ბორის გრებენშიკოვისა და „აკვარიუმის“ ანშლაგი თბილისში
მთელს მსოფლიოში ბორის გრებენშიკოვის სახელი ლეგენდასთან ასოცირდება. რას აღარ უწოდებენ მას: რუსული როკისა და ანდერგრაუნდის მამას, მომღერალ პოეტს, მუსიკოს-ფილოსოფოსს და ა.შ. ამის თაობაზე თბილისის კონცერტის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბ.გ.-მ პირდაპირ თქვა: „знаете, мне глубоко наплевать, как меня назовут“.
მისი აზრით, პირველყოფილი პოეზია კი არ იკითხებოდა, არამედ იმღერებოდა და ის ძველ ტრადიციებს მისდევს: „ჩემი ღირსება ისაა, რომ ჩემს მუსიკას ვერაფერს დაარქმევთ. ეს უბრალო სიმღერებია, რომელსაც დღეს ასე შევასრულებ, ხვალ – სხვანაირად, რადგან ჩვენ ვიცვლებით“.
14-წლიანი ლოდინის შემდეგ თბილისში ისევ ჩამოვიდა ბორის გრებენშიკოვი და „აკვარიუმის“ ნაწილი. ბ.გ.-ს ინფორმაციით, მას ამის მცდელობა და სურვილი არასოდეს განელებია, მაგრამ ვერ ხერხდებოდა. „ამჯერად ბევრი არ გვიფიქრია, რატომ უნდა ჩამოვსულიყავით. დაგვიძახეს და ჩამოვედით“ – თქვა მან. თუმცა თბილისში აპოლიტიკური ბ.გ. ბევრჯერ გამოიყვანეს წყობილებიდან. კონცერტის შემდეგ, როცა მას უკვე მერამდენედ ჰკითხეს რუსულ და ქართულ პოლიტიკაზე, ჟურნალისტს ბრაზიანად შეუბრუნა კითხვა: „вы этого дерьма сегодня в зале видели“? ხოლო როდესაც მცხეთაში ყოფნისას, მობილურზე საუბრისას, ვიღაც მოსკოველი ჟურნალისტი მასთან რუსულ-ქართულ ურთიერთობებს და საქართველოში ჩასვლის მიზეზებს არკვევდა, ბორისმა ჩაილაპარაკა „იდიოტი“! მისი სიტყვებით: „რუსულ-ქართული კულტურული კავშირი უძველესია, ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს კავშირი გაწყდება. როგორც ვხედავ, ჯერჯერობით, მხოლოდ პოლიტიკოსები დავობენ. საწყენია, რომ ამით, ადამიანები ზარალდებიან“.
ბ.გ.-ს ძალიან უყვარს თბილისი, თუმცა მიაჩნია, რომ მას მსუბუქი რემონტი არ აწყენდა. ამავე დროს, მისი აზრით, ეს ქალაქი ზედმეტად კარგია იმისათვის, რომ მასში დაიკარგო. როგორც ჩანს, თბილისსაც (და საერთოდ, საქართველოს) ძალიან ჰყვარებია „აკვარიუმი“, რადგან 2 და 3 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში გამართულ მხოლოდ ორ კონცერტზე გადაჭედილი დარბაზი და ოვაციები სწორედ ამაზე მეტყველებდა. კონცერტებზე დასასწრები ბილეთები 3 კვირით ადრე მთლიანად გაიყიდა. 2 ოქტომბერს ბ.გ.-მ ოფიციალური კონტრაქტი დაარღვია. მასში წერია, რომ „აკვარიუმს“ უფლება აქვს „ბისზე“ მხოლოდ ერთხელ გამოვიდეს. ქართველმა მაყურებელმა ის აიძულა, „ბისზე“ ორჯერ გამოსულიყო.
შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ძალიან ადვილია წერო იმ ადამიანზე, რომლის შემოქმედებაც თან სდევს შენს შეგნებულ ცხოვრებას. მის ხელოვნებას ხომ შენთვის ყველაზე მძიმე წუთებშიც შვება მოუგვრია და გულში მომავლის იმედი ჩაუსახავს. მაშინ, როცა თვალუწვდენელ ვითომსამშობლოში ცხოვრობდი და იზრდებოდი, გრძნობდი, რომ სადღაც რუსეთში მღერიან იმას, რაც შენთვის ასე ახლობელია.
