„შინის“ წევრების შინ დაბრუნების პროცესი დაიწყო
ჯგუფი
„შინ“, რომელიც ინგლისურად იწერება როგორც The Shin, 1998 წელს გერმანიაში
შეიქმნა და იგი დღემდე ამ ბენდის საბაზისო ქვეყანაა. წინამორბედ კოლექტივს
„ადიო“ ერქვა, რომელიც1993 წელს შეიქმნა და ძალიან პოპულარული გახდა
ევროპაში. 1995 წელს „ადიომ“ გამოუშვა ალბომი „შინ“, რომელიც 1998 წლიდან
ამ ჯგუფის სახელად იქცა. ჯგუფის დამაარსებლები არიან ზაზა მიმინოშვილი და
ზურაბ გაგნიძე, ხოლო 2002 წლიდან მათ მამუკა ღაღანიძე შეუერთდა. „შინის“
ბირთვი ტრიოა, თუმცა სხვადასხვა პროექტებსა და კონცერტებში უამრავი
მოწვეული მუსიკოსი ღებულობს მონაწილეობას.
„შინის“ მუსიკა ეთნო-ჯაზია, რომელიც მთლიანად გაჯერებულია ქართული ფოლკლორით. შეიძლება ითქვას, რომ „შინის“ თითქმის ყველა კომპოზიციის ცენტრს ქართული მუსიკა წარმოადგენს, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ნებისმიერი ჯაზური იმპროვიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ „შინის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა, მუსიკალური იდეების ავტორმა და კომპოზიტორმა ზაზა მიმინოშვილმა კარიერის დასაწყისში კლასიკური გიტარის, მოგვიანებით კი ჯაზური კომპოზიციისა და იმპროვიზაციის კურსი დაამთავრა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ კინოსტუდიასთან და 30-მდე ფილმზე იმუშავა. მან დაწერა მუსიკა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლებისთვის. მუსიკოსად ჩამოყალიბებას ზაზა მიმინოშვილი სწორედ რობერტ სტურუას და ცნობილ ქართველ კომპოზიტორ გია ყანჩელს უმადლის. სწორედ ამ უკანასკნელმა შესთავაზა მას ჯერ თეატრში მუშაობა, შემდეგ კი „ადიოს“ ჩამოყალიბება.
გერმანიასა და ზოგადად, ევროპაში მოღვაწეობის მიუხედავად, „შინი“ ძალიან ხშირად სამშობლოში ჩამოდის და კონცერტებს მართავს. შექმნის თარიღიდან გასულ წლამდე „შინმა“ 5 ოფიციალური ალბომი ჩაწერა, ყველა საზღვარგარეთ. თუმცა წელს, მაისში, მეტად მნიშვნელოვანი და პომპეზური ალბომი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ სწორედ საქართველოში ჩაიწერა და ამ მოვლენის სულისჩამდგმელი ქართული ლეიბლი „ბრავო რექორდსი“ გახდა. ფირფიტის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა (დირიჟორი ვახტანგ კახიძე), კონსერვატორიის ვოკალურმა სექსტეტმა და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა სახელოვანმა მუსიკოსებმა.
ფლეიტაზე უკრავს ესპანელი ხორხე პარდო, რომელიც წლების
განმავლობაში თანამშრომლობდა ლეგენდარულ გიტარისტ პაკო დე ლუსიასთან, ჩიკ
კორეასთან და სხვებთან. კლავიშისტი და ალბომის არანჟირების თანაავტორი
გახლავთ თანამედროვე თურქული მუსიკის წამყვანი კომპოზიტორი ილიას მირზაევი,
რომელიც მუშაობდა ჯო ზავინულთან, კშიშტოფ პენდერეცკისთან და სხვებთან.
„არაჩვეულებრივ გამოფენაში“ უკრავს დღევანდელობის ერთ-ერთი საუკეთესო
ჰობოისტი, ლატვიელი ნორმუნდს შნე. სხვადასხვა დროს იგი მონაწილეობდა
პროექტებში მსტისლავ რასტრაპოვიჩთან, იზაბელ ფაუსტთან, ჯო ზავინულთან და
სხვებთან ერთად. დაბოლოს, კიდევ ერთი მოწვეული შემსრულებელი – ამერიკელი
დრამერი რეი კაჩინსკი, რომლის კარიერა უკავშირდება ისეთ მუსიკოსებს,
როგორებიც არიან: რენდი ბრეკერი, ჯო ლოვანო და რამნად ვ.რაგავანი.
