საქართველოს ალტერნატიული როკის ვეტერან, მაგრამ მარად ახალგაზრდა მუსიკოსს ლადო ბურდულს თქვენ წინაშე, ვფიქრობ, წარდგენა არ სჭირდება. ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი, ერთი შეხედვით, არაორდინარული, ზოგჯერ ბევრისთვის გამაღიზიანებელი, მეორეს მხრივ, კი ძალზედ ადამიანური, ხშირად სამართლიანი რეალური სამყაროს აღქმით. დღევანდელი ჩვენი უშუალო საუბარიც არ წარმოადგენს გამონაკლისს. ჟურნალ „ვარსკვლავების“ გამოკითხვების შედეგად, ეს მუსიკოსი საქართველოს შოუბიზნესში წლის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ მამაკაცად დაასახელეს, რაც ლადოს ძალიან ესიამოვნა.
– ლადო, რა ხდება ახალი შენს ცხოვრებაში?
– დღეს მზიანი ამინდია. გუშინ თოვდა.
– მუსიკის გარდა კიდევ რითი ხარ დაკავებული?
„ვარსკვლავების“ არქივიდან |
– შენს სახლში ხო?
– აბა, სხვა თავის სახლში არ მიშვებს და კიდეც რომ შემიშვას, მაგარი გოიმური „აბსტანოვკა“ იქნება ყოველთვის.
– როგორ ცდილობ, შენთან არაგოიმური სიტუაცია შეინარჩუნო?
– ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. ეს სახლი კი არა, უნივერსიტეტია, სადაც ახალგაზრდები და ის ხალხი, ვისაც ხელოვნება უყვარს, უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე გამოყინულ ინსტიტუტებში ბაბუაჩემის და ბებიაჩემის ასაკის ლექტორებიდან. მეტი რა გითხრა?!
– რატომ არ ეშვები როკენროლს?
– აბა, სხვას რას უნდა ჩავეჭიდო? მითხარი და მოვეშვები. პოლიტიკოსი რომ გავხდე და პარლამენტში დავჯდე, უფრო კარგი პონტი იქნება?
– ხომ შეიძლება გახდე ვთქვათ, ბიზნესმენი, ან თუნდაც ქურდი?
– ქურდობა უკვე დაგვიანებულია. ბიზნესმენიც ვერ ვიქნები, რადგან თვლა არ შემიძლია – ორჯერ ორი რომ ხუთია, ვიცი და იმის იქით ვერ ვქაჩავ.
– ლადო, საკუთარ მუსიკალურ ახალ პროექტს როდის და სად მოვუსმენთ ან ვიხილავთ?
– მუსიკალური პროექტების მეტი რა მაქვს, მაგრამ, ალბათ, ყველას მოგეხსენებათ, პროექტის განხორციელებას მარტო სურვილი არ ყოფნის. ფინანსებიც საჭიროა. ფინანსები კი, შენც იცი, ვისაც აქვს. აქედან გამომდინარე, მე არ შემიძლია ერთდროულად ბიზნესმენიც ვიყო და მუსიკოსიც, როგორც ეს საქართველოში ხდება.
ფოტოს ავტორი: ლაშა გაბუნია |
– მე უფრო ნაშებს ვეძებდი, ბიძებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე. ფულიანი, ამასთანავე, როკენროლის მოყვარული ნაშა კი ჯერ არ გამოჩენილა, რომელიც დაასპონსორებდა ჩემს სიცოცხლით, იმედით და ოპტიმიზმით აღსავსე პროექტებს.
– კი მაგრამ, შენ ხომ რამდენიმე გრანდიოზული ფესტივალი მოაწყვე? ვიღაცები ხო დაგეხმარნენ?
– მათში უმთავრესად იდო არა ქართული, არამედ ინგლისური ფული. ვინც კი ჩვენთან ჩამოდის და ხედავს ყველაფერ ამ საშინელებას, უჩნდება სურვილი, რომ ვიღაცას დაეხმაროს. ბევრი ხშირად ჩვენებურ ყაიდაზე გადადის და ისეთივე ხდება, როგორც აქაური ბიუროკრატი და კორუმპირებული ადამიანები. მე კი, რა თქმა უნდა, იმათზე ვლაპარაკობ, რომლებიც ვერ ასწრებენ გარყვნას. ასეთი იყო ენდრიუ ბარნაბი, რომელმაც ჩადო მასში ინგლისური ფული. კიდევ მეხმარებოდნენ ჩემი ძველი მეგობრები და ახლობლები, რომლებიც ძალიან ნორმალურები არიან.