საქართველოში ყოფნისას, „აკვარიუმმა“ უძველესი ქართული ტაძრების მონახულებაც მოასწრო. ჩვენ, ბორის გრებენშიკოვთან ექსკლუზიური ინტერვიუ, სწორედ მისი მცხეთაში ყოფნისას ჩავწერეთ ჯვრის მონასტერთან.
ბორის გრებენშიკოვი: „ჯვრის მონასტერი ბოლოს 14 წლის წინ ვინახულე და მიხარია, რომ ახლა, მისი აღდგენა მიმდინარეობს. ტაძარი თავის ფუნქციას უნდა ასრულებდეს და არ უნდა გადაიქცეს ნანგრევებად“.
– როგორც ვიცი, ძალიან დიდ პატივს სცემთ სხვადასხვა რელიგიებს. როგორ უყურებთ ეკუმენიზმს?
– მასზე კარგს ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა რელიგიები, კულტურები უნდა არსებობდეს. კარგი იქნება, თუ ამ რელიგიების წარმომადგენლებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ექნებათ და არ იომებენ. თავის დროზე, ალბათ, ყველაზე კარგად თქვა ერთმა ტიბეტელმა ლამამ. ის მაშინ გამოიძახეს, როდესაც ერთ-ერთი ხელისუფალი ცდილობდა გადაეწყვიტა, რომელი აღმსარებლობა მიეღო და სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა. როდესაც ლამამ საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა, ხელისუფალმა გადაწყვიტა ეს აღმსარებლობა მიეღო და სხვა რელიგიის მიმდევრები ამოეწყვიტათ. ლამამ უპასუხა, რომ არ იყო საჭირო სხვების ამოხოცვა, რადგან ყველა ავადმყოფობას, საკუთარი წამალი შველისო. ვეთანხმები. რელიგია წამალია. ადამიანი ღვთისგან იბადება და შემდეგ ის ცილდება მას. რელიგია კი ამ დაავადების განკურნებაში ეხმარება. ის ღმერთთან შეერთებაში გვეხმარება. შემდეგ კი, როდესაც ეს მოხდება, რელიგია აღარაა საჭირო, რადგან უკვე იცი. რელიგია რწმენის ეტაპია, ღმერთისკენ მიმავალი გზაა. მთის მწვერვალზე კი შეგვიძლია, სხვადასხვა მხრიდან ავიდეთ.
– რა არის ღმერთი?
– ღმერთი ჭეშმარიტებაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება. ათეისტები ვერ ამჩნევენ ირგვლივ რა ხდება. ათეიზმი უმაღლესი ხარისხის დებილიზმია.
– თქვენი აზრით, რომელ რელიგიაშია ჭეშმარიტება?
– ნებისმიერ რელიგიას თავისი დასასრული აქვს, მაგრამ ღმერთი უსასრულოა. რწმენა ძალიან კარგი რამაა, მაგრამ ადამიანებს სწამთ, როდესაც არ იციან. როდესაც ადამიანმა იცის, აღარ არსებობს რწმენის აუცილებლობა. ჩვენ ხომ არ გვწამს, რომ ორჯერ ორი ოთხია? ეს ისედაც ვიცით. არ გვჭირდება იმის რწმენა, რომ მზე არსებობს, ჩვენ ეს ვიცით, ვგრძნობთ. ასევეა ღმერთიც.
– ე.ი. როდესაც ადამიანმა ყველაფერი იცის, მას რწმენა აღარ სჭირდება?
– რაღა უნდა იწამო, როდესაც იცი? ეს შესანიშნავი მდგომარეობა, თავისუფლებაა. ის მდგომარეობაა, როდესაც იცი, რომ ჩვენ სუყველანი ღვთის შვილები ვართ. ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
– როგორ ფიქრობთ, ამისათვის აუცილებელია გონების განათება, იოგების ვარჯიში, ასკეტიზმი და ა.შ.? ამათ გარეშე, ადამიანს შეუძლია მშფოთვარე ყოველდღიურ ცხოვრებაში მშვიდად იცხოვროს?
– ერთმა ბრძენმა თქვა, რომ რელიგია სიყვარულის სკოლააო. რელიგია ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლის.
– მაშინ სექსი რაღაა?
– ეს ერთ-ერთი ადამიანური არც თუ ცუდი მისწრაფებაა.
– ვიცი, რომ ინდური მუსიკა ძალიან მოგწონთ. სხვა კიდევ რომელი ქვეყნის ფოლკლორს ცემთ პატივს?