ზაზა
მიმინოშვილის განმარტებით, ამ ალბომით ჯგუფ „შინის“ საქართველოში
დაბრუნების პროცესი დაიწყო. ალბომში ჟღერს ლეგენდარული მუსიკოსების: მაილს
დეივისის, ჯონ მაკლაფლინის, მაიკ სტერნის, ხოაკინ როდრიგოს, ჩიკ კორეას და
სხვათა მელოდიები, რომელსაც აერთიანებს ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის
მუსიკა. როგორ მოხვდა ამდენი ლეგენდის მუსიკა ერთ ალბომში და რა არის ამ
ყველაფრის ქართველი კომპოზიტორის ირგვლივ გაერთიანების ფილოსოფია? ოდნავ
ქვემოთ, ზაზა მიმინოშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ. მისსავე
სიტყვებით, პროექტი „არაჩვეულებრივი გამოფენა“აუცილებლად გაგრძელდება და
მეორე პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მუსიკას უკვე სხვა დიდი
მუსიკოსის ირგვლივ გააერთიანებს, რომლის ვინაობასაც ზაზა მიმინოშვილი ჯერ
არ ამხელს.
აღნიშნული ალბომის მხარდასაჭერად დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტები ჩატარდა – სწორედ „ბრავო რექორდსის“ თაოსნობით. რატომ გადაწყვიტა ლეიბლმა „შინთან“ ურთიერთობა და კიდევ რა გეგმები აქვს ჯგუფთან დაკავშირებით? ამ თემებზე „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია საუბრობს.
ზაზა შენგელია („ბრავო
რექორდსის“ პრეზიდენტი): „ჩვენი ხმის ჩამწერი ბიზნესკომპანია დაარსდა
მსოფლიოში არსებული ანალოგების დონეზე, რასაც რექორდ-ლეიბლები ჰქვია.
უპირველეს ყოვლისა, ძალიან გვინდა, საქართველოში მუსიკალური საქმიანობა
მომგებიან ბიზნესად ვაქციოთ. ვცდილობთ, საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის
ყველა მიმართულება თუ ქვემიმართულება განვავითაროთ და ხშირ შემთხვევაში,
გაუკვალავი გზით მივდივართ. „ბრავო რექორდსი“ უფრო მეტია, ვიდრე სტუდია.
ჩვენ გვაქვს ისეთი აპარატურა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო
რექორდ-კომპანიებში არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ აღჭურვილობით, ლონდონის
საშუალოზე მაღალი დონის სტუდიას ფლობს და თავისუფლად შეგვიძლია ჩავწეროთ
ნებისმიერი ჯგუფი ან თუნდაც, სიმფონიური ორკესტრი.
„შინთან“ ურთიერთობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მან ეთნო-ჯაზში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და ეს ჟანრი ძალიან მაღალ საფეხურზე აიყვანა. „შინმა“ ევროპის პრაქტიკულად ყველა ჯაზ-ფესტივალზე წარმატებით დაუკრა. ჩემი აზრით, ჯგუფი ძალზე ღირსეულად წარმოადგენს ქართულ კულტურას მთელს მსოფლიოში. 2012 წლის 1 დეკემბერს რიგაში მათ ლატვიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმ მუსიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს, რომელთაც „შინის“ წევრთა მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი ზეგავლენა იქონიეს. სწორედ ამ კონცერტზე გამიჩნდა იდეა, რომ „ბრავო რექორდსს“ ეს პროექტი ჩაეწერა, და ასეც მოხდა: ჩვენ უკვე გვაქვს CD-ალბომი „არაჩვეულებრივი გამოფენა“. ამ დისკის საპრეზენტაციო კონცერტები გავმართეთ დიდ საკონცერტო დარბაზში. ახლა ვაპირებთ „შინის“ ტურნეს საქართველოში, სადაც ეს ფირფიტებიც გაიყიდება. ასევე იგეგმება უცხოური გასტროლები. ალბომზე მოთხოვნა უკვე არსებობს ავსტრიაში, თურქეთსა და რუსეთში. ჩვენ და „შინი“ მონდომებულები ვართ, რომ ჯგუფს ბაზა საქართველოში ჰქონდეს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ გავუწევთ მათ მენეჯმენტს ყველა ფესტივალზე, ალბომის ჩასაწერად და ბევრი სხვა მიმართულებით“.
