Sunday, August 14, 2011

ქართული პატრიოტული როკის „ოკეანე“

ჯგუფ „ოკეანემდე“ ბევრი ქართველი მელომანი დარწმუნებული იყო, რომ მშობლიური ენა მძიმე მუსიკას, ჰარდროკს ვერ მოერგებოდა. ჯგუფმა „ოკეანემ“ კი, რომელიც 1980-იანი წლების მეორე ნახევარში შეიქმნა, ყველას დაუმტკიცა, რომ ქართულ ენაზე საკმაოდ მძიმე სიმღერების შესრულება მეტად წარმატებული და საშური საქმე შეიძლებოდა ყოფილიყო. „ოკეანეს“ კომპოზიტორმა და მუსიკოსმა მერაბ მამულაშვილმა შთაბერა სული. ჯგუფის წევრი გახლდათ გიტარისტი კაკო ვაშალომიძეც, რომელმაც დაკვრა 70-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, როგორც არაკონფორმისტმა მუსიკოსმა. შეზღუდულ კომუნისტურ სივრცეში კაკო ვაშალომიძე, სხვა მუსიკოსებთან შედარებით, უფრო თავისუფალი იყო, რადგან თავისი გიტარისტობის გამო, ტექსტებთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.

„ოკეანეს“ დაარსება და მოღვაწეობა დაემთხვა საქართველოს ე.წ. „ეროვნულ გამოღვიძებასა“ და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას, რომელიც აისახა კიდეც ჯგუფის პატრიოტულ ლირიკაში. სიმღერებში: „ტრიალებს პლანეტა“ „მოსკოვიდან ზარია“, „მიტინგი“, „ო, ღმერთო“ და სხვ. ზუსტადაა გადმოცემული 80-იანების ქართული საზოგადოების, ახალგაზრდების სულისკვეთება და განწყობა. ჯგუფის მელოდიური მუსიკა და ვახო მაკალათიას ძლიერი და სუფთა ვოკალი მსმენელს ძალიან მოსწონდა. მახსოვს, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაუკრა და კონცერტებზე სრული ანშლაგი იყო. „ოკეანე“ ხშირად ჟღერდა რადიოშიც. ესაა ძალიან წრფელი და ქართულ ენაზე ერთ-ერთი პირველად შესრულებული მელოდიური ჰარდროკი თავისი ბალადებითა და საგიტარო სოლოებით.

ჟურნალი „ბათუმი Out“ #11, აგვისტო 2011 წელი

მოუსმინე:

4 comments:

  1. im dros dzalian aqtialuri iko mati musika. kargia, rom gamaxsenet :) :)

    ReplyDelete
  2. ლაშა გამარჯობა! ამ ჯგუფს ალბომი თუ გააჩნია, შემიძლია რომ მოვიძიო სადმე?? მადლობა წინასწარ.....

    ReplyDelete
    Replies
    1. გაგიმარჯოს! ჩემს ბლოგზე მაქვს ამ ჯგუფის ჩანაწერები ატვირთული. ბმული მუშაობს, შეგიძლია გადმოიწერო: http://ermonia.blogspot.com/2010/05/best-of-1989-1992.html

      Delete
  3. მადლობა ლაშა! :)

    ReplyDelete