კულტურა ნათლად
წარმოაჩენს ამა თუ იმ ქვეყნის თუ ეროვნების ბუნებრივ სახეს. თავად კულტურას ქვეყნის
ხელისუფლება კი არა, ხალხი, საზოგადოება ქმნის. ჩვენში კულტურა რატომღაც მხოლოდ კულტურის
მინისტრთან, თეატრთან, კინოსთან და საერთოდ, ხელოვნებასთან ასოცირდება. ხელოვნებას
კი სწორედ იმიტომ ჰქვია ხელოვნება, რომ ის არ არის მარტოოდენ კულტურა. ხელოვნება, რა
თქმა უნდა, შემოქმედებაა, რომელიც ერის კულტურის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ერის კულტურას
არა მარტო მუსიკოსი, მსახიობი, მხატვარი, სკულპტორი, რეჟისორი, ჟურნალისტი, არქიტექტორი
ან მწერალი, არამედ ხალხი ქმნის.
შესაძლოა საქართველოში
ხელოვნების გარკვეული დარგები შესანიშნავ დონეზეა, მაგრამ ალბათ, ბევრი თქვენგანი დამერწმუნება,
რომ ჩვენ, საერთო ჯამში, უკულტურო ერი ვართ. ჩვენი უკულტურობა კი იმდენად თვალში საცემია,
ხშირ შემთხვევაში, მსოფლიოში სირცხვილით თავი ვერ გამოგვეყოფა. შევეშვათ იმას, რომ
ჩვენ ელემენტარულ ბიურგერულ (ეს სიტყვა სრულებით არ არის სალანძღავი) ეტიკეტებს არ
ვიცავთ. ამდენი ტყუილებისა და ნევროზული სიტუაციის გამო კი ძალიან არაბუნებრივები და
პირქუშები გავხდით. ამით არამარტო ერთმანეთს, არამედ აქ ჩამოსულ სტუმრებსაც თავს ვაბეზრებთ.
ჩვენ არა გვაქვს არც ქუჩაში ქცევის, არც ტრანსპორტით მგზავრობის, არც ტელეეკრანიდან
საუბრის, არც ტელეფონზე ლაპარაკის, არც კინოსა და სპექტაკლის ყურების, არც ტაძარში
დგომის, თუნდაც არჩევნების ჩატარების, ან სუფრის კულტურაც კი. შესაძლოა, ადრე გვქონდა
კიდეც, მაგრამ დღეს სრული უკულტურობაა გამეფებული. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ
საქართველო მსოფლიოს ხალხებში არა თავისი ხელოვნებითა თუ კულტურით, არამედ მხოლოდ ნავთობის
„ტრუბით“ გახდა ცნობილი. თუმცა ეს ლოგიკურია. ამდენი ფარსი და ხელოვნურობა, რაც დღეს
ქართულ ხელოვნებაშია, ალბათ, ავადსახსენებელ „კომუნისტების დროსაც“ კი არ არსებობდა.
ისიც გაურკვეველია, რატომ იბრიქება დღეს, ქართული ხელოვნების ზოგიერთი „თვალსაჩინო“
მოღვაწე და რატომ აიგივებს თავის უნიჭო შემოქმედებას ქართულ კულტურასთან.
აქ არსებული
სტერეოტიპის მიხედვით, დღეს გაქსუებული ახალი ქართველი „კულტურული“ ადამიანი უნდა ესწრებოდეს
„მეტეხი პალასში“ გამართულ მოდების ჩვენებებს, სადაც თავიანთ „კოსწიუმებს“ წარმოაჩენენ
ელიტური მოდელიორები, უნდა დადიოდეს უნიჭო კლიპების პრეზენტაციებზე და ასევე უნიჭო
მომღერლების „პირდასაბჩენ“ კონცერტებზე. საღამოს კი უნდა გაერთოს, ანუ „იგულავოს“ კაზინოებში
ან საუნებში, დღე კი რომელიმე რესტორანში უნდა დაასრულოს, სადმე ძველი ტაძრის მახლობლად,
სადაც უნდა შეისვას სამშობლოს, კაი ბიჭებისა და წმინდა სალოცავების სადღეგრძელოები.
ამის შემდეგ კი საკუთარი იარაღის „გამოცდაც“ შეიძლება ჰაერში ან ცოცხალ სამიზნეში.
ესაა ნამდვილი „კულტურული“ ქართველის ოცნება და მიზანი.
ნამდვილი
„კულტურული“ ქართველი ვინმესთან საუბრისას, რაც შეიძლება ხშირად უნდა იგინებდეს დედას,
ამავე დროს, ბოლომდე უნდა შესვას მშობლების, განსაკუთრებით კი დედის სადღეგრძელო. საქართველოში
ხომ დედის კულტია?! ოღონდ დედის პატივისცემის კი არა – გინების! ამით, ანუ ამ კულტურით
კი ქართველები თითქოს ვამაყობთ კიდეც. „კულტურული“ ქართველი აუცილებლად უნდა მისტიროდეს
წარსულს. მან არ უნდა იფიქროს არც აწმყოზე, მით უმეტეს – მომავალზე.
„კულტურული“
ქართველის აზრით, სხვა ერები უკულტუროები არიან, რადგან როდესაც, ჩვენ, თურმე ბიბლიას
ვთარგმნიდით, „ისინი“ წინ ფოთოლაფარებულები დარბოდნენ, ამიტომ არც ინგლისელებს, არც
ფრანგებს კულტურა არა ჰქონია. ვინც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ყოფილა, პირველ რიგში,
ალბათ, ამ ქვეყნების მოქალაქეების ქცევის კულტურა მოხვდება თვალში. ისინი, არა მარტო
სიტყვებით, არამედ საქმითაც უზარმაზარ პატივს სცემენ საკუთარ წარსულს და კულტურას.