ჯგუფ „შინის“
ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, კომპოზიტორი, გიტარისტი და მუსიკალური იდეების
ავტორი ზაზა მიმინოშვილი 1954 წლის 24 მაისს თბილისში დაიბადა. ჰყავს
მეუღლე და ორი ქალიშვილი. საქართველოდან ევროპაში ქართველებისთვის ძალიან
მძიმე პერიოდში ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად გაემგზავრა. გამგზავრების
ერთ-ერთი მიზანი ოჯახების ფინანსურად უზრუნველყოფა იყო. ევროპელებმა მათი
შესანიშნავი მუსიკა მოიწონეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ზაზა მიმინოშვილი
იხსენებს ევროპაში ჯგუფის ყოფნის პირველ პერიოდს, როცა ესპანეთში მსოფლიო
მუსიკის ფესტივალზე მან სცენიდან ხალხს მიმართა: „ხალხნო, შეხედეთ, ცა ცოტა
ღრუბლიანია, მაგრამ ზემოთ შვიდი ვარსკვლავი ერთად რომ არის, იმათ შუაში
65-ე გალაქტიკაა, იქ კი ერთი უმშვენიერესი პლანეტაა, რომელსაც საქართველო
ჰქვია. ჩვენ იქიდან ვართ, თქვენთან ჩამოვედით, დიდი ხანია გაკვირდებით და
ძალიან მოგვწონს დედამიწა“. ამ სიტყვებს მაყურებლის ტაში მოჰყვა და ჯგუფის
წევრები მიხვდნენ, რომ ევროპამ ისინი მიიღო.
ზაზა მიმინოშვილი ჟურნალ „რადისონ ბლუს“ თავისი ახალი ალბომის, ზოგადად „შინის“ მუსიკის ფილოსოფიაზე, მაყურებელსა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.
– ზაზა, მუსიკაში თქვენი პირველი ნაბიჯები გია ყანჩელის ინიცირებულია. ახალი ალბომის მთელი ქსოვილი სწორედ მისი მუსიკის ირგვლივაა აგებული და სხვა დიდი ჯაზმუსიკოსების მოტივებიცაა გამოყენებული. საინტერესოა, როგორ გაჩნდა იდეა ამ ახალი პროექტისა, რომელსაც ჰქვია „არაჩვეულებრივი გამოფენა“?
– „შინის“
მუსიკას ვინც იცნობს, მიხვდება, რომ ეს ჩვენი ხელწერაა. ხალხურ მუსიკასთან
მუშაობისას ასე ვაკეთებდით: „მთავარი გმირი“ – ქართული ჰანგი, ქართული
ჟღერადობაა და შემდეგ ამ ჰანგთან მთელი მსოფლიოა გადახლართული. ეს „შინის“
დამახასიათებელი შტრიხია: ერთი რომელიმე პერსონის ირგვლივ ვტრიალებთ.
შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოფენა დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა პირველ
პორტრეტად ქართული ხალხური მუსიკა ავირჩიეთ. ამ შემთხვევაში კი ჩვენ უკვე
სახელი დავარქვით. „არაჩვეულებრივი გამოფენა“ არის სერია, რომლის პირველი
პერსონაჟი გია ყანჩელია. ალბომის იდეა ასეთია: რომელიმე ოსტატის ირგვლივ
მთელი სამყარო იკრიბება, სხვადასხვა კულტურები უხილავი ხიდებით ერთმანეთს
უკავშირდება. არსებობს გარკვეული ლოგიკა, გარკვეული მუსიკალური შინაარსი,
რომელიც სხვადასხვა კულტურებს აერთიანებს. და ეს არაა ისეთი ტრივიალური
რამ, რასაც პლაგიატი ჰქვია. ამას შეიძლება ვუწოდოთ პარალელური სამყაროები.
– ანუ ესაა პარალელური სამყაროების ძიება სხვადასხვა კულტურებში?
– ზუსტად ეგაა. ახალ პროექტში 1970-იანი წლების ფილმ „არაჩვეულებრივი გამოფენის“ მთავარ მუსიკალურ თემაში ჟღერს ამერიკელი მუსიკოსის მაიკ სტერნის 1980-იანი წლების მიწურულს შექმნილი ჰანგები, რომელიც ძალიან ჰგავს ყანჩელის ამ ლეგენდარულ თემას. ამავე კომპოზიციაში ჩვენ ვიყენებთ ქართულ ხალხურ „ჯანსულოს“, რომელიც აღარც ვიცით, რამდენი საუკუნის წინ შეიქმნა. „არაჩვეულებრივი გამოფენა“ – ესაა მოზაიკა, გნებავთ, ფაზლი (დანაწევრებული, ასაწყობი სურათი), რომლის აწყობასაც ჩვენ ვცდილობთ. სამყარო ტრიალებს, მას სხვადასხვა ცენტრები აქვს, რომელიც თავად შეგიძლია ამოარჩიო და იქიდან დაინახო ყველაფერი. მასზე მუშაობისას ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო პარალელების აღმოჩენა ამ სამყაროებს შორის. ამ პროექტში მთავარი პერსონა გია ყანჩელის მუსიკაა, რომელზეც ჩვენ გავიზარდეთ და ამ გადასახედიდან დავინახეთ მთელი სამყარო. აქ უკვე სრულიად მოულოდნელად მოვიდა ხან ინდური მუსიკა, ხან ფლამენკო, ხან ჯაზი (ეს ერთგვარად, მოსალოდნელიც იყო), დასავლეთ ევროპული კლასიკა და რასაკვირველია, ქართული ხალხური მუსიკა. ესენი პარალელური სამყაროებია, რომლებიც გია ყანჩელის ჰანგების ირგვლივ ერთიანდება.
