ინგლისურენოვანი ჯგუფის,
Eldrine-ის ისტორია 2010 წელს იწყება, როცა იგი ორმა კარგმა მეგობარმა –
მიხეილ ჭელიძემ და დავით ჩანგოშვილმა ჩამოაყალიბა. ზუსტად ერთ წელიწადში
„ელდრაინში“ ახალი ვოკალისტი სოფო ტოროშელიძე მივიდა. მასთან ერთად
ჯგუფისთვის წარმატებული აღმოჩნდა 2011 წლის „ევროვიზიის“ კონკურსი, სადაც
43 ქვეყანას შორის ბენდმა მე-9 ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ ისინი ბათუმში
ჩატარებულ „Mtv საქართველო ცოცხალზე“ ენრიკე იგლესიასის გამახურებლებად
მოგვევლინენ. დღეისათვის ჯგუფის წევრები არიან: მიხეილ ჭელიძე (გიტარა,
ბექ-ვოკალი), სოფო ტოროშელიძე (ვოკალი), ირაკლი ბიბილაშვილი (ბასი),
ბესარიონ ციხელაშვილი (ბითმეიკერი, დიჯეი, გიტარა) და სანდრო სახამბერიძე
(დასარტყამები).
ჯგუფი „ელდრაინი“ მძიმე როკს ასრულებს. ცოტა ხნის წინ ბენდმა ჩაწერა თავისი პირველი ოფიციალური ალბომი, რომელიც მთლიანად ეძღვნება ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ და სხვა ქვეყნის ჯარისკაცებს. დისკს Till The End („ბოლომდე“) ჰქვია. ალბომი კომპანია „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა და დაიბეჭდა. ნამუშევარი ანტიტერორისტული თემატიკისაა, მასში შესულია 12 ინგლისურენოვანი სიმღერა. ნაწარმოებებზე მუშაობის პროცესში მუსიკოსები ავღანეთში ნამსახურებ ვეტერან მებრძოლებს ხვდებოდნენ. ჯგუფის წევრთა მტკიცებით, სწორედ მათთან კონსულტაციების შედეგად იქმნებოდა რეპერტუარი. ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი 5 ივლისს გაიმართა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში. ახლო მომავალში კი ამ ალბომის მხარდასაჭერად იგეგმება „ელდრაინის“ კონცერტი ავღანეთში, სადაც მუსიკოსები ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და სხვა ქვეყნის ჯარისკაცებისთვის იმღერებენ.
აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს თავდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები.

ჟურნალი „თბილისი Out“ #35, აგვისტო, 2013 წელი
მოუსმინე:
No comments:
Post a Comment