ადამიანი იბნევა, როცა რამდენიმე თანაბარი ღირებულების მქონე ვარიანტს შორის არჩევანი აქვს გასაკეთებელი. ამ დროს ხშირად ნატრობს ვინმეს, რომელიც თითოეულ ვარიანტს კარგად, დაწვრილებით დაუხასიათებს, რის შემდგომაც იგი უფრო თავისუფლად აირჩევს. მუსიკის მსმენელები ალბათ დამეთანხმებიან, რომ ახალ ეპოქაში სულ უფრო ხშირად ვსვამთ შეკითხვას – რას ვუსმინოთ, ან სად ვიპოვნოთ ჩვენთვის საინტერესო მუსიკა? მით უფრო მაშინ, როცა საქართველოში მუსიკალური მაღაზიები, სადაც ხარისხიან ვინილის დისკს თუ CD-ს შეიძენ, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ახალი თუ ძველი მუსიკის საძიებლად მელომანს ძირითადად ინტერნეტი რჩება, სადაც საკმაოდ რთულია ამდენ საიტს შორის მიაგნო საინტერესოს და სიახლე შეიტყო შემსრულებლებზე.
ადრე, როცა შოუბიზნესი ძირითადად მხოლოდ რადიოთი, ტელევიზიით და პრესით რეკლამდებოდა, რამდენიმე კარგი ჟურნალი, რადიოსადგური თუ ტელეგადაცემა საკმარისი იყო სასურველი ინფორმაციის მისაღებად. დღეს ამის გაკეთება რთულია, რადგან გლობალური ქსელის განვითარებასთან და ხელმისაწვდომობასთან ერთად უამრავი ახალი ინტერნეტგამოცემა თუ საიტი გაჩნდა. პლუს ამას, საქართველოში მუსიკალური გადაცემები, რადიოსა თუ ტელევიზიაში საკმაოდ მცირეა და ამიტომ კიდევ უფრო რთულია ვინმესგან რაიმე კარგი რჩევა მიიღო. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მსოფლიოში სულ უფრო გაპოპულარულდა აუდიოწიგნები, რომლის მშობლიურ ენაზე პოვნა ასევე არც ისე მარტივია.
შევეცდები რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რა სად ეძებოთ ინტერნეტში – უფასოდ და ლეგალურად, რაღა თქმა უნდა.
1. ყველაზე მოსახერხებელი საიტი, ჩემი აზრით, YouTube-ია, რომელზეც ზღვა მუსიკაა ატვირთული და მათი მოძიება-მოსმენა-ნახვა ძალიან მოსახერხებელია. უბრალოდ, საძიებელში უნდა აკრიფოთ სასურველი მუსიკოსისა და სიმღერის სახელები. იშვიათია ჩანაწერი, რომელსაც ამ არხზე ვერ იპოვნით. ბევრი ალბომი სრულადაა განთავსებული. სასურველი მუსიკის მოსმენის დროს, ვიდეოს ფანჯრის მარჯვნივ თავად „იუტუბი“ შემოგთავაზებთ იგივე შემსრულებლის სხვა კომპოზიციებს ან სიმღერის სხვა ვერსიებს, რაც ბევრად სასიამოვნოს ხდის მუსიკის ძიება-სმენას. თუ არხზე დარეგისტრირდებით, გაცილებით მეტი ფუნქცია ჩაირთვება, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს ნავიგაციას თუ მუსიკის ძიებას. ამავე დროს, შეინახავს საყვარელ კომპოზიციებს თუ დასაკრავ სიებს (იგივე ფლეილისტებს), ასევე ამ საიტზე ნავიგაციის ისტორიას.
ყველაზე მოსახერხებელი კი საკუთარი დასაკრავი სიის გაკეთებაა. ამისთვის თქვენი მოწონებული კომპოზიციის დასახელების ქვემოთ უნდა დააწვეთ „+ აქ დამატება“-ს. შემდეგ დააწექით „ახალი დასაკრავი სიის შექმნა“-ს, დაარქვით სასურველი სახელი და ამ სიას დროთა განმავლობაში დაამატეთ სხვადასხვა ვიდეოები. ამ სიებიდან შეგიძლიათ უკვე მობეზრებული კომპოზიციის ამოგდებაც. ამავე დროს „იუტუბი“ ინახავს თქვენ მიერ მოწონებულ და დაფავორიტებულ ვიდეოებსაც. ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისება კი საყვარელ მუსიკოსთა (კინორეჟისორთა, მეგობართა და ა.შ.) ოფიციალური არხების გამოწერაა. როდესაც მუსიკოსი (ან რომელიღაც მომხმარებელი) ახალ ვიდეოს ატვირთავს, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას და ნახავთ სიახლეს.