– ნებისმიერი ხალხური მუსიკა მიყვარს. თუკი მუსიკა ხალხმა შემოინახა, ე.ი. ის ძალიან ფასეულია. ინდურ მუსიკას გულში ძალიან თბილი ადგილი უკავია რაღაც მიზეზებით, რომლის არსი არ ვიცი. ძალიან მომწონს კელტური, შოტლანდიური მუსიკა. არც ჩინურია ცუდი. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვიცნობ ქართულ მუსიკას. ვიცი, რომ შესანიშნავი გუნდური სიმღერები გაქვთ. მე აქ ჩამოვედი ურთიერთობის დასამყარებლად. მოდით, ვიურთიერთოთ.
– თქვენ ნამღერი გაქვთ, „როკ-ენ-როლი მკვდარია, მე ჯერ კიდევ არა“. ამ მხრივ, რა ხდება რუსეთში?
– ანუ გულისხმობთ ქრისტეს მსგავსად აღდგა თუ არა როკ-ენ-როლი რუსეთში, არა? იცით, როკ-ენ-როლის ადგილას უამრავი მუსიკა გაჩნდა.
– რომელი რუსული ჯგუფები მოგწონთ?
– „ტეკილაჯაზი“. ვერ ვიტყვი, რომ სულ მათ ვუსმენ, მაგრამ გენიალური მუსიკოსები არიან.
– თქვენს ელექტრონულ პროექტს Deadушки-სთან ერთად უწოდეთ არა ნაბიჯი წინ, ან უკან, არამედ – გვერდზე. როგორ უყურებთ ელექტრონულ მუსიკას?
– მართალი ბრძანდებით, ასე ვთქვი, რადგან ელექტრონულ მუსიკას გვერდზე ნაბიჯად აღვიქვამ. ის წინ არაფერს არ წევს, მაგრამ ავსებს იმას, რაც უკვე არსებობს.
– სულიერების კონტექსტში?
– სულიერად ყველანაირი მუსიკა ერთნაირია, თუ მას გულითა და აღმაფრენით აკეთებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიღებთ კარგ შედეგს. ხოლო თუკი მხოლოდ სინთეზატორთან ვზივართ და გვგონია, რომ რაღაც ახალს ვაკეთებთ მუსიკაში, ყოველთვის არ გამოგვივა.
– ახლა ბევრს საუბრობენ, რომ 21-ე საუკუნეში მუსიკა ძირითადად, ელექტრონული და ეთნიკური იქნება. თქვენ რას ფიქრობთ?
– მე ვიტყოდი, რომ მუსიკა ასეთი უკვე არის. ეს მოდა უკვე გადის. ახლა ყოველი მეორე კომპაქტ-დისკი ელექტრონული ეთნიკაა. ეს უკვე, აღარაა საინტერესო.
– ბევრი რუსი მომღერალი ახლა ჩეჩნეთში ჩადის და იქ ჯარისკაცებისთვის კონცერტებს აწყობს. თქვენ ამის სურვილი არ გაგჩენიათ?
– საკუთარ თავს ვერ ვაძლევ პოლიტიკური საქმეების განხილვის უფლებას. იმ შემთხვევაში, თუკი ერთ ბანაკში დაუკრავ, მეორე მხარეს აწყენინებ. თანაც ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს იქ რა ხდება, ამიტომ ამის გაკეთება ჩემი წარმატებული სვლა არ იქნებოდა. მე დიპლომატობას არ ვცდილობ, უბრალოდ, არ მინდა ვინმეს ტკივილი მივაყენო. მით უმეტეს, არ მგონია, რომ ასეთი მუსიკა ჯარისკაცებს დასჭირდებათ.
– თქვენთვის ვერტინსკის ალბომის ჩაწერა უფრო ადვილი იყო თუ ოკუჯავასი?
– ორთავე იოლი იყო, რადგან ვერტინსკის შემოქმედება ძალიან მიყვარს და კიდევ უფრო მიყვარს ოკუჯავას სიმღერები. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ოკუჯავა შესანიშნავი პოეტი და სიმღერების ოსტატი იყო.
– მსგავსი ადამიანები დღეს თუ არიან რუსეთში?
– სამწუხაროდ, ისინი გარდაცვლილები არიან. არავის ვიცნობ, ვინც მათ მასშტაბებით შეედრება. სამწუხაროდ, ვერავის დავაყენებ მათ გვერდით.
– ახალ ალბომს როდის ჩაწერთ და მასში შევა თუ არა თქვენი უსიტყვო სიმღერები?
