რობერტ ბარძიმაშვილი აცხადებს, რომ ქართულ ესტრადაზე სექსუალური უმცირესობა სექსუალურ უმრავლესობას ჩაგრავს
ცოცხალი მუსიკის უდიდეს გულშემატკივარს, რობერტ ბარძიმაშვილს, რომლის ხელშიც გამოიარა მეოცე საუკუნის ქართულმა პოპულარულმა ანსამბლებმა „ორერამ“, „75“-მა და „ჯორჯიამ“, მკაცრი საბჭოთა ცენზურის დროს ყოველთვის შეცდომაში შეჰყავდა „გოსკონცერტის“ ხელმძღვანელობა. როდესაც ანსამბლის სიმღერა საქართველოზე, თბილისზე ან სიყვარულზე იყო, რუსულად თარგმნისას ის მიუთითებდა ხოლმე, რომ ტექსტი პარტიას, ხალხთა მეგობრობას ეძღვნებოდა და ამ ტექსტს მოსკოვში დასამტკიცებლად აგზავნიდა. ამით „ორერას“ შეცდომაში შეჰყავდა მკაცრი ცენზურა, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა სიმღერებს პარტიასა და კომკავშირზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ორერა“ საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი მუსიკალური კოლექტივი იყო, რომელსაც ჰქონდა წინსართი – ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი (ВИА). აგრეთვე, ის იყო პირველი, რომელსაც საერთოდ, სახელი ერქვა. მანამდე მსგავს კოლექტივებს ვოკალურ, ან ინსტრუმენტულ ტრიოს, კვარტეტს, კვინტეტს და ა.შ., ანუ „ორერამდე“ მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებები სსრკ-ში არ არსებობდა.
„ორერა“ პირველი იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც ინგლისურ ენაზე, თვით აკრძალული „ბითლზის“ რეპერტუარიდან სიმღერების შესრულება გაბედა. ამ შემთხვევაში ცენზურა მას ვერ შეეხო, რადგან ანსამბლი თავდაპირველად უცხო ენათა ინსტიტუტთან არსებობდა და ინგლისურ ენაზე სიმღერა პრაქტიკაში ეთვლებოდა. 1964 წელს, ლონდონში გასტროლებზე ყოფნისას „ორერა“ მუსიკალურ შეჯიბრში (ასეთი ტრადიცია არსებობდა) კინაღამ ლეგენდარულ „ბითლზს“ შეეჯახა. მათი დაპირისპირება ბოლო წუთებში გადაიდო, რადგან „ბითლზს“ მოულოდნელად გადაღებებზე მოუხდა წასვლა.
რობერტ ბარძიმაშვილი როგორც მომღერალი, ინსტიტუტის ლექტორმა, შესანიშნავმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ინოლა გურგულიამ აღმოაჩინა. „ორერას“ შემდეგ რობერტ ბარძიმაშვილმა ვია „75“ შექმნა, რომელმაც არნახულ პოპულარობას მიაღწია მთელს სსრკ-ში. 1977 წელს ვია „75“-მა საბჭოთა კავშირში პირველი როკ-ოპერა „ალტერნატივა“ დადგა, რომლის რეჟისორი რობერტ სტურუა იყო. ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო თბილისში 1980 წელს გამართულ საბჭოთა კავშირის პირველ ოფიციალურ როკ-ფესტივალში „გაზაფხულის რიტმები“, სადაც მე-3 ადგილი დაიკავა.
რობერტ ბარძიმაშვილი საქართველოში ფონოგრამული მუსიკის გავრცელებას უსახსრობას აბრალებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუსიკალური ანსამბლის, ორკესტრის თანხლების გარეშე სიმღერის შესრულებას ის სუროგატს უწოდებს. ქართველი მუსიკოსი იხსენებს იმ დროს, როდესაც არ არსებობდა კომპიუტერი, ამ დონეზე არ იყო ხმის ჩაწერის აპარატურა, მაგრამ, სამაგიეროდ, არსებობდა ცოცხალი შესრულება. „მაყურებელი ზოგჯერ გაუთვითცნობიერებლად, მაგრამ მაინც გრძნობს, რომ ცოცხალი შესრულება აკლია. „პლიუსებზე“ სიმღერა კი მართლაც საშინელებაა. მე მგონი, ჩვენთან მოვიდა ის დრო, რომ ფონოგრამა ისევე უნდა აიკრძალოს, როგორც უცხოეთში“, – ამბობს ბარძიმაშვილი.