ჩვენ კი, მოვიგონეთ უაზრო ტრადიციები, რიტუალები. მიცვალებულის სასახლეს თავით სამჯერ
კარზე ვაჯახუნებთ და ისე ვასაფლავებთ. მერე კი ვჭამთ, ვსკდებით, ვსვამთ, ღვინით ვიჭყიპებით
და ამას მიცვალებულის პატივისცემას ვეძახით. არადა, ჩვენი უკულტურობით ცოცხლები ერთმანეთს
სიცოცხლეს ვუმწარებთ, მერე კი „აუჰ, რა კაცი (ქალი) დავკარგეთ!“ – ვიძახით.
რა თქმა უნდა,
კულტურაა ისიც, რომ ადამიანს კარგის დანახვა შეუძლია, მაგრამ უკულტურობაა ყველაფერზე
თვალების დახუჭვაც. ყველაზე მეტად ალბათ, უნდა ვისურვოთ, რომ „სასახლეში“ ჩაწვენილი
ქართველთა უკულტურობა სამჯერ თავით კარზე მივაჯახუნოთ და სამუდამოდ მიწაში ჩავაგდოთ.
kargi iyo!
ReplyDeleteსანამ დავიბადებოდი უპასუხე ჰეჰე
DeleteDie Kultur zeigt deutlich das natürliche Gesicht dieses oder jenes Landes oder dieser Nationalität. Die Kultur selbst wird nicht von der Regierung des Landes geschaffen, sondern von den Menschen, der Gesellschaft. Aus irgendeinen, Architekten oder Schriftstellern geschaffen, sondern auch von Personen.
ReplyDeleteVielleicht sind einige Kunstzweige in Georgien auf einem hervorragenden Niveau, aber wahrscheinlich werden mich viele von Ihnen davon überzeugen, dass wir im Allgemeinen eine unkultivierte Nation sind. Unser Mangel an Kultur ist so offensichtlich, dass wir uns in vielen Fällen nicht mit Scham von der Welt trennen können. Seien wir ehrlich, wir halten uns nicht an die elementare bürgerliche (dieses Wort ist überhaupt nicht anstößig) Etikette. Durch so viele Lügen und neurotische Situationen sind wir sehr unnatürlich und düster geworden. Damit langweilen wir uns nicht nur gegenseitig, sondern auch die Gäste, die hierher kamen. Wir haben nicht die Kultur, uns auf der Straße zu benehmen, in öffentlichen Verkehrsmitteln zu reisen, auf dem Fernsehbildschirm zu sprechen, zu telefonieren, Filme und Theaterstücke anzusehen, im Tempel zu stehen, Wahlen abzuhalten oder sogar am Tisch. Vielleicht hatten wir es früher, aber heute herrscht völlige Kulturlosigkeit. das traurigste ist Dass Georgien den Menschen der Welt nicht wegen seiner Kunst oder Kultur bekannt wurde, sondern nur wegen seiner Öl-"Pfeife". Es macht aber Sinn. So viel Farce und Kunstgriff, wie er heute in der georgischen Kunst vorhanden ist, hat es wahrscheinlich nicht einmal in der berüchtigten „Zeit der Kommunisten“ gegeben. Unklar ist auch, warum sich einige „prominente“ Künstler der georgischen Kunst heute schämen und warum sie ihre talentlose Kreativität mit der georgischen Kultur gleichsetzen.
Nach dem bestehenden Stereotyp sollte der neue georgische „Kulturmensch“ von heute Modenschauen im „Metechi-Palast“ besuchen, wo Elite-Modellbauer ihre „Kostüme“ präsentieren, zu Präsentationen von talentlosen Musikvideos und auch zu „Pirdasabchen“-Konzerten von Talentlosen gehen Sänger. Abends soll er sich vergnügen, also in Casinos oder Saunen "entspannen", und den Tag in irgendeinem Restaurant ausklingen lassen, irgendwo in der Nähe des alten Tempels, wo er auf die Heimat, die Jungs und die heiligen Stätten anstoßen soll. Danach können Sie Ihre eigene Waffe in der Luft oder auf einem lebenden Ziel "testen". Das ist der Traum und das Ziel eines echten "kulturellen" Georgiers.
Ein echter "kultivierter" Georgier sollte, wenn er mit jemandem spricht, so oft wie möglich seine Mutter erwähnen, gleichzeitig sollte er auf seine Eltern, besonders auf seine Mutter, anstoßen. Gibt es einen Mutterkult in Georgien?! Aber die Mutter nicht zu respektieren - zu schwören! Auf diese bzw. diese Kultur scheinen die Georgier stolz zu sein. Ein "kultivierter" Georgier sollte sich unbedingt an die Vergangenheit erinnern. Er sollte nicht an die Gegenwart denken, geschweige denn an die Zukunft.
Laut einem „kultivierten“ Georgier sind andere Nationen unkultiviert, denn als wir die Bibel übersetzten, rannten „sie“ mit Blättern bedeckt voran, also hatten weder die Engl]Traditionen, Rituale. Wir klopfen dreimal mit dem Kopf an die Tür des Palastes des Verstorbenen und begraben ihn so. Und dann essen, schlemmen, trinken, trinken wir Wein und nennen es Respekt vor dem Verstorbenen. Wir machen uns jedoch gegenseitig das Leben schwer mit unserem Mangel an Kultur, und dann weinen wir: "Oh, was für einen Mann (eine Frau) haben wir verloren!"
Natürlich ist es Kultur, dass ein Mensch das Gute sehen kann, aber es istn.