– ლადო, ჩვენმა საერთო მეგობარმა, ჟურნალისტმა ბიძინა მაყაშვილმა ჩემთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართული როკი თუნდაც იმიტომ არსებობს, რომ არსებობს ლადო ბურდულიო. შენ თავად ვის მიიჩნევ ქართული როკის თვალსაჩინო წარმომადგენლებად?
– როცა ქართული როკენროლის მშენებლობას ვიწყებდით, ვიცოდით, რომ ეს მართლა ქართული უნდა ყოფილიყო და არა „ბითლზების“ თუ „ფარფლების“ გადამღერება. ქართულ როკში უნდა ჟღერდეს ის თემატიკა და სოციალური რამეები, რაც ირგვლივ აქტუალურია. ქართველ კაცს ზოგჯერ ქართველის არ ესმის. როგორ შეიძლება შენ უკრავდე როკს და მღეროდე ინგლისურ ენაზე? ახლა ამბობენ, რომ როკენროლი არ არის ქართულენოვანი და ინგლისურად უნდა შესრულდესო. მე ასეთ გოიმებს მინდა ვუთხრა, რომ ოპერა იტალიურია და ე.ი. ზაქარია ფალიაშვილს აღარ უნდა ეწერა ქართულად? ამ ხალხმა თავისი აზროვნებით საქართველო დაღუპეს. გული მწყდება, რომ ისინი უმრავლესობაში არიან.
მე დღეს ვერ ვხედავ, ვინ იყო ჩემამდე. რა თქმა უნდა, ქართული როკენროლი მარტო ჩემი დამსახურება არ არის. ამაში დიდი წვლილი ჩვენს თაობას მიუძღვის. ჩვენ მუსიკის სიყვარული გვაერთიანებდა. ჩემი საყვარელი ძმები, არაჩვეულებრივი ადამიანები ავანტიურისტმა ნაძირლებმა გაყარეს აქედან. ესენი არიან: ქიშო გლუნჩაძე, დადა დადიანი, დათო ჭავჭანიშვილი. ესენი ამ ქვეყნიდან გაყარეს იმპოტენტი მინისტრებით დაწყებული, ქუჩის ნაძირლებით დამთავრებულებმა.
ლადო ბურდულის ფოტოარქივიდან |
– ქართულ ხელოვნებას გულისხმობ?
– ქართული ხელოვნება არ არსებობს. რომელ ქართულ ხელოვნებაზე ვილაპარაკო? მე 37 წლის კაცი ვარ და დღემდე კულტურის სამინისტროს ფუნქცია ვერ გავიგე. ქართული ტელევიზიები იმ ავანტიურისტების ტელევიზიებია, რომლთაც მთელი საქართველო პოლიტიზირებული გახადეს და ერთი კაცის გემოვნებაზეა აგებული ქართული კულტურა. არ შეიძლება ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობდე, სადაც ბაბუინების პრინციპებიდან გამომდინარე, ბელადი უნდა არსებობდეს, რომელიც უნდა იყოს მოდის დამწესებელიც და მუსიკალური გემოვნების ჩამომყალიბებელიც. ამ მიმდინარეობებს პროფესიონალები უნდა ქმნიდნენ.
ლადო ბურდულის ფოტოარქივიდან |
– ეგ აუცილებელია და ვინც მას ეწინააღმდეგება, ის თაობების მტერია. ეს ახლა კი არა, 15 წლის წინ უნდა დაწყებულიყო. ახლა ყველას ურჩევნია ეთერში გაუშვას mcm-ის კლიპების ჩანაწერი კასეტა. სხვათა შორის, mcm-ისა და fashion tv-ს ეთერში გამშვებთა გასაგონად ვამბობ, რომ ზუსტად ის კაცი ჩამოგვყავს, ვინც ამათ ტაკოზე მოსცხებს. ჩვენ ჩამოგვყავს ამ ტელევიზიების მფლობელი, რომელიც მათ ეტყვის, რაც დაუჯდებათ რეტრანსლაცია. ესენი ასე უფასოდ რომ იჩხერენ, ამათ ხარჯზე დაენძრა ქართულ კულტურას მთლიანად. დაუკითხავად უშვებენ ჰოლივუდში გადაღებულ ფილმს, რომელშიც 5-მილიონიანი ჰონორარის მსახიობები თამაშობენ იმ ქვეყანაში, სადაც წლიური ბიუჯეტიდან მთელ კულტურაზეა მხოლოდ გამოყოფილი 7-8 მილიონი. რა თქმა უნდა, ჩვენი კულტურა აღარ იარსებებს. როგორ შევეჭიდო მე, ლადო ბურდული, რომელსაც ზოგჯერ შაქრის ფული არა მაქვს, მაიკლ ჯექსონს, რომელიც მილიონს იხდის კლიპში. ამას თავზე გვახვევენ, ე.ი. საკუთარს ამ დროს კლავენ. საკუთარი კი რომ გადაიღონ, ისეთივე გოიმური იქნება, როგორი გოიმებიც თვითონ არიან, რადგან ყველაფერ ამას ფული და კულტურა ჭირდება.
