ბოლო ათწლეულში ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებაში საპროტესტო მუხტი თითქოს დაეცა. ახალ შემსრულებელთა უმეტესობამ ათასგვარ თემაზე დაიწყო სიმღერა, თანაც – ინგლისურ ენაზე. 1990-იანი წლების ქართული ჯგუფების საპროტესტო მუხტი კი მიმზიდველ რეტროდ გადაიქცა. მასში გარკვევა ერთგვარად სავალდებულო გახდა კიდეც. ჩვენი მუსიკოსების დიდ ნაწილს ეზარება პრობლემებზე სიმღერა, „მეამბოხეს“ სახელის მოხვეჭა, რადგან უკიდურესად პოლიტიზირებულ და პოლარიზებულ საზოგადოებაში ასეთებს არც ისე სიმპათიით უყურებენ. მეტიც – ზოგჯერ თავგამეტებით ლანძღავენ და სკანდალისტის იარლიყსაც აკრავენ. ამიტომ, შემოქმედთა ნაწილი, როგორც ჩანს, ასეთ იმიჯს გაურბის. მიუხედავად ამისა, საქართველოში კიდევ არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებისთვისაც ამბოხი და პროტესტი ბუნებრივია და ამ მიწებებულ იარლიყებზეც დიდად არ დარდობენ. ასეთი მუსიკოსია ერეკლე დეისაძე, რომელმაც რამდენიმე სიმღერით ასეულათასობით ადამიანამდე თავის სათქმელი ზუსტად მიიტანა. „სისტემა უნდა დაინგრეს“ და „რაც მამას უნდა“ – ერეკლეს ის გამორჩეული სიმღერებია, რომლებითაც ერთგვარად გამოაფხიზლა თანატოლები. ერეკლე საზოგადოებრივად აქტიურია. მონაწილეობას იღებდა და იღებს სხვადასხვა საპროტესტო აქციაში. ამჯერად იგი მხარს უჭერს მოძრაობას „თეთრ ხმაური“, რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს.
მუსიკოსი და მწერალი ერეკლე (ეკო) დეისაძე 1990 წლის 2 აპრილს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა I კლასიკური გიმნაზია. თბილისში 2009 წლიდან ცხოვრობს. სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. ამ პერიოდში დაიწყო მისი მუსიკალური კარიერაც. ჰქონდა რამდენიმე პროექტი. 2014 წელს გამოუშვა ალბომი „იარე“. ამჯერად გახლავთ პროექტში „ეკო და ვინდა ფოლიო“, თემურ ეზუხბაიასთან ერთად. მათი ვინილის სინგლი „შენ ანათებ“, ახლახან გამოუშვა ფრანგულმა ლეიბლმა Talitres. გამოცემული აქვს სამი წიგნი: „საიდუმლო სირობა“, რომელმაც სკანდალური პოპულარობა მოუტანა, ასევე „დამლაგებელი“ და „რუსული არდადეგები“. მუსიკალური განათლება არ მიუღია. გიტარის წრეზე დადიოდა. 5 აკორდი რომ ისწავლა, თავი დაანება და თვითგანათლებას მიჰყო ხელი.
ერეკლეს მისი მეგობრის ბინაში შევხვდი.
– ერეკლე, მომიყევი, ქუთაისში როგორ ცხოვრობდი, სად სწავლობდი?
– თავდაპირველად დავდიოდი 23-ე სკოლაში, რომელიც ზასტავას უბანშია და მაშინ კრიმინალური ავტორიტეტების სიმრავლით გამოირჩეოდა. მანდ მე-9 კლასამდე ვსწავლობდი. ბევრნაირ ადამიანთან მქონია ურთიერთობა. ერთხელაც მასწავლებლებმა დედაჩემი დაიბარეს სკოლაში და ჩემზე უთხრეს, ჩვენთან სულ კონფლიქტი აქვს, ჯობია სკოლიდან გადაიყვანოთო. ასე გადავედი პირველ გიმნაზიაში, სადაც თავის დროზე ჩვენი უდიდესი მწერლები და მეცნიერები სწავლობდნენ. აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში აღმოვჩნდი – 23-ე სკოლაში თუ „ვიღაცოვიჩები“ სწავლობდნენ, გიმნაზიაში უკვე მერის შვილები და სხვა კატეგორიის ადამიანები დამხვდნენ. ორივე სკოლამ ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა. ქუთაისი ერთი დიდი ოჯახია, რომელმაც მე ყველაზე მეტი ცოდნა მომცა და ცნობიერება ჩამომიყალიბა.
– ამ კრიმინალურ ავტორიტეტებთან როგორი ურთიერთობა გქონდა?
– სხვათა შორის, გალაკტიონის ლექსები პირველად ერთმა „ქურდმა“ წამაკითხა. უფრო სწორედ, გალას ტომეული დაბადების დღეზე მაჩუქა. მაშინ პატარა ვიყავი – იმ ასაკში, როცა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ავტორიტეტი რა მითითებას ან მიმართულებას მომცემდა. ამ პერიოდში შემიყვარდა პოეზია.
– თბილისში როდის გადმოხვედი?