ზაზა კორინთელი: „თუ მუსიკაში გულწრფელი ხარ, ის არ გაგწირავს – მუსიკა ერთგული მეგობარია“
ქუჩაში სიმღერა და დაკვრა, ალბათ, იმ უძველესი დროიდან მოდის, როცა კაცობრიობამ პირველი ქალაქების აშენება დაიწყო. შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდნენ მენესტრელები, რომლებიც ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დადიოდნენ და საკუთარი მუსიკით ირჩენდნენ თავს. ასე რომ, ქუჩის მუსიკა ეროვნული ფოლკლორისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია.
დღეს, თბილისში, რამდენიმე ადგილზე შეხვდებით ქუჩაში მდგომ მუსიკოსებს, რომლებიც თავიანთი დაკვრის საფასურად ადამიანების ყურადღებასა და მცირე მატერიალურ შემონაწირსაც იმსახურებენ. თუმცა, ეს ზოგიერთს ძალიან უცხოდ ხვდება თვალში.
„ახალი ვერსია“ გაესაუბრა ბოლო წლების ერთ-ერთ პირველ თბილისელ ქუჩის მუსიკოსს, ზაზა კორინთელს, იგივე „ზუმბას“, რომელმაც თავისი შემოქმედებითი ცხოვრების 5-6 წელი ქუჩას დაუთმო და ცხოვრების ამ მონაკვეთს დიდი სიამოვნებით იხსენებს.
ზაზა კორინთელი: „ის წლები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეტაპი იყო. ეს სულის მოთხოვნილებაა. ქუჩის კონცერტებს სულ სხვა დანიშნულება აქვს. ეს არის ხალხთან უშუალო კონტაქტი, ყოველგვარი რეკლამის, ბიზნესის გარეშე. როდესაც დრო გვაქვს, ქუჩაში ისევ ვუკრავთ. ყველაფერი კი, 1990-იან წლებში დაიწყო, როცა სკოლა დავამთავრეთ, ცხოვრებაში ფეხი შევდგით და დაკვრა დავიწყეთ. ყველაზე საუკეთესო სცენა ქუჩა აღმოჩნდა. ეს ჩვენთვის არასოდეს ყოფილა რაღაც ორიგინალობის ძიება ან თვითრეკლამა. ქვეყანაში ძალიან დაძაბული, დეპრესიული, ომის მდგომარეობა იყო. არ არსებობდა შემოქმედებითი ცხოვრება, არც დაკვრის, არც საკონცერტო განწყობა შეიმჩნეოდა. ჩვენმა ქუჩის კონცერტებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ხალხმა იცოდა, რომ ყოველდღე თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, დღის გარკვეულ მონაკვეთში ეწყობოდა სულის ერთგვარი ზეიმი. იქ იკრიბებოდნენ ადამიანები ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან. ჩვენ სიმბოლურად პატარა სცენა გამოვჭედეთ, რომელიც შეგეძლო წაგეღო ან წამოგეღო. მასზე სამი-ოთხი კაცი ეტეოდა. ეს სიმბოლური სცენა მხოლოდ 10 სანტიმეტრით იყო ამაღლებული. ზოგს ეგონა, რომ „საწყალ ბიჭებს“ ძალიან გვიჭირდა და ამის გამო მთავრობას დედას ვაგინებდით. ზოგს პოლიტიკური აქცია ეგონა.

სულ იყო პრობლემები პოლიციასთან. ბოლო კონცერტებზე, უკვე, 100-200 კაცი ყოველდღე იკრიბებოდა. ჩვენ მაშინ აპარატურა არ გვქონდა და ამიტომ აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე ვუკრავდით. პოლიციელებს ეშინოდათ „ზუმბას“ მოძრაობა უმართავი არ გამხდარიყო. ხალხი ჩვენთან ერთად უკრავდა, მღეროდა, ცეკვავდა, ანუ შემოქმედებით პროცესში თავადაც იღებდა მონაწილეობას. 1997 წელს, თვით მთაწმინდის რაიონის პოლიციის უფროსი დაესწრო ჩვენს კონცერტს თავისი შემადგენლობით და სიტუაცია დაიძაბა. ეს აღმოჩნდა იმ პერიოდში ჩვენი ქუჩის კონცერტების ბოლო დღე, რადგან ევროპაში წავედით. იქ კი ქუჩის კონცერტები კულტურის განუყოფელი ნაწილია.