2. ძალიან კარგი და უკვე საკმაოდ „სტაჟიანი“ საიტია last.fm, რომლის დახმარებით პირადად მე რამდენიმე ჩემთვის უცნობი და საინტერესო მუსიკალური შემსრულებელი აღმოვაჩინე. საიტზე დარეგისტრირების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ საიტიდან გადმოიწეროთ ე.წ. „სქრობლერის“ პატარა ზომის საინსტალაციო. თქვენს კომპიუტერში თუ სმარტფონში ჩაიტვირთება სპეციალური პროგრამა, რომელიც საიტზე ატვირთავს თქვენ მიერ მოსმენილი კომპოზიციების სახელწოდებებს და შეძლებთ დაათვალიეროთ საკუთარი დღეების, კვირების, წლების და ა.შ. ჩარტები. ამის შემდეგ, საიტი თვითონ შემოგთავაზებთ სავარაუდო შემსრულებელს, რომელიც შესაძლოა თქვენს გემოვნებას მოერგოს. „ლასტეფემის“ ნებისმიერი შემსრულებლის ფეიჯზე არსებობს ფანჯარა Similar Artists – მსგავს შემსრულებელთა სია, რომელიც შესაძლოა მოგეწონოთ. ამ საიტზე თქვენ საშუალება გაქვთ გქონდეთ საკუთარი დასაკრავი სია (ფლეილისტი), რომელსაც საიტი თქვენი მუსიკალური გემოვნებიდან გამომდინარე აგენერირებს. ამავე დროს, შეგიძლიათ უსმინოთ თქვენგან „ადევნებულ“ (დაფოლოვერებულ) მუსიკოსთა თუ მომხმარებელთა დასაკრავ სიებს.
3. ძალიან კარგი მუსიკალური საიტია deezer.com, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუსიკის საიტის – „სპოტიფაის“ ერთგვარი ანალოგია. თუმცა ამ უკანასკნელს საქართველო რატომღაც დაბლოკილი აქვს, ამიტომ ვირჩევთ ფრანგულ „დიზერკომს“. ესაა ვებსაორიენტაციო მუსიკალური სერვისი. იგი საშუალებას მოგცემთ მოუსმინოთ მუსიკას სხვადასხვა მოწყობილობაზე ე.წ. „ნაკადის“ (სტრიმინგის) საშუალებით. ამ დროისთვის საიტის ბაზაში 40 მილიონზე მეტი მუსიკალური კომპოზიცია და 30 000 რადიოსადგურია. მასზე რეგისტრაცია ბევრი სხვა მსგავსი საიტებისგან განსხვავებით ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვისაც. რეგისტრაციის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება უამრავი მუსიკალური სტილი და სხვადასხვა შემსრულებელი. თუ ძებნას არ გამოიყენებთ, პირდაპირ შეგიძლიათ ჩართოთ სტილისა და შემსრულებლის მიხედვით და საიტი თავად დააგენერირებს დასაკრავ სიას. მოკლედ, ძალიან კარგი საიტია, მელომანებისთვის. საიტზე ნავიგაცია, ინფორმაციის ნახვა ხელს არ შეგიშლით მუსიკის მოსმენაში. „დიზერკომი“ შეგიძლიათ მიაბათ „ლასტეფემს“ და მოსმენილი კომპოზიციები ავტომატურად აისახება „ლასტეფემის“ თქვენს ჩარტებზე.