რობერტ ბარძიმაშვილს საბავშვო სტუდია „ლახტი“ აქვს. ის ბავშვებსა და ყმაწვილებს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ესტრადის ქრესტომათიას, ცოცხალ სიმღერას, ნამდვილი მელოდიისა და ლექსის დაფასებას ასწავლის. თითქმის ყველა ბავშვისთვის გიტარაზე ან სხვა რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა სავალდებულოა.
– ბატონო რობერტ, თუ შეგიძლიათ ქართული ესტრადის მომღერლებს შორის ნიჭიერი შემსრულებლები გამოყოთ, რომელთაც ცოცხლად სიმღერა შეუძლიათ?
– საქართველოში ნიჭიერ ხალხს რა დალევს, მაგრამ შეუძლიათ თუ არა მათ ცოცხლად შესრულება, ეს ტელეგადაცემა „ოქტაგონშიც“ გამოვლინდა. როგორც ვიცი, ბევრი შემსრულებელი იქ გამოსვლაზე უარს ამბობს. ზოგიც ბედავს, მაგრამ საკუთარ უსუსურობას ავლენს – თურმე ცოცხლად სიმღერა არ შესძლებია. ასეთებს უფლება არა აქვთ ვარსკვლავებად იწოდებოდნენ და საერთოდ, ისიც საკითხავია, ვინ ანიჭებს მათ ამ ვარსკვლავის წოდებას.
„ორერას“ დროს ვარსკვლავობა მაყურებლის საყოველთაო სიყვარულით და კონცერტზე გაყიდული ბილეთების რაოდენობით გამოიხატებოდა. ასე, წელიწადში ერთხელ კი არ ატარებდნენ კონცერტს, იყო ერთგვარი მარათონი – „ორერა“, „ივერია“, „75“ და „დიელო“ რეკორდებს ამყარებდნენ, ვინ უფრო ანშლაგიან კონცერტებს გამართავდა დიდ საკონცერტო დარბაზში. აბა, ახლა რომელიმე ვარსკვლავად წოდებულმა მომღერალმა გამართოს 140 კონცერტი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ანშლაგით დიდ საკონცერტო დარბაზში. ვია „75“-მა ფილარმონიაში ზედიზედ 140-ჯერ მოაწყო ანშლაგი.
– იქნებ ეს იმის ბრალია, რომ დღეს უფრო მეტი ჯგუფი და შემსრულებელი არსებობს, ვიდრე მაშინ?
– ვერ დაგეთანხმებით, რომ დღეს უფრო ბევრი ჯგუფი არსებობს, ვიდრე მაშინ. კარგ პროგრამაზე, საყვარელი ჰიტების მოსასმენად ხალხი რამდენჯერმე მოდიოდა ჩვენს კონცერტებზე.

– საინტერესოა, მაშინ როგორი ჰონორარები გქონდათ?
– „ორერას“ ერთ კონცერტზე თავდაპირველად 50 მანეთს მაძლევდნენ. დროთა განმავლობაში თანხა თანდათან შეამცირეს და 1975 წელს მხოლოდ 18 მანეთი დარჩა, მაგრამ ძალიან ბევრ კონცერტს ვატარებდით მთელი სსსრკ-ს მასშტაბით, ზოგჯერ დღეში 3-4 გამოსვლა გვქონდა. საზღვარგარეთ გასტროლებისას ანსამბლს შემოსული თანხების მხოლოდ 5-10%-ს გვაძლევდნენ, დანარჩენს „გოსკონცერტს“, ან საელჩოს ვაბარებდით. მართალია, კონცერტებს სახელმწიფოს ხარჯით ვმართავდით, მაგრამ ბევრი უსამართლობა იყო. ცუდიც და კარგიც რატომღაც თანაბარ მდგომარეობაში ვიყავით, ანუ მნიშვნელობა არ ჰქონდა წარმატებებს, დარბაზების „დალაშქვრას“ და ა. შ.
– რამდენად იცნობთ ქართულ როკ-ჯგუფებს, რომლებიც მხოლოდ ცოცხლად მუშაობენ?
– ამ სტილით არა ვარ გატაცებული, მაგრამ ამ ჯგუფებიდან მხოლოდ „ვაკის პარკს“ გამოვარჩევ, რომელსაც საკუთარი სახე აქვს და ის ტექსტსაც და მუსიკასაც ყურადღებას აქცევს. დანარჩენები არ მომწონს და არც მიმაჩნია, რომ რაღაცას წარმოადგენენ. მოვუსმინე ლადო ბურდულსაც და ირაკლი ჩარკვიანსაც, მაგრამ ასეთი მუსიკა ჩემს გემოვნებაში არ ზის, ამიტომ ვერც შევაფასებ.
