2007 წელს საქართველოში კლასიკური მუსიკის
რადიო „მუზას“ გახსნა ნამდვილი კულტურული მოვლენა გახდა. ეს იყო ჩვენი
ქვეყნის ევროპეიზაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. რადიო „მუზა“ დღეს უკვე
საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე მაუწყებლობს. მისი გადაცემების მოსმენა
ყოველთვის სასიამოვნო და შემეცნებითია, რადგან რადიოს წამყვანები
ახერხებენ მსმენელისთვის უამრავი კულტურული ინფორმაციის მიწოდებას. ამავე
დროს, მის ეთერში კლასიკური მუსიკის გარდა ჟღერს შესანიშნავი თანამედროვე
თუ კლასიკური ჯაზი, ქართული თუ უცხოური ფოლკლორი, მსოფლიოს სხვადასხვა
ხალხთა საეკლესიო მუსიკა...
ჩემს მეგობარ არაკლასიკოს მუსიკოსებსაც ხშირად აღუნიშნავთ, რომ დიდი სიამოვნებით უსმენენ „მუზას“. ამ წლების განმავლობაში რადიომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა ერთგული მსმენელის პოვნა. პირადად ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც მთელი დღის განმავლობაში უსმენს ამ რადიოს. მე თვითონ, 5 ფავორიტ FM რადიოს შორის, რომელსაც მანქანაში ვუსმენ, „მუზაც“ მყავს გამორჩეული. ასევე ვუსმენ მობილური ტელეფონის რადიოშიც.
რადიო „მუზას“ კიდევ ერთი დიდი ღირსება მინდა აუცილებლად აღვნიშნო. მისი დაარსების შემდეგ მსმენელს პირველად მიეცა შესაძლებლობა რადიო ეთერში მოესმინათ თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, რადგან რადიო იწერს მათ სხვადასხვა შესრულებას. ადრე კი ქართველ კომპოზიტორებს ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას და შესაბამისად მათთვის არც სტიმული არსებობდა და ქართულ რადიოებში ძირითადად, უცხოეთში ჩაწერილი კომპოზიციები გადაიცემოდა. ეს ეხება საქართველოში თუ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ შემსრულებლებსაც (მომღერლებს, ინსტრუმენტალისტებს, დირიჟორებს). პრაქტიკულად რადიო „მუზამ“ შექმნა თანამედროვე ქართველი შესრულებლების და კომპოზიტორების ქმნილებათა ძალიან კარგი, ხარისხიანი და საჭირო აუდიოარქივი, რომელსაც გაეცნობიან მომავალი თაობები და მათ ეცოდინებათ როგორი იყო დღევანდელი ქართული კლასიკური მუსიკალური სცენა.
სამწუხაროა, რომ დღეს ამ შესანიშნავ რადიოს დახურვა ემუქრება. „მუზას“ სიკვდილი ძალიან ცუდი იქნება ქართული კულტურისათვის, ამიტომ ჩვენ – მოსახლეობამ და სახელმწიფომ იქნებ მოვახერხოთ მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში ის ტელე და რადიოარხები, რომელიც ქვეყნის კულტურას, ხელოვნებას აშუქებს, არასოდესაა კომერციული და ხშირ შემთხვევაში მათ სახელმწიფო კურირებს და აფინანსებს, ისევე როგორც სახელმწიფო მუზეუმებს, თეატრებს... არსებობს მარადიული კულტურული ღირებულებები, რომლებიც ვერ ჯდება შოუბიზნესის მკაცრ ჩარჩოებში. ეს უკანასკნელი, მოგვეხსენება, დიდი კომერციული მანქანაა, ხოლო კლასიკური მუსიკა, ისევე როგორც ფოლკლორი, ხალხის კუთვნილებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ერის განვითარების აუცილებელი ფაქტორია. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ის მედიასაშუალებები, რომელთა ეთერშიც გადაიცემა კლასიკური მუსიკა. გავიხსენოთ თუნდაც ტელევიზიები – ფრანგული „მეცო“ და „არტე“, ან თუნდაც რუსული „კულტურა“ (რადიოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ)...
ნუ მოვკლავთ „მუზას“!

No comments:
Post a Comment