– რთულია ამის თქმა. მართალია, სიმღერები უკვე გვაქვს, მაგრამ მათი ჩაწერა ჯერ არ მინდა. ისე, ძალიან მსურს ინსტრუმენტული ალბომის ჩაწერა, რომელსაც დრო დასჭირდება. ყველაზე მეტად, დრო არ მყოფნის.
– თქვენ აურაცხელი სიმღერა დაწერეთ. თუ გაქვთ ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როდესაც ვერაფერს წერთ და ასეთი მდგომარეობა დიდხანს გრძელდება?
– გულახდილად გეტყვით, რომ ცხოვრების 90 პროცენტში ვერაფერს ვწერ. ყოველთვის შემოქმედებით კრიზისში ვარ. უფრო მეტის დაწერა მსურს, მაგრამ ვერ ვახერხებ. დაწერილი მაქვს ბევრი ისეთი სიმღერაც, რომელთა ჩაწერა არ მინდა, რადგან როცა სიმღერას იწერ, ის იწერება ისეთი, როგორიც არის. მსურს, ისინი ცოცხლები იყოს. ამ სიმღერებს ძუნწი კაცივით ვაზივარ და მხოლოდ სახლში, მეგობრების წრეში ვასრულებ.
– თქვენ თარგმნით ბუდისტურ ლიტერატურას?
– მხოლოდ სამი წიგნი ვთარგმნე მაშინ, როდესაც არ არსებობდა კარგი თარგმანები. ახლა, ჩვენს ტიბეტურ გამომცემლობაში მთარგმნელთა სკოლა ჩამოვაყალიბეთ, სადაც მე მხოლოდ რეცენზენტი ვარ. მაწვდიან წიგნებს, რათა ისინი გადავიკითხო, შევამოწმო და კორექტურა გავუკეთო.
– რა წიგნები თარგმნეთ?
– უბრალოდ, ნეპალში რამდენიმე ტიბეტელ ლამას ვიცნობ. მათი ნაწარმოებები გამოვეცი სამ წიგნად, რომლებიც, სხვათა შორის, „აკვარიუმის“ ინტერნეტ-გვერდზეცაა. სამწუხაროდ, ტიბეტი თანდათან ჩინეთის პროვინციად გადაიქცა და ვშიშობ, რომ ეს პროცესი შეუქცევადია. თუმცა, ამის გამო, ტიბეტური ბუდიზმი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.

– თქვენი აზრით, რა არის ვაჟკაცობა?
– ვაჟკაცობა და მოწიფულობა ეს ერთი და იგივე ცნებებია. ვაჟკაცობაა, როდესაც ადამიანი საკუთარ ქმედებებზე პასუხს აგებს, ამიტომ მას ესმის, რომ რაღაც უნდა გააკეთოს, რაც არ უნდა რთული იყოს ის. ვაჟკაცობაა, როდესაც მამაკაცი მართლაც კაცია.
– როდესაც დიდ ქართველ პოეტს ეკითხებოდნენ, როგორ წერო, პასუხობდა, რომ ის კი არა, ღმერთი წერდა მის ლექსებს, რადგან ამისთვის მას დრო არ რჩებოდა. სინამდვილეში ეს პოეტი არაადამიანურ შრომას დებდა თავის ლექსების შექმნაში. როდესაც წერთ, სიტყვაზე მუშაობთ, თუ სიტყვები თავისით მოდიან?
– სიტყვები თავისით იფრქვევა ხოლმე, მაგრამ ამას ღმერთი კი არა, მე ვწერ. ღმერთი იმის ენერგიას მაძლევს, რომ ეს ყველაფერი მოხდეს. ცვეტაევა საინტერესოდ ამბობდა: „ღმერთი ღმერთია, მაგრამ ამას მე ვქმნი, რადგან უხერხულია ღმერთი პასუხისმგებელი იყოს იმაზე, რასაც ვწერ“. მეც მირჩევნია, ჩემს ლექსებზე პასუხისმგებელი, თავად ვიყო.

კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხე :)
ReplyDeleteელექტრონული მუსიკა როგორც ნაბიჯი გვერდზე მაგარია :D
მოუსმინე ხოლმე "აკვარიუმს" ნინა. :)
ReplyDeleteნეტა 2002 წლის თბილისური კონცერტის ჩანაწერი არსად იშოვება? არსებობს საერთოდ? სიამოვნებით ვნახავდი...
ReplyDelete