საქართველოში მუსიკა ძლიერ
პოლიტიზებულია. ამიტომ, თანამედროვე მუსიკა 1990-იანი წლების შემდეგ
თითქმის ვერ განვითარდა. თუმცა, რაღა მარტო თანამედროვე?! პოლიტიკამ
კლასიკურ მუსიკაშიც თავისუფლად შეაღწია. დღეს საქმე იმდენად ღრმადაა
წასული, როცა რომელიმე მუსიკოსს სადმე ასახელებენ, მავანი მსმენელისთვის
იგი აუცილებლად რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ასოცირდება. მე-20 საუკუნის
ბოლო ათწლეულში ქართველ მუსიკოსებს მართალია, ძალიან უჭირდათ, თუმცა,
შეიძლება ითქვას, რომ ისინი მეტ-ნაკლებად თავისუფლები იყვნენ.
ახალი საუკუნის პირველივე წლებიდან პოლიტიკოსები თავდაპირველად თანამედროვე მუსიკის გაკონტროლებას შეეცადნენ, რათა ამით ახალგაზრდების საარჩევნო ხმები მოენადირებინათ. ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც საკმაოდ ირჯებოდა პარტიული ჰიმნების შესაკვეთად. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჰიტი „გიხაროდენ“ იყო, რომელშიც თავი მოიყარეს ესტრადის ვარსკვლავებმა და აღნიშნული სიმღერა მაშინდელი მმართველი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო ჰიმნი გახდა.
თუმცა ეს ტენდენცია არა მარტო წინასაარჩევნო კამპანიებისას იკვეთებოდა. პოლიტიკოსებმა კარგად შეაფასეს მიმდინარე მუსიკალური მიმართულებები და ამა თუ იმ ჟანრის მეტ-ნაკლებად წარმატებული მუსიკოსების დაფინანსება დაიწყეს. აღნიშნული ტენდენცია მოდადაც კი ჩამოყალიბდა და დღემდე საკმაოდ რთულია იპოვო აბსოლუტურად თავისუფალი მუსიკოსი, რომელსაც ოდნავი კავშირიც კი არ ექნება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.
გასაგებია, რომ მუსიკოსსაც აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ როცა პოლიტიკოსი უკვე პერმანენტულად „აჭმევს“ და „აცხოვრებს“ შემსრულებელს, შემოქმედებითი თავისუფლება იკარგება და ვიღებთ ისეთ უსახურ და უფორმო თანამედროვე მუსიკას, როგორიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ჟღერს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #26, ნოემბერი, 2012 წელი
კარგი რომ ასეთ თემებს ეხებით , ძალიან მომწონს თითქმის ცოდნის ნახევარი აქ შევიძინე (ამ ბლოგების კითხვაში) მაგრამ ისაა სამწუხარო რომ არ ვრცელდება ეს ყველაფერი ხალხში და რომც გავრცელდეს ვერც შეაღწევს მათ ტვინში.
ReplyDeleteდიდი მადლობა, ირაკლი, ბლოგების შეფასებისთვის...
Delete