გია ყანჩელის შემდეგ ჩვენ სხვა პერსონის ირგვლივ
გავერთიანდებით, რომელსაც ჯერ ვერ გეტყვით, რადგან ახლა ვმუშაობთ მასზე.
ანუ, ჩვენ ერთი პერსონის ირგვლივ მთელ სამყაროს ვკრებთ და ვაერთიანებთ.
მომავალ დისკზე იქნება წარწერა: „არაჩვეულებრივი გამოფენა, პორტრეტი
მეორე...“
– ეს პირველი დისკია, რომელიც საქართველოში ჩაწერეთ?
– ნამდვილად ასეა. დანარჩენები, ძირითადად, გერმანიაში, თუმცა ერთი თურქეთშიც გამოვიდა. ამერიკაში ჯემსეიშენში ჩავწერეთ და სხვაგანაც... ახლა კი სამშობლოში დაბრუნების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო და ძალიან გვინდა, ჩვენი ინტერესები საქართველოში გადმოვიტანოთ.
– თქვენი გიტარის მოდელის შესახებ გვიამბეთ. რამდენადაც ვიცი, თავადაც მიიღეთ მის შექმნაში მონაწილეობა.
– ერთ ფესტივალზე სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის ოსტატთა გამოფენაც მიმდინარეობდა, სადაც ერთ-ერთი მათგანი, დანიელ შტარკი გამეცნო. ის კლასიკური გიტარის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა ჩემი გიტარის მოდელზე მუშაობა შემომთავაზა. მასთან თანამშრომლობა ახლაც გრძელდება. ჩემი გიტარა ძალიან კარგი მოდელია იმ მუსიკოსისთვის, რომელსაც აინტერესებს როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე ჯაზი, ფლამენკო... იგი ელექტრო-აკუსტიკური ინსტრუმენტია და მაძლევს ჰიბრიდულ ჟღერადობას. საშუალება მაქვს ჩემი გიტარა გამოვიყენო როგორც სოლო ინსტრუმენტი და ამავე დროს, ბენდში, მეტადრე – სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მუშაობისას, რომ მისი ხმა არ დაიკარგოს.
– დღეს
საქართველოში ძალიან ბევრი მუსიკალური კონკურსი ტარდება. თქვენი აზრით,
თანამედროვე მუსიკაში საჭიროა თუ არა კონკურსები, და ჩვენს ქვეყანაში სამი
პარალელური მუსიკალური ტელეკონკურსის არსებობა ზედმეტი ხომ არ არის?
– ამ კონკურსებს არ ვიცნობ. საერთოდ, ხელოვნებაში კონკურსების, ანუ შეჯიბრის პრინციპი, ცოტა არ იყოს, რთულად მისაღებია. მეორე მხრივ, ფესტივალებზე დამწყებ მუსიკოსებს ნაკლები შანსი აქვთ, წარმოჩინდნენ. ჩავთვალოთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და ამიტომ კონკურსების დადებით მხარეებს მოვიძიებ. ჭიქის ცარიელი ნაწილი ჩანს და ხელოვნებაში შეჯიბრის არსებობა ძალიან ცუდია. თუმცა არსებობს ძალიან ნორმალური პროექტები. მაგალითად, როკგიტარისტების პროექტი G3, რომელსაც ჰყავს ორი მუდმივმოქმედი გიტარისტი ჯო სატრიანი და სტივ ვაი, ხოლო მესამე ყოველთვის იცვლება. ეს პროექტი შეიცავს გლადიატორების ბრძოლის ელემენტს, რომელიც მოსწონს პუბლიკას – ეს მოთხოვნილება თითოეულ ჩვენგანში ძევს. თითქოს ხელოვნება ამ ყველაფრის მიღმა უნდა დარჩენილიყო, მაგრამ მსმენელს აინტერესებს, რაიმე მუსიკალურ ფრაგმენტს როგორ წარმოადგენს გიტარისტი ჯონ მაკლაფლინი, იგივეს როგორ დაუკრავს ალ დი მეოლა ან პაკო დე ლუსია. ასეთი ტიპის პროექტები არა მარტო საინტერესოა, არამედ დაკვრის ხელოვნებას ავითარებს კიდეც. ჯაზშიც შეჯიბრის ელემენტი ყოველთვის დამალული იყო, მაგრამ ფარულად არსებობდა. ეს მომენტები აუცილებელი ნაწილია ადამიანთა ყოფაში. ჩვენი წყობა, კონსტიტუცია ითხოვს შეჯიბრის მომენტებს, მაგრამ ამას ძალიან სწორად უნდა გააზრება.
