ლაშიკო, შენ უნდა იყო ყველა ტელევიზიის დირექტორი ერთდროულად და ე მაშინ იქნება რამე გამოვიდეს :)) ნუ ფაშას კარზე მომღერალ მუსიკოს-კომპოზიტორებზე აღარაფერს ვამბობ... 10 იანშია მორტყმული და დღესაც ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ! ირაკლი კი ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის! :(
ძალიან კარგად თქვა ირაკლიმ "უკულტურობა"-ო ! სამწუხარო რეალობაა და ნეტავ ოდესმე თუ დავაღწევთ ამას თავს ? დასავლეთში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, რადგან იქ "ფაშას მომღერლებიც" უხვად არიან და ისეთები, ვინც თავიანთ სათქმელს ამბობენ. ჩვენ თავებს რომ მივხედოთ კარგი იქნება. მაგრამ აქ კიდევ ის წინაღობაა, რომ მსგავსი ტიპის "კუტურულ" მომღელებს გასაქანი არ აქვთ. ხალხი არ ინტერესდება მათი შემოქმედებით, შესაბამისად ენთუზიაზმიც ნელ-ნელა ნელდება და შედეგად ვიღებთ უკვე დაკარგულ და ჩაძირულ მუსიკოსს, რაც ყველაზე დიდი დანაკლისია!
პირადად არ მჯერა ჩაძირული მუსიკოსების არსებობის, რადგან ნიჭი ყოველთვის ანათებს და მსმენელამდე ყველა ვარიანტში მიდის. :)
"ჩაძირულად" და "დაკარგულად" ხშირად თავს ხელმოცარული მუსიკოსი თვლის... თუ არ დაიბოღმება და ჯანმრთელი ამბიცია ექნება, თავის მსმენელს აუცილებლად იპოვის.
აი, მაგალითად, იგივე ირაკლის, ან რობის (კუხიანიძეს) ე.წ. პირობები არ ჰქონდათ ან სულ სხვადასხვანაირი პირობები ჰქონდათ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ საკუთარი მსმენელი ჰყოლოდათ და ეს მათი ნიჭიერების წყალობით მოხდა. .)
გეთანხმები მაგაში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს მაგ აზრს. უბრალოდ მე საქართველოს პირობები გავითვალისწინე; იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში მუსიკით (ხარისხიანი მუსიკით და არა ”მგზავრომანიებით”) ცხოვრება (მატერიალური, რა თქმა უნდა) მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, ბევრი ვერ უძლებს მის გარშემო შექმნილ პირობებს და მიდის მუსიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნიჭი შეიძლება ჰქონდეს. მსგავს პიროვნებებზე ვთქვი ”ჩაძირული მუსიკოსები” არიან მეთქი. და თუ რამდენად შეიძლება მათ მუსიკოსები ვუწოდოთ, ეგ ცალკე საკითხია და კონკრეტულ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული :)
რომელ აზრს ჰყავს მოწინააღმდეგე? :) "საქართველოს პირობები" – ასეთი ცნება არ არსებობს, როცა საქმე შემოქმედებას ეხება. მატერიალური პირობები აუცილებელია, შემიძლია დაგეთანხმო, მაგრამ ზოგადად მუსიკისთვის რომელიმე ქვეყნის "პირობებზე" ლაპარაკი სისულელეა. მეტად ინფანტილური და მოდური თავის გასამართლებელი საშუალებაა, როცა უნიჭო ხარ. ესაა გამოგონილი ბუა, ფანტაზია. ვთვლი, რომ მუსიკიდან ვინც მიდის, მუსიკოსი არაა და სწორედ ეს დავწერე ზემოთ.
არ იყო პირობები, მაგრამ არსებობდნენ საქართველოში დები იშხნელები და ინოლა გურგულია... ლივერპული მიგდებული პროვინცია იყო და ამ სინაცრისფერეში "ბითლზი" შეიქმნა. კობეინი სადღაც მიყრუებულში დაიბადა და ა. შ. ასე, რომ კარგი მუსიკის შესაქმნელად ნიჭია მთავარი და არა რაღაც პირობები. ცარიელა ფინანსები მხოლოდ კონვეიერული მუსიკისთვისაა ზედგამოჭრილი.
90-იანებში, როცა საქართველოში შუქი არ იყო, ხალხი შიმშილობდა და ქვეყანა ომობდა, აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე ატარებდნენ ჯგუფები რეპეტიციებს, მაგრამ სათქმელს ამბობდნენ, თანაც გადასარევად.
