საქართველოში მამებისა და შვილების ბრძოლა არ არის, რადგან მამები არ არსებობენ
პლასტმასა ხელოვნურად მიღებული ქიმიური პოლიმერია და ის მე-20 საუკუნის პირმშოა. დღეს საქართველოში მას სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის განსაზღვრისათვის. რა თქმა უნდა, სიტყვა „პლასტმასა“ წინ ერთვის ხელოვნურ, შაბლონურ ხელოვნებას, რომელიც სულიერებას მოკლებულია და განკუთვნილია ფართო მასებისთვის.
ამჯერად დავინტერესდი, როგორი სახით არსებობს პლასტმასის ხელოვნება ქართულ სინამდვილეში. ამ საკითხებზე აზრის გამოთქმა ვთხოვე ახალი თაობის მწერალს, ზაზა ბურჭულაძეს, კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილსა და ტელეჟურნალისტ სერგი გვარჯალაძეს.

„ჩვენ იმ საქმეს ვაკეთებთ, რაც ჩვენს მამებს უნდა გაეკეთებინათ“
ზაზა ბურჭულაძე (გრეგორ ზამზა): „ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიოს კულტურაში მიმდინარე პროცესებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 70-იანები (ამ თანმიმდევრობით: როკ-მუსიკა, კინემატოგრაფია, დაბოლოს – ლიტერატურა) იყო დაბერებული დედამიწის ხელოვნების შეჯამება. თუნდაც, ავიღოთ ქართული ლიტერატურა. რაც 70-იან წლებში შეიქმნა, იმხელა მარაგია, რომელიც ჩვენს მომდევნო თაობებს სარჩოდ გაჰყვება (ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი და სხვები).
ჰესეს თუ ვენდობით, „მკითხველი კასტაა“. ასეა, ხელოვნების ნებისმიერი შემფასებელი უკვე კასტაა, ელიტაა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. და ეს წრე დღითი დღე კიდევ უფრო ვიწროვდება. წარმოიდგინეთ, მუსიკაში ადრე შნიტკე და შონბერგი თავიანთი ნაწარმოებებით ეკონტაქტებოდნენ მსმენელს. ჩვენთვის სამწუხარო სინამდვილეა, რომ დღეს „პოპსა“ ამყარებს კონტაქტს მსმენელთან. განა, რომელიღაც პაზოლინის ფილმი 100 000 მაყურებლისთვის ერთნაირად მახლობელია? ცნობილი რეჟისორების ფილმების ნახვა ხომ ერთგვარი მოდაა. ოღონდ, ნუთუ ის წამხედურობა, რაც დღევანდელ ქართულ ესტრადაზე ხდება, მარტო მოდაა? ეს მგონი, რაღაც დაავადება, უფრო კიბოა, რომელსაც მეტასტაზები უკვე მსმენელში აქვს გადგმული. ვერ ხედავთ, რა დღეში არიან ქართველი ბრიტნი სპირსები და სკუტერები?
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ბევრი ნიჭიერი მწერალია. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთდროულად ამდენი კარგი მწერლის არსებობა დიდად სასიხარულოა. დღეს ქართველი ახალგაზრდა მწერლები აკეთებენ იმას, რაც ვერ შეძლეს ჩვენმა მამებმა.

ოთარ ჭილაძე და გურამ დოჩანაშვილი ჩვენ ბაბუებად გვეკუთვნიან. ჩვენი მამები კი... გასუქდნენ, ულვაში მოიზარდეს, პარლამენტში დასხდნენ და ვერ მოიცალეს ხელოვნებისთვის. ჩვენი მამების თაობას არ გადაუბარებია მათი მამების შემოქმედება. იმის გამო, რომ ბაბუები მამებმა არ შეცვალეს, ახლა ახალგაზრდებს უწევთ მამების მიერ არგაკეთებული საქმის კეთება. ამიტომ დღევანდელი ლიტერატურის მთელი აქცენტი ახალგაზრდა თაობაზე მოდის.
„პლასტმასის“ ლიტერატურულ ნიმუშებს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცნობ, თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ თითქმის ყველა პერიოდული გამოცემა ამ ტიპის „ქმნილებებს“ ბეჭდავს. რამდენიმე გამონაკლისი – „არილი“ და „ალტერნატივა“ ცდილობს მსგავსი ლაფსუსები არ მოუვიდეს. ჩემი აზრით, პლასტმასის ლიტერატურა, როგორც ასეთი, ცალკე მაინც უნდა არსებობდეს, რამეთუ ყველაფერს აქვს არსებობის უფლება.
მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ამა თუ იმ ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობაზე უფრო დიდი ტრაგედიაა ის სიტუაცია, რაც განათლების სისტემაში ხდება, რადგან აქ საუბარია მთელი თაობის მკვლელობაზე. როდესაც ბავშვს შეურყვნელი, შეუბღალავი გონება აქვს და ის ერთნაირი მონდომებით ისრუტავს კარგსაც და ცუდსაც, სწორედ მაშინ აჩვევ ფულით საქმეების ჩაწყობას? სკოლაში ნიშანი ქრთამით იწერება და ეს უმაღლესში, კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გრძელდება. ბავშვი ხედავს, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მათ შორის, ღირსება-პატიოსნებისაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, დედისაც და ღმერთისაც კი. პედაგოგი ბავშვს სწავლას უნდა ანდომებდეს, გემოვნებას უნდა უყალიბებდეს. ზომბირებული ბავშვი კი, შემდეგ, ზომბირებულ ქართულ ესტრადას უსმენს. ზომბის კი, რა უნდა მოვთხოვოთ?
ჩვენ თანამედროვე ცივილიზაციის შვილები ვართ, სტრონციუმ 90-ით დასხივებული და აკრძალული ემულგატორებით დაძეძგილები ვიბადებით. მართალია, ტელევიზიამ და კომპიუტერმა წიგნს მკითხველი წაართვა, მაგრამ ჭეშმარიტი მკითხველი დარჩა. ასე რომ, ნამდვილი მკითხველი, მაყურებელი თუ მსმენელი ყოველთვის იქნება. არა მგონია, „პლასტმასამ“ წაბილწოს ჭეშმარიტი ხელოვნება“.

„უნიჭოს კაცობრიობა ყოველთვის ივიწყებს“
ოთარ ტატიშვილი: „დისქავერის“ ტელეარხზე ერთმა ფსიქოლოგმა თქვა, დღეს ეპოქა სულიერად კნინდება, რადგან ხალხი ვეღარ საზრდოობს ვერც აღორძინებით, ვერც კლასიკით, ვერც იმპრესიონიზმით. მხატვრები დღეს ტილოზე ხატავენ ბუასილს, კუჭის წყლულს და ამით მნახველებს შოკში აგდებენო. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ადამიანებმა ესთეტიკური სიამოვნება მიიღონ, არამედ იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციონ. იტალიაში ერთ-ერთ ბიენალეზე ერთმა ასეთმა „ხელოვანმა“ საგამოფენო დარბაზში აქოთებული ქათამი დადო. ეს ფაქტორი იგრძნობა ყველგან, რათა მსმენელი (მნახველი) მიიზიდონ. ნოვატორობა კარგია, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ქუჩაში გახვიდე და მოისაქმო? ყველაფერში ესთეტიკა უნდა იგრძნობოდეს. დილეტანტებს უფრო უადვილდებათ ასეთი ნაბიჯების გადადგმა, ვიდრე პროფესიონალებს. დღეს, ჩვენივე ცოდნამ და ინტელექტმა ბარიერი შეგვიქმნა. ჩვენ პრეტენზია ცუდ შემსრულებლებთან კი არა, ამ სისტემასთან გვაქვს, რადგან ადამიანის ზომბირება მდარე გემოვნების პროდუქციით მიმდინარეობს“.
სერგი გვარჯალაძე: „ვფიქრობ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ტექნოლოგიები შეიცვალა. 70-იან წლებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მუსიკალური ინდუსტრიის სტრუქტურები. მაშინ მუსიკალური ინსტრუმენტების საბოლოო ელექტროფიკაციაც მოხდა. დღეს უკვე, ჩამოყალიბებული ტექნოლოგიები გვაქვს და არაა აუცილებელი, მუსიკოსი სტუდიაში იდგეს. დღეს შესაძლებელია, მუსიკა თუნდაც საძინებელ ოთახში აკეთო, რადგან მისი შექმნა გამარტივდა. შესაბამისად, გამარტივდა კინოს გადაღებაც. თუ პატარა ვიდეოკამერა და კომპიუტერი გაქვს, უკვე, შეგიძლია, ფილმი გადაიღო თუ მართლა ხელოვანი ხარ. თანაც, ხელოვნების პროდუქტის ჭაშნიკი გამოსვლის დღიდანვე უკვე, მთელს მსოფლიოში თანაბრად ხელმისაწვდომია.

