ყველა კარგ ჯგუფს აქვს
თავისი ლეგენდა. შესანიშნავი ინგლისურენოვანი ტრიოს Catch The Clouds
მუსიკოსები თავის სახელთან დაკავშირებით ასეთ ისტორიას ჰყვებიან:
„მუსიკალური თემები, რომლებსაც ვქმნიდით, თავისი ბუნებით, ჩვენთვის
ღრუბლებთან ასოცირდებოდა. ვცდილობდით შეგვექმნა ატმოსფერო, რომელიც დადებით
(ზოგჯერ სენტიმენტალურ) ემოციებს აღძრავდა ჩვენშიც და მსმენელშიც. მუსიკით
მიღებული სიამოვნება კი, ერთ ჩვეულებრივ სტუდიურ საღამოს, სპონტანურად
დავუკავშირეთ ღრუბლების დაჭერას და ეს სახელიც დღემდე უცვლელად შემოგვრჩა“.
ჯგუფი 7 წლის წინ შეიქმნა. მისი წევრები არიან: ქეთევან ტუღუში (ვოკალი), ირაკლი „ბეთჰო“ მანჩხაშვილი (ელექტრონული ინსტრუმენტები, ბას-გიტარა) და გიორგი „არზო“ არზიანი (ელექტრონული ინსტრუმენტები). თავდაპირველად პროექტი ღია იყო და მასში სხვადასხვა მუსიკოსებს იწვევდნენ. მოგვიანებით იგი ტრიოდ ჩამოყალიბდა. ჯგუფმა 2010 წელს თავისი სადებიუტო ალბომი Nobody At Home (შინ არავინაა) ინტერნეტში გამოსცა. მეორე ალბომზე ახლა მუშაობენ და, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის მზად იქნება. საინტერესოა, რომ ალბომი ტრიომ შეიძლება ალტერნატიული სახით გამოსცეს.
„ღრუბლებისდამჭერებმა“ უკვე
ჩაატარეს რამდენიმე სოლო კონცერტი. წელს გაზაფხულზე მათ პატივი ერგოთ,
თბილისში ჩამოსული ცნობილი კანადური ტრიპ-ჰოპ დუეტის – Elsiane-ის
კონცერტზე „გამახურებლები“ ყოფილიყვნენ. Catch The Clouds-ის სტილი
ტრიპ-ჰოპის, ემბიენტის და ჩილაუტის სასიამოვნო კოქტეილია. ტრიოს მუსიკა
შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ნათელი, მრავალფეროვანი და ამაღლებული
მელანქოლია, რომლის მოსმენაც ერთნაირად სასიამოვნოა როგორც სახლში, ისე
ქუჩაში. შედეგად, მსმენელს უჩნდება შეგრძნება, რომ ღრუბლების დაჭერა
მართლაც მშვენიერი საქმიანობაა.
ჯგუფი 7 წლის წინ შეიქმნა. მისი წევრები არიან: ქეთევან ტუღუში (ვოკალი), ირაკლი „ბეთჰო“ მანჩხაშვილი (ელექტრონული ინსტრუმენტები, ბას-გიტარა) და გიორგი „არზო“ არზიანი (ელექტრონული ინსტრუმენტები). თავდაპირველად პროექტი ღია იყო და მასში სხვადასხვა მუსიკოსებს იწვევდნენ. მოგვიანებით იგი ტრიოდ ჩამოყალიბდა. ჯგუფმა 2010 წელს თავისი სადებიუტო ალბომი Nobody At Home (შინ არავინაა) ინტერნეტში გამოსცა. მეორე ალბომზე ახლა მუშაობენ და, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის მზად იქნება. საინტერესოა, რომ ალბომი ტრიომ შეიძლება ალტერნატიული სახით გამოსცეს.
ბეთჰო, ქეთევან ტუღუში და არზო |
ჟურნალი „თბილისი Out“ #34, ივლისი, 2013 წელი
მოუსმინე:
No comments:
Post a Comment