ინგლისურმა და რუსულენოვანმა კულტურებმა ყველაფერი შეჭამეს. ეს არის ექსპანსია, საქართველოში ქართულენოვანი კულტურა ბაზრობების კულტურად იქცა. აქ აღარავინ ზრუნავს ხვალინდელ თაობებზე. ეს თაობები კი ამათ უკვე შემოუტრიალდნენ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაუპირისპირდებიან და ხელში შერჩებათ ის გოიმური ქვეყანა, რომელსაც უკვე ამდენი წელია აშენებენ ასე მონდომებით და აქ ცხოვრების სურვილი არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ ექნება.
– შენ რატომ არ გარბიხარ, ლადო?
„ვარსკვლავების“ არქივიდან |
– მე თუნდაც იმიტომ დავრჩები ბოლომდე, რომ ვნახო, ეს დეგენერატობა რით დამთავრდება. კიდევ იმიტომ დავრჩები, რომ ამდენ სიბინძურეში არსებობდეს ერთი წმინდა რაღაც, რასაც ლადო ბურდული ჰქვია. იგი არც ერთ პოლიტიკოსზე და ძალაზე არ გაიყიდა და მას ხან რას ეძახიან, ხან რას, მაგრამ მე ვარ დამოუკიდებელი ადამიანი, ხელოვანი ისეთ კორუმპირებულ, პოლიტიზებულ და ყაჩაღურ სახელმწიფოში (ეს სახელები ამ ქვეყანას დასავლეთში შეარქვეს), რომელსაც საქართველო ჰქვია. ამ ხალხს ჰგონია, მე ბევრი ვარ. მე ერთი ვარ, ჩემით დაწყებული, ჩემითვე დამთავრებული. ვინც შემოვიდა ამ სიტუაციაში და ცოტა მუსიკა გაიჩხირა, ყველა მიდის. ვინც გაიხსნა ამ ქალაქში, ენერგია ამოაფრქვია, სამაგიერო ვერ მიიღო და განტევების ვაცებად ათამაშებდნენ, ვეღარ გაუძლეს. ზოგს ძალა აღარ ეყო, ზოგს – ნებისყოფა. ტოვებენ ყველაფერს. ჩემი ძმა ბაკურიც წავიდა მოსკოვში. დარჩა წითელ-შავი ქვეყანა, რომელშიც, აგერ შენც ხედავ, დემოკრატიის ღია ფერებში ხდება სიმბოლური რაღაცები და რაც ხდება, თქვენ ყველამ ჩემზე კარგად იცით.
ვაკეთებ რაღაც-რაღაცებს და გულზე ხელებდაკრეფილი არ ვზივარ. წინასწარ არ მინდა ბევრი ლაპარაკი და ახლა ვმუშაობ პროექტზე, რათა mcm-ისა და fashin tv-ს მფლობელი ჩამოვიყვანო საქართველოში. რადგან ჩვენს სამშობლოში ვინც დარჩა ნორმალური, სწავლას მოწყურებული, მისთვის ევროპისკენ ბილიკი გაიჭრას. ჩვენ გვინდა ჩვენი კულტურა აქედან გავიდეს და ეს ყველაფერი არ იყოს ვიღაც ღიპიანების, ნაძირლებისა და კორუმპირებულების ხელში. აქ ერთი კაბა რომ შეიკერო და სიმღერა ჩაწერო, უკვე ათასებია საჭირო. საქართველოდან გაიქცა მაღალი მოდის ფესტივალ „ამას“ ორგანიზატორი გელა კუპრაშვილი. ისიც არ მოეწონა ვიღაც-ვიღაცებს, რომ გელა თავის კუთვნილ ფულს იღებდა, ეს ნაძირლები კი ფულს იღებენ და ხალხსაც იჭერენ. აი, ასე მიდის ეს ქვეყანა.