4. ინტერნეტი სავსეა ონლაინრადიოებით. ფაქტობრივად, ყველა რეალურ რადიოს თავისი მაუწყებლობის ინტერნეტვერსია აქვს, თუმცა მე პირადად მიზიდავს ისეთი ინტერნეტ რადიოსადგურები, რომლებიც გემოვნებისა და განწყობის მიხედვით ალაგებენ დასაკრავ სიას. ბლომად შეიძლება ასეთი რადიოს პოვნა, თუმცა ჩემთვის რადიო jango.com გამოვყავი, სადაც მუსიკის უამრავი იარლიყი (თაგი) არსებობს. მაგალითად, „საპროტესტო“. შესაბამისად, „ჯანგო“ მოთხოვნილი იარლიყის მიხედვით გაამზადებს დასაკრავ სიას. საიტის ღირსება ისიცაა, რომ თითქმის ყველა სიმღერის ტექსტი იქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ და მომღერალს სიმღერაშიც აჰყვეთ.
5. ბევრ თქვენგანს, ვისაც ჩემსავით დიდი ქალაქის ბეტონის „ჯუნგლებში“ ცხოვრება უხდება, ალბათ ძალიან უყვარს ბუნების წიაღში გასვლა, ან თუ ამას ვერ ახერხებს, ბუნების ხმების მოსმენა. ჩემს ნაცნობებს შორის, რამდენიმე მელომანს აქვს ოკეანის, ტყის, სხვადასხვა ცხოველების ხმების ჩანაწერების კომპაქტ-დისკები და სამსახურის შემდეგ დასასვენებლად, რელაქსაციისთვის უსმენს ხოლმე. თუმცა თქვენ გირჩევთ დიდებულ საიტს, სადაც ეს ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. ეს გახლავთ naturesoundsfor.me. საიტზე დარეგისტრირება აუცილებელი არაა, თუმცა შეგიძლიათ. ეკრანზე გამოჩნდება 4-განყოფილებიანი დაფა. თითოეულ განყოფილებაში შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ხმა დააყენოთ. ვთქვათ, პირველ განყოფილებაში დავაყენოთ ზღვის პლაჟის (Beach) ხმა. ხმის რეგულატორით შეარჩევთ სასურველ დონეს. მეორე განყოფილებაში, ასევე მაგალითისთვის, დავაყენოთ თოლიების ხმა, ამისთვის ავარჩევთ Bird და Seagulls. პრინციპში ჰარმონიისთვის ეს ორი განყოფილებაც საკმარისია, მაგრამ შეგვიძლია კიდევ დავამატოთ ზანზალაკის, და მეოთხეში, დავუშვათ, ვეშაპების ხმები. საიტის დიდი ღირსებაა ის, რომ თქვენს მიერ არჩეული ხმები შეგიძლიათ mp3-ში ნებისმიერი ხანგრძლივობით შეინახოთ კომპიუტერის მეხსიერებაში და ინტერნეტის გარეშე, ცალკეც უსმინოთ. ამავე დროს შეგიძლიათ „გაისეირნოთ“ ჭექა-ქუხილიან წვიმაში, ტყეში და თოვლშიც კი. მოკლედ, ძალიან კარგი საიტია.
6. დაბოლოს, ვისაც შინ აუდიოწიგნების მოსმენა უყვარს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ უბრალოდ, ქუჩაში, ვთავაზობ საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს საიტს radio1.ge-ს. კატეგორიებში მოძებნეთ „რადიოთეატრი“. თქვენ მოხვდებით მართლაც ოქროს საგანძურში, სადაც შეძლებთ თანამედროვე რადიოდადგმების, რადიოსერიალების, ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული რადიოსპექტაკლების (სადაც საქართველოს ყველა დროის ლეგენდარული მსახიობები მონაწილეობენ) პირდაპირ მოსმენას. სურვილი თუ გაგიჩნდებათ, არც უფასო გადმოწერაა პრობლემა – მიაგნებთ download-ის ღილაკს. რეპერტუარში წიგნებიცაა. მაგალითად, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“ და სხვა.
ჟურნალი „ფოკუსი“ #82, ნოემბერი, 2016 წელი

შესანიშნავი ინფორმაციაა ლაშა :)
ReplyDeleteლაშა, მადლობა!
ReplyDeletemadloba lasha!
ReplyDeleteმადლობა საინტერესო რჩევებისა და ინფორმაციისთვის! საინტერესო სიახლეების სიმრავლეს გისურვებთ 😊
ReplyDeleteმადლობა თქვენ, თამუნა! :))
Delete