საქართველოში მე მუსიკალურ რეალითი-შოუს მოვკარი თვალი და ძალიან არ მომწონს. ვინმე დიდი ოსტატის ცხოვრების ფრაგმენტი შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ დამწყები მუსიკოსების ყოფითი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩვენება ძალიან უინტერესოა. ეს ალბათ რომელიმე ქვეყნის პროექტს წააგავს და შეიძლება აშშ-ის ტელეპროექტებიდან გადმოვიღეთ, მაგრამ ძალიან არ დამაინტერესა. თუმცა შეჯიბრის ელემენტების გარკვეული წილით ჩვენება (სიტყვა „კონკურსს“ მოვერიდები, რადგან ცუდია), თუ კარგი კრეატიული დატვირთვა ექნება, საჭიროც კია. სამწუხაროდ, ასეთ პროექტს არ ვიცნობ.
– „შინის“ მუსიკა ძალიან
მრავალფეროვანია. როგორია თქვენი მსმენელი? რა შეიძლება აერთიანებდეს
„შინის“ გერმანელ მსმენელს ქართველთან ან არგენტინელთან?
– ამ შეკითხვაზე ყველაზე მოკლე პასუხი ის არის, რომ მსმენელს უნდა ჰქონდეს გული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როდესაც მე და ზურა გაგნიძემ „შინის“ შექმნა დავიწყეთ, ვამჩნევდით, რომ ჩვენს მაშინდელ მუსიკას, ძირითადად, „მომზადებული“ მსმენელი უსმენდა, ანუ ჩვენი მუსიკის მოსმენა აუდიტორიისგან ერთგვარ მუსიკალურ მომზადებას ითხოვდა. ეს წინასწარ არ დაგვიგეგმავს. მოგვიანებით მსმენელის ინტელექტს ჩავანაცვლეთ მისი ემოცია და გული. დღეს ჩვენი მთავარი ადრესატი მსმენელის გულია და არა მისი ინტელექტი. შედეგად ჩვენი აუდიტორია რადიკალურად შეიცვალა და საოცრად ფართო გახდა. ჩვენი ყველაზე ძვირფასი მსმენელები ბავშვები არიან. ჩვენს საიტზე განთავსებულია ფოტო, სადაც ერთ-ერთ ფესტივალზე სცენის ნახევარი ბავშვებითაა სავსე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქოს რთულ მუსიკას ვუკრავთ (პროფესიონალი ამ სირთულეს ადვილად აღმოაჩენს), ბავშვები დიდი ყურადღებით გვისმენენ, რადგან ისინი არიან სწორედ გულით მსმენელები.
– მსმენელისადმი თქვენს მიდგომას შემიძლია ქრისტიანული ვუწოდო...
– ამაზე კარგი შეფასება რა უნდა მომესმინა! სხვათა შორის, ბავშვებს ვადარებ ხოლმე სასულიერო პირებს. სასულიერო პირები ძალიან უცნაური და საყვარელი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს მუსიკაში არ ეძებენ, თუ რამდენადაა გათვალისწინებული მაილს დეივისის ან იგორ სტრავინსკის არსებობა. მათთვის სხვა რამაა მნიშვნელოვანი და მთავარი. მსმენელში ბავშვებისა და სასულიერო პირების არსებობა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ასე რომ, გული აერთიანებს ჩვენს გერმანელ თუ არგენტინელ მსმენელს, მაგრამ ქართველისთვის ეს მუსიკა მაინც უფრო ახლოსაა.