შეხედეთ სიმართლეს თვალებში და ყველანი გამოფხიზლდით! ამდენი წელია ვერ ხვდებიან, რომ კედელთან, უფსკრულთან დგანან, რომელშიც უკვე გიჟებივით ცვივიან. რაღაც ხომ უნდა შეიცვალოს? 5 მილიონი მარტო ორეხოვოს მოსახლეობაა მოსკოვში. როგორ შეიძლება 10 წლის განმავლობაში ჩვენს 5 მილიონიან მოსახლეობაში დენი გაგყავდეს? ასეთი რამეების არ შესმის. ვინღა უნდა მელაპარაკოს ამის შემდეგ მე პროფესიონალიზმზე? ჩვენს ქვეყანაში მინისტრიც, პოლიციელიც, გამყიდველიც და რაც ყველაზე მეტად მაგიჟებს, მუსიკოსიც ძველი ბიჭია. ეს ძველი ბიჭების, ნაცარქექიების ქვეყანაა, მაგრამ ბაყბაყდევს ეს ზღაპარი წაკითხული აქვს და ნაცარქექია ვეღარ ატყუებს.
– ხედავ რაიმე ნათელს?
ფოტოს ავტორი: ლაშა გაბუნია |
– ჟურნალ „ვარსვლავების“ გამოკითხვების თანახმად, ლადო ბურდული აღიარეს, როგორც ქართულ შოუბიზნესში ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული მამაკაცი. როგორ უყურებ ამ შედეგს?
– ძალიან სწორია, ჩემი ბრალი არ არის, რომ ბაბუინები მოკასინებს ვერ ირგებენ. თხებმა და გოიმებმა ჩემს მუსიკაზე ტაში რომ დაუკრან და თქვან ჯიგარიაო, დედას გეფიცები, საერთოდ თავს დავანებებ ყველაფერს. პირიქით, იმიტომ ვუკრავ, ისინი მიხვდნენ, რომ ვიღაცა მათნაირი არ არის, ნახირს არ ჰგავს, რომ ვიღაცას საკუთარი აზრი აქვს და ინდივიდუალური ადამიანია. მიხარია, როცა ამბობენ, ფუჰ, ამისი მუსიკა რას გავსო. რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს, არ შეიძლება ყველა ერთ კასრში იხარშებოდეს. იმასაც ვიტყვი, რომ, ღვთის წყალობით, ჩემნაირიც ბევრი არსებობს. თხების რაღაც ბაზარიც ლოგიკური და ნორმალურია.
– საერთოდ თუ უთმობ საკუთარ ჩაცმულობას ყურადღებას?
– ჩემი ჩაცმულობა ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ესენი რომ იცვამენ საკუთარ თავს თუ უყურებენ, მაიმუნებს რომ ჰგვანან? ჯვალოებით და ჯონჯოლოებით რომ დადიან, თვითონ არ რცხვენიათ? იმის შიშით, რომ ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდნენ, სულ მუქ ფერებში არიან ჩაცმულები. ამათ ყველა ქვეყანაში ცნობენ თავიანთი ჩაცმულობით და სიფათით. შეიძლება სულ ჟიურიში იჯდე და ვიღაცას ამოწმებდე, მიუთითებდე? ერთხელ ის თითი შეატრიალონ საკუთარი თავებისკენ. მე რომ მიყურებენ, კომუნისტების, ზვიადისტების, „მხედრიონის“ დროსაც და ახლაც ლადო ბურდული ვიყავი და ვარ. ესენი საიდან მოდიან, საით მიდიან არ ვიცი და არც მაინტერესებს. საკუთარ თავს მიხედონ, გაარკვიონ, ვინ არიან. რა პროფესიის ადამიანები და ეს საქართველო გადარჩება.
– ამ ბოლო დროს რომელ შემსრულებელს უსმენ შენს პლეერში?
– უფრო ხშირად საკუთარ რეპეტიციებს, ისე კი Limp Bizkit-ს.
– სიმართლე რომ გითხრა, თინეიჯერების მიმართ მე არანაირი სურვილი არა მაქვს, რადგან ჩემმა სურვილებმა დამტოვეს ამ ქვეყანაში და დამღუპეს. კარგები თუ იქნებიან, საკუთარი თავისათვის იქნებიან კარგები, ცუდები თუ იქნებიან, ისევ საკუთარი თავისთვის. მე რა უნდა ვუთხრა? იყვნენ კარგები. საკუთარი თავებისთვის და სხვისკენ მიშვერილი თითები საკუთარი თავისკენ შეატრიალონ. ეს ელემენტარულია, საიდანაც ადამიანი იწყებს რაღაცას.
No comments:
Post a Comment