– ბატონო რობერტ, თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს ცოცხალი მუსიკის მეტი პროპაგანდისათვის?
– ცოცხალ მუსიკას პროპაგანდა არ სჭირდება. პოპულარობას კი საკუთარი მოღვაწეობით შეგიძლია მიაღწიო. მთავარია კარგი გემოვნება გქონდეს. ტრაგედია არ არის, რომ ვიღაც ვიღაცას ბაძავს, მაგრამ მცირე ხანში მან საკუთარი სახე უნდა მოიპოვოს, თორემ ბოლომდე მიმბაძველობა არ ვარგა.
– „ორერაც“ ხომ მიმბაძველი იყო თავისი შემოქმედების პირველ ეტაპზე?
– დიახ, ჩვენი „კუმირები“ გვყავდა. „გეპეის კვარტეტი“ ძალიან მოგვწონდა. უცხოელთაგან „ჰაი ლოუსს“, „ფორი ფრეშმენს“ ვბაძავდით, მაგრამ შემდეგ საკუთარი გზა ვიპოვეთ. ეს მუსიკა ქართულ ვარიანტში გადავიტანეთ. არსებობს გამონათქვამი ზომიერება დიდი ხელოვნებააო. თუ საქმეს ზომიერად მოეკიდები, უკვე ხელოვნებაა და არც თუ დაბალი ხელოვნება.
– თქვენი აზრით, დღეს როგორი ესტრადა გვაქვს?
– დღეს ტელეეკრანზე მხოლოდ ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს, თითქოს ერთი წრე შეკრეს და მოილაპარაკეს, მარტო ჩვენ გამოვჩნდეთო. ამ წრეში ან ვერ შეაღწევ, ან ფული უნდა გადაიხადო. პრინციპში, მსგავსი სიტუაცია ადრეც არსებობდა და ახლაც არის როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ, სადაც ხშირად, სექსუალური უმცირესობის მიმდევრები ერთმანეთთან შეკრულები არიან და მათ ვერ გაეკარები, თუ ამ ორიენტაციის არ ხარ. ეს ტენდენცია საქართველოში თუ დამკვიდრდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. გამოდის, რომ ქართულ ესტრადაზე სექსუალური უმცირესობა სექსუალურ უმრავლესობას ჩაგრავს. ეს ნონსენსია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს თითქმის ყველგან ხდება. ხშირ შემთხვევაში ნიჭიერი შემსრულებელი კარგ შედეგებს ვერ აღწევს, რადგან მსგავს წრეებში არ შედის.
– და ჩვენს შემსრულებელთა შემოქმედებას ქართული ხასიათი თუ აქვს?
– უმეტესობას არავითარი ხასიათი არა აქვს. მათ დარღვეული აქვთ მუსიკალური მახვილები... ტექსტზე საუბარი საერთოდ აღარ მინდა, რადგან აზრიანი ლექსი სრულიად იგნორირებულია. მე ამ ტექსტებს ამინდის ბიუროს პროგნოზებს ვადარებ, რადგან თითქმის ყველა სიმღერაში წვიმს, თოვლჭყაპია, ვიღაც ვიღაცას ზღვის პირას ელოდება, უნდა აკოცოს და ა. შ. ეს საშინელი დეგრადაციაა.
საერთოდ აღარ მღერიან რაიმე სერიოზულ თემაზე. არ იფიქროთ, რომ მამათა თაობის გადმოსახედიდან ვსაუბრობ, რადგან მთელი ცხოვრება ახალგაზრდებში ვარ და მათ დღესაც ვაკვალიანებ, როგორც თავად მიმაჩნია სწორად. როდესაც ისინი გაიზრდებიან და სცენაზე გავლენ, რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ მჯერა, რომ ცუდი გზით არ წავლენ.
დღეს ყველაფერი აწეწილია. გული მწყება, რომ ყმაწვილები ამ უგემოვნო მუსიკას არიან აყოლილები და ამით გემოვნება უმდაბლდებათ. ჩემს სტუდიაშიც არიან თინეიჯერები, მაგრამ ასეთი ესტრადა მათ არ მოსწონთ, პირიქით – დასცინიან.
No comments:
Post a Comment