თბილისის ქუჩებში დაკრული ყოველი კონცერტი ენერგეტიკული ხარისხითა და ეფექტით აღემატება ევროპის მსგავს აქციას. ის ენერგია, რაც თბილისში იხარჯებოდა, ასმაგად უკან ბრუნდებოდა არა მატერიალურად, არამედ სულიერად. ევროპაში ქუჩის მუსიკოსი ქალაქს ალამაზებს. იქ ქუჩის კონცერტები, თეატრები თუ პერფორმანსები ქალაქური ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ რასაც თბილისში ვუკრავდით, იგივეს ვასრულებდით ევროპაშიც. მეგონა, იქ ჩასვლისას იმათ ენაზე რამეს შევასრულებ და იქაურებს ამით გავაკვირებ-მეთქი, მაგრამ ასე არ ყოფილა.
დასავლეთში არ აინტერესებთ შენი ჯაზი, როკი და ალტერნატივა, რადგან ეს მათთვის ცნობილი მუსიკაა. იმათ აინტერესებთ ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, რა კულტურა გაქვს, რას მღერი, საერთოდ, რა გინდა. ევროპის ქალაქში დილას, კაცს სამსახურში ეჩქარება და თუკი ქუჩაში მუსიკოსი ხვდება, არა აქვს დრო, დადგეს და მას უსმინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურში დააგვიანებს. იქ ცხოვრება ციფრულადაა გათვლილი. კრაკოვში, როგორც კი ქართულად დავუკარით, იმ მომენტშივე სურათი შეიცვალა. ბევრმა ფეხებზე დაიკიდა სამსახური და იგივე პროცესები დაიწყო, რაც თბილისში, ანუ ხალხი ჩვენს ირგვლივ შეგროვდა. აქედან ორნი წავედით პოლონეთში. ერთი კვირა ავტოსტოპით ვიმგზავრეთ. როდესაც კრაკოვში ჩავედით, საოცრად დაღლილები, მშივრები და უფულოები ვიყავით. დავჯექით მიცკევიჩის ძეგლთან. დაღამდა. იქ არავის ვიცნობდით და არც პოლონურიც ვიცოდით. პატრონი, მეგობარი იქ არ გვყავდა. რა უნდა გვექნა? ამოვიღეთ გიტარები და დავუკარით. შეიძლება ეს ვიღაცისთვის მისტიკა იყოს, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების წესია.
თუ მუსიკაში მართალი ხარ, ის არ გაგწირავს. მუსიკა ერთგული მეგობარია. ქუჩის მუსიკა დიდი სკოლაა და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა აკადემიები. რა თქმა უნდა, მე არც ერთ მუსიკალურ სკოლას არ გამოვრიცხავ, რადგან ყველაფერს თავისი მისია და დანიშნულება აქვს. ქუჩის ხელოვნება უფრო მეტად უშუალო, ლაღი, ძლიერი, ცხოვრებისეულია და უფრო მეტად დატვირთულია ნაღდი ემოციით. თუ კომპოზიტორი ხარ და მუსიკას წერ, ქუჩის სკოლა ძალიან ბევრ რამეს გაძლევს. ჩემს მუსიკაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ქუჩის სკოლამ იქონია. ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: ყოფილა მომენტები, როცა ქუჩაში მშიერი გამოვსულვარ და სიგარეტის, საჭმლის და ერთი ბოთლი ღვინის ფული მინატრია. ამ ფიქრებით მთელი დღე დავმდგარვარ და ოც თეთრზე მეტი ვერ მიშოვია. სახეზე მეწერა, რომ მარტო ფულისთვის ვუკრავდი. როდესაც ეგოისტური, მიწიერი გადამიყრია და თვალდახუჭულს დამიკრავს, შესაბამისად დაფასებულა იმის მიხედვით, თუ რისი საშუალება აქვს გვერდით ჩამვლელ ხალხს. ამ შემთხვევაში, ფულს, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ანუ გეძლევა იმდენი, რამდენიც გჭირდება. ეს ძალიან ლამაზი ცხოვრებაა, რომელსაც თავისი წესები აქვს. ამ დროს აუცილებლად ღმერთის ზრუნვასაც გრძნობ. ძალიან ჰარმონიული მომენტია. ჩამოვაყალიბე ფორმულა: „მართალი იყავი შენს გრძნობასთან და საკუთარი გრძნობა გიშველის“.
ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ქუჩაში დაკვრა კარგი პონტია. პონტის გულისთვის გამოსული ადამიანი არ არის ქუჩის მუსიკოსი. ბევრი შეიძლება იმისთვის გამოვიდეს ქუჩაში, რომ ქალების ყურადღება დაიმსახუროს, ან სასმელის ფული იშოვოს. თუ ამის გამო დაუკრავ, არა ხარ მუსიკოსი, მსმენელს ატყუებ. ჩემთვის ქუჩის სცენა, კლუბი, ფესტივალი, თუ სტადიონი ერთი და იგივეა. თუ საკუთარ სულთან მართალი ხარ, მსმენელი მიგიღებს. დღეს ისე გაუფასურდა თუნდაც საკუთარი მუსიკისადმი ნაღდი და გულიანი მიდგომა, რომ მუსიკოსები შოუ-ბიზნესის რაღაც ამბებში ტრიალებენ. ეს კი შოუ-ბიზნესი კი არა, საშინელი მარაზმია, რომელიც თეატრალურიც არ არის. ყველაფერი ტყუილზეა აგებული. ადამიანს ინტელექტი არ სჭირდება სუფთა და მახინჯი ბგერის ერთმანეთისგან გასარჩევად. თავად ბგერას აქვს არაჩვეულებრივი ძალა.
მე არავის მოვუწოდებ ქუჩაში დაკვრისკენ, რადგან ყველას თავისი გზა აქვს. შესაძლოა, არსად წასვლა ან გასვლა არ დაგჭირდეს და ისე იპოვო საკუთარი თავი. ფაქტია, რომ განათლება საჭიროა. არ მიყვარს გამოთქმა „ნიჭიერია, მაგრამ არაფერი გამოსდის“. ქუჩის სკოლაც თავისებური განათლებაა, მაგრამ იქ არ უნდა დარჩე. მაშინ შეთითხნილ იდეალს ემსახურები, უკვე ვეღარ ვითარდები. თუკი ფულს ვერ ვშოულობ, ამისთვის ქუჩის მუსიკოსად არ უნდა მოვკვდე. მეორე რადიკალურობაა ელიტური მუსიკოსობა დაიჩემო და ქუჩაში აღარ გახვიდე. რაღაც ეტაპზე არ უნდა შეჩერდე, სულ ახალი უნდა ეძებო. დღეს, ზოგი „იდეინი“ ქუჩის მუსიკოსი ამბობს, რომ ჩვენი არავის არ ესმის, არადა მაგრები ვართო. ძალიან კარგია, თუ მრავალფეროვანი ხარ და შეგიძლია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას იმღერო. აი, ეს არის ხელოვნება. იმიჯის შექმნა და ამნაირი რაღაცეები ნაგავია, – პოპ-ინდუსტრიის შემადგენელი ნაწილი. ადამიანი მაშინაა ძლიერი, როდესაც წონასწორობას იცავს და საკუთარი ფასი იცის. მთავარია მოძრაობა, არ უნდა გაჩერდე. თუ რაღაც არ იცვლება, ე.ი. თავად ჩაიციკლე. საკუთარი თავის ჯანმრთელი კრიტიკა თუ შეგიძლია, ჩათვალე, რომ პროგრესს განიცდი“.

No comments:
Post a Comment