მომკალი და არ მჯერა "დაკარგული და დაჩაგრული თაობების" თუ ტიპების. თუ თავი მხრებზე გადგას, თუ გემღერება იმღერებ, თუ გეწერინება – დაწერ, თუ გეხატვინება – დახატავ და სისულელეებს არ მოიმიზეზებ. მუსიკის წერა და სხვა სამუშაოს კეთებაც თავსებადია, ასე, რომ მავანნი მორჩნენ წუწუნს და საქმე გააკეთონ. :)
ძალიან მომეწონა სიუჟეტი! ახლაც იმავე პრობლემების წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება...
ReplyDeleteდგას და თან როგორ. :)
ReplyDeleteლაშიკო, შენ უნდა იყო ყველა ტელევიზიის დირექტორი ერთდროულად და ე მაშინ იქნება რამე გამოვიდეს :))
ReplyDeleteნუ ფაშას კარზე მომღერალ მუსიკოს-კომპოზიტორებზე აღარაფერს ვამბობ... 10 იანშია მორტყმული და დღესაც ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ!
ირაკლი კი ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის! :(
ძალიან კარგად თქვა ირაკლიმ "უკულტურობა"-ო !
ReplyDeleteსამწუხარო რეალობაა და ნეტავ ოდესმე თუ დავაღწევთ ამას თავს ?
დასავლეთში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, რადგან იქ "ფაშას მომღერლებიც" უხვად არიან და ისეთები, ვინც თავიანთ სათქმელს ამბობენ. ჩვენ თავებს რომ მივხედოთ კარგი იქნება. მაგრამ აქ კიდევ ის წინაღობაა, რომ მსგავსი ტიპის "კუტურულ" მომღელებს გასაქანი არ აქვთ. ხალხი არ ინტერესდება მათი შემოქმედებით, შესაბამისად ენთუზიაზმიც ნელ-ნელა ნელდება და შედეგად ვიღებთ უკვე დაკარგულ და ჩაძირულ მუსიკოსს, რაც ყველაზე დიდი დანაკლისია!
@porcupinemike – დიდი მადლობა, კომენტარისთვის. :)
ReplyDeleteპირადად არ მჯერა ჩაძირული მუსიკოსების არსებობის, რადგან ნიჭი ყოველთვის ანათებს და მსმენელამდე ყველა ვარიანტში მიდის. :)
"ჩაძირულად" და "დაკარგულად" ხშირად თავს ხელმოცარული მუსიკოსი თვლის... თუ არ დაიბოღმება და ჯანმრთელი ამბიცია ექნება, თავის მსმენელს აუცილებლად იპოვის.
აი, მაგალითად, იგივე ირაკლის, ან რობის (კუხიანიძეს) ე.წ. პირობები არ ჰქონდათ ან სულ სხვადასხვანაირი პირობები ჰქონდათ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ საკუთარი მსმენელი ჰყოლოდათ და ეს მათი ნიჭიერების წყალობით მოხდა. .)
გეთანხმები მაგაში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს მაგ აზრს. უბრალოდ მე საქართველოს პირობები გავითვალისწინე; იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში მუსიკით (ხარისხიანი მუსიკით და არა ”მგზავრომანიებით”) ცხოვრება (მატერიალური, რა თქმა უნდა) მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, ბევრი ვერ უძლებს მის გარშემო შექმნილ პირობებს და მიდის მუსიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნიჭი შეიძლება ჰქონდეს. მსგავს პიროვნებებზე ვთქვი ”ჩაძირული მუსიკოსები” არიან მეთქი.
ReplyDeleteდა თუ რამდენად შეიძლება მათ მუსიკოსები ვუწოდოთ, ეგ ცალკე საკითხია და კონკრეტულ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული :)
რომელ აზრს ჰყავს მოწინააღმდეგე? :) "საქართველოს პირობები" – ასეთი ცნება არ არსებობს, როცა საქმე შემოქმედებას ეხება. მატერიალური პირობები აუცილებელია, შემიძლია დაგეთანხმო, მაგრამ ზოგადად მუსიკისთვის რომელიმე ქვეყნის "პირობებზე" ლაპარაკი სისულელეა. მეტად ინფანტილური და მოდური თავის გასამართლებელი საშუალებაა, როცა უნიჭო ხარ. ესაა გამოგონილი ბუა, ფანტაზია. ვთვლი, რომ მუსიკიდან ვინც მიდის, მუსიკოსი არაა და სწორედ ეს დავწერე ზემოთ.
ReplyDeleteარ იყო პირობები, მაგრამ არსებობდნენ საქართველოში დები იშხნელები და ინოლა გურგულია... ლივერპული მიგდებული პროვინცია იყო და ამ სინაცრისფერეში "ბითლზი" შეიქმნა. კობეინი სადღაც მიყრუებულში დაიბადა და ა. შ. ასე, რომ კარგი მუსიკის შესაქმნელად ნიჭია მთავარი და არა რაღაც პირობები. ცარიელა ფინანსები მხოლოდ კონვეიერული მუსიკისთვისაა ზედგამოჭრილი.