„შინ“: ზურაბ გაგნიძე, ზაზა მიმინოშვილი და მამუკა ღაღანიძე |
„შინის“ მუსიკა ეთნო-ჯაზია, რომელიც მთლიანად გაჯერებულია ქართული ფოლკლორით. შეიძლება ითქვას, რომ „შინის“ თითქმის ყველა კომპოზიციის ცენტრს ქართული მუსიკა წარმოადგენს, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ნებისმიერი ჯაზური იმპროვიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ „შინის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა, მუსიკალური იდეების ავტორმა და კომპოზიტორმა ზაზა მიმინოშვილმა კარიერის დასაწყისში კლასიკური გიტარის, მოგვიანებით კი ჯაზური კომპოზიციისა და იმპროვიზაციის კურსი დაამთავრა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ კინოსტუდიასთან და 30-მდე ფილმზე იმუშავა. მან დაწერა მუსიკა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლებისთვის. მუსიკოსად ჩამოყალიბებას ზაზა მიმინოშვილი სწორედ რობერტ სტურუას და ცნობილ ქართველ კომპოზიტორ გია ყანჩელს უმადლის. სწორედ ამ უკანასკნელმა შესთავაზა მას ჯერ თეატრში მუშაობა, შემდეგ კი „ადიოს“ ჩამოყალიბება.
გერმანიასა და ზოგადად, ევროპაში მოღვაწეობის მიუხედავად, „შინი“ ძალიან ხშირად სამშობლოში ჩამოდის და კონცერტებს მართავს. შექმნის თარიღიდან გასულ წლამდე „შინმა“ 5 ოფიციალური ალბომი ჩაწერა, ყველა საზღვარგარეთ. თუმცა წელს, მაისში, მეტად მნიშვნელოვანი და პომპეზური ალბომი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ სწორედ საქართველოში ჩაიწერა და ამ მოვლენის სულისჩამდგმელი ქართული ლეიბლი „ბრავო რექორდსი“ გახდა. ფირფიტის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა (დირიჟორი ვახტანგ კახიძე), კონსერვატორიის ვოკალურმა სექსტეტმა და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა სახელოვანმა მუსიკოსებმა.
„შინ“-ის ახალი ალბომი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ |
ჯგუფი „შინ“ და დირიჟორი ვახტანგ კახიძე ალბომის პრეზენტაციაზე |
აღნიშნული ალბომის მხარდასაჭერად დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტები ჩატარდა – სწორედ „ბრავო რექორდსის“ თაოსნობით. რატომ გადაწყვიტა ლეიბლმა „შინთან“ ურთიერთობა და კიდევ რა გეგმები აქვს ჯგუფთან დაკავშირებით? ამ თემებზე „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია საუბრობს.
ზაზა შენგელია |
„შინთან“ ურთიერთობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მან ეთნო-ჯაზში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და ეს ჟანრი ძალიან მაღალ საფეხურზე აიყვანა. „შინმა“ ევროპის პრაქტიკულად ყველა ჯაზ-ფესტივალზე წარმატებით დაუკრა. ჩემი აზრით, ჯგუფი ძალზე ღირსეულად წარმოადგენს ქართულ კულტურას მთელს მსოფლიოში. 2012 წლის 1 დეკემბერს რიგაში მათ ლატვიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმ მუსიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს, რომელთაც „შინის“ წევრთა მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი ზეგავლენა იქონიეს. სწორედ ამ კონცერტზე გამიჩნდა იდეა, რომ „ბრავო რექორდსს“ ეს პროექტი ჩაეწერა, და ასეც მოხდა: ჩვენ უკვე გვაქვს CD-ალბომი „არაჩვეულებრივი გამოფენა“. ამ დისკის საპრეზენტაციო კონცერტები გავმართეთ დიდ საკონცერტო დარბაზში. ახლა ვაპირებთ „შინის“ ტურნეს საქართველოში, სადაც ეს ფირფიტებიც გაიყიდება. ასევე იგეგმება უცხოური გასტროლები. ალბომზე მოთხოვნა უკვე არსებობს ავსტრიაში, თურქეთსა და რუსეთში. ჩვენ და „შინი“ მონდომებულები ვართ, რომ ჯგუფს ბაზა საქართველოში ჰქონდეს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ გავუწევთ მათ მენეჯმენტს ყველა ფესტივალზე, ალბომის ჩასაწერად და ბევრი სხვა მიმართულებით“.
საპრეზენტაციო კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) |
ზაზა მიმინოშვილი ჟურნალ „რადისონ ბლუს“ თავისი ახალი ალბომის, ზოგადად „შინის“ მუსიკის ფილოსოფიაზე, მაყურებელსა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.
– ზაზა, მუსიკაში თქვენი პირველი ნაბიჯები გია ყანჩელის ინიცირებულია. ახალი ალბომის მთელი ქსოვილი სწორედ მისი მუსიკის ირგვლივაა აგებული და სხვა დიდი ჯაზმუსიკოსების მოტივებიცაა გამოყენებული. საინტერესოა, როგორ გაჩნდა იდეა ამ ახალი პროექტისა, რომელსაც ჰქვია „არაჩვეულებრივი გამოფენა“?