არ მგონია, ტექნოლოგიების ასეთმა განვითარებამ, სულიერების გაუფასურება გამოეწვია. გააჩნია, ვინ არის პროდუქტის შემქმნელი. თუ ავტორი სულიერად არ არის მაღალ დონეზე, შესაბამისად, მისი პროდუქტიც არ ვარგა. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არა აქვს, მუსიკას საწოლ ოთახში ჩაწერ, თუ სტუდიაში. პირიქით, ვფიქრობ, დღეს მეტი საშუალება გვაქვს, საკუთარი შემოქმედება, რაც შეიძლება მარტივი ხერხებით წარმოვაჩინოთ. ხოლო შეშფოთებას, რომ ტექნოლოგიების განვითარების გამო, ხელოვანმა შეიძლება თუნდაც ბუნებასთან კონტაქტი გაწყვიტოს, არ მგონია, საფუძველი ჰქონდეს, რადგან არ ვფიქრობ, ნამდვილი შემოქმედი მხოლოდ ერთ ოთახში უნდა იყოს გამოკეტილი. შენ შეგიძლია ბუნების წიაღშიც იმუშაო და რაღაც ფასეული შექმნა. ასეთები არიან „ნოუტ-ბუკ მუსიკოსები“, რომლებიც მუსიკას მობილურ კომპიუტერებზე ქმნიან. ვფიქრობ, მათი მუსიკაც სულიერია, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტს ელექტრონული ჟღერადობა აქვს. არასულიერსა და უნიჭოს კაცობრიობა ყოველთვის ივიწყებს, ხოლო სულიერი და საინტერესო თაობიდან თაობას გადაეცემა. ერთ-ერთი კლასიფიკაციის თანახმად, არსებობს კარგი და ცუდი მუსიკა. ჩემი აზრით, კომერციულ მუსიკაში სულიერება უფრო იკარგება, რადგან მასში ბევრი ფული იდება და ხშირ შემთხვევაში, ის სტატისტიკურად გათვლილია.
„პლასტმასის“ მუსიკის არსებობა საჭიროა. მოდით, მას კომერციული მუსიკა დავარქვათ. ის თუნდაც იმისათვისაა აუცილებელი, რომ ანდერგრაუნდი განვითარდეს. „პლასტმასის“ მუსიკიდან შემოსული თანხების მცირე ნაწილი ანდერგრაუნდშიც მოხვდება. მინდა ისიც ვთქვა, რომ დღევანდელი ანდერგრაუნდი ძალიან ახლოსაა მეინსტრიმთან. ძალიან სწრაფად ხდება მუსიკოსების ანდერგრაუნდიდან მეინსტრიმში გადასვლა. როდესაც ჯანგლი გაჩნდა, ერთი წლის თავზე „ბი-ბი-სი“ მას სატელევიზიო ქუდების ფონად იყენებდა.
„პლასტმასის“ მუსიკა არანაირად არ მამოძრავებს, მას არა აქვს დრაივი. სამწუხაროდ, საქართველოში „პლასტმასის მუსიკის“ ხვედრითი წილი 70%-ია. თუმცა, ვფიქრობ, „პლასტმასა“ დასავლეთში კიდევ უფრო ბევრია, ვიდრე ჩვენთან, რადგან აქ, მუსიკოსებს ინტელექტუალობის, ცოდნის რაღაც პრეტენზიები მაინც შემორჩათ. ჩვენ იმ ერის, თაობის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც მუსიკალური განათლების მიღების პრობლემა არ ჰქონია. თითქმის ყველას სახლში ფორტეპიანო გვქონდა, შეგვეძლო გიტარაზე დაკვრაც გვესწავლა. ასე რომ, ჯერჯერობით ისევ მუსიკალური ერი ვართ, ამიტომ პრეტენზიებიც მეტი გვაქვს. ქუჩაში ხალხს თუ გამოვკითხავთ, ალბათ, უმრავლესობა იტყვის, რომ კლასიკური მუსიკა მოსწონს. ამას უფრო ამბიციების და არა ცოდნის გამო იტყვიან, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მოსმენილი მაინც გვაქვს. როდესაც ეს ტალღა გადაივლის, უფრო ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. იმედი მაქვს, მუსიკალური ჯგუფები უფრო ფოლკლორს დაეყრდნობიან. მართალია, სკოლებში ახლაც არსებობს ფოლკლორული გუნდები, მაგრამ ამანაც კომერციული სახე მიიღო. ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ამას ასწავლიან, არ უნდა იყვნენ ამ თანამდებობებზე. ის საბავშვო-მუსიკალური მინისტუდიები, რომელსაც ჩვენ ტელეკომპანია „ევრიკაზე“ ვუყურებთ, უბრალოდ, კოშმარია, რომელიც კულტურას წალეკავს, რადგან თაობა ასეთი ტიპის „მუსიკაზე“ იზრდება“.
No comments:
Post a Comment