამოყალიბდა. ქალაქში არ არის ფული, არ ტრიალებს სული, ის, ფაქტობრივად, მკვდარია. სამარცხვინოა, რაც ჩვენს თეატრში ხდება. თეატრის ყველა სერიოზული დადგმა გროტესკს წააგავს და სპექტაკლები „კავეენის“ სტილში იდგმება. სამარცხვინოა, რომ ქალაქში არ არსებობს კინოთეატრი, რადგან ერთში ქელეხები და ქორწილები იმართება, მეორე დაინგრა, მესამეში კი, რა ხდება, კაცმა არ იცის.

ვისაც ძალაუფლება აქვს, რეალურად არ არიან დაინტერესებულნი, რომ ქალაქში რამე გაკეთდეს. ვერ ვხვდები, რატომ არ ვიყენებთ საკუთარ კადრებს, როდესაც ქუთაისელი შემოქმედები მთელ მსოფლიოს მოედვნენ. რა ხდება საგამოფენო დარბაზში? იქ ვირთხები დარბიან, როცა ჩვენი მხატვრები სხვაგან გარბიან. ქუთაისის ხელისუფლება ღრმად პროვინციალური, იგივე კომკავშირის ცეკაა. აქედან გამომდინარე, იქ ხალხიც ისეთივეა.
აქედან ყველა მიდის. მეც წავალ, თუ შევხედე, რომ არაფერი გაკეთდება. მე მგონი, ამათი ნების გარეშე, არაფერი გაკეთდება. თბილისიდან აქ რომ დავბრუნდი, თავიდან ერთი-ორი წელი ნემსებზე ვიჯექი. მერე მივეჩვიე, რადგან აქ ჭორებია, რომელიც ტკბილად გითრევს. ცუდია, როდესაც ქუთაისლები ამ ქალაქს წყდებიან. ხომ შეიძლება, აქედან წასულმა რეჟისორებმა ფილმები მაინც ჩამოიტანონ და ხალხს აჩვენონ.
ქუთაისმა ფუნქცია დაკარგა და უკვე ქუთაისლობაც იკარგება. კულტურა ქუთაისში დინოზავრებთან ერთად გადაშენდა და ბოლო ინტელიგენტი კაცი სწორედ პეტრე ჭაბუკიანი იყო, რომელიც სათაფლიის ნაკრძალს, დინოზავრების ნაკვალევს პატრონობდა. სოციალიზმმა და კომკავშირმა რომ დრო მოჭამა, უნდა მივხვდეთ. აქ შესაძლებელია საქმის კეთება.
– როგორც ფსიქიატრი, როგორ შეაფასებ ამ სიტუაციას?
– ეს არის აბსოლუტური აპათია. პოლიტიკაში ბევრ პროფესიულ რაღაცას ვხედავ. ხალხს უკვე აღარაფერი აინტერესებს. ქუთაისში ადამიანი ასე ცხოვრობს: დილით იღვიძებს, თუ სამსახური აქვს, ბედნიერია და იქ მიდის, ბრუნდება სახლში, სადაც არა აქვს არც შუქი, არც წყალი, გავა სადმე, დათვრება, ბოლოს კი, დაწვება და დაიძინებს. როდესაც ადამიანი ამ გაჭირვებას ეჩვევა, ეგუება, უკვე ცვლილებების ეშინია. ამაზე ვიქტორ ცოის სიმღერა აქვს, სადაც ამბობს: вдруг нам становится страшно, რადგან თანდათან ეჩვევი: сигареты в руках, чай на столе-ს. გავიხსენოთ ქართული ანდაზა „შეჩვეული ჭირი გერჩივნოს შეუჩვეველ ლხინსო“. ეს წმინდა წყლის კრეტინის ნათქვამია. აბა, მითხარი, როგორ ჯობს ჭირი ლხინს? – ჩემამდე არ დადის. ხალხს ყველაფერი მოსწყინდა და ხელი ჩაიქნია, – სწორდე, ეს არის აპათია. არსებობს აპათიურ-აბოლიური სინდრომი, როდესაც ადამიანი ნებას კარგავს.
– შეიძლება ასეთ ადამიანს მონა ვუწოდოთ?
– მონა სხვა რამაა. სხვათა შორის, მონებს არავინ ამწყვდევდა, ისინი ქალაქში ჩვეულებრივად დადიოდნენ, დაბუნძულებდნენ, ოღონდ იცოდნენ, რომ ვიღაცის საკუთრება იყვნენ. ჩვენ ესეც არ ვიცით, რომ ვიღაცის საკუთრება ვართ, მაგრამ ჩვენ არავისი ვართ. რომ ვიცოდეთ, ვისი ვართ, მონები ვიქნებოდით. ვიღაც ვანდალები ვართ და ტყეში დავრბივართ. პატრონი არ გვყავს. არავინ გვეტყვის, შემოდი აგერ, არავინ მოგიტაცოსო. ჩვენი მდგომარეობა მონათმფლობელობა კი არა, პირველყოფილი თემური წყობილებაა. ყველაზე მეტად აუტანელია ადამიანის პროვინციული თვითკმაყოფილება, პრეტენზიული უნიჭობა, რაც ირგვლივ იფრქვევა. ეს არა მარტო ქუთაისში შეიმჩნევა, არამედ, ჩვენი საერთო უბედურებაა.
საქართველოში ადამიანების ზომბირება, ფსიქიკაზე მოქმედება მიმდინარეობს. როდესაც რაღაც ცუდზე ერთხელ ან ორჯერ გეტყვიან კარგიაო, შეიძლება არ მიიღო, მაგრამ როცა ტელევიზიით, რადიოთი და გაზეთების საშუალებით ამის შესახებ ტვინს გიბურღავენ, შეიძლება ტვინში ჩაგიჯდეს, რომ ეს მართლაც კარგია. შენ, შესაძლოა, ეს ბოლომდე არ დაიჯერო, მაგრამ ბავშვს ხომ ყოველდღე ესმის. არადა, ძალიან ჭკვიანი ბავშვები იზრდებიან. ამას ჩემს კლუბშიც ვხედავ. მათ პირობების შექმნა სჭირდებათ.
საშინელება ხდება ჩვენს ესტრადაზე. გულწრფელად გეტყვი, რომ ქართველი მსახიობები ესტრადის მომღერლებზე უკეთესად მღერიან.
– რაიმე ოპტიმისტურს არ მეტყვი?
– კარგი იქნება, ვინმე მოსესნაირი რომ მოგვევლინოს, ხელი დაგვხვიოს და სადღაც წაგვიყვანოს ამ ფარაონების ქვეყნიდან. ნაკლებად მჯერა, რომ სეტყვა მოვა და ეს დებილი პოლიტიკოსები ამოწყდებიან. ჩვენ ცალ-ცალკე ვართ, თორემ რეალურად დიდ ძალას წარმოვადგენთ. სასიკეთო ცვლილებებს, ალბათ, დრო მოიტანს, მაგრამ ჩვენ დავიწყოთ. კენედი ჩემი საყვარელი პოლიტიკოსია. ის ამბობდა, რომ რაღაც საქმე ჩვენ, შესაძლებელია, რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ გავაკეთოთ, მაგრამ მოდით, დავიწყოთ, მოდით, გავერთიანდეთ და დავიწყოთ, – ვნახოთ რა გამოვა.

No comments:
Post a Comment