ზაზა მიმინოშვილი |
– ანუ ესაა პარალელური სამყაროების ძიება სხვადასხვა კულტურებში?
– ზუსტად ეგაა. ახალ პროექტში 1970-იანი წლების ფილმ „არაჩვეულებრივი გამოფენის“ მთავარ მუსიკალურ თემაში ჟღერს ამერიკელი მუსიკოსის მაიკ სტერნის 1980-იანი წლების მიწურულს შექმნილი ჰანგები, რომელიც ძალიან ჰგავს ყანჩელის ამ ლეგენდარულ თემას. ამავე კომპოზიციაში ჩვენ ვიყენებთ ქართულ ხალხურ „ჯანსულოს“, რომელიც აღარც ვიცით, რამდენი საუკუნის წინ შეიქმნა. „არაჩვეულებრივი გამოფენა“ – ესაა მოზაიკა, გნებავთ, ფაზლი (დანაწევრებული, ასაწყობი სურათი), რომლის აწყობასაც ჩვენ ვცდილობთ. სამყარო ტრიალებს, მას სხვადასხვა ცენტრები აქვს, რომელიც თავად შეგიძლია ამოარჩიო და იქიდან დაინახო ყველაფერი. მასზე მუშაობისას ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო პარალელების აღმოჩენა ამ სამყაროებს შორის. ამ პროექტში მთავარი პერსონა გია ყანჩელის მუსიკაა, რომელზეც ჩვენ გავიზარდეთ და ამ გადასახედიდან დავინახეთ მთელი სამყარო. აქ უკვე სრულიად მოულოდნელად მოვიდა ხან ინდური მუსიკა, ხან ფლამენკო, ხან ჯაზი (ეს ერთგვარად, მოსალოდნელიც იყო), დასავლეთ ევროპული კლასიკა და რასაკვირველია, ქართული ხალხური მუსიკა. ესენი პარალელური სამყაროებია, რომლებიც გია ყანჩელის ჰანგების ირგვლივ ერთიანდება.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი ვახტანგ კახიძე) დისკის საპრეზენტაციო კონცერტზე |
– ეს პირველი დისკია, რომელიც საქართველოში ჩაწერეთ?
– ნამდვილად ასეა. დანარჩენები, ძირითადად, გერმანიაში, თუმცა ერთი თურქეთშიც გამოვიდა. ამერიკაში ჯემსეიშენში ჩავწერეთ და სხვაგანაც... ახლა კი სამშობლოში დაბრუნების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო და ძალიან გვინდა, ჩვენი ინტერესები საქართველოში გადმოვიტანოთ.
– თქვენი გიტარის მოდელის შესახებ გვიამბეთ. რამდენადაც ვიცი, თავადაც მიიღეთ მის შექმნაში მონაწილეობა.
– ერთ ფესტივალზე სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის ოსტატთა გამოფენაც მიმდინარეობდა, სადაც ერთ-ერთი მათგანი, დანიელ შტარკი გამეცნო. ის კლასიკური გიტარის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა ჩემი გიტარის მოდელზე მუშაობა შემომთავაზა. მასთან თანამშრომლობა ახლაც გრძელდება. ჩემი გიტარა ძალიან კარგი მოდელია იმ მუსიკოსისთვის, რომელსაც აინტერესებს როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე ჯაზი, ფლამენკო... იგი ელექტრო-აკუსტიკური ინსტრუმენტია და მაძლევს ჰიბრიდულ ჟღერადობას. საშუალება მაქვს ჩემი გიტარა გამოვიყენო როგორც სოლო ინსტრუმენტი და ამავე დროს, ბენდში, მეტადრე – სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მუშაობისას, რომ მისი ხმა არ დაიკარგოს.
ზაზა მიმინოშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი |
– ამ კონკურსებს არ ვიცნობ. საერთოდ, ხელოვნებაში კონკურსების, ანუ შეჯიბრის პრინციპი, ცოტა არ იყოს, რთულად მისაღებია. მეორე მხრივ, ფესტივალებზე დამწყებ მუსიკოსებს ნაკლები შანსი აქვთ, წარმოჩინდნენ. ჩავთვალოთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და ამიტომ კონკურსების დადებით მხარეებს მოვიძიებ. ჭიქის ცარიელი ნაწილი ჩანს და ხელოვნებაში შეჯიბრის არსებობა ძალიან ცუდია. თუმცა არსებობს ძალიან ნორმალური პროექტები. მაგალითად, როკგიტარისტების პროექტი G3, რომელსაც ჰყავს ორი მუდმივმოქმედი გიტარისტი ჯო სატრიანი და სტივ ვაი, ხოლო მესამე ყოველთვის იცვლება. ეს პროექტი შეიცავს გლადიატორების ბრძოლის ელემენტს, რომელიც მოსწონს პუბლიკას – ეს მოთხოვნილება თითოეულ ჩვენგანში ძევს. თითქოს ხელოვნება ამ ყველაფრის მიღმა უნდა დარჩენილიყო, მაგრამ მსმენელს აინტერესებს, რაიმე მუსიკალურ ფრაგმენტს როგორ წარმოადგენს გიტარისტი ჯონ მაკლაფლინი, იგივეს როგორ დაუკრავს ალ დი მეოლა ან პაკო დე ლუსია. ასეთი ტიპის პროექტები არა მარტო საინტერესოა, არამედ დაკვრის ხელოვნებას ავითარებს კიდეც. ჯაზშიც შეჯიბრის ელემენტი ყოველთვის დამალული იყო, მაგრამ ფარულად არსებობდა. ეს მომენტები აუცილებელი ნაწილია ადამიანთა ყოფაში. ჩვენი წყობა, კონსტიტუცია ითხოვს შეჯიბრის მომენტებს, მაგრამ ამას ძალიან სწორად უნდა გააზრება.
საქართველოში მე მუსიკალურ რეალითი-შოუს მოვკარი თვალი და ძალიან არ მომწონს. ვინმე დიდი ოსტატის ცხოვრების ფრაგმენტი შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ დამწყები მუსიკოსების ყოფითი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩვენება ძალიან უინტერესოა. ეს ალბათ რომელიმე ქვეყნის პროექტს წააგავს და შეიძლება აშშ-ის ტელეპროექტებიდან გადმოვიღეთ, მაგრამ ძალიან არ დამაინტერესა. თუმცა შეჯიბრის ელემენტების გარკვეული წილით ჩვენება (სიტყვა „კონკურსს“ მოვერიდები, რადგან ცუდია), თუ კარგი კრეატიული დატვირთვა ექნება, საჭიროც კია. სამწუხაროდ, ასეთ პროექტს არ ვიცნობ.
„შინ“ საპრეზენტაციო კონცერტზე დიდ საკონცერტო დარბაზში |
– ამ შეკითხვაზე ყველაზე მოკლე პასუხი ის არის, რომ მსმენელს უნდა ჰქონდეს გული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როდესაც მე და ზურა გაგნიძემ „შინის“ შექმნა დავიწყეთ, ვამჩნევდით, რომ ჩვენს მაშინდელ მუსიკას, ძირითადად, „მომზადებული“ მსმენელი უსმენდა, ანუ ჩვენი მუსიკის მოსმენა აუდიტორიისგან ერთგვარ მუსიკალურ მომზადებას ითხოვდა. ეს წინასწარ არ დაგვიგეგმავს. მოგვიანებით მსმენელის ინტელექტს ჩავანაცვლეთ მისი ემოცია და გული. დღეს ჩვენი მთავარი ადრესატი მსმენელის გულია და არა მისი ინტელექტი. შედეგად ჩვენი აუდიტორია რადიკალურად შეიცვალა და საოცრად ფართო გახდა. ჩვენი ყველაზე ძვირფასი მსმენელები ბავშვები არიან. ჩვენს საიტზე განთავსებულია ფოტო, სადაც ერთ-ერთ ფესტივალზე სცენის ნახევარი ბავშვებითაა სავსე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქოს რთულ მუსიკას ვუკრავთ (პროფესიონალი ამ სირთულეს ადვილად აღმოაჩენს), ბავშვები დიდი ყურადღებით გვისმენენ, რადგან ისინი არიან სწორედ გულით მსმენელები.
– მსმენელისადმი თქვენს მიდგომას შემიძლია ქრისტიანული ვუწოდო...
– ამაზე კარგი შეფასება რა უნდა მომესმინა! სხვათა შორის, ბავშვებს ვადარებ ხოლმე სასულიერო პირებს. სასულიერო პირები ძალიან უცნაური და საყვარელი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს მუსიკაში არ ეძებენ, თუ რამდენადაა გათვალისწინებული მაილს დეივისის ან იგორ სტრავინსკის არსებობა. მათთვის სხვა რამაა მნიშვნელოვანი და მთავარი. მსმენელში ბავშვებისა და სასულიერო პირების არსებობა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ასე რომ, გული აერთიანებს ჩვენს გერმანელ თუ არგენტინელ მსმენელს, მაგრამ ქართველისთვის ეს მუსიკა მაინც უფრო ახლოსაა.
ფოტოები: © გიორგი ცაავა
ჟურნალი „Radisson Blu“ #10, ზაფხული, 2013 წელი
მოუსმინე:
Thank you for sharring
ReplyDelete